სუპერლიგის მე-19 ტურის მატჩში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "რუსთავმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ცხრილში გაცილებით მაღლა მყოფ "მგზავრებთან"
სუპერლიგის მე-19 ტურის მატჩში ბოლოსწინა ადგილზე მყოფმა "რუსთავმა", რომელსაც სოლიდური შემადგენლობა ჰყავს, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ცხრილში გაცილებით მაღლა მყოფ "მგზავრებთან" - 84:63. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მობილიზებით ჩაატარა მთელი თამაში და მესამე პერიოდში იმხელა უპირატესობას დაეპატრონა, რომ მატჩს ინტრიგა ნაადრევად დაუკარგა.

პირველი პერიოდის 12:22 წაგების შემდეგ "მგზავრებმა" თამაში ნაწილობრივ დაალაგეს და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 3 ქულას აგებდნენ, თუმცა მესამე პერიოდში რუსთაველებმა დიდებულად ითამაშეს. მიხეილ ჭოჭუას, რევაზ ჩაჩანიძის და ლაშა გამყრელიძის შორი სროლებით, რასაც სამწამიანი ზონიდან კაელ ტურპინისა და ნიკოლა გაჩეშას შედეგიანობა ერთვოდა, ქვემო ქართლელებმა მესამე 10-წუთეული 25:9 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 10 ქულით დაწინაურდნენ.

მეოთხე ათწუთეულის დაწყებიდან მალევე რუსთაველთა ლიდერობამ 30 ქულას მიაღწია და მატჩის დასკვნითი წუთები ფორმალობად იქცა. გამარჯვებულებს 17 ქულით, 9 მოხსნით და 5 პასით გამყრელიძემ ულიდერა. 19 ქულით ბომბარდირი რევაზ ჩაჩანიძე გახდა, ტურპინის ანგარიშზე კი 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. მგზავრებში 19 ქულით საუკეთესო იყო კენდალ უილიამსი.

თამაშის დასრულების შემდეგ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს.

ბუბა ბერიშვილი ("მგზავრების" მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, "რუსთავს" მივულოცავ ღირსეულ მოგებას. ძლიერი, გამოცდილი მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდია. ჩვენ რაც შეგვეხება, ყოველნაირად ვემზადებოდით ამ თამაშისთვის, ცვლილებები გვქონდა შეტევისა და დაცვის ტაქტიკებში. თუმცა ამან მხოლოდ პირველ ტაიმში იმუშავა. მეორე ტაიმში ბევრი გვქონდა აცდენები და დაცვაში, ისევე როგორც შეტევაში ბევრი შეცდომები დავუშვით.

რამაზ გოგობერიშვილი ("რუსთავის" მთავარი მწვრთნელი): ყველანაირად კარგად წაგვივიდა თამაში, შეცდომები არ გვქონია, თუ არ ჩავთვლით თამაშის პირველ ნახევარს. მეორე ტაიმში 3-ქულიანებსაც ზუსტად ვისროდით. ვთვლი, რომ დამსახურებულად მოვიგეთ.

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინას 2 ტესტ-მატჩი მოუგო
"ჩემი გზა" - ვლადიმერ ბოისას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
გარდაიცვალა საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, რამაზ გოგობერიშვილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
დუდუ დადიანის მემორიალი: "რუსთავი" დაბრუნდა
ბუბა ბერიშვილი: "ბიჭებმა დაგეგმილზე მეტი გააკეთეს და მეტოქეს გამარჯვება ხელიდან გამოგლიჯეს"
1/4-ფინალურ სერიებში "ტიტები" და "მგზავრები" დაწინაურდნენ – რუსთავში კი ფრე დაფიქსირდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
სუპერლიგა 2017/18: ახალგაზრდა "რუსთავი" ოთხი ლეგიონერით
"მგზავრებმა" რუსთავში იმარჯვა და ცხრილის ფსკერს თავი დააღწია
"ბათუმმა" "მგზავრები" ბოლო წუთებზე გატეხა და სუპერლიგაში გალიდერდა
რუსთავი-დინამო 79:101 - სტუმრების იოლი გამარჯვება
საქართველოს "ბ" ნაკრებმა ჩინელი არმიელები მეორედაც დაამარცხა
როგორ მოახერხა 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპაში შესვლა?
შიო ხეცურიანის შეხვედრა მწვრთნელებთან
საქართველოს კალათბურთელთა "ბ" ნაკრები ჩინურ კლუბ "ლიონინგთან" დამარცხდა
საქართველოს "ბ" ნაკრები ჩინეთის საერთაშორისო ტურნირში გამოვა
სუპერლიგა 2016/17. XXVIII ტური: "კაკტუსმა" "ქუთაისი" რუსთავში გაინაღდა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
გიორგი კორსანტიას 32 ქულა, 18 მოხსნა და თსუ-ს გამარჯვება "მგზავრებთან"
"მგზავრები", "ტიტები" და თსუ თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?