ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 35, 42, 51, 46... ეს უკვე სასაცილოა!

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: 35, 42, 51, 46... ეს უკვე სასაცილოა!

სტივენ კარის გაჩერება შეუძლებელია
სათაურში მოყვანილი რიცხვები ბოლო ოთხი მატჩში სტივენ კარის მიერ დაგროვილი ქულების რაოდენობაა. "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა ისე აიწყვიტა, რომ მისი გამჩერებელი არავინაა. ამ შთამბეჭდავი სერიის კულმინაცია გახდა MVP-ის გუშინდელი გმირობა...

ჩემპიონი ოკლაჰომა-სიტიში არაერთხელ იდგა მარცხის პირას. "თანდერი" თითქმის მთელი მატჩი წინ იყო, მეოთხე მეოთხედში კი მასპინძლების უპირატესობა 12 ქულას აღწევდა.

კარისა და კლეი ტომპსონის მონდომებით, "უორიორზმა" მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა, თუმცა სირენამდე 14 წამით ადრე, კევინ დურანტის სამქულიანით "ოკლაჰომა" ოთხი ქულით გავიდა წინ - 103:99. ტომპსონმა სწრაფად უპასუხა ორქულიანით, რის შემდეგაც მასპინძლებმა ბურთი დაკარგეს და 0.7 წამით ადრე, ანდრე იგუოდალაზე ჯარიმა აიღეს. "მეომრების" სათადარიგომ ორივე საჯარიმო უნაკლოდ შეასრულა და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა - 103:103.

დამატებითი დროის პირველ წუთზე, ექვსი პერსონალურის გამო, მოედანი ვადაზე ადრე დატოვა კევინ დურანტმა, თუმცა ამას "გოლდენ სტეიტისთვის" დიდი უპირატესობა არ მოუტანია. "ოკლაჰომას" ისევ მიჰყავდა ანგარიში და 118:118-ზე ბოლო შეტევის უფლებაც ჰქონდა. მაგრამ ოვერტაიმის დასრულებამდე 5 წამით ადრე, "თანდერმა" ბურთი დაკარგა. "გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა სტივ კერმა ოვერტაიმი არ აიღო და ბოლომდე ენდო სტივენ კარის, რომელმაც ბურთი მეტოქის ნახევარზე გადაიტანა და ბოლო წამზე დაახლოებით 9-10 მეტრიდან სამქულიანი გაუშვა, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა - 121:118.

ეს იყო კარის მე-12 ზუსტი სამქულიანი (16 ცდიდან) მატჩში. ამით "გოლდენ სტეიტის" ლიდერმა გაიმეორა ლიგის რეკორდი ერთ მატჩში ზუსტი შორეული ტყორცნების რაოდენობით, რომელიც კობი ბრაიანტსა და დონიელ მარშალს ეკუთვნოდათ. გარდა ამისა, გუშინდელი მატჩის შემდეგ, კარის სეზონში 288 ზუსტი სამქულიანი დაუგროვდა, რაც NBA-ის ახალი რეკორდია. წინა რეკორდიც კარის ეკუთვნოდა და ის გასულ სეზონში იყო დამყარებული.

და კიდევ, "გოლდენ სტეიტი" გახლა პირველი გუნდი 1987-88 წლების სეზონის შემდეგ, რომელმაც პლეი ოფში თამაშის უფლება თებერვალში გაინაღდა. ბოლოს ეს შეძლო "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" და იმ სეზონში ჩემპიონი გახდა.

საინტერესო ის არის, რომ სტეფ კარიმ 46 ქულა იმის მიუხედავად დააგროვა, რომ მესამე მეოთხედში ექვსი წუთი მუხლის ტრავმის გამო გამოტოვა. ასევე უცნაურია ამ მატჩის შედეგი იმის გათვალისწინებით, რომ "ოკლაჰომამ" მეტოქეზე თითქმის ორჯერ მეტი (62-32) მოხსნა შეასრულა.

ეს ამ გუნდების მეორე შეხვედრა იყო სეზონში. პირველი "გოლდენ სტეიტმა" საკუთარ მოედანზე 116:108 მოიგო. ისინი ხუთშაბათს "უორიორზის" მოედანზე მესამედ შეხვდებიან ერთმანეთს.

კარის შესახებ

- თუ კარის გადამწყვეტი სამქულიანი არ უმტკიცებს ყველას, რომ სტეფი - ყველა დროის საუკეთესო სნაიპერია, მაშინ არ ვიცი, კიდევ როგორ უნდა დაადასტუროს მან ეს. თუ ის მომდევნო 4-5 წელი ასე თამაშს გააგრძელებს, ყველა შანსი აქვს გახდეს უდიადესი მოთამაშე", - მიაჩნია ლეგენდარულ მეჯიქ ჯონსონს.

- კარი უნდა გაჩერდეს. ეს უკვე სასაცილოა! მსგავსი არაფერი მინახავს კალათბურთის ისტორიაში, - დაწერა საკუთარ "ტვიტერზე" ლებრონ ჯეისმა.

- ზედიზედ ორ მატჩში 10 ზუსტი სამქულიანი? ეს ვიდეოთამაშს ჰგავს. ეს შეუძლებელია! - დაწერა თამაშის მსვლელობისას დირკ ნოვიცკიმ.

- ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ სტივ კერმა სპეციალურად არ აიღო ტაიმ-აუტი, არადა, ჰქონდა ამის საშუალება. მწვრთნელმა იცოდა, რაც მოხდებოდა, - განაცხადა "ორლანდოს" მცველმა ევან ფურნიემ.

სხვა ამბები

- "ჰიუსტონის წინააღმდეგ შესრულებული ერთი დაფარების შემდეგ, "სან ანტონიოს" ვეტერანი ტიმ დანკანი მეხუთე კალათბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც პროფესიულ კარიერაში 3000 ბლოკ-შოტი დაუგროვდა. ადრე, ეს ზღვარი გადალახეს ჰაკიმ ოლაჟუონმა, დიკემბე მუტომბომ, ქარიმ აბდულ-ჯაბარმა და მარკ იტონმა.

- პაუ გასოლმა "პორტლენდის" წინააღმდეგ ბრწყინვალე სტატისტიკა შეაგროვა - 22 ქულა, 16 მოხსნა და 14 შედეგიანი პასი. ესპანელისთვის ეს იყო მერვე სამმაგი დუბლი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში.

ბოსტონი-მაიამი 101:89

18:26, 28:23, 26:21, 29:19

ბ: სმარტი (15), კრაუდერი (14+5 ჩაჭრა), ტერნერი (14+9 პასი), ტომასი (12), სალინჯერი (12+12 მოხსნა), ზელერი (12).

მ: დრაგიჩი (21), უეიდი (19), უაიტსაიდი (13+15 მოხსნა+8 დაფარება), დენგი (11+12 მოხსნა), რიჩარდსონი (11).

ნიუ ორლეანი-მინესოტა 110:112

26:25, 30:20, 30:31, 24:36

ნ-ო: გორდონი (31), ანდერსონი (31+14 მოხსნა), ჰოლიდეი (20+8 პასი).

მ: თაუნსი (30+15 მოხსნა), ლავინი (25), უიგინსი (20), დიენგი (12), რუბიო (9+10 პასი).

ჩიკაგო-პორტლენდი 95:103

21:21, 20:30, 32:28, 22:24

ჩ: პ. გასოლი (22+16 მოხსნა+14 პასი), მური (19), მაკდერმოტი (18), დანლივი (13), პორტისი (10+16 მოხსნა).

პ: ლილარდი (31), პლამლი (16+9 მოხსნა), ჰანდერსონი (13), კრები (11).

ჰიუსტონი-სან ანტონიო 94:104

11:26, 20:25, 26:25, 37:28

ჰ: ჰარდენი (27), ტერი (15), ბრიუერი (15), ჰოვარდი (11+14 მოხსნა).

ს-ა: ლეონარდი (27+8 მოხსნა), ოლდრიჯი (26+16 მოხსნა), პარკერი (15), ანდერსონი (11).

მილუოკი-დეტროიტი 91:102

24:34, 25:25, 24:21, 18:22

მ: მიდლტონი (26+7 მოხსნა), პარკერი (13), მონრო (10+7 მოხსნა), პლამლი (10), ანტენტოკუნმპო (8+12 მოხსნა+7 პასი).

დ: ჯექსონი (22+8 პასი), მორისი (20+8 მოხსნა), ჰარისი (15), დრამონდი (15+17 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (12).

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 118:121 (ო)

30:20, 27:26, 26:32, 20:25, 15:18

ო: დურანტი (37+12 მოხსნა), უესტბრუკი (26+7 მოხსნა+13 პასი), იბაკა (15+20 მოხსნა), კანტერი (11), რობერსონი (10), ადამსი (10+9 მოხსნა).

გ-ს: კარი (46+6 პასი), ტომპსონი (32), იგუოდალა (12), გრინი (2+14 მოხსნა+14 პასი+6 ჩაჭრა+4 დაფარება).

ფინიქსი-მემფისი 111:106

25:18, 29:28, 32:30, 25:30

ფ: ლენი (22+16 მოხსნა), ტელეტოვიჩი (18+7 მოხსნა), ტაკერი (17+11 მოხსნა+7 პასი), ბუკერი (15), გუდვინი (12), პრაისი (12), ჩენდლერი (7+12 მოხსნა).

მ: კონლი (19+8 პასი), რენდოლფი (19), ბარნსი (16), ჩელმერსი (15), სტივენსონი (12).

იუტა-ბრუკლინი 96:98

22:20, 21:28, 18:22, 35:28

ი: ჰეივორდი (27+6 პასი), ჰუდი (15), ფეივორსი (13+11 მოხსნა), გობერი (12+19 მოხსნა+6 დაფარება).

ბ: იანგი (21+8 მოხსნა), ლოპესი (19), ელინგტონი (16), სლოუნი (10+6 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დონჩიჩის 34 და რივზის 33 - "ლეიკერსმა" ლებრონის გარეშე მოიგო

[VIDEO] დონჩიჩმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ორმაგი დუბლი შეასრულა - "დალასს" დევისის დაბრუნებამაც არ უშველა

[VIDEO] მამუკელაშვილის 7 ქულა და ინგრამის გეიმვინერი - "ტორონტომ" "ინდიანა" ბოლო წამებზე დაამარცხა

"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს

"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა

კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა

მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა

მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

ყველგან დაფასებული სტეფ კარი

სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?

ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]

NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი

ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]

NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი