5 ქართული გოლი და 5 პასი
ჩვენი ტრადიციული რუბრიკის, "თვის სამი ლეგიონერის" მორიგ წერილს გთავაზობთ - მაშ ასე, ვნახოთ, ვინ გამოიჩინა თავი თებერვალში Sportall.ge-ს ვერსიით:

12 ქულით გაიმარჯვა ესპანური "ხიმნასტიკის" საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ, რომელიც ჩვენს ნომინანტებში პირველად მოხვდა და, ბუნებრივია, გამარჯვებითაც პირველად გაიმარჯვა.

იანვრის ტრიუმფატორი ვაკო ყაზაიშვილი არნემის "ვიტესიდან" ამჯერად მეორეა 8 ქულით, მესამეზე მისი თანაგუნდელი გურამ კაშია მოდის 2 ქულით.

პირველი ადგილი

გიორგი აბურჯანია - "ხიმნასტიკი" (ესპანეთი). 21 წლის. 4 თამაში, 2 საგოლე პასი

ახალგაზრდა საყრდენის დებიუტი სეგუნდა დივიზიონში იანვრის ბოლოს შედგა. თებერვალში კი მან გუნდის ოთხივე თამაშში შეუცვლელად ითამაშა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. მის ანგარიშზე ორი ერთმანეთზე უკეთესი საგოლე პასია. ამ ოთხი შეხვედრიდან აბურჯანიას გუნდმა 1 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა.

მეორე ადგილი

ვაკო ყაზაიშვილი - "ვიტესი" (ჰოლანდია). 23 წლის. 4 თამაში, 2 გოლი

"ჰეერენვენთან" თამაშში დუბლი შეასრულა. ვაკოს ანგარიშზე "ვიტესის" ხუთი გოლიდან ორია. ბოლო შეხვედრებში რობ მაასმა მას პოზიცია შეუცვალა და ცრუ ცენტრალურ თავდამსხმელად ათამაშებდა.

მესამე ადგილი

გურამ კაშია - "ვიტესი" (ჰოლანდია). 28 წლის. 4 თამაში

ფანების პროტესტმა გაჭრა - გუნდის კაპიტანი მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ ოთხიდან ორ შეხვედრაში კაშიამ მარჯვენა მცველად ითამაშა. "ვიტესმა" 1 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 2 წააგო.

თვის ნომინანტთა შორის იყვნენ ასევე: ლადო დვალიშვილი ("პოგონი", პოლონეთი), ჯაბა კანკავა ("რეიმსი", საფრანგეთი) და გიორგი პაპუნაშვილი ("ვერდერი", გერმანია).

ქართული ლეგიონის თებერვლის სტატისტიკა

თებერვალში სულ 34-მა ლეგიონერმა ითამაშა (აქ არ ვგულისხმობთ სამოყვარულო ლიგებში მოთამაშეებს) 108 ოფიციალურ შეხვედრაში. გავიდა 5 ქართული გოლი და 5 საგოლე პასი.

იანვრის შედეგი: 25 ლეგიონერი - 72 თამაში - 5 გოლი - 2 საგოლე პასი

გოლები

თებერვალში ხუთი ქართული გოლი გავიდა (2016 წელს, ჯამში, 10 ქართული გოლი). რა თქმა უნდა, ეს ცუდი შედეგია. აღსანიშნავია, რომ თვის პირველი ქართული გოლი მხოლოდ 13 თებერვალს გავიდა.

დუბლი მხოლოდ ვაკო ყაზაიშვილმა შეასრულა "ჰეერენვენის" კარში.

ვაკო ყაზაიშვილის დუბლი

გოლები გაიტანეს ნუგზარ კვირტიამ (აზალ-ი, აზერბაიჯანი), ავთო ებრალიძემ (ჟილ ვისენტე) და ირაკლი შეყილაძემ (ტუტოკუოიო, იტალია).

ებრალიძის გოლი

საგოლე პასები

საგოლე პასები იანვართან შედარებით გაორმაგდა, რაც აბურჯანიას დამსახურებაა, მან ორი შესანიშნავი საგოლე გადაცემა მიითვალა.

აბურჯანიას საგოლე პასი "ხირონასთან"

აბურჯანიას საგოლე პასი "ელჩესთან"

ორი საგოლე პასიც ლადო დვალიშვილის ანგარიშზეა, რომელიც პოლონეთში ნელ-ნელა შედის ფორმაში.

დვალიშვილის პასი "კორონასთან"

ერთხელ საგოლე გადაცემით თავი "ემპოლის" სარეზერვო გუნდის ფორვარდმა რომან ჭანტურიამ გამოიჩინა.

ტრანსფერები, დებიუტები, დისციპლინა

ამ თვეში ხუთ ლეგიონერს ჰქონდა დებიუტი ახალ კლუბში - ტაშკენტის "ლოკომოტივის" მაისურა მოირგო აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კახა მახარაძემ. რუსეთის პირველი დივიზიონის თასზე ითამაშეს "სკა-ენერგიაში" გიორგი ნავალოვსკიმ და გიორგი ილურიძემ, ჩეხური "ტეპლიცეს" ფორმა მოირგო ზურაბ ცისკარიძემ, პოლონურ "შლიონსკში" დებიუტი ჰქონდა ლაშა დვალს.

თებერვალში ქართველი ფეხბურთელები 10-ჯერ გააფრთხილეს. ერთხელ კი გიორგი ნავალოვსკი გააძევეს.

იანვრის თვის გამარჯვებულები

1. ვაკო ყაზაიშვილი; 2. ჯაბა კანკავა; 3. გიორგი მაკარიძე.

ასევე იხილეთ:

იანვრის სამი საუკეთესო ლეგიონერი Sportall.ge-ს ვერსიით [VIDEO]

[VIDEO] გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
"ნაპოლი"-"ჰათაისპორი" - კვარაცხელია, აბურჯანია და ლობჟანიძე სასტარტო შემადგენლობაში არიან
შოთას გუნდი "ჰათაისპორთან" დამარცხდა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
გიორგი აბურჯანია პორტუგალიაში დაბრუნდა
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]