საუკეთესო ათეულები
ზედიზედ მესამე კვირაა, ქალთა კლასიფიკაციის ტოპ-ათეულში ახალი ჩოგბურთელი ჩნდება. ამჯერად, ეს პატივი წილად ხვდა ესპანელ კარლა სუარეს-ნავაროს. მან გასულ კვირას მეორე ტიტული მოიგო კარიერაში - ის საუკეთესო გახდა დოჰაში, სადაც 900 ქულა მოიპოვა. ამან ესპანელს საშუალება მისცა მეექვსე ადგილზე გადასულიყო, თანაც სოლიდური სხვაობით - 450 ქულით გაუსწრო მეშვიდე საფეხურზე დაქვეითებულ მარია შარაპოვას.

გასულ კვირას, მორიგი ნაადრევი წაგების შემდეგ, რუმინელი სიმონა ჰალეპი მეხუთე ადგილამდე ჩამოვარდა და წინ გაუშვა გარბინ მუგურუსა. სულ მალე, მას ტიტულის დაცვა უწევს ინდიან უელსში და თუ ამას ვერ მოახერხებს, სუარეს-ნავაროს ხუთეულში შესვლის კარგი შანსი ექნება.

პირველი ათეული დატოვა ფლავია პენეტამ, რომელმაც უკვე დაასრულა კარიერა. დოჰაში ტიტული ვერ დაიცვა ლუსი საფაროვამ და მე-13 პოზიციამდე დაეშვა.

დოჰაში ბრწყინვალედ ითამაშა 18 წლის ელენა ოსტაპენკომ, რომელიც სენსაციურად გავიდა ფინალში. გადამწყვეტ მატჩში მან პირველი სეტი მოიგო და კარგი შანსი ჰქონდა, "პრემიერ 5"-ის ტურნირების ისტორიაში ყველაზე დაბალრეიტინგიანი გამარჯვებული გამხდარიყო, მაგრამ გამოცდილება არ ეყო. ლატვიელმა 88-ე ადგილიდან ერთბაშად 41-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

აკაპულკოს მოკრძალებულ ტურნირზე სლოუნ სტივენსმა ამ სეზონში მეორე ტიტული აიღო. ამერიკელმა მხოლოდ ერთი ადგილი მოიგო და ახლა, 22-ე ნომერია. ფინალში მან დომინიკა ციბულკოვა დაამარცხა, რომელიც უახლოვდება TOP50-ს. ამჟამად, სლოვაკი 57-ე ჩოგანია.

მამაკაცებს გასულ კვირას ATP-500-ის ორი ტურნირი ჰქონდათ. დუბაიში ტრავმის გამო ტიტულს ვერ იცავდა როჯერ ფედერერი. ასევე ვერ დაიცვა შარშანდელი ფინალის 300 ქულა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. სერბმა თვალის ინფექციის გამო ვერ დაასრულა მეოთხედფინალი ფელისიანო ლოპესთან. რა თქმა უნდა, ნოვაკისთვის ეს დანაკარგი ზღვაში წვეთია. ის მაინც უსწრებს უახლოეს კონკურენტს თითქმის 8000 ქულით.

საამიროებში მთავარი პრიზი სტენ ვავრინკამ მოიპოვა. ის ჯერაც ბევრს აგებს მესამე ადგილზე მყოფ ფედერერთან, სამაგიეროდ, დიდი მანძილით დაშორდა რაფაელ ნადალს. შვეიცარიელმა ფინალში მარკო ბაღდატისი დაამარცხა, რომელმაც 18 ადგილი მოიგო და 39-ე ჩოგანი გახდა. ეს კვიპროსელის საუკეთესო რეიტინგია 2013 წლის გაზაფხულის შემდეგ.

აკაპულკოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში თავისი მეხუთე ტიტული მოიგო დომინიკ ტიმმა. თებერვალში ყველაზე მეტი ქულა სწორედ ავსტრიელმა მოიპოვა. ის ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში თამაშობდა და ამ დროში ორი ტიტული მოიგო, ერთხელ კი ნახევარფინალამდე მიაღწია. ამასთან, დომინიკმა სხვადასხვა საფარზე მოიგო ტურნირები - ჯერ გრუნტზე და შემდეგ ჰარდზე.

ATP-ის რეიტინგში მან საკუთარი რეკორდი განაახლა და მე-14 ადგილზე იმყოფება. შორს არ არის ტოპ-ათეულში შესვლა - მეათე ადგილთან ტიმი მხოლოდ 300 ქულას აგებს. აკაპულკოს ფინალში ავსტრიელმა ბერნარდ ტომიჩი დაამარცხა, რომელმაც ამ კვირას ტოპ-ოცეულში დაბრუნება შეძლო.

ATP-250-ის ტურნირი სან პაულუში პაბლო კუევასმა მოიგო. ეს მისი მეორე ტიტული იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში. ურუგვაელი 25-ე ადგილზეა და მკაფიო მიზანი აქვს - საუკეთესო ოცეულში შესვლა.

WTA. TOP10

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 245

2(2). ანჟელიკ კერბერი (გერ) 5 700

3(3). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 5 450

4(5). გარბინ მუგურუსა (ესპ) 4 831

5(4). სიმონა ჰალეპი (რუმ) 4 745

6(11). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 4 015

7(6). მარია შარაპოვა (რუს) 3 562

8(7). ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც) 3 505

9(8). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 3 483

10(10). რობერტა ვინჩი (იტა) 3 455

10(9). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 3 580

ATP. TOP10

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 16 580

2(2). ენდი მარეი (ბრიტ) 8 765

3(3). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 295

4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 6 325

5(5). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 810

6(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 4 030

7(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 3 900

8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 3 505

9(9). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 950

10(10). რიშარ გასკე (საფ) 2 715

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე დაემშვიდობა
"შავი ლომი" ირლანდიაში 0:52 დამარცხდა
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ბაირამიანი: სომხეთის ნაკრებიც გაისვრის საქართველოს და უზბეკეთის მსგავსად
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!
"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა
"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა
ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
გინდოდათ შარაპოვასთან მესიჯობა? ახლა ეს შესაძლებელია
როგორ გამოიყურება მარია შარაპოვას მდიდრული სახლი [VIDEO+PHOTO]
კარიერადასრულებული ორსული შარაპოვა რუსეთის სახელით ასპარეზობისთვის დაიჩაგრა?! - ლონდონში უცნაური ამბავი მოხდა
როდის დაბრუნდება შარაპოვა? - მარიამ ვარჯიში დაიწყო
ჩოგბურთის ერთ-ერთმა სექსსიმბოლომ კარიერა დაასრულა!
მარია შარაპოვა: კარიერის დასრულებას მივუახლოვდი, მაგრამ...