...ჰეიმანი, 2012 წლის ფინალი, მსოფლიოს თასი
ფრანგული კლუბი "ტულონი" ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. მარტო ის რად ღირს, რომ ტულონელები ევროპის მოქმედი ჩემპიონები არიან. ამ გუნდში დღესდღეობით ხუთი ქართველი მორაგბე ირიცხება. ესენია: მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე, ირაკლი ნატრიაშვილი და ბადრი ალხაზიშვილი.

ახლახან ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯს, ლევან ჩილაჩავას სტატია მიუძღვნა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

ქართველი შერკინების ბურჯი, ლევან ჩილაჩავა, რომელიც ახლა 24 წლისაა და ტულონში 2009 წელს ჩამოვიდა. მან ამ დროის განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ახალზელანდიელი ვარსკვლავის, კარლ ჰეიმანის მემკვიდრე გახდა.

საფრანგეთში ჩამოსვლიდან ერთ თვეში ლევანი 18 წლის გახდა:

"პირველ წელიწადს ძალიან გამიჭირდა. ყველაფერი ძალიან რთული იყო. როგორია, ჩადიხარ უცხო ქვეყანაში, გხვდება განსხვავებული ცხოვრების წესი, მარტო, მეგობრების გარეშე. როცა ჩამოვედი, თითქმის ყველა დროებით, გასასინჯად ვიყავით გუნდში. მერე კეკეს (შიოსი) და ივალდის დავუმეგობრდი.

ახლა ნოსტალგია აღარ მაწუხებს, მაგრამ, როცა კი თავისუფალი დღეები გვაქვს, მუდმივად ჩემს ოჯახთან მინდა ყოფნა. ძალიან მომწონს ტულონში ცხოვრება".

ლევანის "ტულონში" ჩარიცხვა მის ორ თანამემამულესთანაა კავშირში. მას რამდენიმე ფრანგული კლუბი ეპატიჟებოდა. მათთან ერთად მან "ტულონის" სკაუტების ინტერესიც გამოიწვია.

"ერთ დღეს დავით ქუბრიაშვილმა და გია ლაბაძემ დამირეკეს და მითხრეს, რომ "ტულონი" ჩემით დაინტერესდა. ასე დაიწყო ჩემი ტულონური თავგადასავალი. მართალია, ქუბრიაშვილი და ლაბაძე ახლა გუნდში აღარ არიან, მაგრამ ქართველების ბალანსი არ დარღვეულა.

კარგია, როცა თანამემამულეები გვერდით გყავს. საშუალება გეძლევა მშობლიურ ენაზე ილაპარაკო. ხშირად ვარ მამუკა გორგოძესთან, მას კარგი სახლი და ლამაზი საცურაო აუზი აქვს".

კარლ ჰეიმანი

24 წლის ქართველი შერკინების ბურჯი "ტულონში" თავის პოზიციაზე (#3) პირველი ნომერია.

"წლეულს, უწინდელთან შედარებით, ხშირად მიწევს თამაში ძირითად შემადგენლობაში. ეს ძალიან კარგია შემდგომი პროგრესისთვის".

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშებიდან ტრავმირებული დაბრუნდა, მაინც უმალ შეძლო გუნდში ინტეგრირება და ძირითად გუნდში კარლ ჰეიმანის ადგილის დაკავება, რომელიც მისი კერპი და დამრიგებელი იყო.

"კარლი არის ეტალონი. 35 წლისაა და, მიუხედავად ამისა, გიჟივით ვარჯიშობს. რვა მატჩში ვითამაშე გადაბმულად. არ დავიღალე, მაგრამ ძალიან ძნელია. ის თამაშობდა ყველა მატჩში უცვლელად, 80 წუთს. ვერ ვხვდები, ამას როგორ ახერხებდა. სინამდვილეში, ის ყველა შერკინების ბურჯისთვის სამაგალითოა. კარლმა ძალიან ბევრი რჩევა მომცა. მე მასთან გავიზარდე".

მსოფლიოს თასი

ლევან ჩილაჩავას მეხსიერებაში არასდროს წაიშლება მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც მან გასულ შემოდგომაზე იასპარეზა.

"ეს მართლაც განსაკუთრებული მოვლენა იყო. ასეთი მაღალი დონის ტურნირზე, კარდიფის "მილენიუმზე" "ოლ ბელექსის" წინააღმდეგ მატჩი ცხოვრებაში არ დამავიწყდება.

ამ თამაშებმა, ისევე, როგორც არგენტინასთან და ტონგასთან შეხვედრებმა, ჩვენს გუნდს დიდი გამოცდილება შესძინა. საქართველოს ნაკრები გაიზარდა, განვითარდა, მისი პოპულარობა ქვეყანაში იზრდება. 2011 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ რაგბის გარშემო დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. 2015 წლის გათამაშების შემდეგ კი, სადაც მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური მოვიპოვეთ, ის კიდევ უფრო მეტად პოპულარული გახდა საქართველოში.

თუმცა, ფეხბურთი ჯერ მაინც ნომერ პირველ სპორტად რჩება".

2012 წლის ფინალი

2012 წლის საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალი მისთვის ცუდ მოგონებად იქცა. მან პირველი ნაბიჯები სწორედ მაშინ გადადგა ელიტურ რაგბიში. "ტულონმა" ფინალში "ტულუზთან" 12:18 წააგო.

ცუდი მოგონებაა, თუმცა მის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა.

"ფინალის შემდეგ ძალიან ცუდ განწყობაზე ვიყავი. მაშინ 20 წლის გახლდით და ის მარცხი ძნელად გადავიტანე. თითქოს საკუთარი თავის რწმენა დავკარგე.

დახმარების ხელი ჟაკ დელმამ გამომიწოდა, რომელმაც ბევრი რამ მასწავლა ახლო ბრძოლის კომპონენტში. ის მე ძალიან დამეხმარა".

ჟაკი ახლაც განაგრძობს თვალყურის დევნებას, ეხმარება მას. დიდი კონკურენციის მიუხედავად, ჩილაჩავა წინსვლას განაგრძობს. მას "ტულონთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს და არ ეშინია მის პოზიციაზე გუნდში ახალი მოთამაშეების გამოჩენის. პირიქით:

"ყველაფერი წინაა, განვაგრძობ შრომას, მე ყოველივე ეს მომწონს და მინდა მხოლოდ წინ ვიარო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

B-52
წარმატებები ლევან! გვეამაყები!!!
Anfield Watch: იდეალური ტრანსფერი "ლივერპულისთვის" - ხვიჩას გადაბირება ვერ მოახერხეს, თუმცა თორნიკეს დამატებაა შესაძლებელი
კვერნაძის "ფროზინონემ" მოიგო და სერია A-ში დაბრუნებასთან ერთი ნაბიჯი აშორებს
Le Parisien: გმირი და ბრწყინვალე კვარაცხელია აპრილში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
7-ქალამ მონაკოში ერთი მოიგო
ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
20 წ. | აშშ-სთან და ახალ ზელანდიასთან რუსთავში გავხურდებდით
ორბმა მარგვეთი დაამარცხა და სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა
სალაჰი "ფენერბაჰჩესთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს - ეგვიპტელი 20 მილიონს ითხოვს
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანის" მთავარი სამიზნე გაბრიელ ჟესუსი იქნება
კონფერენს ლიგა. აზაროვი არ ათამაშეს - "შახტარი" "კრისტალ პალასთან" დამარცხდა
ევროპა ლიგა - "ბრაგამ" და "ნოტინგემმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვეს
უეფამ საუკეთესოდ დემბელე აღიარა - კვარაცხელია სიმბოლურში შეიყვანა
7-ქალა | მონაკოს ტურნირისთვის შემადგენლობა შეირჩა
ოფიციალურად: მაიკლ ჯექსონი "ბარნლის" მთავარი მწვრთნელია
ქუთაისი ნახევარფინალშია | ბათუმმა გორში იმარჯვა და სერიაში 2:1 დაწინაურდა
"უცხოელი მწვრთნელი რა საჭიროა?" - მოურინიოს რჩევა იტალიის ფეხბურთის ფედერაციას
"თეთრ სახლში" ჩემი და თოფურიას ჩხუბი ამიტომ არ შედგა" - ისლამ მახაჩევი
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" "ტონდელასთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] ორივე გოლი პენალტით გაიტანეს - "ატლეტიკომ" და "არსენალმა" ფრედ ითამაშეს
სიტუაცია რთულია - რა მოხდება საფონოვმაც რომ ტრავმა მიიღოს
ედერსონ ზაფხულში სავარაუდოდ, "ფენერბაჰჩეს" დატოვებს
რაგბი. ლეგიონი: ხვალ, "მზარდი არგენტინის" წინააღმდეგ
ქართველ მორაგბეს, გია ლაბაძეს ტულონში ვარსკვლავი გაუხსნეს
შალვა მამუკაშვილმა საფრანგეთის TOP 14-ის მატჩში დუბლი შეასრულა
[ისტორია] საქართველოსა და რუსეთის 9 დასამახსოვრებელი სპორტული ომი [VIDEO]
ირაკლი ნატრიაშვილმა კარიერა დაასრულა
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
ბადრი ალხაზიშვილი ფრანგული "პროვანსის" მოთამაშე გახდა
გაგი ბაზაძემ "აჟენთან" ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
საუკეთესო მღლეტავები რაგბის ისტორიაში
ლეგიონერები - ნაკლული ტური, გადადებული შეხვედრები და ქუბრიაშვილი "პერპინიენში"
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
რაგბი. ლეგიონი: ქართველები პლეი ოფში იბრძოლებენ
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
რაგბის ლეგიონი: ვის ვუქომაგოთ ამ სეზონში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
"მონპელიემ" "უმცროსი ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ლიდერი გელა აფრასიძე დაიმატა
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
დავით ბოლღაშვილი: ყველა ქართველი მორაგბის ოცნება ნაკრების სამსახურია
რაგბი. ლეგიონი: "სტიაუა" წარსულ დიდებას იბრუნებს
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
რაგბი. ლეგიონის უქმეები: ოთხი ლელო და სამეფო თასი [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა
მერაბ შარიქაძე: ჩვენს გარდა, მოგების არავის სჯეროდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
საქართველოს ნაკრების ორმა მორაგბემ კლუბი შეიცვალა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
რაგბი. ლეგიონი: არჩუაშვილის "სტიაუა" დაუმარცხებელია
რაგბი. ლეგიონერები: გიორგი ფრუიძის მეოთხე ლელო [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძემ "მზარდ არგენტინასთან" ივარჯიშა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა