საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის გათამაშების მეორე ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა იზრუნოს
თბილისის ახალ სპორტის სასახლეში სამ დღეს გრძელდებოდა დევისის თასის გათამაშების ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში საქართველოსა და დანიის ჩოგბურთელ ვაჟთა ნაკრები გუნდების შეხვედრა.

ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდნენ, მაგრამ პირველივე ორთაბრძოლამ პროგნოზები თავდაყირა დააყენა: მსოფლიოს კლასიფიკაციაში 118-ე ადგილზე მყოფმა 24 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილმა დანიელთა 19 წლის ურეიტინგო კრისტიან სიგსგაარდს პირველი ხელი რის ვაი-ვაგლახით მოუგო ტაიბრეიქში - 7:6, მომდევნო სამი სეტი კი კორტის ბატონ-პატრონი დანიელი ჩოგბურთელი იყო. მან ზედიზედ სძლია ბასილაშვილს - 6:1, 6:4, 6:4 და სტუმრები დააწინაურა.

შემდეგ კორტზე გიორგი ცივაძე (857-ე) და ფრედერიკ ნილსენი (431-ე) გავიდნენ. იმის გარდა, რომ დანიელი ქართველ ჩოგბურთელს რეიტინგში 426 საფეხურით უსწრებს, ნილსენი წყვილებში 2012 წლის უიმბლდონის ჩემპიონია. გამოცდილ მეტოქეს ცივაძემ მხოლოდ პირველ სეტში გაუწია წინააღმდეგობა, თუმცა ტაიბრეიკში მაინც დამარცხდა - 6:7 (3:7), მომდევნო ორი ხელი კი, ფაქტობრივად, უბრძოლველად დათმო - 0:6, 1:6.

მართალია, პირველი დღის შემდეგ სტუმრები 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ მასპინძლებს წარმატების იმედის ნაპერწკალი მაინც რჩებოდათ, მაგრამ სტუმრებმა წყვილთა პაექრობისას ცივი შხაპი გადაგვავლეს: ფრედერიკ ნილსენმა და ტომას კრომანმა ნიკოლოზ ბასილაშვილსა და გიორგი ცივაძეს 3:0 სძლიეს (7:6 (7:0), 6:1, 6:2), რითაც შარშან ზედა ეშელონიდან დაქვეითებული დანია პირველ ჯგუფში აღსაზევებელი ორი საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს, საქართველოს ნაკრებმა კი მეორე ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად უნდა იზრუნოს.

15-17 ივლისს თბილისი ზიმბაბვეს ნაკრებს უმასპინძლებს. ეს უკანასკნელი ფინეთთან დამარცხდა.

6 მარტს ორი ორთაბრძოლა გაიმართა. გიორგი ჯავახიშვილმა (1105-ე) პირველი ხელი ბენჯამინ ჰანესტადთან (1452-ე) 1:6 დათმო; მეორეს 0:3-ს რომ აგებდა, ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო.

ბოლო პაექრობაში კრისტიან სისგაარდმა ირაკლი მეტრეველს (2085-ე) აჯობა - 6:1, 6:1 და დანიის გუნდმა საქართველოს ნაკრები მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 5:0.

მეორე ზონის დანარჩენი შეხვედრები ასე დამთავრდა: ფინეთი-ზიმბაბვე 4:1, ბელორუსი-ეგვიპტე 3:1, ლატვია-მონაკო 3:2, თურქეთი-ბულგარეთი 3:2, სამხრეთი აფრიკა-ლუქსემბურგი 5:0, ლიტვა-ნორვეგია 3:2, ბოსნია-ტუნისი 3:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
ალექსანდრე მეტრეველი - უპირველესი მიზანი TOP 100-ში მოხვედრა!
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
მეტოქე მატჩზე არ გამოცხადდა - ბასილაშვილმა მიმდინარე სეზონში ორი წრე პირველად დაძლია
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ტურნირის მე-2 წრეში ითამაშებს
ალექსანდრე მეტრეველი: ნაკრების წევრებისგან მსგავსი არაფერი ყოფილა
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ფედერაციის თასისთვის ემზადება
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: გიორგი ცივაძემ წააგო, მაგრამ ანტალიაში რჩება
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
რეიტინგები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულს მიუახლოვდა
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის