დღეს ჩვენი მთავარი იმედი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობს
რიგაში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატის მეორე დღესაც ჩვენმა ნაკრებმა ერთი ბრინჯაო მოიპოვა, რომელსაც ელიზბარ ოდიკაძე (97) დაეუფლა. ოღონდ, პირველი დღისგან განსხვავებით, გუშინ ჩვენმა ორივე ფალავანმა იჭიდავა ბრინჯაოსთვის, თუმცა ზურაბ იაკობაშვილი (65) დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა.

ორივე წონაში მოვლენები ლოგიკურად განვითარდა - ჩვენებმა მოსაგები პაექრობები მოიგეს და რეალურად ძლიერებთან წააგეს.

ოდიკაძემ პირველი ორი პაექრობა იოლად, წმინდად მოიგო - შვეიცარიელ ფილიპ მარსელ ჰუტერთან 10:0, ხოლო სლოვაკ იოჟეფ იალოვიართან 11:0 იმარჯვა.

აი, ამის შემდეგ მოსალოდნელი მარცხის დრო დადგა - მისი მეტოქე რუსთა ჩეჩენი მსოფლიოს მესამეპრიზიორი და ამ ტურნირის მომავალი გამარჯვებული, რამზან კადიროვის პირადი დაცვის წევრი და სპეცრაზმში გამობრძმედილი ანზორ ბოლტუკაევი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, ჩვენი ფალავანი მასთან პირწმინდად, 0:12 დამარცხდა და სანუგეშო წრეში გადავიდა. იქ ჯერ პოლონელ რადოსლავ ბარანს 5:1 მოუგო, დამამშვიდებლის ფინალში კი უკრაინელთა ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვალერი ანდრეიცევი 3:1 დაამარცხა.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ოდიკაძე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონია, ეს კი მის კარიერაში მორიგი სოლიდური მედალია.

ამავე წონაში ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავა კიდევ ერთმა ქართველმა, საბერძნეთის სახელით მოჭიდავე მიხეილ ჩიქოვანმა, მაგრამ გერმანელ ერიკ სვენ ტილესთან დამარცხდა და მეხუთეზე დარჩა. ჩემპიონი, როგორც გითხარით, ბოლტუკაევი გახდა, ვინც ფინალში ბელორუსთა ევროპის მედალოსანი ივან იანკოუსკი პატარა ბავშვივით აბურთავა - 11:0 მოუგო.

პირველი შეხვედრა იაკობაშვილმაც იოლად მოიგო - რუმინელ გეორგე ბუცურს 4:1 აჯობა. სამაგიეროდ, თურქთა ევროპული თამაშების მესამეპრიზიორ მუსტაფა კაიასთან 1:7 დათმო. საბედნიეროდ, თურქი ფინალში გავიდა და იაკობაშვილსაც სანუგეშოს გზა გაეხსნა, სადაც სლოვაკ დავიდ ჰაბატს 6:0 კი მოუგო, მაგრამ ბრინჯაოსთვის შეხვედრაში რუს ისრაილ კასუმოვთან 4:13 წააგო.

კუბელი ფრანკ მერკეზ ჩამიზო ევროპელთა ჭირად გადმობარგდა იტალიაში - ყველა აქაურს უგებს და ახლაც დამაჯერებლად დაჯაბნა თურქი კაია.

ამდენად, ორი დღის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მონაგარი ორი მედალია, ორივე - ბრინჯაოსი. თუმცა დღეს ჩვენი მთავარი იმედი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ჭიდაობს, ვინც ახალ წონაში - 61 კილოგრამში იასპარეზებს.

ის ტურნირში პირველივე წრიდან ჩაებმება, სადაც მაკედონიელ იასინ რეჯალარის ხვდება. ბადის ამავე ნახევარშია აზერბაიჯანელთა მსოფლიოს ბოლო ორი პირველობის მომგები და ევროპის ჩემპიონი ჰაჯი ალიევიც. ვნახოთ, შეუშლის თუ ვერა ხელს ზედიზედ მესამედ გაჩემპიონებაში ხინჩეგაშვილი, თუმცა მათი შეხვედრა ერთგვარი პრინციპული პაექრობაც იქნება, რადგან ორი წონის მსოფლიოს ჩემპიონები შეერკინებიან ერთმანეთს. საინტერესოა, შეძლებს თუ ვერა ქვედა წონიდან ამონაცვლებული ჩემპიონი დამხვდურის განდევნას 61-ის ტახტიდან.

დღეს ჩვენგან იაკობ მაქარაშვილიც (74) ჭიდაობს, თუმცა წილისყრამ დიდად არ გაუმართლა - პირველ შეხვედრას აზერბაიჯანელ ევროპის ჩემპიონთან და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსან ჯაბრაილ ჰასანოვთან გამართავს. ამ წყვილის გამარჯვებულს მეორე წრეში ერთ-ერთ შესაძლო მეტოქედ უკრაინის სახელით მოჭიდავე ევროპის მედალოსანი გია ჩიხლაძეც ელოდება.

ჭიდაობა. თავისუფალი. ევროპის ჩემპიონატი

ვაჟები

65 კგ

1. ფრანკ მერკეზ ჩამიზო (იტალია)

2. მუსტაფა კაია (თურქეთი)

3. ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

სემენ რადულოვი (უკრაინა)

5. ზურაბ იაკობაშვილი (საქართველო)

97 კგ

1. ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

2. ივან იანკოუსკი (ბელარუსი)

3. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

ერიკ სვენ ტილე (გერმანია)

ქალები

53 კგ

1. სოფია მაგდალენა მატსონი (შვედეთი)

2. ირინა კურაჩკინა (ბელარუსი)

3. ნინა ჰემერი (გერმანია)

იულია ხავალჯი-ბლაჰინია (უკრაინა)

60 კგ

1. პეტრა მაარიტ ოლლი (ფინეთი)

2. ოქსანა ჰერჰელი (უკრაინა)

3. იულია რატკევიჩი (აზერბაიჯანი)

იულია პრონცევიჩი (რუსეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წინა მსოფლიოზე "მშვენივრად მოახერხა" წაგება კადიროველმა.
რა საჭიროა ასეთი დაკომპლექსებული აღფრთოვანება? მართლა ყველაფერი ხომ არ უნდა დაგიწეროს სხვამ, თუნდაც ქრთველებისადმიარამთლადკარგადგანწყობილ /:)/ პუტინელზე?!
გიო-ს
არის "რაღაცეები"(!) რასაც ზედმეტად და უამრავჯერ(!) ხაზგასმა არ სჭირდება და მიუღებელია. შენ თუ ყურადღებას არ აქცევ, სხვისთვის სულერთი არაა! ისე, "კადიროვის დაცვის წევრი" სად წაიკითხე?!
fraternity-ს
ან სულერთია შენთვის და/ან ყურადღებას არ აქცევ - ამ კაცზე წერისას ყოველთვის ხაზგასმულად ეს ტექსტია- "კადიროვის სპეცრაზმში გამობრძმედილი" და ა.შ. რაც შეეხება ისეთ პრიმიტიულად აღმატებული შეფასება როგორიცაა- "მარტივ მამრავლებად დაშალა" და ა.შ. ვისაც ჭიდაობა ესმის ცოტა სხვანაირად(აც) და გაცილებით უკეთ(აც) შეიძლება დაიწეროს. თანაც, აქამდე არავისთან წაუგია, და/თუ უკვე კარელინია, ანდიევი, ხადარცევი, თუ...თედიაშვილი?
გიო
კაცმა ფაქტი აღნიშნა რომ კადიროვის დაცვის წევრია? რას მიესიეთ ფუტკრებივით.)))
mesidona
ყოცაღ ლადო. ალივთან გაუჭირდა მაგრამ მაინც მოუგო
zaza
ავსტრალიელმა ლუკას ბრაუნმა ,,კადიროველი,,რუსლან ჩაგაევისგან მუთაქა გააკეთა!
zaza
ბატონო ირაკლი-,,კადიროვის გაწვრთვნილი,,რუსლან ჩაგაევი როგორ ბერტყა ავსტრალიელმა მოკრივემ იხილეთ იუთუბში.
fraternity
რეკლამირება რა შუაშია? აშკარად ძალიან ძლიერია ეს ჩეჩენი. ვისაც შეხვდა ყველა მარტივ მამრავლებად დაშალა და თვითონ ქულა არ გაუშვია
წაიღეთ ტვინი "კადიროვის სპეცრაზმის" რეკლამირებით!
"კადიროვის სპეცრაზმში გამობრძმედილი"- ყველაზე მაგარ მოჭიდავეს ნიშნავს და ე.ი. ყველას უნდა მოუგოს?:))) ქართულ - რუსულ-ამერიკულ-ებრაულ-ფრანგულ-ჩინური სპეცრაზმები არ გხიბლავთ?!:) რა "კომპლექსები" და ხიბლი გჭირთ?!
დათა
ავტორს ეტყობა რომ კადიროვის კომპლექსი აქვს და ჩვენც უნდა შეგვაშინოს არ გვეშინია ბატონო თავისი ქვეყნის მოღალატე კადიროვის და არც მისი დაცვის,სხვა შორის ფიზიკური ძლიერება დაცვის სიძლიერეზე არ მიუთითებს ეს ისე ტვინის გასავარჯიშებლად.....
U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია, კენჭაძე ვიცე-ჩემპიონი [VIDEO]
საქართველოს ნაკრები პოლონეთის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია - 6 მედალი ვარშავიდან
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
ჭიდაობა. გერმანული ბუნდესლიგა: ქართველები აქაც იგებენ
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ხინჩეგაშვილმა მოიგო, მაგრამ საუკეთესო მოჭიდავის სტატუსი მაინც დაკარგა
იაკობაშვილი და ოდიკაძე ნახევარფინალში დამარცხდნენ და ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მსოფლიოს თასი: საქართველოს ნაკრები "სიკვდილის ჯგუფში"
ჭიდაობაში მსოფლიოს პირველობაზე მამლუქები გვიპირისპირდებიან
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძე ლიგაში დაუმარცხებელი და საუკეთესოა
ჭიდაობა. ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია! [VIDEO]
იაკობაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
შმაგი ბოლქვაძე ჩემპიონია - 5 მედალი კიევის ტურნირზე პირველ საჭიდაო დღეს [VIDEO]
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს 5 ქართველი ძიუდოისტი გამოვა
ინდოეთის ლიგა: ელიზბარ ოდიკაძეც დამარცხდა
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მსოფლიოს ჩემპიონატი: ნაცნობი სცენარი - დავრჩით ბრინჯაოს ამარა
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...