მონრეალის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში აღებულმა ალექსეი ლოვჩევის B სინჯმაც დოპინგის კვალი აჩვენა
შარშან ჰიუსტონში (აშშ), ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატში მძიმეწონოსანთა (+105) ასპარეზობისას საჩხერელმა ლაშა ტალახაძემ ერთბაშად სამი მედალი დაიმსახურა: ორჭიდში 454 კილოგრამით ვერცხლი მოიპოვა, ატაცშიც 207 კილოთი მეორე ადგილი ერგო, აკვრაში კი 247 კილოგრამით მესამე იყო.

სამაგიეროდ, ქომაგები გააკვირვა რუსმა ალექსეი ლოვჩევმა, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ორი მსოფლიო რეკორდით (აკვრასა და ორჭიდში) მოიხვეჭა - 475 (211+264), თანაც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამჯერ ავიდა.

ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ფენომენალურმა შედეგებმა მაშინვე დააეჭვა სპეციალისტები, თურმე არცთუ უსაფუძვლოდ.

მოგეხსენებათ, ბოლო დროს მოხშირებული დოპინგსკანდალები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა - ბევრი სპორტსმენი ცდუნებას ვერ უძლებს და აკრძალულ პრეპარატებს მიმართავს. ამ მხრივ, განსაკუთრებით რუსები გამოირჩევიან. შარშან ნოემბერში, ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრებისთანავე სინჯის შემოწმებისას ლოვჩევს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატი იპამორელინი აღმოაჩნდა.

რუსებმა სინჯის შედეგები გააპროტესტეს და დამატებითი გამოკვლევა მოითხოვეს. ამ დღეებში კანადის ქალაქ მონრეალის ანტიდოპინგურ ლაბორატორიაში აღებულმა B სინჯმაც დოპინგის კვალი აჩვენა.

გუშინ საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ოლიმპიურ ჩემპიონ გიორგი ასანიძეს დუშეთში შევეხმიანეთ, სადაც იგი ნაკრების წევრებთან ერთად საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება.

- ცუდი არავისი გამიხარდება, მაგრამ სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, - გვითხრა მან. - მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ლოვჩევს დოპინგის კვალი რომ აღმოუჩინეს, რუსებმა, მოგეხსენებათ, გაასაჩივრეს.

საერთაშორისო გამოცდილება ცხადყოფს, რომ ძალიან იშვიათად, პირველი მაჩვენებელი შეიცვალოს. ასეც მოხდა. ორიოდე დღის წინ შევიტყვეთ, რომ B სინჯმაც დაადასტურა დადებითი შედეგი. თუმცა არც ეს არის საბოლოო პასუხი, რადგან რუსებს თვის ბოლომდე აქვთ სააპელაციო პერიოდი. ამის შემდეგ გახდება ყველაფერი ნათელი.

ანტიდოპინგური სააგენტო ორივე სინჯის პასუხებს თუ დაადასტურებს, მაშინ, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ახალი კანონმდებლობით, ლოვჩევს ნულიდან ოთხ წლამდე დისკვალიფიკაცია ელის. მას ჩემპიონობაც ჩამოერთმევა და ოქროს მედლებიც, მომდევნო ადგილებზე გასული ათლეტები კი ერთი საფეხურით აინაცვლებენ.

ლაშა ტალახაძე ორ ოქროსა და ერთ ვერცხლს მიიღებს, ხოლო ირაკლი თურმანიძეს, რომელმაც ატაცში 202 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა, ამ დისციპლინაში ბრინჯაოს მედალი შეხვდება.

- საოლიმპიადე სამზადისზე რას იტყვით?

- ახალი სეზონისთვის ბიჭები ნელ-ნელა იღდგენენ ჩვეულ სპორტულ ფორმას, მონდომებით ვარჯიშობენ. 8 აპრილს ნორვეგიაში ევროპის ჩემპიონატზე სრული გუნდით გავემგზავრებით და ვეცდებით, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ, მერე კი რიოს ოლიმპიადისთვის მიზანმიმართულად მოვემზადებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ლაშა ტალახაძის მეტოქე ალექსეი ლოვჩევი ოთხი წლით მოკვეთეს
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე
ლაშა ტალახაძემ ბათუმში ევროპის ჩემპიონატზე რეკორდი მოხსნა და ტურნირი ტრიუმფით დაასრულა! [VIDEO]
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
"სპორტალი": გადაცემის სტუმარია ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე
საახალწლო საჩუქარი: რუსს ოქროს ართმევენ და ლაშა ტალახაძეს აძლევენ! [VIDEO]
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
თქვენ ჩვენი ქვეყნის სახე ხართ - პრემიერ-მინისტრმა საუკეთესო ძალოსნები დააჯილდოვა
ქართველი ძალოსნების სხეულში აკრძალული ნივთიერება აღმოჩნდა
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
ლაშა ტალახაძე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია! [VIDEO]
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა ბათუმში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ლაშა ტალახაძეს ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ირაკლი თურმანიძე ღონისძიებაზე არ მიიწვიეს
"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან
ახალი წონები, ახალი რეკორდები - დღეს ძალოსნობაში მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია
არაფერი ეშველებათ - დისკვალიფიცირებული ძალოსანი რუსეთში გუნერნატორის მრჩეველად დანიშნეს
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..