"იუვე" "სასუოლოსთვის" ემზადება
სერია A-ს 29-ე ტურში არაერთი სააინტერესო მატჩი შედგება, განსაკუთრებულ ინტერესს კი ლიდერთა თამაშები იწვევს. მაგალითად, "იუვენტუსი" "სასუოლოს" უმასპინძლებს და ჩვენც სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ.

ალეგრი ლიგაზე ჯერ არ ფიქრობს

მასიმილიანო ალეგრი ჟურნალისტებს გვარიანად ეჩხუბა, როდესაც მათ "სასუოლოსთან" მატჩს სალიგო რეპეტიცია უწოდეს. შეგახსენებთ, რომ შუა კვირაში ტურინული გრანდი მიუნხენის "ბაიერნს" ესტუმრება და შეეცდება, მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვოს. აქვე, ალეგრის კომენტარი:

"რა დროს რეპეტიციაა, როდესაც "ნაპოლი" კუდზე გვაზის და ერთი წაფორხილება შეიძლება ლიდერობის დაკარგვად დაგვიჯდეს. სკუდეტოს მოგება არანაკლებ მნიშვნელოვანია და შესაბამისად, "სასუოლოსთან" აუცილებლად უნდა მოვიგოთ. არადა, მეტოქე ძლიერი გვყავს, რომელიც შესანიშნავად იცავს თავს და ძალიან სახიფათოა კონტრშეტევებზე".

"სასუოლო" მართლაც კარგ ფორმაშია და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი უკავია. წინა ტურში ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა "მილანი" მოინელეს და შესაბამისად, "იუვესთან" ჯახს ამაღლებულ განწყობაზე ხვდებიან.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მასიმილიანო ალეგრი ამჯერად 4-4-2 ტაქტიკას აირჩევს, შეტევაში გამწესებულ პაულო დიბალას და მარიო მანჯუკიჩს კი შუა ხაზიდან ხუან კუადრადო, კლაუდიო მარკიზიო, სამი ხედირა და პოლ პოგბა დაეხმარებიან.

ჯორჯო კიელინის არყოფნაში, ალეგრი იძულებულია, რომ 4 მცველით ითამაშოს, თუმცა ეს უკანასკნელი საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა და შესაძლოა, "ბაიერნთან" შეხვედრაში ითამაშოს. როგორც ალეგრიმ თქვა, რა დროს "ბაიერნია", როდესაც წინ "სასუოლოსთან" მატჩია.

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-4-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარძალი, ევრა - კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა - დიბალა, მანჯუკიჩი

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო, ანტეი, აჩერბი, პელუზო - ბიონდინი, მანიანელი, დანკანი - ბერარდი, სანსონე, ფალჩინელი

"ნაპოლი" სიცილიაზე

"ნაპოლი" "პალერმოს" სტუმრობს, გუნდს, რომელსაც მიმდინარე სეზონში მერვე მწვრთნელი დაუნიშნეს. ამიერიდან, სიცილიელებს ვალტერ ნოველინო გაწვრთნის და ვნახოთ, იხსნის თუ არა გუნდს სერია B-ში დაქვეითებისგან.

"პალერმო" იქით იყოს და უფრო საინტერესო მაინც "ნაპოლია", რომელიც სკუდეტოსთვის იბრძვის და კუნძულზე აუცილებლად გამარჯვება მართებს. მაურიციო სარი ექსპერიმენტებს ერიდება და შეტევაში ისევ ხოსე კალეხონის, ლორენცო ინსინიეს და გონსალო იგუაინის ტრიოს გაამწესებს. "ნაპოლი" ფავორიტია, დანარჩენი კი მოედანზე გამოჩნდება.

"რომა" "უდინეზეს" ესტუმრება და "ნაპოლის" მსგავსად, ლუჩანო სპალეტის გუნდიც უდავო ფავორიტად ითვლება. "ჯალოროსი" შესანიშნავ ფორმაშია. აი, "უდინეზეს" კი რთული დროება უდგას და თამაშს თამაშზე აგებს. სავარაუდოდ, სპალეტი 4-3-1-2 ტაქტიკას აირჩევს, გამთამაშებლად დიეგო პეროტის გაამწესებს, თავდასხმაში კი - სტეფან ელ შაარავის და მოჰამედ სალაჰს.

საინტერესოა, როგორ ითამაშებენ მილანური გუნდები - "ინტერი" "ბოლონიას" უმასპინძლებს, "მილანი" კი "კიევოს" ესტუმრება. თანაქალაქელებს დაახლოებით თანაბარი სირთულის მატჩები ელით და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს...

პარასკევი. 11 მარტი

იუვენტუსი-სასუოლო 23:45

დისკვალიფიკაცია: დეფრელი (სასუოლო)

ტრავმა: კასერესი, კიელინი, სტურარო - ლარიბი, მისიროლი, კანავარო

ბოლო 6 მატჩი

+5=1-0 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 5 თამაში: +3=1-1, (9-3)

შაბათი. 12 მარტი

ემპოლი-სამპდორია 21:00

დისკვალიფიკაცია: ტონელი (ემპოლი)

ტრავმა: სალა, კარბონერო, ივანი (სამპდორია)

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +2=2-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +9=5-11, (24-31)

ინტერი-ბოლონია 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: იოვეტიჩი - კრაფტი

ბოლო 6 მატჩი

+3=1-2 +1=4-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +21=6-7, (63-39)

კვირა. 13 მარტი

კიევო-მილანი 15:30

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: გამბერინი, ინგლეზე - მექსე, დიეგო ლოპესი, ელი, ნიანგი, საპატა, მომტოლივო

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 27 თამაში: +2=5-20, (16-48)

კარპი-ფროზინონე 18:00

დისკვალიფიკაცია: ბრაავჰეიდი, პაგანინი (ფროზინონე)

ტრავმა: ფედელე, მარტინიო, ვერდი, საბელი - ტონევი, რუსო

ბოლო 6 მატჩი

+0=3-3 +3=1-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 3 თამაში: +0=1-2, (1-3)

ფიორენტინა-ვერონა 18:00

დისკვალიფიკაცია: ბადელი (ფიორენტინა)

ტრავმა: ბენალუანი, ბორხა ვალერო, ვესინო - ვივიანი, სუპრაიენი, მორასი

ბოლო 6 მატჩი

+3=2-1 +2=1-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 16 თამაში: +10=2-4, (29-18)

ჯენოა-ტორინო 18:00

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: პავოლეტი, მუნიოსი - ბოვო, გაცი, აველარი

ბოლო 6 მატჩი

+2=1-3 +1=3-2

ურთიერთშეხვედრები

სულ 25 თამაში: +8=10-7, (34-29)

უდინეზე-რომა 18:00

დისკვალიფიკაცია: პირისი (უდინეზე)

ტრავმა: მერკელი, დომიცი, ფელიპე, ვაგუე - კაპრადოსი, პონჩე, გომბერი, დე როსი, რუდიგერი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +6=0-0

ურთიერთშეხვედრები

სულ 47 თამაში: +14=10-23, (60-77)

ლაციო-ატალანტა 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დე ვრი, ჯენტილეტი, რადუ, ბასტა - კარმონა, გომესი

ბოლო 6 მატჩი

+1=3-2 +0=3-3

ურთიერთშეხვედრები

სულ 34 თამაში: +17=8-9, (46-28)

პალერმო-ნაპოლი 23:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ლაზაარი, გოლდანიგა (პალერმო)

ბოლო 6 მატჩი

+0=2-4 +3=2-1

ურთიერთშეხვედრები

სულ 21 თამაში: +7=5-9, (26-31)

ბომბარდირები: 26 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სატრანსფერო ციებ-ცხელება
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი