თბილისის "ვითა" ძალიან ახლოს იყო ვითიბი ლიგაზე პირველ გამარჯვებასთან
თბილისის "ვითა" ძალიან ახლოს იყო ვითიბი ლიგაზე პირველ გამარჯვებასთან. არადა, მისი მეტოქე ლიგის ერთ-ერთი ლიდერი, მესამეადგილოსანი "ზენიტი" იყო. სხვათა შორის, სწორედ "ზენიტში" გადავიდა ვითელთა ლიდერი ომარ ტომასი, რომელსაც 13 მარტს გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

პირველ პერიოდში 11-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ თბილისელებმა სიტუაცია მეორე ათწუთეულში გამოასწორეს და დიდ შესვენებაზე მინიმალური ჩამორჩენით გავიდნენ. მას მერე, ბოლო წუთებამდე თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა. საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე "ზენიტი" ოდენ 2 ქულას იგებდა (80:78), თუმცა დარჩენილ დროში ქართველებს გადასწრების უფლება არ მისცა და სეზონში მე-14 გამარჯვება ჩაიწერა (მხოლოდ 4 წაგება აქვს).

საინტერესოა, რომ ვითელებმა 31 მცდელობიდან 12 სამქულიანი ჩააგდეს. ამ კომპონენტში გამოირჩნენ ჩლაიძე (2 სამიანი), სტარატელევი (2), ბეჟარანო (5) და რევაზაშვილი (3).

ბეჟარანომ ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 10 მოხსნა, ხოლო სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა 20-წლამდელთა ნაკრების წევრმა მაიზერ რევაზაშვილმა. მან 9 წუთში 15 ქულას მოუყარა თავი - 3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 2 საჯარიმო და 5-დან 3 სამიანი ჩააგდო.

ფარქვეშ შედეგიანი იყო ანიკიენკო (14 ქულა), ხოლო თანაგუნდელთა იერიშებს კარგად წარმართავდნენ წივწივაძე (10 ქულა, 4 პასი) და ჯონსი (9 ქულა, 4 პასი).

"ვითას" მომდევნო მატჩი 15 მარტს სარატოვში, "ავტოდორთან" ელის.

ვითიბი ლიგა. რეგულარული ჩემპიონატი. XXV ტური

13 მარტი, თბილისი

ვითა-ზენიტი 84:90

17:28, 29:19, 18:18, 20:25

ვითა: ბეჟარანო (17ქ, 10მ, 5პ), ჩლაიძე (12ქ, 6მ), რევაზაშვილი (15ქ), ჯონსი (9ქ, 6მ, 4პ), სტარატელევი (7ქ), ანიკიენკო (14ქ, 6მ, 3პ), წივწივაძე (10ქ, 4პ).

ზენიტი: ანტიპოვი (13ქ, 8მ), ბერზინში (26ქ, 13მ), ტიმა (5ქ, 5პ), ტულსონი (17ქ), ვიხროვი (2ქ), პუშკოვი (11ქ), კარპუხინი (3ქ), დაუდელი (6ქ, 8მ, 6პ), დესიატნიკოვი, ბარინოვი (5ქ).

მსაჯები: დ. შერბა (პოლონეთი), ვ. ისაჩენკო (უკრაინა), ი. იგნატიევი (ბელორუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაზე მორიგი საშინაო მატჩი ფინურ "ბაიზონსთან" დათმო
თბილისის "ვითა", სავარაუდოდ, ვითიბი ლიგაზე აღარ ითამაშებს
თბილისის "ვითამ" ვითიბი ლიგაში კვლავ წააგო
დღეს სუპერლიგის მომავალი სეზონის "ახალწვეული" გამოვლინდება
"ვითა" სარატოვში არ ჩავიდა - გუნდში ფინანსური პრობლემებია!
ვითა-ავტოდორი 59:111 - სიახლის მოლოდინში
"ვითას" პრეზიდენტი: რა მექნა, ნაკრებში არ გამეშვა კალათბურთელები?!
[ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა] წრე
"კაკტუსი" სუპერლიგას დაუბრუნდა, "ვითა" A ლიგაში დარჩა
თბილისის "ვითას" ღირსებას ამერიკელი ომარ ტომასი დაიცავს