საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა
დღეს, 14 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი წარადგინა.

51 წლის სლოვაკ სპეციალისტთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და პროგრამა-მინიმუმად მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება დაისახა.

-  ახალი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი - მისწრება საქართველოს ნაკრებისთვის?

- "პირველად ხდება, რომ ჩვენი ნაკრების თავკაცს ექნება ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი"

- სფფ-მ ცხადაძესთან კონტრაქტის გაწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია

ვლადიმირ ვაისი:

"როცა უცხოელი იბარებს ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს, ეს დიდი პასუხისმგებლობა და ბედნიერებაა. მოხარული ვარ, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ ეროვნულ გუნდში სამუშაოს ვუბრუნდები.

როცა ლევანისგან შემოთავაზება მივიღე, ეს დიდ გამოწვევად აღვიქვი. საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ, ეს კი მნიშვნელოვანია. გულშემატკივრების წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე და არ მინდა, ვინმეს შევპირდე, რომ დიდ შედეგებს მალევე მივაღწევთ. სათანადო შედეგს ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად აუცილებლად მივაღწევთ.

მწვრთნელის კარიერაში ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული. აქ ყოფნა დიდი ხნით მსურს. მინდა შედეგს მივაღწიო და იმასაც, რომ ფეხბურთელებს ნაკრებში ჩამოსვლა უხაროდეთ, მათ მიმართ დადებითი დამოკიდებულება იყოს გულშემატკივრისგან, მედიისგან... ფეხბურთელებმა ეროვნული ნაკრების მაისურს პატივი უნდა სცენ!

ჩემს სიაში ბევრი ფეხბურთელია თბილისის "დინამოდან". ამიტომ უშუალო კონტაქტი მექნება ამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან.

სათამაშო სტილს რც შეეხება, ნებისმიერ შემთხვევაში 4 მცველით ვითამაშებთ: ან 4-2-3-1, ან 4-3-3 ტაქტიკით. შეტევაზე ვიქნებით ორიენტირებულნი, თუმცა, თქვენც დამეთანხმებით, რომ გერმანიის დონის გუნდებთან მხოლოდ შეტევაზე ვერ ვიფიქრებთ.

ამასთან, ხელმძღვანელობას ვთხოვე, რომ ყაზახეთთან თამაში არა "ლოკომოტივზე", არამედ "დინამო არენაზე" ჩატარდეს".

სფფ-ის გენმდივანმა დავით მუჯირმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ საქართველო-ყაზახეთის მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება.

კახა
ინღა ათამაშებს ბაჩანას?
ერთი და იგივე დარდუბალა
ვიღაცის ინტერესებშია საქართველოს ნაკრებმა არ მიაღწიოს წარმატებას ნაკრები იყოს დადებულებული უცხოელი მწვრთნელით, ხალხიც ასე დადებულებული და დაბოთევებულ მდგომარეობაში.. მწვრთნელი - უცხოელი! ჩვენ - დებილები, მენტალიტეტ დებილ გრუზინ, ბოლოს ასე იტყვის ქართველების ვერაფერი ვერ გავიგეო და წავა პატიოსნად. თუ ვერაფერს ვერ გაიგებდი რას მოეთრეოდი და რას მოათრევდით? კაცი ცხადაძე მშვენივრად ათამაშებდა ნაკრებს სპორტული კუთხით ვერაფერი მიზეზი ვერ უპოვეს და ფულის გულზე მოხსნენს, ცხადაძე რომ დებილი ყოფილიყო არ მოხსნიდნენ!!! ქეცბაიასავით 2 ციკლი დატოვებდნენ, ასე აწყობთ მაგათ რომ ნაკრებმა იფორთხიალოს და ვერაფერ წარმატებას ვერ მიაღწიოს განსაკუთრებით ეროვნული რესურსით. მამა გაბრიელმა რომ თქვა სანამ მეფე არ გეყოლებათ არაფერი არ გეშველებათო ეს ფეხბურთსაც ეხება, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ და ნურც გენდომებათ ნურაფერი ამ ... ხელში.
ან თქვენ ან ჩვენ
ფეხბურთი წაგვართვეს!!!
Givi g
წარმატებები ვაისს და ნაკრებს! ნამდვილად კარგი მწვრთნელია.ხოლო ვინც ცხადაძეს იცავთ დათანხმებულიყო იმ პირობებს რაც შესთავაზეს და დაემტკიცებია თავისი შესაძლებლობები თუ მართლა რამის თავი ქონდა.და კიდევ ზოგ ზოგიერთი ფეხბურთელი წინასწარ რომ იძახდა მწვრთნელი ქართველი უნდა იყოსო მაგის ძახილს სჯობია,რომ გამოიძახებენ ნაკრებში იქ დაამტკიცონ თავიანთი კლასი,მათი ვალია გააკეთონ რაც შეუძლიათ მწვრთნელი ქართველი იქნება თუ ნიგერიელი
ss
ვერაფრეს გააკეთებს შედეგი იქნება ნოლი.. სამწუხაროდ.
გიორგი
გუშინდელი დღესავით მახსოვს სიხომ ნოდარ ახალკაცი დინამოს მწვრთნელად რომ დანიშნა.რა ამბავი ატყდა-ვინაა ახალკაცი,ან ვინ იყო როგორც ფეხბურთელი ან როგორც ,,ტრენერს" რა გაუკეთებიაო? დღეს ყველამ ვიცით ლეგენდარული ,,ფარსადანოვიჩი".ხელაღებით ვინმეს დაწუნება და სხვათა მასხარად აგდება ვიცი,რომ გეხერხებათ,მაგრამ ნახეთ სლოვაკეთის ნაკრების თამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე და მოთამაშეთა პოტენციალის შესაბამისად იმსჯელეთ: როგორი ჰყავდა ფეხბურთელები და როგორ გაიყვანა ის საშუალო დონის გუნდი მერვედფინალში.თუ ასე არ იმსჯელებთ,ნებისმიერი დიდი მწვრთნელი პატარად მოგეჩვენებათ, ხალხსაც დათვურ სამსახურს გაუწევთ და ფეხბურთელებსაც. ვიცი,რომ ჯგუფიდან გავალთ და ,,იქ" ვითამაშებთ.აი ნახავთ !
მერა
ჯიგრებო,ბევრი იმპორტნი მწვრთნელი გვყავდა,შედეგი კი ნული.ასე იქნება აქაც.გარწმუნებთ.მსოფლიოზე გაიხსენეთ მას გაუმართლა მაშინ და ისე გავიდა,თან ფეხბურთელებიც არაუშავს ჰყავდა.ძლივს გვეღირსა ქართველი მწვრთნელი რომელმაც გუნდს თამაში დაუდგა და რაღაც სალდატსკი პრიჩინა მოუძებნეს და გააგდეს.სანაძლეოს დავდებ ნებისმიერთან,რომ ვაისი ვერაფერს მიაღწევს.უფრო დიდი დონის და დამსახურების მწვრთნელები გვყავდა მაგრამ ვერაფერს გახდნენ.გვეყო ეს ექსპერიმენტები უცხოელებზე.დააბრუნეთ ცხადაძე დროზე,ჯობია თორემ სანანებელი გექნებათ.კობის კი ამას არასოდეს დაუვიწყებენ.მაგრა შეაცდინა ვიღაცამ თავიდანვე.
basko
მე მაინც მგონია რო ვინმე ქართველი უფრო ბევრს გააკეთებს საქართველოსთვის ვიდრე ნებისმიერი სხვა, მაგალითად მარტო კუპერი რო ავიღოთ სხვისი გახსენება არც არის საჭირო, არამგონია აქ იცხოვროს და ვერ წარმომიდგენია როდის შეძლებს ქართულ რეალობაში გარკვევას, ეგ რო ახლა დაიწყებს ფეხბურთელების გაცნობას, შეცნობას და ამორჩევას კიდე ერთი ევროპის და მსოფლიოს შესარჩევი ჩაივლის... რაგბს მივეძალოთ აჯობებს:)))
გიორგი
გუშინდელი დღესავით მახსოვს სიხომ ნოდარ ახალკაცი დინამოს მწვრთნელად რომ დანიშნა.რა ამბავი ატყდა-ვინაა ახალკაცი,ან ვინ იყო როგორც ფეხბურთელი ან როგორც ,,ტრენერს" რა გაუკეთებიაო? დღეს ყველამ ვიცით ლეგენდარული ,,ფარსადანოვიჩი".ხელაღებით ვინმეს დაწუნება და სხვათა მასხარად აგდება ვიცი,რომ გეხერხებათ,მაგრამ ნახეთ სლოვაკეთის ნაკრების თამაშები მსოფლიო ჩემპიონატზე და მოთამაშეთა პოტენციალის შესაბამისად იმსჯელეთ: როგორი ჰყავდა ფეხბურთელები და როგორ გაიყვანა ის საშუალო დონის გუნდი მერვედფინალში.თუ ასე არ იმსჯელებთ,ნებისმიერი დიდი მწვრთნელი პატარად მოგეჩვენებათ, ხალხსაც დათვურ სამსახურს გაუწევთ და ფეხბურთელებსაც. ვიცი,რომ ჯგუფიდან გავალთ და ,,იქ" ვითამაშებთ.აი ნახავთ !
მახო
იმას გვაძლევს რომ--ახალი ფორმატით მესამე ადგილი გამსვლელია
mamulo
ერთი ამიხსენით ვინმემ ,რასგვადზლევს 3 ადგილი ჯგუფში?ამ ადგილის დაკავების შემთხვევაში გავდივართ მსოფლიოზე?
basko
მოსიარულე მკვდრები- ასე ქვია ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, ამის ხელში ბარემ დავმარხავთ ბოლოსდაბოლოს და ეგაა რა, რა უღიმღამო ტიპია, ან რა მესამე ადგილი, მასე ვეჩვევით მესამე და მეოთხე ადგილს და კი ზიან ქონიან ნიჩაბზე შესარჩევების უკვე მესამე ტურის შემდეგ...
goga
ან ვინ უნდა ითამაშოს ორ სამ თამაშს ითამაშებს ფეხბურთელი და უვარდებათ თავში და მერე ხეხავენ სკამებს,სადარიან,ყენია,ანანიძე,და სხვები რომ გააგიჯეთ ხალხი შეხედეთ რა ბიჭებიაო და აუვარდათ თავში დისიპლინა და არც თაობა მოდის მაურინიო რომ ჩამოუყვანო ამათ შედეგი მაინჩ არ ექნებათ ამათ დაალევიეთ და ასვით აჭამეთ მეტი არაფელი უნდა ჩვენ ფეხბურთელებ
goga
მეცინება გმერთმა ქნას მაგრამ რისი იმედს ხედავთ ამ კაცში გამაგებიეთ? რომელ კლუბში დადო შედეგი ?გაიყვანა ნაკრები როგორ გაიყვანა და გაუშვეს შემდეგ ნაკრებიდან კიტხვა რატომ გაუშვეს?.ტომპლიურელი,კუპერი,ორივე მართლაც საუკეთესო მწვრთნელებში შEდიან მაგრამ შედეგი ნული იმიტომ რომ საქართველოში ნაცნობობა და დარეკვებია.რეგბის ფედერაციაში რევოლუციით გადაყენებული მთავრობის ბეხბურთის ფედერაციაში მტავრობის რევოლუცია და მერე ცხადაძეს მიახდნენ რისი იმედი გაქვთ რისი ვაი ვაი
Zaza
მგონი კარგი არჩევანია!წარმატებები!იქნებ ასრულდეს ჩვენი ოცნება!მაგრამ...–როცა სსრკ ისტორიას ბარდებოდა, საერთოდ არ მქონდა იმედი,რომ კალათბურთი ,როგორც სპორტის სახეობა საქართველოში იარსებებდა(სანაკრებო დონე მაქვს მხედველობაში,ჩემპიონატი თუ საერთოდ გვექნებოდა?..),გვახსოვს ყველას ალბათ ,,ქართველი კალათბურთელები,,:..კაპუსტინი,ტიუბინი,ბოროდაჩევი,მილოვიდოვი და გ ე ლ ა დ ა რ სა ძე!!!,,.ფაქტში მივიღეთ ნაკრების სამჯერ ფინალურ ეტაპზე ასპარეზობდა და ლიტვასთან შესანიშნავი თამაშის ფრაგმენტები ეხლაც თვალწინ მიდგას!კალათბურთელები იმსახურებენ გაცილებით მეტ დაფინასებას! ..რაგბი –მქონდა იმედი,რომ რუსებთან ვიბრძოლებდით თანაბრად და ძალიან ხშირად დავამარცხებდით.ეს იმედი მაინც დამყარებული იყო სულისკვეთებაზე,პატრიოტიზმზე რაგბის სამყაროში,თან ქუთაისის სახლმშენი,აია სსრკ ჩემპიონები იყვნენ,ლოკომოტივი–მრავალგზის პრიზიორი,თასის მფლობელი,უმაღლესში მახსოვს ელვა,ივერია.....ფაქტში –რუსები დღეს ჩვენ დონეზე ოცნებობენ და პლიუს უკივე თვით რუმინელებიც საკმაოდ ჩამოვიშორეთ !ყველაზე მეტად,ოპტიმისტურად ფეხბურთელებზე ვიყავი განწყობილი და ...ამ სამარცხვინო 12 შესარჩევს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი!(((ყველაზე გაცილებით მეტი დაფინანსებაა ქვეყნის ბიუჯეტიდან ფეხბურთის! ეს ბიუჯეტი თითქოს სადღაც,ჩვენგან ძალიან შორს მყოფი ქვეყნის გვინეა–ბისაუს ან პაპუა ახალი გვინეის იყოს (((ეს ქართველი ხალხის ფულია!პენსია არ ემატება ათიათასობით პენსიონერს!ათიათასობით საქართველოს მოქალაქეს სოციალურ დახმარებაზე აკლდებათ!(((ფეხბურთელ ლეგიონერებს საზღვარგარეთ ხელფასები აქვთ საქართველოს პრეზიდენტზე რამდენიმეჯერ მეტი და შედეგი?!...დღეს ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს ამოცანად,მიზნად დაუსახეს შესარჩევში მესამე ადგილი(((მუნდიალის შესარჩევში მიზანი არ უნდა იყოს მუნდიალზე გასვლა?!თუ რეიტინგში ჩვენს ადგილს გავითვალისწინებთ,მაშინ მეექვსე ადგილიც ლოგიკური იქნება და მაშინ იქნებ მიზანი მეხუთე ადგილი დაგვესახელებინა?!((( ,,არ ვარგა ჯარისკაცი,რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს,,.....ყველა თამაშში მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ!სირცხვილია , ქვეყნის სირცხვილია ეროვნული ნაკრების დღევანდელი რეიტინგი!ქვეყნის ბიუჯეტი უარს აცხადებს პენსიების მომატებაზე,სოციალურ დახმარებებზე და ფეხბურთელებს,,ჩუქნის,,(!)ფულს!,,ნაჩუქარია,,როცა შედეგს არ აჩვენებ!უნდა გაითავისოს თითოეულმა ქართველმა ფეხბურთელმა,მწვრთნელმა ,საერთოდ ფეხბურთში მოღვაწემ პასუხისმგებლობა ქვეყნის,ხალხის წინაშე და იბრძოლონ ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებისთვის!!!შეიძლება ბევრისთვის ძალიან პათეტურად ჟღერს,მაგრამ არ არსებობს ქვეყნისთვის არავითარი რეკლამები სნნ–ზე თუ ბბს–ზე,ექსპოებზე ტოლფასი ფეხბურთში მსოფლიო თასზე ასპარეზობით რეკლამის ...ყველაზე დიდი რეკლამა ქვეყნის არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული,რეიტინგული ასპარეზობა,ღონისძიება–მსოფლიო თასი ფეხბურთში!
გუჯა კახაძე
ვლადიმირ ვაისი: "საქართველოს ნაკრებში დიდ პოტენციალს ვხედავ..." გაიხარე და ქართველი გულშემატკივრებიც გაგვახარე!!!!
ლუკა
მომწონს არჩევანი და ოპტიმიზმის საფუძველი არის. მწვრთნელი აღმოსავლეთ ევროპელია, ახლოს არის უფრო ჩვენს მენტალიტეტთან ვიდრე დასავლეთ-ევროპელი. ვაისს სანაკრებო გამოცდილება აქვს და შესანიშნავი შედეგი დადო, პატარა ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე გაყვანის გამოცდილება აქვს. სლოვაკეთის მოსახლეობა 5.4 მილიონია. არც მათ აქვთ დიდი საფეხბურთო ქვეყნების რესურსი, მაგრამ მსოფლიოზე გავიდნენ. მაგრამ სფფ-ს პრეზიდენტს და გულშემატკივარს უნდა ახსოვდეს რომ მსოფლიოზე არა მხოლოდ ნაკრები, არამედ ქვეყნის ფეხბურთი გადის. ჩვენი საფეხბურთო რეალობა უნდა მიუახლოვდეს თუნდაც სლოვაკეთის დონეს რომ რეალური შანსი გაგვიჩნდეს მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად. ორ წელიწადში უზარმაზარი სამუშაოს გაწევა იქნება საჭირო. ეს სამუშაო მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა ჩატარდეს და გულშემატკივარი უნდა იყოს აქტიურად ჩართული. წარმატებებს ვუსურვებ ახალ მწვრთნელს!
paata xuchua
ძვლივს გვეღირსა მწვრთნელი ვისაც სანაკრებო დონეზე სერიოზული გამოცდილება აქვს და მის ნაკრებს მშვენიერი შედეგი ქონდა პოტენციალთან შედარებით
თედო
ვინც არ იცის იმათთვის ორი სიტყვით მაინც დაგეწერათ ვინაა ეს კაცი ,სად უთამაშნია,უმუშავია,რისთვის მიუღწევია.
sdfsd
არ მევასება რა ეს კომენტარები ვუის გავეყარეთ და ვაის შევეყარეთ და ასე შემდეგ ხალხო ოპტიმიზმი არ გაქვთ კი ამდენი ხანი ვერაფერს ვახერხებთ მაგრამ რამდენი ნაკრები იყო მასე და არის კიდეც ახლა მარტო ჩვენ ხომ არ ვართ მოდი ვთქვათ წარმატებები ჩვენს ეროვნულ გუნდს და ვუგულშემატკივროთ ბოლომდე და დავაცადოთ ცოტა ხნით რომ დალაგდეს მწვრთნელი და გაიცნოს ფეხბურთელები და იპოვოს თავისი ტაქტიკა ამ გუნდში ვიყოთ მომთმენები! წარმატებები ახალ მწვრთნელს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს )))
უიუი
შეყრის ეხლა ნახევარ დინამოს და შევრცხვებით მსოფლიო მაშტაბით და მერე იტყვის რა ვქნა რესურსი არ არისო
რეალობა
გულდასაწყვეტია უცხოელი რომ დათანხმდა აანაზღაურების ამ პრინციპს და ქართველი არა.
shah name
კარგი იყო მილუტინოვიჩი მაგრამ საბანი არ გასწვდა ეტყობა
nukri
ეხ რომ იცოდე რა შარში ხარ.. ვაისს მალე ვაი- ვაის აძახებინებენ
ლაშა
გაცილებით უკეთესი ვარიანტია ვიდრე ველოდი,მთავარია პირველი მატჩები იყოს წარმატებული.
KGG
ბატონო ლევან ეს რა გააკეთეთ? მაინც იმედი მქონდა გეგუჩაძეს ჩააბარებდით ეროვნულ ნაკრებს!!!.
gizog
წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდს. უფალმა გვიშველოს კარგ ფეხზე ჩამოსულიყვეს სლოვაკი.
Giorgi
მწვრთნელი უკეთესია წინაზე, თუმცა შედეგი მაინც ვერ იქნება, რესურსი არ აქვს მაგისთვის. გამიხარდება თუ ვცდები
mecinabas
cvetshi egre dzmao mara imedi maqvs mogvitans warmatebas ))))) ikneb chvenc gagvaxaron :D rodesme
dave
უი-ს გავეყარეთ და ვაი-სს შევეყარეთ ??? :)))
გულშემატკივარი
ვაისი კი არა ვინც არ უნდა მოსულიყო მაინც შარში იქნებოდა. ასე რომ კარგი პრეცედენტია ხელფასის გადახდის ეს ახალი სისტემა, იქნება შედეგი? იქნება სერიოზული ბონუსი
Akaki
ძლივს 4-3-3 არ დავინახე? :) ვაისი მართლა კარგი არჩევანია
მეცინება
აუუუუ რა შარში გაყო თავი????
levan
კარგი ვარიანტია, ყოჩაღ კობის
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ
სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...