ამ სახეობაში ვაჟებისგან დიდი შედეგებით განებივრებულნი არ ვართ, თუმცა ბოლო წლებში აქაც გამოჩნდნენ ნიჭიერი მოზარდები
წინა კვირას ანკარაში დასრულებულ მშვილდოსანთა დარბაზის მსოფლიოს ჩემპიონატში ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა - ახალგაზრდა ბიჭების ტურნირში 19 წლის თბილისელი ვლადიმერ დოლიძე შესარჩევ ეტაპზე 585 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.

შედეგი ხომ თავისთავად კარგია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა - ეს საქართველოს ახალი რეკორდია ვაჟთა შორის. სპორტის ამ სახეობაში ვაჟებისგან დიდი შედეგებით განებივრებულნი არ ვართ, თუმცა ბოლო წლებში აქაც გამოჩნდნენ ნიჭიერი მოზარდები.

როზეტა ანთიას აღზრდილი ვოვა დოლიძეც ერთი მათგანია, ვისზეც სპეციალისტები დიდ იმედებს ამყარებენ. ეტყობა, არცთუ უსაფუძვლოდ! საბედნიეროდ, ახალგაზრდებში უკვე რამდენიმე ისეთი სპორტსმენი გვყავს, უკვე კარგ გუნდზე შეიძლება ფიქრი.

- იცოდით, რომ თქვენი შედეგი საქართველოს რეკორდი იყო?

- კი, ვიცოდი, რომ რეკორდი იყო. ვარჯიშებზე ვარტყამდი ამ შედეგს და ანკარაში წასვლამდე ვფიქრობდი, რომ შეიძლებოდა, რეკორდი დამემყარებინა, მაგრამ ძნელი იყო ამ შედეგის ჩვენება.

მსოფლიოს ჩემპიონატში წამყვანი სპორტსმენები გამოდიოდნენ და ნამდვილად რთული იყო ბრძოლა, თუმცა მიხარია, რომ მაინც მივაღწიე ასეთ შედეგს.

- სამაგიეროდ, ალბათ, კარგი შეგრძნებაა რეკორდსმენობა...

- ცხადია, სასიამოვნოა ამის განცდა. თანაგუნდელებსაც გაუხარდათ და მომილოცეს. ეს მიღწევა ჩემთვისაც სტიმულია, რათა მომავალში მეტი მონდომებით გავაგრძელო ვარჯიში.

- პლეი ოფში პირველივე წრეში წაგებას რითი ხსნით სლოვენიელ ზიგა რავნიკარისთან?

- საკვალიფიკაციო ეტაპზე დავიღალე, ფიზიკურად არა ვარ სათანადო დონეზე მომზადებული. საკვალიფიკაციო დიდხანს გრძელდება და მთელი ძალა, ენერგია მასში ჩავდე, პლეი ოფი კი მალევე დაიწყო და ძალა არ მეყო.

სამომავლოდ ფიზიკურ მომზადებაზე უნდა ვიმუშაო. საჭიროა, მეტად გავაძლიერო ეს კომპონენტი.

- სხვა რაში გჭირდებათ გაძლიერება? მაგალითად, ტექნიკური კუთხით ყველაფერი რიგზეა?

- სამუშაო ამ კუთხითაც მაქვს და სხვა რამეებზეც. ვეცდები, გამოვასწორო ეს ყველაფერი. მალე ანტალიაში წავალთ საერთაშორისო ტურნირზე, იქიდან ბულგარეთში გადავალთ ევროპის "დიდ პრიზზე", დანარჩენი შეჯიბრებები კი არ ვიცი, როდის რა იქნება. თუმცა ანტალიაში წასვლამდე საქართველოს ჩემპიონატია, სადაც ახალგაზრდებში გამოვალ. 18-ში ამ შეჯიბრებებისთვის შეკრებას ვიწყებთ, მისი დასრულების შემდეგ კი ჩემპიონატში ჩავებმებით.

ახალგაზრდებში ჯერ კიდევ ორი წელიწადი დამრჩა. კი მინდა უფროსების გუნდში მოხვედრა, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტი შანსი 21-წლამდელებში მაქვს.

- მშვილდოსნობით რამდენი წლისა დაინტერესდით და რამ განაპირობა ეს?

- ადრე ჭიდაობაზე დავდიოდი, მაგრამ თავი დავანებე. მერე ერთხელ მეგობარმა მითხრა, მარჯანიშვილზე, ერთ-ერთ სკოლაში მშვილდოსნობის ჯგუფი გაიხსნა და წამყევიო. მეც გავყევი, მომეწონა და დღემდე დავრჩი.

- მშვილდოსნობა არაა იმდენად დინამიკური სახეობა და მაინც რა მოგეწონათ მასში, რით მიგიზიდათ?

- თავიდან ბიჭების ნაამბობმა დამაინტერესა, როგორი იყო შეჯიბრებები. მეც შინ თუ უცხოეთში ტურნირებზე წასვლის პერსპექტივამ მიმიზიდა, ნაკრებში ყოფნა მომინდა და გავაგრძელე ვარჯიში.

დღეს ნაკრების შემადგენლობაში შევდივარ და ჩემთვის სპორტი პირველ ადგილზე დგას. დღეში სამი საათი ვვარჯიშობ - სამგორიდან მოვდივარ საბურთალოზე, "არენაში", მაგრამ არასოდეს არ ვაგვიანებ და ბოლომდე ვიხარჯები. სპორტის გამო სწავლაც არ გავაგრძელე - სკოლის დამთავრების შემდეგ ერთი წელიწადი გავაცდინე, რადგან მინდოდა, მშვილდოსნობისთვის მიმეხედა და შედეგები ამემაღლებინა, გაისად კი უნდა ჩავაბარო.

- სად გსურთ ჩაბარება?

- სპორტის ახალ აღდგენილ უნივერსიტეტში, ოღონდ პროფესია ბოლომდე ჯერ კიდევ არ განმისაზღვრავს.

- სავარჯიშო დარბაზი რომ შეუფერებელია, ჩანს, მაგრამ ინვენტარის მხრივ კმაყოფილი ხართ სავარჯიშო პირობებით?

- ყველაზე მეტად ისრები მაკლია, რაც დიდი პრობლემაა ჩვენთან. მშვილდი მაქვს, მაგრამ სულ 9 ისარი მაქვს. დიდი ხანია, ამით ვისვრი და ახლები მჭირდება.

ასევე დიდი პრობლემაა უხელფასობა - არც თბილისი მაძლევს ხელფასს, არც - ფედერაცია. არადა, სხვა თუ არაფერი, ვარჯიშზე მოსასვლელად ხომ მაინც მჭირდება თანხა? ჯერჯერობით მშობლები კი მაძლევენ, მაგრამ მათ კმაყოფაზე ხომ არ ვიქნები?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანონიმი
მიაქციეთ ლადიკოს ყურადღება!!!! ასეთი პერსპექტიული სპორტსმენები საქართველოს არ ჰყავს!!!!!
გიორგი
როგორ შეიძლება ასეთ ნიჭიერსა და პერსპექტივულ სპორტსმენს ინვენტარის პრობლემები ჰქონდეს?ან რა ყურადღებაზე ვლაპარაკობთ-ახალგაზრდა სამგორიდან ქალაქის ცენტრამდე მოსასვლელ ფულს მშობლებს ართმევს და სპორტის მესვეურები ხმას არ იღებენ და ანგარიშებში ალბათ ვლადიმერის წარმატებებით იწონებენ თავს? ასეთ ახალგაზრდებზე მთელს მსოფლიოში ნადირობენ და სანამ დროა დაუნიშნეთ კარგი [და არა მარტო ნორმალური]სტეპენდია და ნახავთ: ლადო არაერთხელ გვალახელებს.პ.ს.ამ ახალგაზრდის შესახებ დღეს პირველად გავიგე და პუბლიკაციიდანაც კი მოხიბლული დავრჩი.არც მის ოჯახზე მსმენია რამე ,მაგრამ დასაკარგი ტალანტები საქართველოს არ ჰყავს და ზრუნვა არ უნდა მოვაკლოთ.
gela
ამ ვაჟკაცში ვხედავ მომავალ ოლიმპიელს.ყურადღება სჭირდება.
dave
მშვენიერი სპორტის სახეობაა და არც მაინდამაინც ძვირადღიებული და მიხედეთ ამ ბიჭს, ოლიმპიურ მედალსაც გამოკრავს ხელს ! ისრები რომ არ ექნება მოისარს, ცოტა უხერხულია ! არამგონია ეხლა სპორტის სამინისტრომ 2-3 ათასი ლარი ვერ გამოყოს ინვენტარის შესაძენად
მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს
დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ
გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა
გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: ქალების ისტორიული წარმატება
ბიჭები ახლებურად ივარჯიშებენ - ინტერვიუ თამაზ ფუტკარაძესთან
ანტალიის ტურნირი: ჩვენი ქალებიდან საუკეთესო ქრისტინე ესებუა იყო
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: რას მოვარტყამთ ნოტინგემში?
ანტალიის ტურნირი: დაგვრჩა მხოლოდ ქრისტინე ესებუა
მშვილდოსნობა. ევროპის ჩემპიონატი: წყვილად შემორჩნენ