საქართველოს სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლიუბომირ მანდიჩი ეწვია
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ფიბა-ს საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეწვია. ლიუბომირ მანდიჩის ჩამოსვლის მიზეზი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენელთათვის სემინარების ჩატარება და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის დათვალიერება გახლდათ.

ფიბა-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ფედერაციის ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს 16 მარტს, სპორტის ახალ სასახლეში შეხვდა და მათ ის ახალი სისტემა წარუდგინა, რომელზეც 2018 წლიდან ფიბა გადადის.

მოგეხსენებათ, ეს ევროპის ჩემპიონატის ბოლო ციკლია, რომელიც 2-წლიანია. 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატი 4 წელიწადში ერთხელ ჩატარდება, ხოლო მსოფლიოს პირველობისთვისა და ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურნირები ცალკე ჩატარდება. შესარჩევი ტურნირის მატჩები ნაცვლად აგვისტო-სექტემბერისა, მთელი წლის განმავლობაში - ნოემბერში, თებერვალში, ივნისში გაიმართება.

სწორედ ამ ახლებური სისტემის თანმდევი ცვლილებები და სხვა ორგანიზაციული თუ სტრუქტურული დეტალები გააცნო ლუბომირ მანდიჩმა ფედერაციის წარმომადგენლებს, რომლებთან შეხვედრამდეც ფიბა-ს ემისარმა სპორტის ახალი სასახლე და ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზები დაათვალიერა, სადაც ევროპის 18-წლამდე გოგონათა ჩემპიონატის C დივიზიონის მატჩები უნდა გაიმართოს.

მოგეხსენებათ, ქართული კალათბურთის ისტორიაში საქართველო პირველად მასპინძლობს ფიბა-ევროპის ოფიციალურ შეჯიბრს, რომელშიც საქართველოს ნაკრებთან ერთად ანდორის, გიბრალტარის, სომხეთის, უელსის, კოსოვო და მალტას 18-წლამდე გოგონათა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ლიუბომირ მანდიჩმა მოინახულა ასევე ის სასტუმროები, რომლებშიც ამ ღონისძიებაში მონაწილე ნაკრებები იცხოვრებენ. ფიბა-ს წარმომადგენელმა დადებითი შეფასება მისცა როგორც სპორტულ, ისე სხვა სახის ინფრასტრუქტურას.

წყარო: superleague.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ფიბას მარკეტინგისა და კომუნიკაციების შეხვედრაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობა შეფასდა
რუდი გობერი ფიბასა და ევროლიგის კონფლიქტზე: ასე გაგრძელება არ შეიძლება
ფიბამ ნაკრებები დაალაგა - რომელ კალათში მოხვდა საქართველო?
ფიბამ პაატა გურასპაულს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ფიბას ახალი პრეზიდენტი ნიანგი გახდა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი