თურქეთის საერთაშორისო ტურნირში გია კაზანჯიანის შეგირდები ფრანგ და ჩინელ თანატოლებთან დიდი სხვაობით დამარცხდნენ
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ გაზიანთებში საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობს. ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში დიდი სხვაობით დამარცხდა. საფრანგეთთან 51:89 დათმო, ხოლო ჩინეთთან - 35:108.

ასეთი ანგარიშების ხილვა ქართული კალათბურთის პერსპექტივაზე მოფიქრალთ ნამდვილად გულს "ჩაუწვავდა" - ნუთუ ჩინეთსა და ქართველებს შორის მართლა 73-ქულიანი სხვაობაა? თუ ჩინელები ბევრნი იყვნენ?!

რატომ ფიქსირდება ასეთი დიდი სხვაობა? - ამ კითხვაზე პასუხს ნაკრების მწვრთნელი გია კაზანჯიანი გვეტყვის, რომელსაც ყველაზე მეტად სურდა ისეთი შემადგენლობის შერჩევა, რომელიც მეტოქეებს ღირსეულ წინააღმდეგობას გაუწევდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ვერ შეარჩია და ისიც ფაქტია, რომ ბავშვთა კალათბურთის განვითარების დონით ჩინელებსა და ფრანგებს საგრძნობლად ჩამოვრჩებით.

ეს საკითხი საფუძვლიანადაა შესასწავლი და მისახედი, თორემ ორ წელიწადში ერთხელ ნიჭიერი კალათბურთელის გამოჩენა და ნაკრების წარმატება "გაზაფხულს" ვერ მოიყვანს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები

საფრანგეთი-საქართველო 89:51

23:15, 18:8, 20:18, 28:10

საქართველო: ბოლქვაძე (13ქ), ამირხანაშვილი, ლილუაშვილი (9ქ), ჯაყელი, ქობალავა (2ქ), აბულაძე (3ქ), კ. ტომარაძე (6ქ), დარახველიძე (18ქ, 11მ), პულუზაშვილი, ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე.

ჩინეთი-საქართველო 108:35

27:8, 29:2, 28:16, 24:9

საქართველო: ამირხანაშვილი (6ქ), ლილუაშვილი, კობალავა, აბულაძე (14ქ), ტომარაძე (2ქ), დარახველიძე (11ქ, 9 მ), პულუზაშვილი (2ქ), ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

antikazanjiani
კაზანჯიანი ჩემი ტრენერი იყო და კალათბურთისგან ისე შორსაა ამას ნაკრები რომელმა იდიოტმა ჩააბარა???
18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა