უელსის ნაკრების მწვრთნელი ექვს ერში ცვლილებების მომხრეა
ექვსი ერის გათამაშების ბოლო ტურში უელსის ნაკრები იტალიას მასპინძლობს. უელსელთა თავკაცმა უორენ გეტლანდმა WRU TV-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის მომხრეა ექვს ერში სიახლის დანერგვის.

"ჩემი აზრით, ექვსი ერის ბოლოადგილოსანის პირდაპირ გაგდება ცოტა უსამართლო იქნებოდა. მე სამომავლოდ უფრო უკეთესად მიმაჩნია პლეი ოფის მატჩი ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და ერთა თასის გამარჯვებულს შორის.

ჩემი აზრით, ის გუნდი, რომელიც მაღლა ამოდის, უნდა სჯობდეს ბოლოადგილოსანს და მაშინ ყველაფერი სამართლიანი იქნება.

თუმცა ვფიქრობ, ამ სისტემამდე რამდენიმე წელი კიდევ გვაშორებს. იტალიის ნაკრების ახლავე გაგდება უსამართლობა იქნება, ჩვენ უნდა გამოვხატოთ იტალიის მხარდაჭერა", - განაცხადა გეტლანდმა.

dato
დავიჯერო იტალია ტონგაზე ძლიერია ?
rezo110
"7 ერზე" საქართველოს ყველა თამაშისთვის უკვე გადადებული მაქვს 515 ევრო.ინგლისთან,საფრანგეთთან,უელსთან, ირლანდიასთან, შოტლანდიასთან 100-100, იტალიასთან კი-15 ევრო,ისიც ჩვენი ბიჭების ხათრით. ამ „7 ერში“ ინგლისი, იტალია, საფრანგეთი - ნატურალიზებული მოთამაშეებით, საქართველო კი ერთ-ერთი თვითმყოფადი გუნდი იქნება, რაც ასევე დასაფასებელი და წახალისებულიც უნდა იყოს იმ რესურსების (ამ შემთხვევაში მორაგბეთა რაოდენობას და დაფინანსებასაც ვგულისხმობ) ფონზე რაც ამ ქვეყანაშია. არავითარი დამამცირებელი თხოვნები, უნდა განვაგრძოთ განვითარება და გამოვიყენოთ ტესტები შედეგების მისაღწევად, ღირსეულად მივანიშნოთ ჩვენ თვითმყოფადობასა და რაგბისადმი სიყვარულზე და ეგ დროც მოვა. მალე მიხვდებიან, რომ მაგათაც ჭირდებათ განვითარება და რაც მალე მიხვდებიან უკეთესი იქნება. კარგად მახსოვს კანადისა და სსრკ ჰოკეისტების სერიების წინასამატჩო მოსაზრებები კანადელი პროფესიონალებისგან პარისეს მსგავსი (რუსებისთვის ადრეა ჩვენთან თამაში, შაიბას დავუმალავთ, ბორტზე მივაკრავთ, ძვლებს და სახეებს დავუმტვრევთ ... ) და სერიის პირველივე თამაში კანადაში -3:7 წააგეს. ეხლა კი მათ ნაციონალურ ლიგაში ვის აღარ შეხვდებით - რუსებს, ჩეხებს, სლოვაკებს, შვედებს, ფინელებს, ნორვეგიელებს, გერმანელებს, ავსტრიელებს, უკრაინელებს, ბალტიისპირელებს, ფრანგებს, იტალიელებს. ... ბევრი ეგეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება. მოკლედ, რაგბის „მამებთან“ ურთიერთობისას ასეთი მაგალითებითაც დელეკატურად უნდა ვარყიოდ მათი კონსერვატიზმი, პარალელურად და პირველ რიგში კი განვაგრძოთ კომპლექსური განვითარება და შედეგებზე ორიენტაცია ტესტ-თამაშებზე. ბილეთების სარეალიზაციოდ კი ნუ ინერვიულებენ, უკვე გადადებული გვაქვს ზოგიერთს მაინც, სხვებიც აგვყვებიან და ევრო-ევროს გადადებენ მამულისათვის, ბიჭებისათვის, ღირსებისათვის, რადგან "რაგბი ჩვენი თამაშია" !!!

იტალიის ნაკრები და პარისე შეეჩვია ხის კოვზს! :-)
ტარიელი
სამწოუხაროდ წელს იტალოასთან ვერ ვითამაშებთ, თუმცა ისეთ ხასიათზე არიან ჩვენები, რომ არ გამიკვირდებოდა მოუგონ .
კობა
დატოვეთ ეგ თქვენი იტალია და დაამატეთ საქართველოც, იყოს 7 ერის რა არ შეიძლება??? მაინც ჩავხდით იტალიასთან ერთად შოტლანდიასაც!!!
qutaiseli
ტესტებიო ვინც ამას გაიძახის ჩამოვიდენ მერე და გვეთამაშონ და რაც გინდა ის დაარქვი გინდ ტესტები და გინდ შპარგალკები არ ჩამოვა იტალია თბილისში სათამაშოთ თუ არ აიძულეს იმიტომ რომ არარიან დარწმუნებული მოგებაში და მიტო.ისე ეჭვიმაქ რო აქ იტალიას მოუგებენ ჩვენები ეხლა ისეთ ხოდზე არიან და ამის ეშინიათ სწორედ ექვსი ერის მამებს.
kaxa
აწე მოგვცენ პლეიოფში თამაშის უფლება და მერე ვნახოთ.
smert
ჯერ ტესტებში დაუმტკიცოდ და მარტო ინერციის ხარჯზე არა შევთავაზოთ მრავალფეროვნება გორგოძის აზრიც გასათვალისწინებელია
დ.ნ.
სწორს ამბობს ეს კაცი პლეი ოფი ნამდვილად სამარლიანი იქნება
მართალია ეს კაცი
გიორგობას რო იტალია ჩამოიყვანონ აქ ნახავენ როგორი მხარდამჭერები ყავს საქართველოს ნაკრებს. რად უნდა ფეხბურთს ის 265 მილიონი. რაგბში ჩავდოთ და ნამდვილად უფრო მეტს მივაღწევთ. ჰაერივით ესაჭიროება ის ფული რაგბს. ქართული ფეხბურთი კი ერთი დიდი ბინძური წუმპეა სადაც ფული უკვალოდ იკარგება
გია
Glaxuna-ს ვეთანხმები,ცოტა გამოცდილება და არავიზე ნაკლები არ ვიქნებით.რაგბის თამაში ქართველებს სისხლში გვაქვს.
glaxuna
6 ერისათვის მ ზ ა დ ვართ!!! შ ე ი ზ ლ ე ბ ა ,ვიმეორებ შეიძლება იტალიასთან 1-ლი თამაში წავაგოთ , ძაან დიდ დაპირისპირებაში...მაქსიმუმ 3-7 ქულით, მეორეც ასევე,.მაგრამ...მ ე - 3 თამაშში ჩათვალეთ რომ მ ა რ ტ ი ვ ა დ დავამარცხებთ!!! შოტლანდიასაც მაგრად გაუჭირდება ჩვენთან ,მაგრამ მე-5-6 თამაშში მოვუგებთ ... მერე ინგლისი,ირლანდია და უელსის დრო დ ა დ გ ე ბ ა!!! და თუ მათთან დაპირისპირებები , თამაშები 1-2 წელიწადში ჩატარდება... მე-3-4 წელს ევროპის ფინანსურ სპორტული წრეებიდან საქართველოში საკმაო ფინანსები ჩაიდება და 6 ერის სრულუფლებიანი წევრი ვიქნებით!!! ეროვნული ჩემპიონატი ძლიერი გვექნება როგორც სპორტული-კლასის თვალსაზრისით,ისე ფ ი ნ ა ნ ს უ რ ა დ და ფ ა ქ ტ ი უ რ ა დ ეროვნული სპორტის სახეობა, მერე მას შეიძლება წაბაძოს ფეხბურთმა,თავისთავად კალათბურთმა,წყალბურთი თუ ყ ვ ე ლ ა გუნდური თამაშებიც და... ეროვნული ჩემპიონატების დაფინანსება სერიოზულად გაიზრდება და განათლებასთან ერთად ახალგაზრდების დასაქმების პრობლემაც ნაწილობრივ მოიხსნება!!!
qar
იტალია ან შოტლანდია ჩამოგვიყვანონ აქ გიორგობას და მერე გველაპარაკონ რაგბის მამები, რამდენად შორს ვართ 6 ერიდან. სტადიონი რო გაივსება და ბიჭები სულიდაგულს ჩადებენ თამაშში არარსებობს რო წავაგოთ.
gio
იტალიას ვერ ვჯობივართ ჯერ. იტალიას ძალიან ცოტა დააკლდა რომ გასვლაზე საფრანგეთი დაემარცხებინა!შოტლანდიამაც რაც ეს ახალი მწვრთნელი ყავს მაგრად მოუმატა! დღეს 6 ერის ვერცერთ ნაკრებს ვერ ვჯობივართ სამწუხაროდ!!!
nika
ეხლა იტალიას ვჯობივართ და ნუ გეშინიათ ხალხო.
nika
რომ საუბრობენ რაგბის მამები იტალიის მხარდაჭერაზე გორგოძეს საქართველო რატომ ავიწყდებათ? თუ უნდათ ძლიერი 6 ერი მაშინ საქართველო უნდა გაითვალისწინონ
levani kaxeti
რა თქმა უნდა, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩები დიდ გუნდებთან.
mateusa
თუ არ შევხვდებით ძლიერებს ისე ვერასდროს გავიზრდებით. და ფლეიოფის სისტემაზე უკვე დავწერე ჩემი აზრი წინა დღეების სტატიაში
levani kaxeti
....აი, 8 ერის ტურნირი რომ იყოს, მაშინ ჩვენ და რუმინეთი უსიტყვოდ უნდა მიგვიღონ.
levani kaxeti
თუ არ მეშლება თვით მამუკა გორგოძეც ნაადრევად მიიჩნევს ამ ნაბიჯს.
levani kaxeti
მოდით, ვიყოთ გულახდილები: ამ 6 ერიდან, თუ მოგვიგია რომელიმესთვის; არ გვინდა სულსწრაფობა, ჯერ იქმდე "გაზრდა გვაკლია.
ზურა
მართალია ეს კაცი, ბოლოადგილოსანს თუ ვერ ვაჯობეთ ისე 6 ერში გადასვლას რა აზრი აქვს
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილ პრეზიდენტზე ძებნაა გამოცხადებული
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
უელსის ნაკრების თავკაცი: საქართველოსგან უნდა ვისწავლოთ, როგორ ვეთამაშოთ ზელანდიას
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?