გოგუა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით უთამაშია
ყაზახური "ირტიშის" ქართველმა ფეხბურთელმა გოგიტა გოგუამ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში საქართველოს ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე, ვლადიმირ ვაისზე ისაუბრა.

გოგუა ერთადერთი ქართველი ფეხბურთელია, რომელსაც ვაისის ხელმძღვანელობით უთამაშია, კერძოდ კი, 2007 წელს რამენსკოეს "სატურნში".

გთავაზობთ ამონარიდს გოგუას ინტერვიუდან. აქვე გეტყვით, რომ "კვირის პალიტრის" ახალი ნომერი დღეს, 21 მარტს გამოვიდა. მისი შეძენა შეგიძლიათ პრესის გავრცელების პუნქტებში და ასევე, გაზეთის ვებ-გვერდზე.

- ვაისთან მუშაობის გამოცდილება მხოლოდ შენ გაქვს. რას იტყვი მასზე?

- 2007 წელს, როცა ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვედი, თავად ვაისმა შემომთავაზა რამენსკოეს "სატურნში" გადასვლა. მისი ხელმძღვანელობით 14 მატჩი ვითამაშე, აქედან 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა და კლუბის ხელმძღვანელობამ მწვრთნელთან განშორება ამჯობინა. სლოვაკი ყურადღებიანი მწვრთნელია, მის მხარდაჭერას მინდორზეც ვგრძნობდი და მოედანს მიღმაც.

- ვაისის გუნდი შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას თუ დაცვითს? "სატურნს" რა ტაქტიკით ათამაშებდა?

- უმეტესად 4-3-3 ან 4-1-3-2. მარცხენა მცველად ან ნახევარმცველად მათამაშებდა, ხანაც მარჯვენა მცველად. ვაისის პლუსი ის არის, რომ ფეხბურთელებთან კომუნიკაცია არ ეშლება. ყვირილიც იცის, მაგრამ საქმიანად ყვირის - პირად შეურაცხყოფაზე არ გადადის... ფეხბურთელებს გვეკითხებოდა, ვის რომელ პოზიციაზე გვერჩივნა თამაში და გადაწყვეტილებას მხოლოდ ამის შემდეგ იღებდა. მოკლედ, ვაისი ამოუცნობი მწვრთნელია, დაშტამპული არ არის!

- რა იქნება ვაისის მთავარი პრობლემა საქართველოს ნაკრებში?

- კარგი მწვრთნელია, შემტევი ფეხბურთიც უყვარს, თუმცა ქართველ ფეხბურთელებს არ იცნობს. იმედია, უშუალოდ დააკვირდება ნაკრების კანდიდატებს, მაგრამ არ მომეწონა მისი ხმაურიანი განცხადება - ნაკრების ძირითადი ბირთვი თბილისის "დინამოდან" იქნებაო!

- ვაისმა თქვა, რომ მის სიაში "დინამოს" ბევრი ფეხბურთელია და მჭიდრო კონტაქტი ექნება იურაი იარაბეკთან, რომელიც მისი თანამემამულეა. რა არის ამაში გასაკვირი?

- ფეხბურთის თამაში მხოლოდ "დინამოს" ფეხბურთელებმა იციან?! რომან ფიფიას კარგად "უმუშავია", საქართველოში ორი დღის წინ ჩამოსულმა სლოვაკმა მხოლოდ მის კლუბზე რომ დაიწყო ლაპარაკი... არ მესმის, ფიფიამ რატომ უნდა გადაწყვიტოს, რა არის სწორი ქართულ ფეხბურთში? "დინამოში" არ ვთამაშობთ, მაგრამ ჩვენც ფეხბურთელები ვართ, ჩვენც გვინდა, ქვეყნის ღირსება დავიცვათ! სამართლიანობა აუცილებელია. მჯერა ლევან კობიაშვილის, რომელსაც ფეხბურთი უთამაშია და ესმის, სამართლიანად იმუშავებს.

ავტორი: რატი შელეგია

შენმა ხასიათმა დაგაღალატა და დარწმუნებული ვარ მაგრადაც ნანობ. შეგეძლო სერიოზული ფეხბურთი გეთამაშა და არ გეხეტიალა ამ რუსეთის დაბალ ლიგებში. მწვრთნელებთან კონფლიქტი თვით ბეკჰემსაც ჰქონდა მაგრამ კი არ გარბოდა გუნდიდან. ქართულად არ ვიცი ზუსტად როგორ გამოითქმის, სხვა ენაზე მაქვს წაკითხული. "ადამიანს ცხოვრებაში ყველაზე მეტად წინსვლაში სიამაყე და თავმოყვარეობა უშლის ხელსო" და მგონი მართალია ეს აზრი.
gvanca
გოგუ მიყვარხარ!
გაგა
ქეცბაიამ ვერ გამოიყენა გოგუა,მწვრთნელი მაშინ ხარ ნიჭიერი ფეხბურთელი გამოიყენო,გოგუა ყველა თამაშში სულს და გულს დებდა,ჟილკით თამაშობდა.
zaza-s
"2.ახალგაზრდულში თავისი კაცი დაანიშნინა(U21 რომ დინამოდ ექცია)." ვერ დაგეთანხმები U21-ის სიას თუ შეხედავ ყველაზე მეტი არადინამოელი გეგუჩაძემ გამოიძახა თითქმის ყველა რეგიონის კლუბებიდან ყავს ფეხბურთელები გამოძახებული ნაკრებში!!!
c
გოგუა ნაკრებს გამოადგება
givi
ასე იყო და ასე იქნება ხალხნო დინამოს მეტი არ უნდათ არაფერი
givi
ასე იყო და ასე იქნება ხალხნო დინამოს მეტი არ უნდათ არაფერი
shota
ეს სიტუაცია ერთხელ უკვე იყო. ახალკაცის,დარსაძის,ჟორჟიკაშვილის და კოკაიას დროს ზესტას სახით თავის დუბლებით.ყველა ზესტაში მიყავდათ უცხოეთი დაკეტეს მათთვის ვინც ჭირდებოდათ და დღეს ქართული ფეხბურთი რომ ამ დღეშია მათი ბრალია. დღესაც იგივეს აკეთებენ.
უიუი
წინა გამოძახებას მაინც გადახედოს, რა დააშავა გუგა ფალავანდიშვილმა, რახანც გორის დილაში თამაშობს ნაკრებში აღარ უნდა გამოიძაონ? რა გახდა ეს დინამო, ან რომელი თამაში ნახა რომ ეგრევე დინამოს ფეხბურთელები აღმოაჩინა მარტო, ვაი ვაასი
ფერნანდო
გოგუა, ინტრიგების ხლართვას შეეშვი და ფეხბურთი ითამაშე ნორმალურად.
Gogita
ზოგადად ყველა ფეხბურთელს ნაკრებში იმიტომ უნდა თამაში რომ ფასი გაეზარდოთ. ვინც აქამდე თამაშობდა ყველამ ვიცით რას წარმოადგენენ. ცუდი ნამდვილად არ იქნება დინამოდან თუ იქნებიან ან სხვა ადგილობრივი კლუბიდან.
ser
დიდება ქუთაისს დიდება ტორპედოს. თქვენი დინამო რასაც იზავს წელს რომელ ჯGუფში მოხვდება კარგად ვნახავთ არც კი გაიფიქროთ პირველივე ეტაპზე ვარდებით რო იცოდეთ
ser
მანამ იქნება ქართულ ფეხბურთში ესეთი გასაცოდავებული მდგომარეობა სანამ დინამოს მიმართ მიცემები იქნება, რომელსაც ლიგის ჯგუფში მოსახვედრად ამზადებს "პატივსაცემი"ფიფია...... ვერასდროს ვერ მოხდება მასეთი რაგაც რო დინამომ ჯგუფსჰი ითამასჰოს აი ვერასდროს
ser
დინამოსს ლიგა უნდა ხო პიპიაა ....
ser
... . ასიანს ამბობს ეს კაცი. არც ნაკრებს არ ექნება საშველი. გეგუჩაძე ახალგაზრდულში დინამოდან გამოიძახებს ხალხს .ეროვნულიდან ეს სლოვაკი და აგვწყობია საქმე ,,...
zaza
მართალია ეს კაცი! ფიფიამ ნამდვილად კარგად იმუშავა. 1. ჯერ არჩევნებამდე და არჩევნების დროს კობიაშვილს დაუდგა გვერდში (ვინც არ რისკავს შაპანიურსაც არ სვავს). 2. შემდეგ, ახალგაზრდულში თავისი კაცი დაანიშნინა (U21 რომ დინამოდ ექცია). 3. იარაბეკი მიუგზავნა "გიდად" ვაისს და თანამშრომლობაზე დააგინა (ადგილები დაბრონა ნაკრებში). მაგრამ!... რა არის კარგი მენეჯერი? ფიფია და მისი ზემოთაღნიშნული ქმედებები არის იმის დასტური რომ ის ძლიერი მენეჯერია! ყველა კლუბის პრეზიდენტი ასეთი უნდა იყოს.სწორედ ასე და ამგვარად - ყველაფერი უნდაა გააკეთო შენი კლუბის თუ კომპანიის და ა.შ. წარმატებისთვის! ასე, რომ ვინც ამ ყოველივეს გამო "ოფსაიდში" დარჩით, საკუთარ თავს დააბრალეთ...
ბიბი
გოგიტა გოგუა - ეს უკვე წარსულია. მოდი რა, მომავალზე ვიფიქროთ, ვეტერანებს კი კარგი ცხოვრება უსურვოთ.
ბმბ
ამისგან ფეხბურთელი ვერა და ინტრიგანი კი დადგა
მამუკი ქუთათელი
აი ნაღდი ქართული სიმართლე. და ქართყულადაც ნათქვამი კარგად გადაატრიალოს ტვინში ახალმა ჩვენმა ქართულმა ფედერაციამ, თორემ ისე დაემართებათ როგორც „17„ წლამდელთა თბილისის ნაკრებს დაემართა, და მერე მარტო გადადგომა არ უშველით, ისე მოთხოვთ მათ პასუხს /ქუთაისლები/ ბათუმლები/ ზუგდიდლები / გორელები/ ზესტაფონი/ სამტრედიელები, და ყველა კუთხიდან, რომლებსაც თქვენ თბილისლები რეგიონლებს უძახით. აი ამიტომ დაგვემხო თავზე ცხინვალი და აფხაზეთიც. ჭკუაზე მოდით.
gio
გოგიტ გენაცვალე, მაგარი კაცი ხარ! სათქმელს ყოველთვის პირდაპირ ამბობ!
irakli Apkhaidze
გოგუას მართლა ყველაფერი ჰქონდა დიდი ფეხბურთის სათამაშოდ, ერთი ეგაა ,,ხასიათი" ვერ მოიყვანა ,,აჟურში" ზედმეტია მსგავსი შეფასებები რომ ,აზრზე არაა და მხოლოდ ბარათების ოსტატი იყო. ბევრ სიმართლეს ამბობს თუ ძალაინ ცავუღრმავდებით...
dato
გოგიტა გოგუა რომ ვინმეს შეაფასებს როდის რა გაუკეთებია ყვითელი ბარათების და ჯარიმების მეტი ერთ-ერთი ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელი..საერთოდ რატო აინტერესებთ ამისი აზრი ამას თავი კიდე ფეხბურთელი გონია
გოგი
დინამოს ბირტვი ტორპედოს ვერ გაუმკლავდება.
გოგი
დინამოს ბირტვი ტორპედოს ვერ გაუმკლავდება
მწარე
ესაა დიდი ,,ვარსკვლავიი ' ? გატუზოა რომ ტრაბახობდნენ .... შენ რომ ფეხბურთისა მართლა აგგეგებოდეს ეხლა ნაკრებში იქნებოდი
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი