გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ბაქოში, ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში თამაშობენ
საქართველოს ჩოგბურთელ ქალთა ნაკრების წევრი სოფიო ქვაცაბაია ბრაზილიაში იმყოფება და 22 მარტს საო ჟოზე დო რიო პრეტოს 10.000-იან ტურნირში ჩაება.

ერთეულებში მეორე ნომრად იყო განთესილი, მაგრამ პირველსავე წრეში პარაგვაელ კამილა კამრიზთან დამარცხდა - 4:6, 2:6.

წყვილებში ქართველი ჩოგბურთელი და ბრაზილიელი ლაურა პიგოსი ასპარეზობის რეიტინგფავორიტები არიან. სტარტზე მათ ერიკა პერეირას (ბრაზილია) და კამილა ტუმოსას (არგენტინა) დუეტი იოლად ჩამოიშორეს გზიდან - 6:2, 6:0.

მეოთხედფინალში ქართულ-ბრაზილიური ტანდემი ამერიკელების - იულია ფიშისა და ლუსიანა რაბინენსის მძლეველ (6:0, 6:2) მარია ფერნანდა ჰერაზო გონსალესსა (კოლუმბია) და ნოელია ზებალოსთან გაარკვევს ურთიერთობას.

ანტალიაში, ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელმა ნინო ნასიბიანმა მასპინძელი ზეინეპ სარლი დაჯაბნა - 6:1, 6:0, მაგრამ მეორე წრეში თანაქალაქელ ანა შანიძესთან ვერაფერს გახდა - 3:6, 2:6.

ანამ კვალიფიკაციის გადამწყვეტი პაექრობაც მოიგო - ბელგიელ ბოვი მარგაუქსს აჯობა - 7:5, 4:6, 6:4 და ძირითად ბადეში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც გერმანელ იანა მორდერგერს გაუწევს მეტოქეობას.

გიორგი ცივაძე და გიორგი ჯავახიშვილი ბაქოში, ვაჟთა 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში თამაშობენ. წყვილებში ქართველთა დუეტმა გუშინ ჯო კუპერი (დიდი ბრიტანეთი) და პაველ მოტლი (ჩეხეთი) დაამარცხა - 6:4, 6:3.

მეოთხედფინალში ჩვენებურები პირველ ნომრად განთესილ რობერტო ორტეგა-ოლმედოსა (ესპანეთი) და ილია ვუჩიჩს (სერბეთი) შეხვდებიან.

ერთეულებში ქართველები ასე დაუწყვილდნენ მეტოქეებს: გიორგი ჯავახიშვილი-ევგენი ტიურნევი (რუსეთი), გიორგი ცივაძე-საქადათ აიარი (ყაზახეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
[VIDEO] ზურიკომ გამარჯვების გოლი გაიტანა - "სენტ-ეტიენი" ლიგა 1-სკენ მიიწევს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საით მივდივართ?! - მაროკოს ქვიშაში ჩამარხული ქართული ჩოგბურთი
დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები ATP CUP-ზე გაემგზავრა
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავა ჩენჟოუს ტურნირის ნახევარფინალშია
"მზიურში" ზიმბაბვეს დავხვდებით - ინტერვიუ ალექსანდრე მეტრეველთან
სოფიო შაფათავა ანტალიის ტურნირის წყვილთა ნახევარფინალშია
ქართველი ჩოგბურთელები: მთავარ პრიზებს ვერ შესწვდნენ
ATP CUP: ტყემალაძემ და ბაკშმა იაპონელთა დუეტი იოლად დაამარცხეს
0:5! - საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრები ლუქსემბურგთან განადგურდა
სოფიო ქვაცაბაია ანტალიის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა
დღეს მზიურის საჩოგბურთო კორტებზე "თბილისის თასის" ძირითადი ბადის შეხვედრები დაიწყება
ქართველი ჩოგბურთელები: ბასილაშვილი ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
ქართველები სამ ფრონტზე: სოფიო ქვაცაბაია ერთეულებშიც ყოჩაღობს და წყვილებშიც
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ქართველი ჩოგბურთელები: სოფიო შაფათავამ ანტალიის ტურნირი წყვილებში მოიგო
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირს გამოეთიშა
ქართველი ჩოგბურთელები: ეკატერინე გორგოძე იტალიური ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა
ეკატერინე გორგოძე ბრაუშვაიგის საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალში გავიდა
ქართველი ჩოგბურთელები: პირველები რეიტინგში დაწინაურდნენ
დევისის თასი. ევროაფრიკული მეორე ზონა: საქართველო VS ზიმბაბვე
ანტალიის ტურნირში ქართველი ჩოგბურთელები მხოლოდ წყვილებს შემორჩნენ
დევისის თასი: საქართველოს ნაკრები ლიდერის გარეშე და აუტსაიდერები ჯუჯა სახელმწიფოსთან
ქართველი ჩოგბურთელები: ნიკოლოზ ბასილაშვილი ასეულის მიჯნაზე
ქართველი ჩოგბურთელები: სამაია უცხოეთის კორტებზე