"მანჩესტერ სიტის" ტრავმა და კრიტიკა არ აკლია
მართლაც რთული თვეები აქვს "სიტის" მთავარ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის. ჯერ იყო და სეზონის ბოლოს გუნდიდან გაშვების შესახებ აცნობეს, მერე მის კლუბს ტრავმების ეპიდემია შეეყარა და ახლა, როდესაც თითქოს დაშავებული ფეხბურთელები ნელ-ნელა ბრუნდებოდნენ, ყველაფერი თავიდან დაიწყო... ვენსან კომპანის და სხვებს რაჰიმ სტერლინგიც მიჰყვა.

როგორც გაირკვა, დერბიში მის მიერ მიღებული დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა და ახალგაზრდა ფეხბურთელი 6-8 კვირა ვერ ითამაშებს. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი შესაძლოა, ამ სეზონში საერთოდ ვეღარ ვიხილოთ, რაც "სიტის" მეორე ძვირფასი შენაძენისა და კრეატიული შემტევის, კევინ დე ბრუინის არყოფნასაც თუ გავითვალისწინებთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აყენებს.

რაჰიმს კი ახლა სხვა საფიქრალიც აქვს, როგორმე მწყობრში რაც შეიძლება მალე ჩადგეს და ფორმაში შევიდეს ევრო 2016-ისთვის, თორემ როი ჰოჯსონს არჩევანში არ უჭირს.

ამასობაში, "ლივერპულის" ლეგენდამ, ჯონ ბარნსმა სტერლინგი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 21 წლის შემტევმა ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა. მისი თქმით, ამით სტერლინგმა საკუთარ ზრდას შეუშალა ხელი და ახლა პოტენციალის გამოვლენა ძალიან გაუჭირდება. ძნელია, მის განცხადებებს რაღაცაში მაინც არ დაეთანხმო.

თავად რაჰიმი ირწმუნებოდა, "ეტიჰადზე" ფულის გამო კი არ წავედი, ტიტულების მოგება მსურსო, მაგრამ "სიტი" ბოლო წლებში უცუდეს სეზონს ატარებს, თუ ჩემპიონთა ლიგაზე შემორჩენას არ ჩავთვლით, მაგრამ იქნება თუ არა ეს გუნდი მომავალ სეზონშიც ლიგაზე, ეს უკვე საკითხავია, "ქალაქელების" მდგომარეობა ახლა არც ისე სახარბიელოა.

არადა, გუნდში პეპ გვარიდოლა მოდის და მანჩესტერელები კატალონიელს შერცხვენილები არ უნდა დახვდნენ.

მით უმეტეს, რომ მათ მზაკვრულ გეგმაში პეპის დახმარებით "ბარსელონადან" ლიონელ მესის წამოყვანა შედის, აქაოდა, ნეიმარისა და ლუის სუარესის ხელში "ბარსა" ლეოს ასტრონომიულ თანხად გაყიდვას დათანხმდება, სანამ არგენტინელი ასაკში შესულაო. გვარდიოლა კი თავად მესის გაესაუბრება ტკბილად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
"არსენალმა" "ჩელსიდან" სტერლინგი დაიმატა
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო