ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ ითხოვენ კლუბები ბიუჯეტში ფულს სარვამარტო საჩუქრებისთვის...

რატომ ითხოვენ კლუბები ბიუჯეტში ფულს სარვამარტო საჩუქრებისთვის...

ზაზა დოლიძე: "მაკვირვებს, საიდან ვრცელდება ეს ხმები?!"

"ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" მიმართ ინტერესი არახალია. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა, მის საქმიანობასთან და ფულის გადარიცხვის დეტალებთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაიბადა და ბევრიც დასაზუსტებელია.

კლუბებში ინფორმაციას ფლობენ, მაგრამ სრულ დეტალებში ვერ ერკვევიან. ცხადია, გაუგებრობებიც ხდება. მაგალითად, გავრცელდა ხმები, თითქოს, ფული ჯერ მხოლოდ კერძო კლუბებს გადაურიცხეს, ხოლო მუნიციპალურებს ჯერ არ მიუღიათ.

"ლელო" ფონდის ხელმძღვანელ ზაზა დოლიძეს თემასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე ელაპარაკა...

- ჯერ დავიწყოთ იმით, რაზეც "ლელოსთან" რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმა დაიჩივლა - ყველას აინტერესებს, როდის დაერიცხებათ თანხა? ამბობენ, თითქოს, მხოლოდ კერძო კლუბებმა მიიღეს თანხა, მუნიციპალურებმა კი ჯერ არა...

- რაც შეეხება ფულის დარიცხვას, კლუბების უმეტესობას, კერძოსაც და მუნიციპალურებსაც, თანხები მიღებული აქვს. მხოლოდ ორი კლუბი დარჩა, რომელთა მოთხოვნაც მუშავდება და ფული მალე დაერიცხებათ.

- რომელ კლუბებზეა ლაპარაკი?

- გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოზე". უახლოეს დღეებში ეს საკითხიც მოგვარდება და მიმდინარე მდგომარეობით, არსებულ ხარჯებს გავისტუმრებთ.

ძალიან მოკლე დროში სერიოზული ფინანსური სტრუქტურა ავაწყვეთ და ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთში დაფინანსების კუთხით არსებული არასტაბილური ვითარება შევცვალოთ. ამიტომ მაკვირვებს, საიდან ვრცელდება ასეთი ხმები?! ადრე თუ გვიან მაინც ყველა მიხვდება, რომ ქართული ფეხბურთისთვის სასიკეთო საქმე კეთდება.

- არსებობს პარამეტრები, თუ როგორ გადანაწილდება კლუბის ბიუჯეტი?

- სტანდარტად, სახელმწიფო პროგრამის მიხედვით გაწერილი საბაზისო დაფინანსების მოდელი გვაქვს აღებული. ვინაიდან ამ ეტაპზე დაფინანსება უკვე დაგეგმილი ბიუჯეტების პირობებში გვიხდება, იძულებულნი ვართ, ყველა კლუბის შემთხვევა ინდივიდუალურად განვიხილოთ და მაქსიმალურად დავეხმაროთ, რათა აღებული ვალდებულებები მიზნობრივად და ჯეროვნად შეასრულონ.

- მაგალითად, ხომ შეიძლება ფულის დიდი ნაწილი ხელფასებზე დაიხარჯოს? არის მექანიზმი, რომ კლუბებს ეს აუკრძალოთ?

- მარტო ხელფასებზე ისედაც ვერ დახარჯავენ, რადგან ფული გუნდს ათასგვარ რამეში სჭირდება. მაგალითად, ყველა ინახავს დუბლშემადგენლობებისა და ჭაბუკთა ასაკის გუნდებს. ასევე აქვთ კლუბის ფუნქციონირებისთვის საჭირო უამრავი ხარჯი და ცხადია, ფინანსები ამისათვისაც სჭირდებათ.

გარდა ამისა, ვცდილობთ, ყველა კლუბში პრემია, რომელსაც სახელმწიფო დაფინანსებით მიიღებენ, ლოგიკური და სტანდარტული გახდეს. პროგრამის თანახმად, 2016 წლის ზაფხულამდე უმაღლესი ლიგის კლუბების ბიუჯეტები განისაზღვრა 800 ათასი ლარით, პირველლიგელების - 300 ათასით, ხოლო მეორე ლიგაში - 50 ათასით. მაგრამ მათ მოეთხოვებათ, მიმდინარე ხარჯების დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია წარუდგინონ ფონდს და ამის მერე მიიღონ დაფინანსება.

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ბიუჯეტებში თუ ჩაწერენ რბილი ავეჯის, სარვამარტო ან წაგებულ მატჩზე გასაცემ პრემიებს, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვები - საფეხბურთო კლუბი ამ არამიზნობრივ თანხას რატომ ითვალისწინებს ბიუჯეტში?

- იყო ასეთი შემთხვევები?

- კონკრეტულ მაგალითებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ასეთი შემთხვევებიც იყო.

- ბავშვთა ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურაზე ფულის დახარჯვა გათვალისწინებულია?

- ფეხბურთის განვითარება მწვრთნელთა განათლების, შესაბამისი საფეხბურთო ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. ეს არის საფუძველი, რაზეც უნდა დაშენდეს მდგრადი განვითარების სისტემა, რომელიც დაგვაბრუნებს იმ შედეგებთან, რაც ტრადიციულად გვქონდა და რისი პოტენციალიც ძალიან დიდი აქვს ქართულ ფეხბურთს...

მოგეხსენებათ, პროგრამა ხუთწლიანია, კიდევ ხუთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. უკვე საწყის ეტაპზევე, კლუბების საბაზისო დაფინანსების კომპონენტია სფფ-ისა და უეფას ლიცენზირებით გათვალისწინებული 17 და 15-წლამდელთა ჭაბუკთა გუნდების დაფინანსება. ჩემი ინფორმაციით, ამ ჩამონათვალს მომავალი წლიდან 13-წლამდელთა გუნდის ყოლაც დაემატება.

ასევე, ფონდის მიზანია, მოიზიდოს სახსრები და დააფინანსოს უფრო დაბალი ასაკის ბავშვთა გუნდები, ისინი ეკიპირებითა და სხვადასხვა ინვენტარით უზრუნველყოს, დააფინანსოს ასაკობრივ ტურნირებში მათი მონაწილეობა და სხვა მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის კუთხით დაგეგმილ სამუშაოებს, მომავალი წლიდან სახელმწიფო პროგრამითა და დონორების დახმარებით შემუშავდება ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური გეგმა-გრაფიკი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• dave

უცნობს - სახელმწიფო ვერცერთ კლუბს ვერ ჩააყენებს უპირატეს მდგომარეობაში, ამიტომ როდესაც ერთანირ დაფინასნებას უკეთებს ყველა გუნდს ძალიან სწორია, თუ აქვთ შნო თვითონ გუნდის მმართველებმა მოიძიონ სპონსორი და მიიტანონ კლუბში ფული. რაც შეეხება მეორე ლიგის გუნდის 50000 ლარით დაფინასნებას, დარწმუნებული ვარ რომ, აქამდე მაგდენსაც ვერ იღებდნენ და ენთუზიამზე თამაშობდნენ სახლიდან მოტანილი ბურთით :)

• dazmo

სანტლიტ რო ეზებოტ ესეტ კაცს ფედერაციასჰი კი არა ირგვლივ ზნელად ტუ სჰეხვდებიტ/// ტუ მისცეს გასაქანი და ხელი არ სჰეუსჰალეს 100% დარწმუნებული ვარ სულ მალე დაიდება სჰედეგიც

• უცნობი

იქნებ ვინმემ ამიხსნას,რატომ არის ასეთი სხვაობა პირველი და მეორე ლიგის გუნდების თანხებს შორის?ან როგორ უნდა იარსებოს მეორე ლიგის გუნდმა 50000 ლარად 6 თვის განმავლობაში,როდესაც მინიმალური ხარჯი დაახლოებით 90000 ლარია,ან რა უბედურებაა ყველას ერთნაირი ბიუჯეტი,როდესაც ასეთი უაზრობა სოციალიზმის დროსაც არ ყოფილა.როგორ შეიძლება ერთნაირი ბიუჯეტი ჰქონდეს ვთქვათ,ქუთაისსა და თერჯოლას ან ბათუმსა და ჩხოროწყუს (ნუ მიწყენენ თერჯოლისა და ჩხოროწყუს მაცხოვრებლები,ეს მაგალითები ქალაქების სიდიდეების შესადარებლად მოვიყვანე),სად მივდივართ,სოციალიზმს გვინდა გავასწროთ?სათქმელი კიდევ ძალიან ბევრია,მაგრამ ჯერ ეს იყოს.

• nodo

ნეტა თუ დააბრუნებენ ცართმეულ გუნდს მაგალითად ცხინვალის გუნდს სანაკოევმა რომ ცაართვა ნახეთ მაინც ვისი იკო 2004-2005 უეფას სიტზეც დევს გვარები

• ezugba

ჯერ დავიწყოთ იმით, რაზეც "ლელოსთან" რამდენიმე კლუბის წარმომადგენელმა დაიჩივლა - ყველას აინტერესებს, როდის დაერიცხებათ თანხა? თუ ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს რომ თანხა დარიცხულია რაღაც გაურკვევლობასთან გვაქვს საქმე და მეტი სიცხადეა საჭირო

• Davit

აჰა შეუდგნენ ბიჭები ჭამა-სმაას? ,, რათქმა უნდა შედეგი ნული იქნება,, ეხლავე შეიძლება ამის თქმა,, ვინმე მიცის კონკრეტულად რა გეგმა უნდა განახორციელონ კლუბებლმა ფულის მიღების სანაცვლოდ?

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

87-ე წუთი... "ტორპედომ" ფოთში მოიგო, "გაგრამ" "გარეჯთან" ქულა გადაარჩინა

GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"დინამოს" დირექტორი: ევროპული სტანდარტი გულშემატკივრებიდან უნდა დაიწყოს

"დინამოს" დირექტორი ნიკა ნინუას შესაძლო ტრანსფერზე: ინტერესია გერმანიიდან და იტალიიდან

სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა

სფფ: 94 საფეხბურთო სკოლა 1 620 000 ლარით დაფინანსდება

მოშივდებათ ბიჭებს, აბა, რა იქნება?! - ვინ რამდენი მიიღო ეროვნულ ლიგაში?

[ოთხშაბათის საკითხავი] 5 წლის მერე... ანუ რამ (ვინ) შეჭამა ვენახი?!

"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"

ზაზა დოლიძე: მჭედლიძისთვის დუელი ბათუმის "დინამოს" მოვუგეთ

51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?

შესაძლოა, არც შემცირდეს... რას უპირებს სახელმწიფო ფეხბურთის განვითარების ფონდს?

სფფ ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბებს პოლარის სისტემას უსასყიდლოდ გადასცემს

რამდენი აქვთ ხელფასი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში