28 მარტს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა
28 მარტს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უკრაინის თანატოლთა გუნდს უმასპინძლა. ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ავდარში გამართულ შეხვედრაში გია გეგუჩაძის შეგირდებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამს გაუშვეს - 3:3.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - მე-19 წუთზე უკრაინელები წინ ედუარდ სობოლმა გაიყვანა. გეგუჩაძის შეგირდებმა მალევე გაათანაბრეს - 22 წუთზე გატანილი გოლით რომან ჭანტურია გამოირჩა.

27-ე წუთზე ანგარიშში კვლავ უკრაინელები დაწინაურდნენ, რომან იარემჩუკის გოლით, თუმცა მასპინძლებმა ისევ სწრაფად გაათანაბრეს - 35 წუთზე გოლი ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა. შესვენებამდე კი ანგარიში აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმი ქართველი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. 59-ე წუთზე კიტეიშვილის წაქცევისთვის 11-მეტრიანი დაინიშნა, მაგრამ ხარაიშვილმა უკრაინელ მეკარეს ვერ აჯობა. მანამდე სტუმართა კარი ხარიხამ იხსნა...

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება ლევან შენგელიას მიერ 65-ე წუთზე გატანილი გოლით შეეძლო, მაგრამ საფინალო სასტვენამდე წამებით ადრე უკრაინელებმა მაინც გაიტანეს. გოლით კი უკრაინელთა ქართველი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე 90-ე წუთზე გამოირჩა. საბოლოოდ ფრე - 3:3.

შეგახსენებთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-6 ჯგუფში შეხვედრა 3 ივნისს, სტუმრად შვედეთთან უწევს.

Zaza
irakli apkhaidze-ს დაიწუნეს -17წ ასაკობრივში და მანამდეც
დათო
ქართველმა უნდა გაგვიტანოს, რომ ვერ მოვიგოთ აბ ხახოლი ხომ არ გაგვიტანდა
avto
უმაგრესი თამაში აჩვენეს ბიჭებმა შეტევაში მაგრამ დაცვის ცენტრი და მეკარეა მისახედი. დიდი ანგარიშით მოგება შეგვეძლო და ვერ მოვიგეთ მსაჯმაც სანამ არ გაგვიტანეს არ დაამთავრა თამაში
დათა
ვიყავი თამაშზე და ბრავო ბიჭებს,მაგრამ თამაში აჩუქეს რაა!!!
ბესო72
მიუხედავად ბოლო წამზე უკრაინელების გატანილი გოლისა ჩვენ კარში , რამაც საბოლოო ანგარიში ფრე დააფიქსირა, მაინც უდიდესი მადლობა ბიჭებს ! თამაშის მიმდინარეობისას რამდენჯერმე გავიფიქრე , ძირითადი ნაკრების ნაცვლად ამათ რომ ითამაშონ ხანდახან მაინც მეთქი , რაკარგი იქნება თქო. ისევ და ისევ ყოჩაღ ბიჭებს !
tony
თამაშზე არ მიყურებია მაგრამ ზოგადად ბოლო წუთებზე და წამებზე გოლის გაშვება, ეგ ხომ ჩვენი ავადმყოფობაა!
gio
4:2 ქართველების სასარგებლოდ :) ეგ ხუმრობით რა თქმა უნდა. მოკლედ, ისე მაგრად და ჯიგრით ითამაშეს ბიჭებმა (თან მთელი 90 წუთი!), მეგონა სხვა გუნდი იყო და არა ჩვენი (ამ ბოლო წლების გადამკიდე...). ცოტა დაცვაა მისახედი და ყველაფერი კარგად იქნება. უფრო სწორად, შეტევაში წასვლისას, დაცვა არ უნდა გვავიწყდებოდეს. ის თამაში გამახსენდა გეგუჩაძის დინამომ ამხანაგური რომ მოუგო მოსკოვის სპარტაკს 2005 წლის დასაწყისში (2:1). იმედია ბევრ თქვენგანს ახსოვს. მეგონა დინამო კი არა, რომელიღაც ევროპული მაღალი კლასის გუნდი თამაშობდა - ჟინი, სისწრაფე, დროული პასები, შეტევა გააზრებული კომბინაციებით... გეგუჩაძე მაგარია. მთავარია ასე გააგრძელოს და პირობები შეუქმნან მაქსიმალურად ხელსაყრელი. იმედია ხვალ ვაისიც ივაჟკაცებს.
Tengo
მაგრათ ვისიამოვნე.
irakli apkhaidze
ვაჩიბერაძეს ქართული პასპორტი არა აქვს თორე არავის დაუწუნია. ბიჭს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს ნათამაშები ვინ დაიწუნებდა?..
ფერნანდო
იმედია, გეგუჩაძეს ახლო მომავალში ნაკრების მწვრთნელად ვიხილავთ , ნაკრების ბირთვს კი დღევანდელი ახაგაზრდულის ბიჭები შეადგენენ.
kaxa
გიამ იცის თავისი საქმის, აქამდე არ აცალეს კაცს ბოლომდე გუნდის აწყობა. მარტლაც რო ძველი დინამო გამახსენა. მადლობა ბიჭებს. გია წარმატებებიი.
მურთაზი
გეგუჩაძემ იმედი დამიბრუნა,მადლობა
ზაზა
ვაჩიბერიძე!–ბურთის შესანიშნავი ფლობა,პასის ძალიან მაღალი კულტურა...და ეს ბიჭი ქართველმა მწვრთნელებმა დაიწუნეს?(((...ის,ვინც ვაჩიბერიძე დაიწუნა(ბავშვების მწვრთნელი,ასაკობრივების მწვრთნელი) ,საერთოდ ფეხბურთს არ უნდა გააკარო!...სამართალში უნდა მისცე–ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის)
gegucha
საღოლ გეგუჩ შეტევა და განწყობა მოიტანე!დაცვასაც დაალაგებ იმედია,ხომ უნდა გამოცადო ფეხბურთელები,ახლა ვინც იმსახურებს იმას ათამაშებ!მთლიანობაში ვისიამოვნე,კარგი იყო ძველი დინამო გამახსენდა
ცოტნე დადიანი
დასანანი კია, რომ გოლების ორი მესამედი ქართველებს გაგვაქვს, ანგარიში კი მაინც საყაიმოა... გეგუჩაძე კი, როგორც წესი, ყველაზე ქართულ, ლაღ, ერთობ თვალსასეირო ფეხბურთს გვთავაზობს. მადლობა მას და ბიჭებს!
Guadua
არაფერია,ხარისხი ჩანდა, შესაძლებელია მეტიც, ხარაიშვილი უცბად გაელვების ვარსკვცლავს უფრო აგავს ვიდრე ჩამოყალიბებად პროფესიონალს,როგორც ზივზივაძე და სხვებია არიან. პერსპექტივა ამ კოლექტივს აქვს.
zaza
გუნდი პროგრსირბს. იმედები გაჩნდა!
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის
ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბერძნეთში გუნდი შეიცვალა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
კიტეიშვილი მამაგეიშვილმა შეცვალა - "შტურმმა" "ალტახს" სძლია
[VIDEO] შეცვლაზე შესულმა კიტეიშვილმა დუბლით "შტურმი" "ვოლფსბერგერთან" მარცხისგან იხსნა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა