ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]

U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]

გია გეგუჩაძე: "ვისაც შეუძლია და უნდა, რომ საქართველოს ემსახუროს, ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა"
ზესტაფონის მთავარ საფეხბურთო არენაზე შეკრებილმა გულშემატკივარმა უაღრესად საინტერესო, სანახაობრივი და, ამავე დროს, შეცდომებით დახუნძლული თამაში იხილა. ქომაგთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა კოკისპირული წვიმა. რას ვიზამთ, ბუნება ყოველთვის მბრძანებელია და საფეხბურთო ამბები ძალიან ხშირად არ აინტერესებს...

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ 4-4-2 ტაქტიკური სქემა აირჩია. მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ქართველებმა იმთავითვე შეტევაზე გააკეთეს აქცენტი. პრინციპში, გეგუჩაძის მიერ გაწვრთნილი გუნდები სხვანაირად არც თამაშობენ...

რაც შეეხებათ უკრაინელებს, ამ გუნდს ახლო წარსულში კიევის "დინამოს" შესანიშნავი მოთამაშე ოლექსანდრ ჰოლოვკო წვრთნის. გუშინ საქართველოს ნაკრებს ორი ჩვენებური დაუპირისპირდა - მცველი ზურაბ ოჩიგავა და შემტევი ბექა ვაჩიბერაძე.

"ლელო" მათზე ხშირად წერდა, განსაკუთრებით, ვაჩიბერაძეზე, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ფეხბურთელის, ზაზა ვაჩიბერაძის ვაჟია. პირდაპირ ვიტყვით - საშურ საქმედ გვესახება საქართველოს სამსახურში მისი ჩაყენება. ჩვენ ჩვენი გვითქვამს და დანარჩენი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა გააკეთოს...

აქვე უნდა ვთქვათ ვაკო გვილიას შესახებაც. მან მხოლოდ პირველი ტაიმი ითამაშა, თუმცა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ჩვენი აზრით, გვილიას შეუძლია საყრდენი ნახევარმცველის შედარებით პრობლემურ პოზიციაზე სასარგებლო ფეხბურთელი გახდეს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც კი...

...გადავიდეთ თამაშზე. არადა, თამაში ისეთი გამოდგა, მის მიმდინარეობასა და პერიპეტიებს გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო. ჯერ ნორვეგიული "სტაბეკის" ნახევარმცველმა გიორგი გოროზიამ ააცილა მიზანს, მერე "ემპოლის" შემტევმა რომან ჭანტურიამ მიიღო ბურთი და კარგადაც განავითარა შეტევა; ლევან გეგეჭკორის პასის შემდეგ კი ბურთი ბაჩანა არაბულს მიუვიდა, ვისი დარტყმულიც ოდნავ ასცდა კარს.

სასტარტო მღელვარებამ რომ გადაიარა, უკრაინის ნაკრებმა კონტრშეტევებისთვისაც მოიცალა. ედუარდ სობოლს ჩვენმა მცველებმა არ გაატანინეს. იმთავითვე ვიტყვით, რომ ეს უკრაინელი შემტევი, ვაჩიბერაძესთან ერთად, საუკეთესო იყო სტუმართა შემადგენლობაში...

მე-18 წუთზე უკრაინელებმა სწრაფი კონტრშეტევის შედეგად გახსნეს ანგარიში. ჩვენი მოწინააღმდეგე ძალიან სწრაფად, ერთი შეხებით თამაშობდა და ასე გავიდა პირველი გოლიც - პარტნიორებმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანეს სობოლი, რომელსაც სიზუსტემ არ უმტყუნა - 0:1.

ამ გოლმა საქართველოს ნაკრების რიგებში მცირე ხნით დაბნეულობა გამოიწვია. ამით ისარგებლეს უკრაინელებმა და მალე ხელსაყრელ სიტუაციაში ისევ სობოლი აღმოჩნდა, ოღონდ ამჯერად მისი დარტყმული ოდნავ ასცდა ლაზარე კუპატაძის კარს.

22-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. არაბულის მიერ დარტყმული ბურთი მოწინააღმდეგის ერთ-ერთ მცველს მოხვდა და მეკარის საჯარიმოსთან ეშვებოდა, როცა კარიდან გამოსვლისას დმიტრო ბეზრუკი შეცდა, სიტუაციას კი ყველაზე კარგად აუღო ალღო იტალიაში მოთამაშე ჭანტურიამ და დაუცველ კარში ახლო მანძილიდან გაიტანა.

26-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ისეთი გოლი გაუშვა, რომელიც აწი აღარ უნდა გაუშვას. ცენტრალურ მცველებს "ჩაეძინათ", გრძელი პასი გაატარეს და იარემჩუკსაც, გოლის გატანის გარდა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა.

ანგარიში მალევე გავათანაბრეთ და კვლავ - ჭანტურიას აქტიურობის წყალობით. მისი დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და უკუგდებულს ოთარ კიტეიშვილმა კარისკენ მისცა მიმართულება - 2:2.

სხვათა შორის, უკრაინელთა მეკარეზე ცალკე უნდა ითქვას. მან გაორებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა - ჰქონდა შეცდომები და ჰქონდა დიდებული "სეივებიც"...

პირველი ტაიმის დასრულებამდე არაერთი საგოლე მომენტი შეიქმნა. იმავე ბეზრუკმა ქართველთა შორეული ჯარიმის შემდეგ ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა. მერე მანვე არაბულს არ გაატანინა, აქეთ მხარეს კი იურჩენკომ ხელსაყრელი სიტუაციიდან ააცილა. მოკლედ, პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა.

დაიწყო მეორე ნახევარი და გეგუჩაძემ შეცვლებს მიმართა. გადაეწყო ჩვენი ტაქტიკური სქემა, რომელმაც 4-3-3 განლაგების სახე მიიღო.

ახალგაზრდულის თავკაცმა ყველა ფეხბურთელი გამოსცადა, მაგრამ განსაკუთრებით კარგი შთაბეჭდილება ლუკა ზარანდიამ დატოვა. ეჭვგარეშეა, ამ ბიჭს დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლია. მთავარია, ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელთათვის ტრადიციულმა სენმა არ სძლიოს...

მეორე ტაიმი ქართველთა შეტევით გაიხსნა. ჯერ გიორგი ხარაიშვილის დარტყმული მოხვდა ძელს, მერე ლევან შენგელიამ დაამატა, მაგრამ მეკარემ იმარჯვა.

55-ე წუთზე ქართველებმა 11-მეტრიანის შესრულების უფლება დაიმსახურეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ზარანდიამ შესანიშნავად გადააწოდა კიტეიშვილს, ის კი საჯარიმოში წააქციეს. პენალტი ხარაიშვილმა შეასრულა. უკრაინელმა მეკარემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მე-60 წუთზე მასპინძლები მაინც დაწინაურდნენ. გოლი შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა "გამოძერწეს" - ბუდუ ზივზივაძემ გადააწოდა შენგელიას და ბელგიური "ტუბიცეს" შემტევს მიზანმა არ უმტყუნა - 3:2.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრებს მომენტები კიდევ ჰქონდა. ვერ გაიტანეს ზარანდიამ და გეგეჭკორმა. მერე შანსები გაუცუდდათ ლაშა ქოჩლაძესა და თეიმურაზ მარკოზაშვილს...

იქვე, უკრაინელებს გაუჩნდათ შანსი, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ოლექსანდრ ზუბკოვმა ლამის 100-პროცენტიანი მომენტი გაანიავა.

თუმცა უკრაინამ მაინც გაათანაბრა ანგარიში და ეს მოხდა მაშინ, როცა არბიტრის მიერ დამატებული მე-4 წუთი იწურებოდა. მრავალსვლიანი კომბინაცია გოლით დაასრულა ვაჩიბერაძემ. რა თქმა უნდა, არცთუ სასიამოვნო გრძნობაა, როცა საქართველოს ნაკრების კარში გადამწყვეტი გოლი ქართველს გააქვს, მაგრამ რას ვიზამთ...

გვჯერა, ბექა აუცილებლად მოირგებს საქართველოს ნაკრების მაისურას და მერე გოლებს მხოლოდ საქართველოსთვის გაიტანს!..

მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე:

- სასარგებლო მატჩი გამოვიდა, შინაარსიანი. ამავე დროს, იყო ძალიან ბევრი შეცდომა. არეული თამაში იყო, როგორც ამინდი... შეიძლება, ჩვენ დაგვაგვიანდა თამაშის აწყობა, მაგრამ ამას ლოგიკური მიზეზი აქვს - პირველად ვითამაშეთ ასეთი შემადგენლობით...

ჩვენ საპასუხისმგებლო შეხვედრები დაგვრჩა მიმდინარე ევროშესარჩევ ციკლში. ამავე დროს, ვფიქრობთ მომდევნო შესარჩევზეც, სადაც შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელები უნდა ვათამაშოთ. მოკლედ, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს...

- დღეს განსაკუთრებული ყურადღება იყო მიპყრობილი ვაკო გვილიასა და ბექა ვაჩიბერაძისკენ. გვილიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშა, ვაჩიბერაძემ - უკრაინისაში. სასწორის პინაზე რომ დავდოთ, რომელს ისურვებდით საქართველოს ნაკრებში?

- ვისაც შეუძლია და უნდა, რომ ჩვენს ქვეყანას, საქართველოს ემსახუროს, ჩვენი კარი მისთვის ყოველთვის ღიაა.

- ალბათ, შეუთამაშებლობას უნდა დაბრალდეს ცენტრალური მცველების მიერ დაშვებული შეცდომა. მაგალითად, ერთ-ერთი გოლისას მათ მოწინააღმდეგის გრძელი პასი გაატარეს...

- გეთანხმებით, ეს იყო შეცდომა და ასეთი რამ მომავალში აღარ უნდა განმეორდეს. იმაშიც გეთანხმებით, რომ ეს შეიძლება მივაწეროთ შეუთამაშებლობას. ისიცაა, რომ მეკარისა და მცველების შეცდომები ფეხბურთში განსაკუთრებით ჩანს.

ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი პრინციპი ასეთია - თავს ვიცავთ და ვუტევთ მხოლოდ და მხოლოდ გუნდურად!

U21. საერთაშორისო ამხანაგური მატჩი

28.03. ზესტაფონი, "დავით აბაშიძე". 3 100 მაყურებელი

საქართველო-უკრაინა 3:3

გოლები: 0:1 სობოლი (18), 1:1 ჭანტურია (21), 1:2 იარემჩუკი (26), 2:2 კიტეიშვილი (34), 3:2 შენგელია (60), 3:3 ვაჩიბერაძე (90)

გამოუყენებელი პენალტი: ხარაიშვილი (მეკარე)

საქართველო: კუპატაძე, მარგველაშვილი (84. ჯაფიაშვილი), ტაბიძე, გეგეჭკორი (84. კირკიტაძე), თევზაძე (71. ცნობილაძე), გოროზია (84. ფონიავა), გვილია (46. ზარანდია), ხარაიშვილი (68. მარკოზაშვილი), კიტეიშვილი (68. ქოჩლაძე), არაბული (46. ზივზივაძე), რ. ჭანტურია (46. შენგელია).

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

უკრაინა: ბეზრუკი, ლუკიანჩუკი, ოჩიგავა, კაჩარაბა, ვაჩიბერაძე, იურჩენკო (46. ზუბკოვი), კაბაევი (60. დანჩენკო), იარემჩუკი (68. ბესედინი), მიროშნიჩენკო, მიხაილიჩენკო (68. ტრეტიაკოვი), სობოლი.

სათადარიგოები: პიდკივკა, სვატოკი, ხარატინი

მწვრთნელი: ოლექსანდრ ჰოლოვკო

გაფრთხილება: იარემჩუკი (52)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ჯარჯი21

mikheila 29 მარტი 2016 10:56 ტვ რიონი უჩვენებდა, მაივიდეოზე იქნებ მიაგნო გუშინდელ არქივს. თუმცა ეს წყეული და დასაწვავი მაივიდეო საზღვარგარეთიდან არ გვაყურებინებს ხშირად

• vova

საქართველოს ნაკრებს 4 კაცს დაცვაში ხაზზე არც ერთ გოლზე არ უთამაშიათ რა სისტემით თამაშობდნენ?????

• tengo

ვისიამოვნე

• გუჯა კახაძე

ჩემი სახით ერთ სტაჟიან გულშემატკივარს დაუბრუნეთ სტადიონზე მისვლის სურვილი. მადლობა!

• mikheila

საქართველოში იყო თამაში და ერთი ვიდეო რა გახდა ვერ დადებთ?იქნებ ემიგრანტებს გვინდა ვუყუროდ

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა

შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]

ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს

კანკავას, კვეკვესკირსა და ზარანდიას ხელფასები საგრძნობლად შეუმცირეს

აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია

შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის

ნახეთ ვინ დაბრუნდა - ზარანდიამ ვარჯიში განაახლა

ოფიციალურად: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბერძნეთში გუნდი შეიცვალა

კიტეიშვილის "შტურმი" ნორვეგიაში განადგურდა

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

ზარანდია ისევ პოლონეთში ითამაშებს

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი

გიორგი გოროზია: საქართველოში ანაზღაურება უფრო მეტი მქონდა, ვიდრე მალტაში, თუმცა...

ლევან შენგელიამ "ოფიში" სადებიუტო მატჩში გაიტანა [VIDEO]

გიორგი გოროზია ფინური "როპსიდან" თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა

წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"

კვარაცხელიას პირველი და ბოლო - თურქეთამდე ლეგიონერებზე დეტალურად...

ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან

ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]

თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა

"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს

წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა - "ლეხმა" გაიმარჯვა

"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა

ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება

გიორგი გოროზია ფინეთის უმაღლეს ლიგაში გადავიდა

ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]

[VIDEO] ნაკრების მატჩების წინ კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და შეცვალეს

"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება

ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

თბილისის "ლოკომოტივი" 5-მა ფეხბურთელმა დატოვა

კიტეიშვილის რეაგირება "რაპიდთან" წაგებაზე - დუბლი და გამარჯვება

ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა

ლეგიონი: არაბულის გოლი და კიტეიშვილის საგოლე გადაცემა

ოფიციალურად - ზარანდია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა

"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია

რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

ნაკრებს კვერნაძე ემატება, მაგრამ კიტეიშვილი დააკლდა

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია

გიორგი გოროზიამ თბილისის "ლოკომოტივი" დატოვა

ლუკა ზარანდია "ტობოლიდან" "ზულტე-ვარეგემში" ბრუნდება