საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები დღემდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს
ფოტოზე: 2005. ყაზახეთი-საქართველო 1:2. კახა კალაძე

ხუთ თვეზე მეტია, საქართველოს ეროვნული ნაკრების თბილისური მატჩი არ გვინახავს და აი, დღეს ჩვენი უპირველესი გუნდი 2016 წლის პირველ შეხვედრას გამართავს.

საქართველო VS ყაზახეთი - მატჩი N1, დღეს თამაშობს საქართველო!

იმის მიუხედავად, რომ მატჩი ამხანაგურია და მეტოქეც ჩვენზე ქვემოთ არის რეიტინგში, მაინც ძალიან გვინდა, რომ საქართველოს ნაკრებმა საფეხბურთო წელიწადი გამარჯვებით დაიწყოს. თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს საქართველოს ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სადებიუტო მატჩია!

წარმატებები გვინდა ვუსურვოთ სლოვაკ სპეციალისტს ამ ურთულეს (და ხშირ შემთხვევაში - უმადურ) პოსტზე ყოფნის პერიოდში და იმის იმედსაც დავიტოვებთ, რომ წლის პირველ მატჩს წარმატებით ჩაატარებს...

საკლუბო დონეზე გაგვასწრეს

საქართველოსა და ყაზახეთის ნაკრებები დღემდე სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ჯერჯერობით აბსოლუტური თანაფარდობაა: ერთი მატჩი ჩვენ მოვიგეთ, ერთი - ყაზახებმა, ერთიც ფრედ დამთავრდა (ბურთების სხვაობა: 2-2).

ამ დაპირისპირებებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ის მართლაც უსიამოვნო სტატისტიკაც გვინდა გავიხსენოთ, რომელიც უკავშირდება ქართული და ყაზახური კლუბების ურთიერთდაპირისპირებას ევროტურნირებზე!

თავად განსაჯეთ - 6 შემთხვევიდან მხოლოდ... ერთხელ მოხდა, მომდევნო ეტაპზე ქართული გუნდი რომ გავიდა (2011 წელს, რუსთავის "მეტალურგმა" ორი მატჩის ჯამში აჯობა პავლოდარის "ირტიშს"), დანარჩენ ხუთ შემთხვევაში კი ყაზახური გუნდები ვადაზე ადრე გვამთავრებინებდნენ ევროტურნირებს (სამჯერ - "აქტობე", თითოჯერ - "ტობოლი" და "ასტანა").

ისე, რახან საკლუბო ფეხბურთი ვახსენეთ, ბარემ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში უკვე ორმა ყაზახურმა გუნდმა (ყარაგანდის "შახტიორმა" და "ასტანამ") შეძლო და ჩემპიონთა ლიგის... ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა, შარშან ზაფხულში კი ვლადიმირ ვაისის მიერ გაწვრთნილ "ქაირათს" სულ მცირედი დააკლდა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ბოლოდროინდელი ეს მიღწევები საერთაშორისო ასპარეზზე განპირობებული იყო წამყვანი კლუბების სოლიდურზე სოლიდური ბიუჯეტით (წლიური 20-30 მილიონი ევროს ფარგლებში) და უცხოელი მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელების ჩამოყვანით.

არადა, ჩვენგან განსხვავებით, ყაზახურ ფებურთში საერთაშორისო დონის მოთამაშე არც დამოუკიდებლობის მერე გამოჩენილა და არც - ადრე, როცა ამ ქვეყნის ფლაგმანი "ქაირათი" საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა.

ფოტოზე: 2013. ყაზახეთი-საქართველო 1:0. სანდრო კობახიძე

...ადრე კი ფავორიტები ვიყავით!

საკავშირო პირველობის დროს თბილისის "დინამო" მუდამ ფავორიტად მიიჩნეოდა "ქაირათთან" დაპირისპირების დროს და საერთო სტატისტიკაც ამას მოწმობს: 21 მოგება, 14 ფრე და 6 წაგება.

თუმცა, ისიც სათქმელია, რომ "დინამოს" მეტოქის კარში არასდროს გაუტანია სამზე მეტი გოლი, მაშინ, როცა "ქაირათმა" ორჯერ ძალიან გაგვამწარა: ერთხელ 4:0 მოგვიგო (1984 წელს), ერთხელ კი - 5:0 (1974 წელს).

მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საერთო ბალანსი "დინამოს" უკეთესი ჰქონდა და "ქაირათი" ძალიან ხშირად დაგვიმარცხებია სამბურთიანი სხვაობით; ყაზახური გუნდის კარს კი განსაკუთრებით რევაზ ჩელებაძე "ემტერებოდა" - დუბლიც აქვს შესრულებული და ჰეთ თრიკიც!..

...საკავშირო ჩემპიონატების ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ "ქაირათს" სეზონი უფრო მაღალ საფეხურზე დაესრულებინოს, ვიდრე - "დინამოს". ეს კი არა, "ქაირათი" არც პრიზიორი ყოფილა არასდროს და არც თასის ფინალამდე მიუღწევია.

ვერც მაღალი კლასის ფეხბურთელებით დაიკვეხნიდნენ ყაზახები: 70-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის ნაკრებში რამდენიმე მატჩი ჩაატარა "ქაირათის" ცენტრალურმა მცველმა სეილდა ბაიშაკოვმა, ხოლო 1988 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა სეულის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვა, გელა კეტაშვილთან ერთად ამ გუნდში "ქაირათის" ფეხბურთელი ევგენი იაროვენკოც თამაშობდა.

აზიიდან ევროპაში

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყაზახეთის ნაკრები თავდაპირველად აზიის თასზე ასპარეზობდა, უეფაში კი 2002 წელს გაწევრიანდა და იქიდან მოყოლებული, დღემდე არც არასდროს ჰქონია ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მოხვედრის პრეტენზია.

ყაზახეთის ნაკრებს თავდაპირველად ადგილობრივი სპეციალისტები, საკავშირო პირველობაზე სხვადასხვა დროს "ქაირათის" წამყვანი ფეხბურთელები ხელმძღვანელობდნენ: ვაიტ ტალგაევი, სერგეი გოროხოვადაცკი, ვახიდ მასუდოვი, სერგეი ტიმოფეევი.

მერე და მერე ყაზახეთის ნაკრებმა შედეგები მეტ-ნაკლებად გააუმჯობესა და შესარჩევი ციკლი არ გავიდოდა, გარკვეული წარმატებისათვის (ლოკალური მასშტაბის) რომ არ მიეღწია და ამაში დიდი როლი ნაკრების უცხოელ მწვრთნელებსაც მიუძღოდათ: არნო პიიპერსი (ჰოლანდია), ბერნდ შტორკი (გერმანია), მიროსლავ ბერანეკი (ჩეხეთი), იური კრასნოჟანი (რუსეთი).

სწორედ კრასნოჟანი იყო ბოლო შესარჩევ ციკლში ყაზახეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, სადაც 5 ქულით ბოლოსწინა ადგილი დაიკავეს: ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ ლატვიას გასვლაზე მოუგო და შინ ფრედ ეთამაშა, ისლანდიასთან კი სტუმრად საპატიო ფრეს მიაღწია.

უკვე რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ ყაზახეთის ნაკრებში გამორჩეული ფეხბურთელები არ თამაშობენ; ერთი-ორი ლეგიონერი თავის გუნდში ძირითადში ვერ ხვდება (მაგალითად, "როსტოვის" მეკარე სტანისლავ პოკატილოვი), ძირითად ბირთვს კი წამყვანი ადგილობრივი გუნდების ("ასტანა", "ქაირათი", "აქტობე") მოთამაშეები წარმოადგენენ: 25 წლის სერგეი მალიი, 26 წლის დმიტრი შომკო, 27 წლის იური ლოგვინენკო და 24 წლის სერგეი ხიჟნიჩენკო.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ ნაკრების უბერებელი კაპიტანი, 37 წლის სამატ სმაკოვი - თანამედროვე ყაზახური ფეხბურთის ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე.

აბსოლუტური თანაფარდობა

საქართველო და ყაზახეთი მხოლოდ ერთხელ, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მოხვდნენ ერთად. ის ციკლი ყაზახებისთვის სადებიუტო იყო უეფაში გადმოსვლის შემდეგ და ისე მოხდა, რომ სწორედ საქართველოს ნაკრებთან მოიპოვეს პირველი ქულა, თანაც, თბილისში ჩატარებულ მატჩში.

თუმცა, არც ის დაგვავიწყდეს, რომ ყაზახეთში გამართული მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. სწორედ მაშინ შედგა საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე გაიოზ დარსაძის დებიუტი, რომელმაც ჩვენს უპირველეს გუნდში დავით მუჯირი, გიორგი გახოკიძე, ზურაბ მენთეშაშვილი და ჯაბა კანკავა დააბრუნა.

ყაზახეთთან საგარეო მატჩი გიორგი დემეტრაძის დუბლით მოვიგეთ, თბილისური შეხვედრის დასაწყისში კი მან პენალტი ვერ გამოიყენა.

ფოტოზე: 2005. საქართველო-ყაზახეთი 0:0. გიორგი დემეტრაძე და დავით ლორია

სხვათა შორის, სწორედ იმ ორ მატჩში შედგა საქართველოს ნაკრებში იმ დროისთვის 17-18 წლის ბიჭების - ნუკრი რევიშვილის, გიორგი განუგრავასა და რატი წინამძღვრიშვილის დებიუტი.

ყაზახებთან მესამე დაპირისპირების გახსენება კი აღარც გვინდა: რომ არა ნუკრი რევიშვილის ოსტატობა, ის მატჩი, შესაძლოა, დიდი ანგარიშითაც წაგვეგო. არადა, საქართველოს ნაკრები, ფაქტობრივად, ოპტიმალური შემადგენლობით თამაშობდა, მაგრამ მონდომებულ მასპინძლებთან ვერაფერი გააწყო.

იმედია, იმ წაგების გამო რევანშს დღეს ავიღებთ და ყაზახეთის ნაკრებთან აქამდე არსებული აბსოლუტური თანაფარდობა საჩვენოდ შეიცვლება.

მ/ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

17.08.2005. ალმათი. 9 000 მაყურებელი

ყაზახეთი-საქართველო 1:2

გოლები: 1:0 კენჟეხანოვი (23), 1:1 დემეტრაძე (50), 1:2 დემეტრაძე (82)

საქართველო: ლომაია, ალადაშვილი (78. ოდიკაძე), ხიზანიშვილი, კალაძე, კობიაშვილი, მენთეშაშვილი, კანკავა, ცქიტიშვილი, იაშვილი (67. მუჯირი), გახოკიძე, დემეტრაძე (90. განუგრავა).

მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე

კაპიტანი: კახა კალაძე

გაფრთხილება: ტრავინი - ცქიტიშვილი, ხიზანიშვილი, ალადაშვილი, მენთეშაშვილი

არბიტრი: რ. ჰავრილა

მ/ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი

08.10.2005. თბილისი. უმაყურებლოდ (დისკვალიფიკაცია)

საქართველო-ყაზახეთი 0:0

საქართველო: რევიშვილი, მჟავანაძე, სალუქვაძე, კალაძე, კობიაშვილი, განუგრავა, კანკავა, დემეტრაძე, ასათიანი, მუჯირი, აშვეთია (86. წინამძღვრიშვილი).

მწვრთნელი: გაიოზ დარსაძე

კაპიტანი: კახა კალაძე

გაფრთხილება: ასათიანი, კობიაშვილი - ირისმეტოვი, დ. ლორია, ნიზოვცევი, აზოვსკი

არბიტრი: ი. ჰიიტია (ფინეთი)

ამხანაგური მატჩი

14.08.2013. ასტანა. 25 000 მაყურებელი

ყაზახეთი-საქართველო 1:0

გოლი: 1:0 ხიჟნიჩენკო (19)

საქართველო: რევიშვილი, კაშია (81. შ. გრიგალაშვილი), ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, გრიგალავა (63. დ. კვირკველია), კანკავა, კობახიძე, თარგამაძე (68. გელაშვილი), ანანიძე (46. ე. გრიგალაშვილი), ოქრიაშვილი (46. დვალიშვილი), სირბილაძე (46. მჭედლიძე).

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

კაპიტანი: ჯაბა კანკავა

არბიტრი: ს. ზინკევიჩი (ბელარუსი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
გიორგი ლომაია: მეც მქონია კარიერაში ჩემი სიგიჟეები
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
"მწვრთნელზე ხელის დადებას და მარტო მის დადანაშაულებას კატეგორიულად ვემიჯნები"
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ნიკა ტოგონიძე: მინდოდა, ფეხბურთის სიღრმეებში ჩამეხედა
"მართალია, ჩვენ გვყავს კვარაცხელია და მამარდაშვილი, მაგრამ საკმარისია ეს, რომ მიზანს მივაღწიოთ? შეხედეთ ნორვეგიის ნაკრებს..." - რას აცხადებს გაიოზ დარსაძე?
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
"გასაუბრება Skype-ის საშუალებით მოხდა" - ინდოეთის ნაკრებში გაიოზ დარსაძის კანდიდატურას განიხილავენ
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება