ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაშის უფლება ელიტრაუნდის I ჯგუფიდან ინგლისელებმა მოიპოვეს
საქართველოს 19-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის I ჯგუფში გამოსვლა საბერძნეთის თანატოლთა გუნდთან მატჩით დაასრულა. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა ესპანეთის ქალაქ კარტაიაში შეხვედრა ანგარიშით 1:2 დათმეს და ჯგუფში საბოლოოდ ბოლო, მე-4 ადგილი დაიკავეს.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდში პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ინგლისთან დათმო (1:2), შემდეგ კი ესპანეთთან ფრედ (1:1) ითამაშა.

ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ბერძნებმა გახსნეს - ტასოს დიმიტრიადისმა 42-ე წუთზე გაიტანა.

ქართველმა ჭაბუკებმა გათანაბრება მეორე ტაიმში, ბექა მიქელთაძის გოლით, მე-60 წუთზე მოახერხეს. საგოლე გადაცემა შეცვლაზე შემოსულმა გურამ გოშთელიანმა შეასრულა.

72-ე წუთზე დიმიტრიადისმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დარჩენილ დროში გატანა ორივე გუნდს შეეძლო. გათანაბრების რეალური შანსი ირაკლი ბიძინაშვილს ჰქონდა, თუმცა ბერძენთა მეკარემ კარის გადარჩენა შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გოშაძე, ჩაჩუა, არდაზიშვილი (59, ბერიძე), ლოჩოშვილი, ჭიჭინაძე, ართუნაშვილი, მიქელთაძე, ბიძინაშვილი, კომახიძე, სამურკასოვი (43, გოშთელიანი), კიკნაძე (74, არაბიძე).

ჯგუფის პარალელურად გამართულ მატჩში ინგლისელმა 19-წლამდელებმა მასპინძლებს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, საბოლოოდ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს და 11-24 ივლისს, გერმანიაში გასამართ კონტინენტის პირველობაზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

zaza
თუ გვინდა მომავალში წარმატებული ნაკრები გვყავდეს,ასაკობრივები ყოველთვის კრიტიკულად უნდა შევაფასოთ(თუნდაც შედეგი დადებითი იყოს) -არაბიძე,ბერიძე-რა იყო მიზეზი მათი პრაქტიკულად უთამაშლობის?...დისციპლინა?..მწვრთნელსაც ალბათ მოტი მოეთხოვება,რომ როგორც ფსიქოლოგმა შეძლოს განაწყოს ფეხბურთელები შედეგისთვის
Zviad
სულაც არ ვპროფესორობ უბრალოდ გული შემტკივა და ჩემ აზრს გამოვთქვამ მეტი არაფერი!ფაქტია ,რომ არ გაამართლა მწვრთნელების შეცვლამ.გარდა შედეგისა თამაშიც არ გვივარგოდა.აცალეთო რო ამბობ ძმაო ,ვინ უშლის ხელს გააკეთოს რაც უნდა უბრალოდ ობიექტურად მოიქცეს და ცოტა პროფესიონალიზმი გამოიჩინოს ბატონმა ყიფიანმა.ფედერაციის მუშაობა ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს.წინა მთავრობის და ფედერაციის მხარდამჭერი არ გეგონოთ !ისინი გაქსუებული და უნამუსო ხალხი იყვნენ!
zviads da simartles
ზვიად, სიმართლე- ნეტა რას პროფესორობთ? ასე შორიდან ძალიან ადვილია კრიტიკა. აცალეთ ამ ხალხს მუშაობა და ვნახოთ მერე შედეგი რა. ასე როგორ შეიძლება!
სიმართლე
Zviad-საერთოდ ლეგიონერების იგნორი პირველი ტამაშის მერე საინტერესოა.ინგლისთან თუ კარგად მახსოვს ორივე შეცვალეს არაბიძეც და ბერიძეც,ესპანეთთან არაბიძე საერთოდ არიყო ბერიდზეს 15 წუთი მისცეს ისე როგორც ბერძნებთან არაბიძეს,გამოდის რომ ან ვერ იყვნენ სათანადო ფორმაში(და თუ ვერ იყვნენ რატო ყავდათ განაცხადში)ან ყიფიანმა(არცერთ მოსამზადებელზე არ ყავდათ არცერთი)დაიწუნა,ასე ან ის და ან ეს რომ გავაგძელოთ ბოლოს ინტერესების გზებს გადავკვეთავთ ასე რომ მოვჩები ამაზე უბრალოდ იმას ვამბობ რომ ,რაღაცას თუ ვიღაცას ეწირება ასეთ დროს და იჩაგრება ის ბიჭები ვისაც მართლა შეუძლიათ დახმარება ნაკრებისთვის,რაც შეეხება ლეგიონერების თემას მე მაინც ვფიქრობ რომ ყველა ასაკობრივში საჭიროა მათი გამოცდილებით სარგებლობა იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ სულ სხვა პირობებში სწავლობენ და ღებულობენ ისეთ გამოცდილებას რა გამოცდილების მიგებაც და სწავლასაც საქართველოს ჩემპიონატის გუნდებში მოთამაშე ბიჭებს უბრალოდ არ(ვერააქვთ)..სამწუხაროა მაგრამ ფაქტია და ამ ფაქტებს ვერ გავექცევით
Zviad
Bოლო თამაშის შემადგენლობა მოგწონთ?კიკნაძე შეცვალა არაბიძემ 74 წუთზე და სამურკასოვი გოშთელიანმა!ეს კიკნაძე ხო იცით ვისი შვილია?დინამოელი კიკნაძის და არაფერი ფეხბურთელი არაა მითუმეტეს არაბიძესთან შედარებით და რატომღაც კიკნაძე იყო ძირითადში!თუნდაც გოშთელიანის სკამზე დასმა შეიძლებოდა ერთადერთი თავდამსხმელია ვინც რამეს აკეთებს.დანარჩენებიდან ვერავის გამოვარჩევ კომახიძის გარდა ეგ ბიჭი მართლა კარგად თამაშობს!ფაქტია 5 გოლი გავუშვით ანუ დაცვა არ გვივარგა. Yიფიანი უნდა გაუშვან!
irakli Apkhaidze
მეს და აჩის: ბიჭებო (იმედია სქესი არ მეშლება) არ მინდა აქ უაზრო დისკუსიებით ნერვების მოშლა, ისედაც საკმარისად გვაქვს მოშლილი დღევანდელი საფეხბურთო მოცემულობით. ცნობისატვის არავიზე არ ვარ კონკრეტულად განაწყენებული, სხვა სფეროში ვარ უბრალოდ სპორტით დაავადებული ვარ და არ შემიძლია რაღაცეებს წავუყრუო მე არ მითქვამს რომ ჩემი აზრია საუკეთესო, უბრალოდ ვწერ იმას რასაც ვფიქრობ და ამის შეზღუდვა რატო უნდა მოვახდინო არ მესმის, იმიტო რო ვიღაცას არ მოსწონს?... აქ კიდე ვაშას და ყოჩაღ ძახილს ჯობია იმაზე ვისაუბროთ უმეტესად რაც პრობლემაა და გამოსასწორებელია, თორე გულშემატკივრობა შექება და ხმის ჩახლეჩა არ დამიკლია არასდროს, არც სტადიონზე, არც ძიუდოს და კალათბურთის დარბაზებში და არც ტელევიზორთან, სადაცმ მართლაა საჭირო. ცალსახად ვემიჯნები სპორტსმენის შეურაცხყოფას, ამისთვის ლამის მტრად გადავეკიდე აქ ვიღაცეებს, ძიუდოისტებს და მამუკა გორგოძეს როცა ლანძღავდნენ (თუ ადედვნებთ კომენტარებს თვალს გემახსოვრებათ)
Naveriani
მოიცა უნდა ვეპირფერო აქ ვინმეს და შენი ჭირიმე შენ გენაცვალე უნდა ვეძახო რო დაიდოს და არ დაიბლოკოს ჩემი კომენტარი თუ მოსაზრება_?რა სიბეცეა,გავგიჯდი,რა ვთქვი ისეთი რო არ აქვეყნებთ _???ზუსტადაც რომ ჯურნალისტებზეა და გულშემატკივარზე ბევრი რამ ქართულ ფეხბურთში...ხელს კი ნუ უშლით ბატონებო საღ აზრს პირიქიდ ხელი შეუწყეთ...მე უხამსობა არ მითქვამს და შეურაცყოფა არავისთვის მიმიყენებია,არც ძალადობისკენ მომიწოდებია...ვთქვი ის რაც სინამდვილეა,რაც ხდება და როგორც..ძალიან გტხოვთ გამოაქვეყნოთ კომენტარი.,
dato
სამწუხაროდ ადვიალდ პროგნმოზირებადი იყო შუა გზაზე მწვრთნელების შეცვლის გამო, რომელთაც ასე თუ ისე შედეგი ქონდათ და გუნდები ელიტრაუნდში გაიყვანეს
666
erti gamagebinet vinmem rasuwunebt am iraklis natqvams??mogwont racxdeba dges chven pexburtshi??chkvianebi zian mando roizaxit rasezaxit chkvianebs?erovnulshi pexburtelebic,gulshematkivaric imedianad da shemartebit viyavit da moxsnes naglad mwvrtneli sadaa chkua,logika da tundac kanoni?esaa uprecendento shemtxveva rac chventan xdeba 17 wlianebidan erovnulamde..shedegian mwvrtnels cvli 2 tvit adre...sadzian chkvianebi?
კაკო
შაკო -"რო მოეგოთ მეორეზე გავდიოდნენ". რა მაგარი პასკვილია არა!!! მე უფრო მაგარს გეტყვით - "ყველა თამაში რომ მოეგოთ, პირველზე გავიდოდნენ". ჩემი ხომ ჯობია შენსას შაკო?
tengabi
ჩვენ თუ ასე ყველა წაგებაზე და მიღწეულ ფრეზე ყოჩაღ ვიძახეთ, მაშინ გამოდის არასრულფასოვნები ვყოფილვართ. მონებად და მოჯამაგირეებად ხომ არ გვემუშავა ჩვენს უცხოელ თანაპლანეტელებთან? ფუჰ, შუშანიკის და აბოს დამწერ ხალხს მალე დანა-ჩანგლის ხმარებას დაავიწყებენ.
dato
ასაკობრივ ნაკრებებში ფრით კმაყოფილება ნამდვილად არ არის მოსაწონი, ზრდის პროცესშია ყველა ნაკრები. თან ესპანეთთან რასაც ჰქვია ცალკარა თამაში იყო და უბრალოდ გაძლეს.
achi
gokkes- არ დაწერო შენი აზრი არავის უთქვამს. როდესაც კომენტარს აკეთებ დაბეჯითებით არ უნდა ამტკიცო. რამდენი გულშემატკივარიცაა, იმდენი აზრია, ამიტომ ხაზგასმით ტქმა რომ ვინმეს აზრია სწორედ ის ერთადერთი სიმართლე არ არის ასე რა. რა თქმა უნდა აზრი ყველას აქვს და მისი გამოთქმის სურვილიც. ესპანეთი როდის ჩამოიტო ე ძაან საინტერესო ამბავია ეგ:) ერთი რამეა ხალხნო, რაც კრიტიკა შეგვიძლია იგივე დოზით გამხნევება და გულშემატკივრობა, გვერდში დგომა რომ შეგვეძლოს მარტო ფეხბურთი კი არა, ქვეყანა აშენდებოდა მთლიანად. რა ტქმა უნდა კრიტიკა და შEნიშVნებიც უნდა იყოს, მაგრამ მუდმივად? თან ხომ ფაქტია, რომ უძლიერეს გუნდებს შევხვდით და იოლად ჩAსაყლაპი და დასაძლევუ მეტოქე არავისთვის აღმოვჩნდით, გოლები უცებ რომ შეეყარათ კარშI და მორჩა. ბევრი დეტალია, საწყისია შესაცვლელი და ვაცალოთ რა ამ ხალხს საქმის კეთება და მერე შევაფასოთ!
irakli
ყველას გული შეგვტკივა საქართველოზე და ნაკრებზე და იმიტომ ვართ უკმაყოფილო, მთავარი შედეგია და დღეს ეს შედეგი ყველაზე უარყოფითია რაც კი ბოლო წლებში გვქონია, ფაქტია მწვრთნელთა გადაადგილებამ კარგი არაფერი მოიტანა, და ესპანეთთან ფრე, გუნდთან რომელიც ასევე ჯგუფში ჩარჩა, დიდი სიამაყის საფუძველი ჩემთვის არ არის.
gokke
მოკლედ ორივე ნაკრები გავიდა ბოლოზე!ვერცერთმა ვერ მოიგო თუნდაც ერთი თამაში! რაღაზე ვსაუბრობთ???
gokke
რეებს წერთ და რა შენიშვნებს იძლევით? რას ქვია შენ რასაც ფიქრობ არ დეწეროო? აბა რისთვის ვართ გულშემატკივრები? ფაქტია შედეგი არის ნული!!! რას ამაყობთ ესპანეთთან ფრით? უვე მიიღეთ პასუხი და გაგიმეორებთ! ესპანეთი ჯგუფშიც ჩაგვიტოვებია და ევროპაზე ნახევარფინალშიც გავსულვართ!!!
rezi
ჩვენმა მესმა არაბიძემ რა ქნა???
მეს
თუ მასე იდეალური განლაგება იყო მწვრთნელების, მაისურაძე რატო გადადგა ? დარჩენიკიყოს, მეც მგონია რო აირია ორივე გუნდი...
achi
ირაკლის - შთაბეჭდილება მრჩება, რომ რაღაცაზე და ვიღაცაზე ხარ განაწყენებული.შენ ფიქრობ გასაგებია, მაგრამ ასე არ უნდა წერდე, რომ რასაც შენ ფიქრობ, მართალია. მერწმუნე, შენზე ჭკვიანი ხალხი ზის იქ. პატიოსანი ხალხი და ვისაც გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე, ვინც იცის რა უნდა გააკეთოს, რომ წინ წვიდეს ფეხბურთი
me
ირაკლი, მერწმუნე იმაზე მეტი რამ ვიცი და მესმის ფეხბურთში ვიდრე წარმოგიდგენია. უფრო ზუსტად, თავად გახლავართ ფეხბურთლი. ეხლა რაც შეეხება მწრთვნელებს-ის, რომ შენ არ მოგწონს ასეთი განლაგება არ ნიშნავს იმას რომ ცუდია. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია და სწორი გადაწყვეტილება მიიღო ფედერაციამ. ერთი და ორი შეკრებით და თამაშით გინდათ Mაქსიმალური შედეგი და ასე არაა. ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი იგივე ფეხბურთელებთან მიმართებაში და ამას უნდა დრო. ტუნდაც მარტივი- ფიზიკური ძალების აღDგენა- იცი რა მექანიზმებია ამისთვის ევროპაში და ეა აქ? უამრავი ნიუანსია, რაც კარგად ვიცით. ასე რომ ეს მწვრთნელები არიან იმისთვის რომ თანდათAნ ყველაფერი თავის ადგილას დააყენონ. ძAლიან ბევრი ნიუანსია და აქ შEუძLებელია ჩამოთვლა. ზუსტად გეგუჩA, ყოფო და მაისურაძე არიან ის ხალხი ვისაც გამოცდილება აქვთ, პატიოსნება და ყველა ის თვისება რაც სჭIრდება ქართული ფეხბურთIს განვითარებას!!!
irakli Apkhaidze
მეს: გადახედე ადრინდელ შედეგებს ან კიდე იკითხე არაა სირცხვილი, ინგლისიც ჩაგვიტოვებია ჯგუფში, ესპანეთიც, ჰოლანდიაც და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალსიც გავსულვართ. ასე რომ ესპანეთთან ფრე პირველი და უიკალური მიღწევა არ არის ჩვენთვის! ასე არ შეიძლება მართალია, მოუკვდა ნახევარ საქართველოს გული....
irakli Apkhaidze
ის ვინც დრეს რამით კმაყოფილია დღეს საერტოდ არაა ამქვეყნიური... გინახავს ჩემი მხრიდან რომელიმე ფეხბურთელის ძაგება? მე იმ უაზრო სამწვრთნელო კარუსელს ვაკრიტიკებ რამაც ყველგან ნული შედეგი მოგვიტანა! რამდენიმე წუთის წინ კიდე ერთი ყაზახეთთან გამოჭედილი ,,ყოჩაღ"
me
ირაკლი, შენ რა ყველაფრით უკმაყოფილო ხარ? ყველას მაგივრად ხომ არ იმუშავებდი იქ? ასე არ შეიძლება ხალხნო! ესპანეთთან თამაშI I და ფრე გირდა ჯერ მარტო ყველაფრად, პირველად მოხდა ასეთი რამ, ყოჩაღ ბიჭებს! ყოჩაღ!!!
irakli Apkhaidze
ამ გუნდს მაისურაძე ჩამოაშორეს და გადაისროლეს 17-ებში, იმ გუნდს თავის მხრივ ავსაჯანიშვილი ჩამოაშორეს და მივითეთ კატასტროფა, ორივე გუნდი ბოლო ადგილზე გავიდა... ეროვნულში კიდე რა ,,იგენიოსეს" კი ხედავთ... ადრე ასაკობრივები მაინც გვახარებდნენ ახლა აღარაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი. ფეხბურტის განვითარების პროგრამა ამოქმედდა და გვეშველაო, რისთვისაც ეს პროგრამა მუსაობს (ნაკრებების გამოსვლა წარმატებიტ , კლუბებთან ერთად) ის თავიდანვე მოაშთეს...
რომან
ლუკა ალბათ ყიფიანია გვარად))))
luka
იქ მყოფმა ერთმა ჩემმა ესპანელმა მეგობარმა ესპანელმა თქვენ საამაყო ბიჭები გყავთ, ძLიერი ფეხბურთელებიო! მწვრთNელის გვარი გამომკითხა, ძAლიან ბევრს აინტერესებდა, რადგან ეტყობა ახალგაზრდაა, პროფესიონალი და ნიჭიერიო! მე ამაყი ვარ, რადგან ასე შეაფასა ესპანელმა გულშემატკივარმა ჩემი ქართVელი მწვრთნელი და ფეხბურთელები!!! ყოჩაღ ბიჭებო, ესეც ქართველების და საქართველოს სახხელის გატამაა! ვიცი, რომ ბევრა მიაღწევთ! წარმატებები ყოფიანს და მის ბიჭებს!
შაკო
რო მოეგოთ მეორეზე გადიოდნენ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
19-წლამდელები მონტენეგროში ამხანაგურ მატჩებს გამართავენ
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა
[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?
სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა
ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...
საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო
"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა
"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?
"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
19-წლამდელთა ნაკრები იტალიასთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
ირაკლი ბიძინაშვილმა ლატვიაში პირველი გოლი გაიტანა
"საბურთალოს" ფეხბურთელი იჯარით გორის "დილაში" ითამაშებს
"საბურთალო": გურამ გოშთელიანი ისრაელში მკურნალობს
დილა-საბურთალო 0:2 - უწყვეტი ჯაჭვი [VIDEO]
"მთელი ყურადღება ოქრიაშვილზეა" - ქართველები ერთმანეთის პირისპირ
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
ლატვიურმა "ელგავამ" ირაკლი ბიძინაშვილი წარადგინა
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ეროვნული ლიგის VII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]
ქუთაისის "ტორპედომ" ორი ქართველი ფეხბურთელი დაიმატა
19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
"საბურთალომ" ზურაბ არზიანი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა
19-წლამდელებმა შოტლანდია დაამარცხეს, 17-წლამდელებმა - თურქეთი [VIDEO]
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
"საბურთალო" ბულგარულ შეკრებაზე ადგილობრივ "მონტანასთან" ფრეს დასჯერდა
ქართველი ფეხბურთელის სოლიდარობის ჟესტი გატანილი გოლის შემდეგ [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო