დღის მატჩები და სტატისტიკა
"გოლდენ სტეიტის" მძიმე ფორვარდმა დრეიმონდ გრინმა 13 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი და 3 დაფარება დააგროვა "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გუშინდელ მატჩში. ამით, მან მიმდინარე სეზონში თავისი მონაგარი 1018 ქულამდე, 714 მოხსნამდე, 560 შედეგიან გადაცემამდე, 106 ჩაჭრამდე და 101 დაფარებამდე აიყვანა.

შესაბამისად, გრინი გახდა პირველი მოთამაშე ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში მინიმუმ 1000 ქულა, 500 მოხსნა, 500 პასი, 100 ჩაჭრა და 100 დაფარება დააგროვა.

რაც შეეხება თავად სოლტ-ლეიკ სიტიში გამართულ შეხვედრას, "ჯაზმა" ყველანაირად სცადა მოქმედი ჩემპიონის შეჩერება, მაგრამ არ გამოუვიდა. არადა, ახლოს იყო მიზანთან. მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, "ჯაზმენები" რვა ქულით იგებდნენ, 24 წამით ადრე - სამი ქულით. მაგრამ ჯერ კლეი ტომპსონმა სამქულიანით გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი დრეიმონდ გრინმა შელვინ მაკს დაუფარა. ოვერტაიმში კი სტუმრებმა 10:0 სპურტის წყალობით გადაწყვიტეს გამარჯვებულის ბედი.

"გოლდენ სტეიტისთვის" ეს იყო სეზონში 68-ე მოგება, რაც ახალი საკლუბო რეკორდია. თუმცა ჩემპიონი გაჩერებას არ აპირებს და რეგულარულის ბოლომდე დარჩენილ შვიდ მატჩში ხუთის მოგებას გეგმავს, რათა "ჩიკაგოს" უნიკალური რეკორდი გადაფაროს.

სხვათა შორის, მაიკლ ჯორდანის "ჩიკაგოს" ერთი რეკორდი გუშინ "სან ანტონიომ" დაამხო. ამ გუნდმა სეზონის სტარტიდან მოყოლებული, ზედიზედ 38-ე საშინაო მატჩი მოიგო, რაც აქამდე არც ერთ გუნდს არ გაუკეთებია. თუმცა ამ რეკორდის გამეორების შანსი "გოლდენ სტეიტს" აქვს, რომელიც ასევე დაუმარცხებელია შინ და მისი სერია 36-ს მოგებას შეიცავს. გუნდებმა ამ სეზონში 41-41 საშინაო შეხვედრა უნდა ჩაატარონ.

გუშინდელი დღის კიდევ ერთი რეკორდი "ტორონტომ" დაამყარა. კანადურმა გუნდმა 50-ე მატჩი მოიგო, რაც მის ისტორიაში პირველად მოხდა.

ტორონტო-ატლანტა 105:97

25:20, 29:21, 35:26, 16:30

ტ: დეროზანი (26+6 პასი), ვალანჩუნასი (19+9 მოხსნა), ლოური (17+11 პასი), როსი (13), პაუელი (10).

ა: ტიგი (18), ჰარდუეი (15), შრიოდერი (13), სკოტი (12+8 მოხსნა).

მემფისი-დენვერი 105:109

20:26, 27:33, 21:25, 37:25

მ: რენდოლფი (26), ფარმარი (14), გრინი (13+12 მოხსნა), სტივენსონი (12), ბარნსი (6+11 მოხსნა).

დ: ბარტონი (25), მუდიაი (17), სემპსონი (12), არტური (12+7 მოხსნა), ლოვერნი (12), ოგასტინი (11), იოკიჩი (9+14 მოხსნა).

მილუოკი-ფინიქსი 105:94

28:32, 25:15, 27:28, 25:19

მ: მიდლტონი (26+7 მოხსნა), პარკერი (21), მონრო (14), ანტენტოკუნმპო (10+6 პასი), ენისი (10), ჰენსონი (10+4 დაფარება).

ფ: ტაკერი (20+10 მოხსნა+7 პასი), ბუკერი (18), ნაითი (17), ლენი (17+15 მოხსნა), ჩენდლერი (13+13 მოხსნა).

მინესოტა-კლიპერსი 79:99

17:27, 17:20, 19:32, 26:20

მ: თაუნსი (16+11 მოხსნა), ბიელიცა (14+7 მოხსნა), მუჰამადი (11+8 მოხსნა), დიენგი (3+10 მოხსნა).

კ: პოლი (20+8 მოხსნა+16 პასი), რედიკი (17), ჯორდანი (11+8 მოხსნა), კროუფორდი (10), რივერსი (10), გრინი (10).

დალასი-ნიუ იორკი 91:89

24:30, 27:18, 16:26, 24:15

დ: ბარეა (26+7 პასი), მეტიუზი (16), ფელტონი (11), ნოვიცკი (11).

ნ-ი: ენტონი (31+7 მოხსნა), უილიამსი (15+8 მოხსნა).

სან ანტონიო-ნიუ ორლეანი 100:92

27:26, 19:13, 27:16, 27:37

ს-ა: ჯინობილი (20), გრინი (16), ლეონარდი (16), ოლდრიჯი (11).

ნ-ო: აჟინკა (18+9 მოხსნა), ჰემილტონი (14), ენისი (13), დაგლასი (12), ფრეიზერი (11+7 პასი), კანინგემი (10), ბებიტი (10).

იუტა-გ. სტეიტი 96:103 (ო)

21:26, 19:16, 29:21, 20:26, 7:14

ი: ჰეივორდი (21), ჰუდი (20), ფეივორსი (15+7 მოხსნა), მაკი (12+9 პასი), გობერი (11+18 მოხსნა).

გ-ს: კარი (31+7 მოხსნა), ტომპსონი (18), ბარნსი (15+11 მოხსნა), გრინი (13+8 მოხსნა+6 პასი).

საკრამენტო-ვაშინგტონი 120:111

32:34, 28:21, 29:28, 31:28

ს: კაზინსი (29+10 მოხსნა+5 ჩაჭრა+4 დაფარება), რონდო (15+11 პასი), გეი (15), კასპი (15+8 მოხსნა), კოლისონი (13+10 პასი), კუფოსი (12).

ვ: ბილი (24), პორტერი (20), ნენე (15), უოლი (14+7 მოხსნა+13 პასი), მორისი (13), ტემპლი (11), გორტატი (6+12 მოხსნა).

ლეიკერსი-მაიამი 102:100 (ო)

25:27, 16:21, 26:19, 20:20, 15:13

ლ: კლარკსონი (26), რასელი (16), რენდლი (13+14 მოხსნა), ჰიბერტი (12+9 მოხსნა), უილიამსი (11).

მ: უეიდი (26+10 მოხსნა), დენგი (22+11 მოხსნა), უაიტსაიდი (18+17 მოხსნა+7 დაფარება), დრაგიჩი (11+9 პასი), ჯონსონი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის "დენვერ ნაგეთსთან"
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
საქართველო - მოლდოვა | ქალთა ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
მესიმ "ინტერ მაიამისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"შავი ლომი" | დავით აბდუშელიშვილი - თანაგუნდელების დახმარების გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი და რეკორდი - კეინმა კარლს წარმატება მიულოცა
საიუბილეო მე-300 მატჩი და მე-4 საუკეთესო შედეგი - კურტუა ბრწყინვალე ასპარეზობას განაგრძობს
ტერ შტეგენს მუნდიალზე თამაში უნდა - გერმანელი სავარაუდოდ, ზაფხულში "ბარსელონადან" წავა
[VIDEO] ლეგენდარული ჩემბერლენის შემდეგ პირველი - "ფილას" ახალწვეულის ისტორიული მატჩი და დამარცხებული "ბოსტონი"
ცნობილი კამერუნელი გოლეადორი კარიერას აზერბაიჯანის ჩემპიონატში განაგრძობს
[VIDEO] სასიამოვნო კადრები - როგორ შეხვდნენ ერთმანეთს მიქაუტაძე და შერკი "ვილიარეალი" სიტის" მატჩამდე
[VIDEOS] მამუკელაშვილის წარმატებული დებიუტი - ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
"ბარსელონამ" შეიძლება ტერ შტეგენი სხვა კლუბში გაუშვას
ფანცულაია გოლებს აგროვებს; "სამგურალმა", "გარეჯმა" და "თელავმა" გაიმარჯვეს
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
გამარჯვება ოთხი წაგების შემდეგ - მამარდაშვილის "ლივერპულმა" "აინტრახტი" დაჯაბნა
ოსიმენის დუბლი - "გალათასარაიმ" და "ატლეტიკმა" გაიმარჯვეს
მამარდაშვილი "აინტრახტთან" სასტარტოშია, ქოჩორაშვილი "მარსელთან" სათადარიგოა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
ვარსკვლავური ფინალი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში - ძიუდოში საქართველოს მასტერსი გაიმართა
კარის 27 ქულა და სამმაგი დუბლი "მემფისის" დასამარცხებლად საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ძალიან დიდი რიცხვები - ტომპსონმა მძიმე ტრავმის შემდეგ უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე მთლიანად 7 წელში
თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ კლეი ტომპსონი მოედანს დაუბრუნდა, თანაც, როგორ?! [VIDEO]
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
"გოლდენ სტეიტის" ტრიოს შესანიშნავი თამაში და მე-3 გამარჯვება "დენვერთან" [VIDEO]
ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
"სელტიკსმა" "უორიორსს" ჯოჯოხეთი მოუწყო - "ბოსტონი" სერიაში კიდევ ერთხელ დაწინაურდა [VIDEO]
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი