ჯოკოვიჩი ფინალში ნიშიკორის წინააღმდეგ
ვიქტორია აზარენკასა და სვეტლანა კუზნეცოვას ფინალით დასრულდა მაიამის უმაღლესი კატეგორიის ტურნირი, რის შემდეგაც, ქალთა პროფესიულ ტურში ახალი ძველი ლიდერი გაჩნდა.

კუზნეცოვამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას, რომ მართალია, საშუალო დონის მოთამაშეთა სიაში შედის, მაგრამ ერთი კონკრეტული ტურნირისთვის კარგად შეუძლია მომზადება. რუსმა ექვსი წლის წინ დატოვა ტოპ-ათეული და მას შემდეგ, ახლოსაც არ ყოფილა იქ დაბრუნებასთან, მაგრამ, ახლა, თუ ფინალში აზარენკას მოუგებდა, ორშაბათიდან ისევ აღმოჩნდებოდა TOP10-ში.

მაგრამ ეს რთული ამოცანა იყო, რადგან ბელარუსმა აშკარად საუკეთესო თამაში აჩვენა მარტში და დღეს სწორედ ის არის ქალთა პროფესიული ტურის ლიდერი. ვიქტორია ინდიან უელსის ჩემპიონი გახდა, როცა ფინალში სერენა უილიამსს გაუსწორდა, ამას კი მოჰყვა ფინალი მაიამიში. თანაც გზად აზარენკამ საკმაოდ რთული მეტოქეები დაამარცხა - მუგურუსა, კონტა და კერბერი. ბელარუსი სამივეს ორ სეტში გაუსწორდა და საერთოდ, მაიამიში სეტი არ წაუგია. რაც შეეხება კუზნეცოვას, ბაშჩინსკისთან ნახევარფინალის გამოკლებით, მან ყველა მატჩი სამ სეტში მოიგო.

ურთიერთშეხვედრებში ჩოგბურთელებს თანაფარდობა ჰქონდათ - 4:4, თუმცა ბოლო სამი მატჩი ბელარუსმა მოიგო.

აზარენკამ შესანიშნავად დაიწყო და ძალიან სწრაფად დაწინაურდა ორმაგი ბრეიკით - 3:0. თუმცა უფრო წინ გასვლა ბელარუსმა ვერ მოახერხა, რადგან მოწოდება ღალატობდა, ბევრი ორმაგი ჰქონდა და პირველი ჩაწოდებაც არ მისდიოდა.

საბოლოოდ, პირველ სეტში კუზნეცოვამ სამი ბრეიკი შეასრულა. სამაგიეროდ, აზარენკას ყველაფერი წესრიგში ჰქონდა მიღებაზე. რუსის მოწოდებაზე ბელარუსმა პირველ სეტში ყველა გეიმი მოიგო - 6:3.

მეორე პარტიაში ვიქტორიამ ის ნაკლიც გამოასწორა, რაც პირველ სეტში ჰქონდა და არც ერთი საკუთარი გეიმი აღარ მისცა მეტოქეს. მართალია, პირველი გეიმი რუსმა მოიგო, მაგრამ ბელარუსმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღებით უპასუხა და 4:1 დაწინაურდა. კორტზე ბრძოლის მცირე ნიშანიც არ ჩანდა და 77 წუთში ყველაფერი დასრულებული იყო - 6:3, 6:2. აზარენკა მეტოქეზე გაცილებით ნაკლებს ცდებოდა და დიდი უპირატესობა ჰქონდა "ვინერსების" რაოდენობით - 6:3, 6:2.

აზარენკა ისტორიაში შევიდა, რადგან მხოლოდ მესამე ჩოგბურთელი გახდა, ვინც ზედიზედ მოიგო ინდიან უელსისა და მაიამის ტურნირები. მანამდე ეს შეძლეს შტეფი გრაფმა და კიმ კლაისტერსმა. ბელარუსი ბრუნდება ტოპ-ხუთეულში და თან, სათავეში ჩაუდგა "ჩემპიონთა რბოლას".

პარალელურად, მაიამიში მამაკაცთა ნახევარფინალები გაიმართა. შესანიშნავი თვე გამოუვიდა დავიდ გოფენს, რომელიც ზედიზედ ორი "მასტერსის" ნახევარფინალში გავიდა. მარტში უფრო წარმატებული მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო.

სწორედ ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს ფინალის პირველი საგზურისთვის. მათი ბოლო მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა - ნოვაკი მესამე სეტში ორმაგი ბრეიკით აგებდა, მაგრამ მაინც შეძლო მოგება.

ბელგიელმა ახლაც მოახერხა ბრძოლა. პირველ პარტია 75 წუთი გაგრძელდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გათამაშება ტაი-ბრეიკის დროს 4:4-ზე შედგა, როცა გოფენმა მარტივი სმეში ვერ ჩააგდო. სერბმა ისარგებლა ამ საჩუქრით და გამოსტაცა პარტიაში მოგება ბელგიელს.

გოფენი არც მეორე პარტიის პირველ ნახევარში ჩამორჩებოდა რეიტინგის ლიდერს. ნოვაკი მხოლოდ მას შემდეგ ათამაშდა, რაც დროის გაყვანისთვის გაფრთხილება მიიღო. სერბი აშკარად გაბრაზდა და გაფრთხილების შემდეგ, ბრეიკი გააკეთა, რითაც მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

ნოვაკის მეტოქე კეი ნიშიკორისა და ნიკ კირგიოსის მატჩში ირკვეოდა. იაპონელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. აქტიურად მოქმედებდა და ნიკს ინიციატივას არ აძლევდა. ავსტრალიელმა ერთხელ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება, მაგრამ, ამასთან, ოთხჯერ დათმო საკუთარი გეიმი - 3:6, 5:7. 84 წუთში ნიშიკორიმ კარიერაში "მასტერსის" ტურნირის მეორე ფინალი გაინაღდა. პირველი იყო 2014 წლის მადრიდში, როცა რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ქალები

1/2 ფინალი

სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 19) 7:5, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 2) 6:2, 7:5.

ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 13)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 15) 6:3, 6:2.

კაცები

1/4 ფინალი

კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-გაელ მონფილსი (საფ, 16) 4:6, 6:3, 7:6(3); ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24)-მილოშ რაონიჩი (კან, 12) 6:4, 7:6(4).

1/2 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-დავიდ გოფენი (ბელ, 15) 7:6(5), 6:4; კეი ნიშიკორი (იაპ, 6)-ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 24) 6:3, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ვიქტორია აზარენკა აშშ-ს ღია პირველობას გამოტოვებს
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ვიქტორია აზარენკა დიდ სკანდალში გაეხვია
ვიქტორია აზარენკა სტენფორდის ტურნირზე ვერ ითამაშებს
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
უიმბლდონი. III დღე: აზარენკა უკვე დამაჯერებელია
ქალთა შორის ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტები გამოვლინდნენ
უიმბლდონი. III დღე: ჯოკოვიჩის დარტყმა კირგიოსის სტილში და წაგებული გათამაშება [VIDEO]
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა