ბულგარულ ტურნირში ემზარ ბედინეიშვილის გუნდმა 5 მედალი მოიპოვა - თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო
"ბერძენ-რომაელთა" მსგავსად, თავისუფალ სტილში მოჭიდავე ქართველი 23-წლამდელებიც წარმატებით გამოვიდნენ ევროპის ჩემპიონატზე. ბულგარულ რუსეში დასრულებულ ამ ტურნირში ემზარ ბედინეიშვილის გუნდმა 5 მედალი მოიპოვა - თითო ოქრო-ვერცხლი და 3 ბრინჯაო.

ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა, რომელმაც მარტის დასაწყისში კონტინენტის პირველობა უფროსებშიც მოიგო; ვერცხლი ირაკლი მწითურმა (86) მოიპოვა, მესამეპრიზიორები კი შოთა ფარტენაძე (61), დავით ბუზიაშვილი (70) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეორეზე გავიდა რუსეთის შემდეგ.

პეტრიაშვილი ვერც აქ გააჩერეს

უფროსთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ, აბა, ვის შეეპარებოდა ეჭვი, რომ პეტრიაშვილი აქაც გაიმარჯვებდა! გორელმა ფალავანმაც გაამართლა მოლოდინი და ოთხიდან სამ პაექრობაში წმინდად, ვადამდე გაიმარჯვა, ფინალში კი დამაჯერებლად, სოლიდური უპირატესობით იმარჯვა.

გორელმა ტალანტმა აქაც ძალიან თავისუფლად და ლაღად იჭიდავა, მის შეტევებს ოდნავი წინააღმდეგობაც ვერ გაუწია ვერავინ. ბუნებრივია, არც მეტოქეები ჰყავდა ისეთი ძლიერები, როგორებსაც რიგაში, ევროპის იმ ჩემპიონატზე ეჭიდავა, მაგრამ მისი კარგი გამოსვლა მაინც აღსანიშნავია.

"გორელმა მანქანამ" თავიდან ფინელ ჟერე ტაპანი ჰეინოს გადაუარა -11:0; ბელორუსი ვიტალი პისნიაკს ასევე პირველ პერიოდში, სულ რაღაც ორ წუთში 10:0 გაანადგურა, ნახევარფინალში კი დაახლოებით 3 წუთი მოანდომა თურქ იუნეს ემრე დედესთან მორიგ წმინდა წარმატებას: ისევ 10:0.

ერთადერთი შეხვედრა, სადაც ვადამდე ვერ იმარჯვა, ფინალია, თუმცა უკრაინელ დანილო კარტავის წარმატების მცირე შანსიც არ დაუტოვა და 9:4 აჯობა.

მწითურმა სადულაევი დააგდო

ჩემპიონობამდე ერთი მოგება დააკლდა მწითურს, თუმცა ეს საპატიო წაგებაა - ფინალში ხომ მეტოქედ "რუსულ ტანკად" წოდებული და ლამის შეუჩერებელი დაღესტნელი აბდულრაშიდ სადულაევი ჰყავდა, მსოფლიოსა და ევროპის ბოლო ორი პირველობის გამარჯვებული.

მწითურის სასარგებლოდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ დაუმარცხებელ მეტოქეს არ შეუშინდა და ერთხელ კისრულით მშვენიერ 4-ქულიანზე გადმოიღო, მაგრამ ძალა აღმართს ხნავს და სადულაევმა 15:4 მოიგო.

მწითურმა წინასწარ ორთაბრძოლებში სლოვაკ მიხაელ ბოდნარს 11:0, ბულგარელ ეველინ რუსევს 7:0, თურქ კადირ იაზიჩს კი 5:4 მოუგო.

ბრინჯაოს სამეული

ფარტენაძე ნახევარფინალში 1:6 დამარცხდა რუს იმამ აჯიევთან, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში კი მოლდოველ მიხაილ ესანუს 8:0 მოუგო.

ბუზიაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა აზერბაიჯანელთა მომავალ ვიცე-ჩემპიონ ჰაჯიმურად ომაროვთან - 2:4, სანუგეშოში კი მოლდოველ ნიკოლაი ჩირეაკოვს 5:1, ხოლო უკრაინელ ვასილ მიხაილოვს 8:0 მოუგო.

მაჭარაშვილმა პირველ წრეში თურქი სულეიმან მუსტაფა კარადენიზი კი ჩამოიშორა (4:2), მაგრამ პოლონელ მათეუშ ფილიპჟაკთან 3:4 წააგო და მოგვიანებით დამამშვიდებელში გადავიდა, სადაც რუმინელ ვასილე ვლად კარასს 6:5, კვიპროსელ ალექსიოს კაუსილიდისს კი 10:6 მოუგო.

ბრინჯაოს მოპოვების შანსი დაკარგა ტარიელ გაფრინდაშვილმა (74), რომელმაც დამამშვიდებლის ფინალი ბელორუსის სახელით მოასპარეზე რომან ჩიტაძესთან 14:16 წააგო. ეს ორთაბრძოლა ჭიდაობის მსოფლიოს ფედერაციის საიტმა დღის საუკეთესო შეხვედრად კი მონათლა, მაგრამ გვერჩივნა, გაფრინდაშვილს მოეგო...

თავისუფალი ჭიდაობა. ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი. კვარცხლბეკი

57 კგ

1. მირჯალალ ჰასან-ზადა (აზერბაიჯანი), 2. ბარის კაია (თურქეთი), 3. ივან ზამფიროვი (მოლდოვა), იბრაგიმ ილიასოვი (რუსეთი), 8. თეიმურაზ ვანიშვილი (საქართველო)

61 კგ

1. იმამ აჯიევი (რუსეთი), 2. დიმიტარ ლიუბომირ ივანოვი (ბულგარეთი), 3. შოთა ფარტენაძე (საქართველო), ზელიმხან ვალიევი (აზერბაიჯანი)

65 კგ

1. მურად ნუხკადიევი (რუსეთი), 2. სურკო რაშიტხანაუ (ბელარუსი), 3. ალექსანდერ სემისოროვი (გერმანია), მუსტაფა ზოპალი (თურქეთი), 9. ივერიკო ჯულაყიძე (საქართველო)

70 კგ

1. რასულ არსანალიევი (რუსეთი), 2. ჰაჯიმურად ომაროვი (აზერბაიჯანი), 3. დავით ბუზიაშვილი (საქართველო), მუჰამედ აკდენიზი (თურქეთი)

74 კგ

1. მუხამედ ნური კოტანოღლუ (თურქეთი), 2. მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი), 3. ალექსეი შჩერბაკი (უკრაინა), რომან ჩიტაძე (ბელორუსი), 5. ტარიელ გაფრინდაშვილი (საქართველო)

86 კგ

1. აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი), 2. ირაკლი მწითური (საქართველო), 3. ალექსანდრ ჰუშტინი (ბელორუსი), კადირ იაზიჩი (თურქეთი)

97 კგ

1. მაგომედ გაჯიევი (აზერბაიჯანი), 2. მათეუშ ფილიპჟაკი (პოლონეთი), 3. გივი მაჭარაშვილი (საქართველო), ზაინულა ყურბანოვი (რუსეთი)

125 კგ

1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო), 2. დანილო კარტავი (უკრაინა), 3. ვიტალი გოლოევი (რუსეთი), იუნეს ემრე დედე (თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ჭიდაობა. ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი: ქართული ტრიუმფი რუსეში

U23. მსოფლიოს ჩემპიონატზე სულეიმანიშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ისევ ტრიუმფით - გენო პეტრიაშვილი ვერც მსოფლიოზე შეაჩერეს [VIDEO]
ინდოეთის ლიგა: ვლადიმერ ხინჩეგაშვილის გადამწყვეტი ტური
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ქართველმა ფალავნებმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს
"...გენო პეტრიაშვილი ღმერთის საჩუქარია მთელი საქართველოსთვის"
ქართველი მოჭიდავეები კიევის ტურნირიდან 17 მედლით დაბრუნდნენ
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან
პეტრიაშვილი ფინალში აკგულთან დამარცხდა [VIDEO]
მსოფლიო რეიტინგი: ლადო ხონჩეგაშვილი ახალ წონაშიც ლიდერია
გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [VIDEO]
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
სამიდან სამი! - ბულგარეთში საერთაშორისო ტურნირზე სამივე ქართველი ფინალში გავიდა
გამყრელიძე ფინალში გავიდა, ფარტენაძემ კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
გივი მაჭარაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს
5:0. მაჭარაშვილმა მაგომედოვს მოუგო და ოლიმპიადის ფინალში გავიდა
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა [VIDEO]
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
გივი მაჭარაშვილმა ოლიმპიადის ფინალში მარცხი განიცადა და ვერცხლის მედალს დაეუფლა
ვლადიმერ გამყრელიძემ სადებიუტო მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით 23-წლამდელთა ნაკრებმა 3 ოქროს მედალი მოიპოვა
მაჭარაშვილი ფინალში გავიდა - კიდევ ოთხ ქართველს ბრინჯაოს შანსი აქვს
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
გივი მაჭარაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
[VIDEO] ამერიკელი მებრძოლი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფინალში გენო პეტრიაშვილი დაამარცხა, მეტოქე 13 წამში დაანოკაუტა
U23. ევროპის ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი - ჩემპიონი ზედიზედ მეორედ! [VIDEO]
ქართველების სრული ტრიუმფი საფრანგეთში: 4 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო [VIDEO]
6 ოქრო ბულგარეთიდან - დინგაშვილი, ბოლქვაძე და სულავა მეორეს დღის გამარჯვებულები
ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
გენო პეტრიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია