ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

უმაღლესი ლიგის XXII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

მიზეზთა ძიებაში... დაუსჯელობის სინდრომმა, შესაძლოა, ბევრად უფრო მასშტაბურ სკანდალამდე მიგვიყვანოს
სანაკრებო პაუზის მერე ხშირად მოგვისმენია ხოლმე ქართველი მწვრთნელებისგან, რომ სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები თავიანთ კლუბებში გადაღლილები ჩამოდიოდნენ და ეს პატივცემული მწვრთნელებიც საკუთარი გუნდის წარუმატებლობას სწორედაც ამ "გადაღლილობას" უკავშირებდნენ.

საბედნიეროდ, ჯერჯერობით, თავის მართლება "ხმამაღლა" არავის დაუწყია, სამაგიეროდ, კვლავაც გვესმის უკვე ტრადიციადქცეული ფრაზები: იღბალმა დაგვაღალატა", "მსაჯობა ტენდენციური იყო", "შეთამაშება გვაკლია" და ასე შემდეგ...

თუმცა, ასეთებს ხომ მიჩვეულები ვართ და ის გაგვიკვირდება, ამა თუ იმ გუნდის მწვრთნელმა საკუთარი გუნდის წარუმატებლობის მიზეზები საკუთარ თავში რომ ეძებოს.

ისე, სამწვრთნელო თემას შემთხვევით არ შევეხეთ: არ არის გამორიცხული, უახლოეს დღეებში ერთდროულად რამდენიმე სამწვრთნელო გადაადგილების შესახებ რომ შევიტყოთ. ეგ კი არა, ერთ-ორ გუნდში, ალბათ, "მაქსიმალური ოპერატიულობით" მიიღებდნენ რადიკალურ ზომებს, მაგრამ აპრილის მართლაც გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, ეს სავარაუდო სამწვრთნელო ცვლილებები ოდნავ გვიან განხორციელდება.

თუმცა, ჩვენს ჩემპიონატში სხვა, თანაც ბევრად უფრო აქტუალური თემებიც არის და, ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, გასული ტურის ცენტრალური მატჩის დროს (და - მატჩის დასრულების შემდეგაც) მომხდარ ინციდენტს ვგულისხმობთ.

ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ამჯერად აღარ შევჩერდებით. არც იმის გარკვევას შევუდგებით, თუ რომელი გუნდის ქომაგებისგან იყო პროვოცირებული ის ხელჩართული ჩხუბი: ზოგი ხელს სულაც წესრიგის დამცველებისკენ იშვერს, ზოგი კიდევ "სხვა მიმართულებით" და ასე შემდეგ...

ფაქტი კი ერთია, რომ ამ ბოლო დროს ჩვენს სტადიონებზე (და მიმდებარე ტერიტორიებზე) კრიმინალი მომრავლდა. ეს ისეთი სიტუაციაა, როცა მხოლოდ სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ვერ იქნება საკმარისი. კრიმინალიც დასჯადი უნდა იყოს, თორემ დაუსჯელობის სინდრომმა, შესაძლოა, ბევრად უფრო მასშტაბურ სკანდალამდე მიგვიყვანოს...

ახლა კი გასულ ტურზეც, ქობულეთში მომხდარი ჩხუბის გარდა, სხვა ფაქტებითა თუ მოვლენებით რომ დაგვამახსოვრდა...

მომატებული შედეგიანობა

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში, შედეგიანობის თვალსაზრისით, მიმდინარე სეზონის ანტირეკორდი დამყარდა: რვა მატჩში... 8 (რვა) გოლი გავიდა! საბედნიეროდ, ამჯერად სიტუაცია შეიცვალა და ასევე რვა ჩატარებულ მატჩში 20 გოლი გავიდა.

განსაკუთრებული ცვლილება არც ბომბარდირთა დავაში მომხდარა, იმის გარდა, რომ "დილას" ფორვარდმა ოთარ მარცვალაძემ გადაინაცვლა მეორე ადგილზე და გიორგი ქვილითაიას მხოლოდ 2 ბურთითღა ჩამორჩება.

აქვე, კიდევ ერთ ფეხბურთელზეც გვინდა ვთქვათ: თბილისის "დინამოს" 23 წლის ნახევარმცველმა (კარიერაში, უდავოდ, საუკეთესო სეზონს რომ ატარებს) ჯაბა ჯიღაურმა მორიგი, მეთორმეტე (!) გოლი გაიტანა მიმდინარე ჩემპიონატში!

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის შვიდ საუკეთესო ბომბარდირთა შორის ამპლუით ნახევარმცველი მხოლოდ ჯაბა ჯიღაურია, დანარჩენები კი, რაღა თქმა უნდა, ფორვარდები არიან...

მისაბაძი "სამტრედია" და საჩემპიონო ინტრიგა

ამ ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ ორი გამორჩეული მატჩი გველოდა. ერთზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ (ოღონდ, არასაფეხბურთო კუთხით) და ისიც უნდა დავამატოთ, რომ ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სანახაობრივ დაპირისპირებად უნდა მივიჩნიოთ.

ისიც აღსანიშნავია, რომ ქრონიკული ტრავმების ფონზე, ბათუმელებს ცდა არ დაუკლიათ, თავიანთთვის სასურველი შედეგისათვის რომ მიეღწიათ, მაგრამ მატჩის მიწურულს გაშვებული მართლაც კურიოზული გოლის გამო დამარცხდნენ.

ამ მოგებით თბილისის "დინამომ" კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საჩემპიონო ტიტულისაკენ და უახლოეს მდევართან სხვაობაც უცვლელი დარჩა: 11 ქულა.

ეს "უახლოესი მდევარი" კი ტურიდან ტურამდე უმატებს და უკვე აღარც უნდა გვიკვირდეს ამ გუნდის მორიგი წარმატება: "სამტრედია", შინ თუ გარეთ, ყველას უგებს და ზედიზედ მეექვსე გამარჯვებით უსერიოზულესი განაცხადი გააკეთა ევროტურნირებზე მოსახვედრად.

გასულ ტურში გია ცეცაძის მიერ დამოძღვრილმა "სამტრედიამ" ჯერ კიდევ მოქმედ ჩემპიონ "დილას" სტუმრად მოუგო;

ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ გია ცეცაძის (რომელიც უმაღლეს ლიგაში ამ სეზონის დაწყების წინ თითქმის ხუთწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა) პირველი გუნდი... "დილა" იყო, სადაც 2011/12 წლების სეზონის დასაწყისში მუშაობდა, ხოლო გორელთა გუნდის იმდროინდელ შემადგენლობაში დავით რაჟამაშვილიც (დღესდღეობით "სამტრედიის" წამყვანი მოთამაშე) გამოდიოდა. ჰოდა, "დილას" კარში მეორე და გადამწყვეტი გოლი სწორედ რაჟამაშვილმა გაიტანა...

სხვადასხვა სერია

ამ სეზონის "გუნდი-აღმოჩენა", რაღა თქმა უნდა, "სამტრედიაა" და ამის დასტურად ქვემოთ მოყვანილი სტატისტიკური მაჩვენებლებიც გამოდგება: იმის გარდა, რომ გუნდმა ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო, უკვე ათი შეხვედრაა, არ წაუგია!

სხვათა შორის, "სამტრედიის" გარდა, მეორე წრეში კიდევ ერთი გუნდი ასპარეზობს დაუმარცხებლად, თუმცა ვარლამ კილასონიას დამოძღვრილ "სიონს" ნამეტნავად მოუმრავლდა საყაიმო ანგარიშები: ორი მოგება და ხუთი ფრე.

თუმცა ფრეების სიმრავლეში კონკურენტი ნამდვილად არა ჰყავს ფინანსურ კრიზისში მყოფ "ცხინვალს" - მეორე წრეში უკვე 6 მატჩი დაასრულა საყაიმო ანგარიშით! ზამთრის პაუზის მერე "ცხინვალს" ჯერ არ გაუმარჯვია, მაგრამ კახა კაჭარავას გუნდს დაქვეითების საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით მეორე წრეში კიდევ ერთ მოუგებელ გუნდზე: "ლოკომოტივს", საერთოდაც, უკვე 11 მატჩია არ გაუმარჯვია...

...ბოლო დროს წარუმატებლად ასპარეზობენ "გურია" და "მერანი", აი, "ჩიხურამ" კი მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა და როგორც ადრე ვივარაუდეთ, სოსო ფრუიძის გუნდს რეალური შანსი გაუჩნდა, ევროტურნირებზე რომ გამოვიდეს ამ ზაფხულს.

გამორჩეული ფაქტები

მეორე წრის დაწყებიდან უკვე 7 ტური გავიდა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ჰეთ თრიკი ვიხილეთ ("საბურთალოს" 19 წლის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა რომ შეასრულა "გურიასთან").

სამაგიეროდ, თითქმის ყოველ ტურში არიან "დუბლის" შემსრულებელი ფეხბურთელები და გამონაკლისი არც ახლა მოხდა: "საბურთალოს" 22 წლის გარემარბმა გიორგი ფანცულაიამ მიმდინარე ჩემპიონატში უკვე მეორედ მოახერხა ერთ შეხვედრაში 2 გოლის გატანა, ხოლო "ჩიხურას" 20 წლის ახალწვეულმა ფორვარდმა დავით ვოლკოვმა საერთოდაც სადებიუტო "დუბლი" შეასრულა უმაღლეს ლიგაში.

..."შუქურას" 24 წლის ცენტრალურმა მცველმა ნიკა აფაქიძემ საქართველოს ჩემპიონატში გოლი ორწლიანი პაუზის მერე გაიტანა. აი, ქვემოთ ჩამოთვლილმა ფეხბურთელებმა კი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლები სწორედ ამ ტურში გაიტანეს: არჩილ ტვილდიანმა (ბათუმის "დინამო"), პაატა ჭანტურიამ ("ზუგდიდი"), ანდრო გიორგაძემ ("მერანი"), გიორგი გამყრელიძემ ("გურია").

ამათგან უნდა გამოვყოთ "ზუგდიდის" 22 წლის ახალწვეული პაატა ჭანტურია, რომელიც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩს ატარებდა და ეს დებიუტი გოლითაც აღნიშნა.

სხვათა შორის, მის გარდა, გასულ ტურში კდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ჩაატარა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა: 21 წლის გიორგი ჭანუყვაძემ, 19 წლის გიორგი კალანდაძემ (ორივე - "შუქურა"), 20 წლის ავთანდილ ჯიხვაძემ ("საპოვნელა").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vika

Egre dinamom gors mica tamashi da naxet saitebze ramdeni puli iyo dadebuli motxova vinmem pasuxii? Jurnalistebs dzinavt ... davijero ar ician jurnalistebma romelia gaketebuli tamashi magram ar amboben...

• anatoli

დინამო ხვალ ვერ მოუგებს ტორპედოს. არბიტრებმა სამარტლიანად უნდა იმსადჯონ.

• QWERTY

ადმინ,რა გჭირს როგორ იქცევი? თუ ჩაასწორე ტექსტი,წესიერად მაინც ჩაგესწორებინა...

• kukuta

აი ყველა მაგ აზრზე რომ ვართ საქართველოა და ყველაფერი დასაშვებია მიტომ იზრდება სიბინძურეთა რიცხვი ნახეთ ამავე საიტზე საბურთალო–შუქურას მატჩის მომენეტები გაოგნდებით რაები ხდება როგორ ატარებენ შუქურას მცველები თავისუფლად მეტოქე ფეხბურთელებს რომ იქნებ რომელიმე მათგანი გამოიყენენონ თავდამსხმელებმა და ამათმაც ამოისუნთქონ საქმე მოლეული რომ ექნებათ, ანაც მიაქციეთ ყურადღება პირველი გოლის გაქვითვა არცერთ შუქურას ფეხხბურთელს რომ არა გახარებია და მოვალეობის მოხდის მიზნით ულოცავენ თანაგუნდელს ვგონებ ეს საკმარისი მამხილებელი საბუთია უკვე იმისა რომ ამ მატჩში შუქურა უნდა დამარცხებულიყო და ეს ჩაშვება თუ არ არის აბა რა შეიძლება ეწოდოს!!!!!!

• kukuta

მიაქციეთ ყურადღება საბურთალო–შუქურას მატჩს ყურადღება!!!! ფედერაციის გასაგონად ვამბობ ეს მატჩი ჩაშვებული იყო შეისწავლეთ საფუძვლიანად თუ გინდათ სიბინძურე არ გაგრძელდეს!!!!!

• ronaldos

აქ საქართველოა.გასაკვირი აღარაფერია:))))

• QWERTY

............................................................... 2) გთხოვთ საგაზეთო სტატიაში განიხილოთ,ხომ არ იქნება უკეთესი რომ ქულების დარიცხვის მეთოდიკა შეიცვალოს საქართველოში და მოვიდეს ახალი? 1) წაგება=0 ქულა 2) ფრე= 1 ქულა 3) გამარჯევბა 1 ბურთიანი სხვაობით=2 ქულა 4) გამარჯვება 2 და მეტი ბურთიანი სხვაობით უდრის =3 ქულა ეს ძალაინ დიდი მასტიმულირებელი იქნება კლუბებისათვის ყველა ასპექტში. თამაში გახდება უფრო შემტევი და არა მიძინებული,დღეს რომ არის გამძღარი მატლებივით დახოხავენ მინდორეზე 20 წლის ბავშვები,ეს უმსგავსობა დამთავრდება

• romandro

ბათუმმა შინ წააგო და 3-მი ფეხბურთელი სიმბოლურში მოხვდა,ხოლო გამარჯვებული გუნდიდან ორი,და ასევე გასვლითი თამაშებზე გამარჯვებული(ჩიხურამ ქუთაიში ტორპედო და სამტრედიამ სულაც გორში დილა დაამარცხა)და ამ გუნდებიდან ორ-ორი ფეხბურთელია შეყვანილი.ვერაფელი გავიგე რა....

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ფანცულაია ყაზახეთში ცხადაძის გუნდში გადავიდა

გიორგი ფანცულაია კარიერას "ჩიხურაში" გააგრძელებს

ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო

ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

დავით რაჟამაშვილი გორის "დილას" დაუბრუნდა

ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?

ბოლნისის "სიონი" გადახალისდება

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა

2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]

ბათუმის "დინამომ" ფანცულაის კონტრაქტი გაუფორმა

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა

ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

ფანცულაია "სამგურალის" ფეხბურთელი გახდა

ეროვნული ლიგის I ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით

სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?

სამტრედია-ჩიხურა 3:0 - მარტო ჰამზიჩი ჩემპიონთან ბრალია [VIDEO]

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა

ქუთაისის "ტორპედომ" ოთხი ფეხბურთელის წასვლის შესახებ გვაუწყა

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა

ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები