რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ "ბათუმსა" და "არმიას" შორის მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე გადაწყვეტილებები მიიღო
საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიამ განიხილა 27 მარტს, ფოთში, უმაღლესი ლიგის გუნდებს, "ბათუმსა" და "არმიას" შორის მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტი და არსებული დებულების შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.

გოჩა სვანიძე: მსაჯს ჭრილობა აქვს ფეხის არეში და ეს უდავოა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფოთში სარაგბო მატჩის შემდეგ მსაჯი დაჭრეს

როგორც სადისციპლინო კომისიის ოქმი გვაუწყებს, მატჩის მთავარი მსაჯის, დამხმარე მსაჯების და მეთვალყურის მოხსენებით, ბარათების საფუძველზე და ვიდეომასალების განხილვისას გამოირკვა შემდეგი დისციპლინარული დარღვევები:

1. ნიკო ჭავჭავაძე ("არმიას" მწვრთნელი) - მსაჯის გადაწყვეტილებებზე არაკორექტული აპელირება, არაეთიკური და არასპორტული საქციელის გამოვლენა

2. ჯაბა კიზირია ("არმიას" კლუბის წარმომადგენელი) - მსაჯის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

3. გიგა ჩაჩავა ("არმიას" კლუბის წარმომადგენელი) - მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფა.

4. გიორგი აფციაური ("არმიას" მორაგბე) - მსაჯთან კამათი, უდიერი, აგრესიული, შეურაცხმყოფელი საქციელი.

5. ილია სურგულაძე ("არმიას" მორაგბე) - მსაჯთან კამათი, უდიერი, აგრესიული, შეურაცხმყოფელი საქციელი.

სადისციპლინო კომისიამ დაადგინა:

1. კლუბ "არმიას" მწვრთნელი ნიკო ჭავჭავაძე დისკვალიფიცირებულ იქნას 3 (სამი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 500 ლარით.

2. კლუბ "არმიას" წარმომადგენელი ჯაბა კიზირია დისკვალიფიცირებულ იქნას 5 (ხუთი) წლით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 5 000 ლარით.

3. კლუბ "არმიას" წარმომადგენელი გიგა ჩაჩავა დისკვალიფიცირებულ იქნას 1 (ერთი) წლით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 2 000 ლარით.

4. კლუბ "არმიას" მორაგბე გიორგი აფციაური დისკვალიფიცირებულ იქნას 3 (სამი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 200 ლარით.

5. კლუბ "არმიას" მორაგბე ილია სურგულაძე დისკვალიფიცირებულ იქნას 3 (სამი) სათამაშო კვირით, ხოლო კლუბი დაჯარიმდეს 200 ლარით.

სადისციპლინო კომისიის დასკვნაში ასევე მითითებულია:

"მსაჯთა წერილობითი განცხადებებიდან დგინდება, რომ მატჩის მთავარ მსაჯს, ნიკა ამაშუკელს ინციდენტის დროს მიაყენეს სხეულის დაზიანება (ჭრილობა).

აღნიშნული ფაქტის განხილვა სცილდება საქართველოს რაგბის კავშირის სადისციპლინო კომისიის კომპეტენციას. აქედან გამომდინარე, სრკ-ის სადისციპლინო კომისია მიმართავს სრკ-ის პრეზიდენტს, რომ ზემოთ ხსენებული ინციდენტი გახდეს სრკ-ის გამგეობის მსჯელობის საგანი".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Temur
დამჭრელი კაი ხნით ვირის აბანოში! და საუკუნოდ შორს რაგბისაგან!
kaxa
საერთოდ უნდა მოაშოროთ რაგბს ასეთები.
levasni
რაგბში მსაჯი ხელშეუხებელია. ეს წესი უდავოა და ყველა უნდა დაემორჩილოს. ხულიგნების ადგილი რაგბში არ არის. ავტორიტეტებზე |შეღავათი არ უნდა ვრცელდებოდეს. ადამიანის დაჭრა კრიმინალია. სათანადო ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.
ირაკლი
ჩემი აზრით მაგ ადამიანის ადგილი რაგბშ არ არის, დანარჩენი ნორმალურია
ირაკლი
ჩემი აზრით რაგბში არ არის მაგ ადამიანის ადგილი
ანდრი
5 წელი არაფერია, საერთოდ სპორტთან (არა მარტო რაგბთან) ახლოს გაკარება უნდა აეკრძალოს მასეთი საქციელის ჩამდენს.
zaza
არგენტინელ მორაგბეს წიხლის ამორტყმისთვის 99 წლით აუკრძალეს რაგბი და ამას დანის დარტყმისთვის 5 წლით... არ გამიკვირდება თუ იგივე შემდეგშიც მოხდა...............
imano
კაცის დაჭრა თუ დისკვალიფიკაციით ისჯებოდა, არ ვიცოდი.
მანუჩარ
ჯერ ერთი ეგ არის სისხლის სამართლის დანაშაული და მეორეც ესეთ დროს გუნდის დისკვალიფიკაციაც უნდა განვიხილოთ. ძან მსუბუქად უდგებით
jemali
რა ხუთი წელი,ეგ კაცი 5დღეც არ ინანებს,მაგ საქციელს.სამუდამო უნდა მიცენ მაგას და კლუბი კიდევ ისე უნდა დაისაჯოს ,რომ მსგავსი რამ აგარ განმეორდეს! საერთოდაც ემოციის მართვას თუ ვისწავლით ქართველები,ყველაფერში,გაცილებით მეტი წარმატება გვექნება ყველა სპორტში და არა მარტო სპორტში....
anti
კარგია, მომეწონა, აი ასე უნდა რეაგირებდნენ სხვა სპორტის ფედერაციებიც აღნიშნულ ფაქტებზე, რომ აღარ განმეორდეს იგივე. ფეხბურთის ფედერაციამ რა ქნა, რატომ არ მოახდინა რეაგირება მარკ სტარისა და ლიახვის თამაში იყო თუ არ ვცდები ფეხბურთელები რომ დაჭრეს. გადაუგზავნეს ეს სტატია ფეხბურთის ფედერაციას...
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
[VIDEO] მამარდაშვილმა კარი მშრალად შეინახა - "ლივერპულმა" "ფულჰემს" მოუგო
წყალბურთი - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
გოგლიჩიძე და ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ოქსფორდთან" დამარცხდა
[VIDEO] ზივზივაზეს ორი გოლიდან ერთი ჩაუთვალეს - "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" დრეზდენის "დინამოსთან" დამარცხდა
18 წ. | საქართველოს ნაკრები ექვსი ერის ფესტივალზე შოტლანდიასთან დამარცხდა
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"საფონოვი მეტს ვერაფერს ისწავლის" - ვარმუზა პსჟ-ის პირველი მეკარის სტატუსზე აზრი გამოთქვა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
გადაიტანენ თუ არა მუნდიალზე ირანის მატჩებს სხვა ქვეყანაში - მექსიკის პრეზიდენტმა ყველაფერი განმარტა
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
[VIDEOS] ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი მცირე დროში და მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
საქართველოს ნაკრების მორაგბემ ჟურნალისტებს აგინა [PHOTO]
ჭაბუკთა "ა" ლიგა | "ლელომ" ტიტული უმძიმეს ბრძოლაში დაიცვა
დიდი 10: "არმიამ" მიჯრით მესამე შეხვედრაში იმარჯვა
თბილისის "არმია": ლიდერებში დაბრუნება?
ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
ნიკა ამაშუკელი ექვსი ერის მთავარ მატჩში
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
თბილისის "ლოკომოტივი": ახალი ბაზის მოლოდინში, გაძლიერებული უკანა ხაზით
ნიკა ამაშუკელი ნოემბრის ტესტებზე
საქართველო VS ესპანეთი - ზედიზედ 22-ე გამარჯვებისთვის!
სეზონის პირველი ეტაპის შეჯამება: "არმია"
"არმია" "ბათუმთან" დამარცხდა და ბოლო ადგილზე რჩება
"არმიამ" "ლელო-სარასენსი" დაამარცხა
ქართული ჯარი - მესამედ მსოფლიო თასზე
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
საქართველო-ესპანეთი 38:7 [მიმდინარე, მეორე ტაიმი]
საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით [VIDEO+PHOTO]
უკვე მეორედ - ბრიტანელმა და ირლანდიელმა ლომებმა ავსტრალიელები დაამარცხეს