რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ცოტა მეტი უნდა იფიქრონ მანამ, ვიდრე კლუბს შეარჩევენ...
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ გუნდში არსებულ პრობლემათაგან ერთ-ერთი მთავარი გამოჰყო - ნაკრების ბევრ ფეხბურთელს აკლია სათამაშო პრაქტიკა თავის კლუბში.

პრობლემა მართლაც ძალიან მტკივნეულია და ყაზახეთთან სათამაშოდ გამოძახებულ შემადგენლობაზე დაყრდნობით, მოდი, ვიმსჯელოთ, ვის რა პრაქტიკა აქვს საკლუბო ფრონტზე...

მეკარეები

გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების მეკარე "კრილია სოვეტოვში" ხან თამაშობს და ხან - არა. გიორგი თავდაუზოგავად იბრძვის სამარული კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოსაპოვებლად.

ნუკრი რევიშვილი - ხშირად არის "მორდოვიას" სათადარიგოთა სკამზე. ნებისმიერი მეკარისათვის სათამაშო პრაქტიკა შეუფასებელია და ასეა რევიშვილის შემთხვევაშიც. საერთოდაც, მიმაჩნია, რომ ის უკეთეს გუნდს იმსახურებს.

როინ კვასხვაძე - ქუთაისის "ტორპედოს" ძირითად მეკარესთან ერთად, პორტუგალიური "ფეირენშეს" კარის დარაჯი გიორგი მაკარიძეც უნდა ვახსენო, ვინც ყაზახეთთან მატჩისთვის ტრავმის გამო არ გამოუძახებიათ. სანამ დაშავდებოდა, მაკარიძე გუნდში მთავარი მეკარე იყო.

მცველები

ალექსანდრე ამისულაშვილი - თბილისის "დინამოს" დაცვის ლიდერს უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს.

უჩა ლობჟანიძე - ისიც სისტემატურად თამაშობს "დინამოში". ნაკრების მარჯვენა მცველი კლუბშიც, ფაქტობრივად, შეუცვლელია ამ პოზიციაზე.

საბა კვირკველია - ყაზანის "რუბინისთვის" უაღრესად ფასეული მოთამაშეა. მის გარეშე ამ გუნდის უკანა ხაზი წარმოუდგენელია.

გიორგი ნავალოვსკი - მას შემდეგ, რაც ხაბაროვსკის "სკა ენერგიაში" დაბრუნდა, სისტემატურად თამაშობს. ეგაა, მისთვის უკეთეს გუნდს ვისურვებდით, ვიდრე რუსული პირველი ლიგის ბინადარია.

გურამ კაშია - "ვიტესის" კაპიტანს ცოტა ხნის წინ სათამაშო პრაქტიკასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, ახლა კი ყველაფერი რიგზეა - კაშია ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა.

ლაშა დვალი - პოლონური "შლიონსკის" ახალწვეული სისტემატურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში და უკვე გოლითაც გამოიჩინა თავი.

ნახევარმცველები

ჯაბა კანკავა - საქართველოს ნაკრების კაპიტანს, ერთ-ორ მატჩს თუ არ ჩავთვლით, ფრანგულ "რეიმსში" სათამაშო პრაქტიკა არ აკლია.

ნიკა კვეკვესკირი - ბაქოს "ინტერის" ერთ-ერთი ლიდერი.

სანდრო კობახიძე - დაბრუნდა "დნიპროში", სადაც ტრავმის გამო ჯერ არ მიეცა თავის გამოჩენის შანსი. სათამაშო პრაქტიკა ძალიან სჭირდება, ისევე, როგორც თავად სჭირდება ნაკრებს.

ჯანო ანანიძე - ალბათ, დროა, "სპარტაკი" დატოვოს. მისგან მხოლოდ ეპიზოდური როლები აღარ გვაკმაყოფილებს.

ლევან ყენია - ერთი შეხედვით, პრაღის "სლავიაში" სათამაშო დრო საკმაოდ აქვს, მაგრამ მისგან გაცილებით მეტს ველით.

თორნიკე ოქრიაშვილი - "ესქიშეჰირსფორის" შემადგენლობაში მას მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ წუთებს აძლევენ. ოქრიაშვილი უნდა გაეცალოს თურქული ლიგის აუტსაიდერს და საკუთარ თავს მეტი მოსთხოვოს. ეს ცხადზე ცხადია.

ნიკა ძალამიძე - "რიზესფორის" სამწვრთნელო შტაბი გუნდში ქართველი ფეხბურთელის ადგილს ვერ ხედავს. სათამაშო პრაქტიკა საერთოდ არ აქვს.

ვალერი ყაზაიშვილი - მთლიანობაში, კარგ სეზონს ატარებს. როგორც ჩანს, ახლა ვერაა ოპტიმალურ ფორმაში. ყაზახეთთან სანაკრებო მატჩშიც ვერ გაიბრწყინა, ბოლოს კი "ვიტესის" სათადარიგოთა სკამს შეეჩვია.

გიორგი ჭანტურია - "დუისბურგის" ქართველმა შეძლო არა მხოლოდ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება, არამედ მის ერთ-ერთ ლიდერადაც იქცა.

გიორგი აბურჯანია - რაც კვიპროსული "ანორთოსისიდან" ესპანურ "ხიმნასტიკში" გადავიდა, ტარაგონულ გუნდში ძირითად საყრდენად ითვლება. გოლიც შეაგდო და საგოლე პასებითაც გამოირჩა.

თავდამსხმელები

ლევან მჭედლიძე - "ემპოლიში" სათამაშო პრაქტიკა არ ჰყოფნის. ამის ერთ-ერთი მიზეზი მისი ხშირი ტრავმიანობაცაა.

მათე ვაწაძე - "ორჰუსის" სამწვრთნელო შტაბი საერთოდ აღარ ენდობა. თუ ასე გაგრძელდა, ვაწაძე, დიდი ალბათობით, გუნდს გამოიცვლის.

გიორგი ქვილითაია - საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და, ცხადია, თბილისის "დინამოში", პრაქტიკის მხრივ, პრობლემა არ აქვს.

ნიკა კაჭარავა - ახლახან მივიდა რუსული პრემიერლიგის ლიდერ "როსტოვში" და ჯერ მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე ყოფნას სჯერდება.

მკითხველი დასკვნებს თავად გამოიტანს. საწყენია, რომ სათამაშო პრაქტიკა განსაკუთრებით იმ ფეხბურთელებს აკლიათ, რომლებმაც ეროვნულ გუნდში "ამინდი" უნდა შექმნან.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატების მიღწევა ვაისს კი არა, გაცილებით მაღალი დონის სპეციალისტსაც გაუჭირდება.

საერთოდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა ცოტა მეტი უნდა იფიქრონ მანამ, ვიდრე კლუბს შეარჩევენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tengo
ჩვენი ფეხბურთელები კლუბის შერჩევისას(ჯერ სად აქვთ ის ფუფუნება კლუბი შეარჩიონ?!თუ ვინმე ხელს დაუქნევს ეგრევე გარბიან)მხოლოდ ხელფასს უყურებენ,სპორტული მხარე კიდიათ! ძალამიძე თუ კლუბს არ სჭირდებოდა რაღას დაიმატეს მშვენიერ ფორმაში იყო პოლონეთში! ჯანომ კლუბი უნდა შეიცვალოს ისეთ გუნდში უნდა მივიდეს სადაც მწვრთნელი ენდობა და ვფიქრობ ათამაშდება!
c
ლორია, კალაძე, ასათიანი, კვირკველია.ს ხიზანიშვილი----კანკავა, ჯამარაული, ქინქლაძე, ანანიძე--- არველაძე მჭედლო!! ეს ნაკრები დაგვხატავდა...
Gio
ყენია-ოქრიაშვილი-ანანიძე-კობახიძე-ჭანტურია-მჭედლიძე რა აქვთ ამ ფეხბურთელებს საერთო?? ყველას შეუძლია ნაკრებს კონკრეტულ მატჩში ულიდეროს, მაგრამ ზოგიერთს ტრავმები აწუხებს, ზოგიერთს ხასიათის და სათამაშო დროის პრობლემა აქვს და ზოგს კი ყველა ეს პრობლემა ერთად აწუხებს!! კაჭარავა იმიტომ არდავწერე რომ ეხლა გადავიდა როსტოვში, რეალურად კი ამ გუნდის რუსეთის ჩემპიონატის პირველ ადგილზე ყოფნა წარმოუდგენელია, ამიტომ ვერმოსთხოვ მწვრთნელს რო ათამაშოს ფეხბურთელი რომელიც ეხლა გადავიდა და ადაპტაცია არგაუვლია... მომავალი სეზონიდან კი ნამდვილად უნდა შეძლოს ძირითადში დამკვიდრება!!
vova
საქართველოში ამინდს ქმნიან,იქ სადაც ფეხბურთის თამაში იციან ფეხბურთელებს სკამებს უთბობენ,,რას ერჩით უქმად არსად "ცდებიან"
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი