გიორგი ყიფშიძის გუნდმა ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა
ბოლნისის "სიონმა" ჩემპიონატის მეორე ეტაპის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და წინა შეხვედრისაგან განსხვავებით, გიორგი ყიფშიძის გუნდმა ამჯერად წარმატებით იასპარეზა და თბილისის სტუ (მთავარი მწვრთნელი - გოჩა ჟორჟოლიანი) დიდი ანგარიშით (5:0) დაამარცხა.

ანგარიში მე-9 წუთზე გივი დიდავამ გახსნა - ქართული ფეხბურთის დამსახურებულმა ვეტერანმა რევაზ ჯიქიას წაქცევისათვის დანიშნული პენალტი ზუსტად გამოიყენა;

21-ე წუთზე კი თავი ახალგაზრდა ვილი ისიანმა გამოიჩინა და სტუდენტების კარში მეორე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში ბოლნისელთა უპირატესობა კიდევ სამ გოლში გამოიხატა, თანაც მოწინააღმდეგის კარში გოლები შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: მანუჩარ ოქროპირიძემ, გიორგი რეხვიაშვილმა და ნიკა კვასხვაძემ.

სტუ-სთან მატჩში "სიონმა" ასეთი შემადგენლობით იასპარეზა: მერლანი-ქორიძე, ორბელაძე, თარგამაძე, ლ. ვაშაკიძე-დიდავა, ლ. ნოზაძე, გოგობერიშვილი-ისიანი, ჩირიკაშვილი-რ. ჯიქია. შეცვლაზე შევიდნენ: გ. ოქროპირიძე, მ. ოქროპირიძე, გ. მელქაძე, ლ. ჩხეტიანი, ნ. კვასხვაძე, ს. ადამაშვილი.

სხვათა შორის, "სიონის" შემადგენლობაში მეორე ტაიმში ახალწვეულმაც ითამაშა: თბილისის "დინამოს" ყოფილმა ნახევარმცველმა გიორგი ქუცურუამ, ვინც თავის დროზე ბოლნისელთა გუნდის ღირსებასაც იცავდა.

ტრავმის გამო "სიონს" მიხეილ კობაური და გიორგი ჩივაძე აკლდნენ, ხოლო გუნდის პოტენციურმა ახალწვეულმა კახა ჩხეტიანმა ბოლნისურ კლუბთან პირობებზე ვერ მოილაპარაკა და გუნდი დატოვა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა