ჩემპიონთა ლიგა. 1/4 ფინალი. I მატჩი
შესაძლოა, მადრიდის "რეალი" ელ კლასიკოში ტრიუმფისას ისე დაიცალა ემოციებისგან, რომ "ვოლფბსურგთან" საჭიდაოდ ენერგია აღარ შემორჩა ან უბრალოდ "სამეფო გუნდმა" "მგლები" კარგად ვერ შეაფასა.

ამას ისიც ემატება, რომ სტატისტიკის მიხედვით, "რეალს" გერმანიაში თამაში ძალიან უჭირს, ამ შეხვედრის მერე, მადრიდელების გერმანიის მიწაზე სტუმრობების მაჩვენებელი ასეთია - 4 მოგება, 6 ფრე, 19 წაგება. ამას ისიც დაემატა, რომ დიტერ ჰეკინგის გუნდი მთლიანად ჩემპიონთა ლიგაზე იყო კონცენტრირებული. მოკლედ, ალბათ, ცოტ-ცოტა ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ...

"მგლის ფსიქოლოგია" ასეთია, მეტოქესა და მსხვერპლს უმალვე უნდა ეძგეროს და შანსი გამოიყენოს. "ვოლფსბურგმაც" აქტიურად დაიწყო და თავისას მალევე მიაღწია. მართალია, თავიდან კრიშტიანო რონალდომ გაიტანა და მიაჩნდა რომ თამაშგარეში არ იყო, მაგრამ ლაინსმენმა გოლი გააუქმა. ასევე ქარიმ ბენზემას ორი მომენტიც აქედანვე ვახსენოთ, ერთხელ თავად ვერ დაარტყა, ერთხელ დიეგო ბენალიომ აუღო.

მერე ფრანგი დაშავდა და ზინედინ ზიდანს მისი ხესეთი ჩანაცვლება მოუხდა.

მასპინძლებს კი მცდელობები მე-18 წუთზე დაუფასდათ, როდესაც კაზემირომ ანდრე შურლეს ფეხი ოდნავ მიადო, დიახ, მიადო, შურლე მერე თავის ფეხსაც წამოედო და მიწასაც, მაგრამ მთავარია, ჭკვიანურად დაეცა და ჯანლუკა როკის ისეთ სიტუაციაში დაანიშნინა პენალტი, სადაც ზოგი არბიტრი დანიშნავდა და დიდად ვერც შეედავებოდი. თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან კი რიკარდო როდრიგესმა შეაგდო.

ჰეკინგმა საინტერსო გადაწყვეტილება მიიღო, მან ძირითადში ბრაზილიელი ბრუნო ენრიკე გაამწესა, რომელიც "მგლებში" ზამთარში ჩაირიცხა და სასტარტოში პირველად თამაშობდა. ამან გაამართლა და სასიამოვნო სიურპრიზი გამოდგა - ენრიკე აქტიური გახლდათ, რისი ყველაზე ნათელი დასტურიც 25-ე წუთია, როდესაც მან საგოლედ უპასა მაქსიმილიან არნოლდს და 2:0.

თუმცა მთელ ამ ისტორიაში მთავარი კაცი მაინც იულიან დრაქსლერი გახლდათ, რომელიც გერმანელი კომპოზიტორი და დირიჟორი გახლდათ და დახვეწილად უძღვებოდა თავისიანების თამაშს.

მადრიდელები შოკში არ ჩავარდნენ და შეიძლება ეს ცუდიც არის, რადგან "რეალი" ზედმეტი თავდაჯერებითა და აკადემიურობით აგრძელებდა თამაშს. თამაშს კი არა, სტუმრები უფრო გზააბნეულებივით ფაფხურობდნენ "ფოლკსვაგენ არენაზე", არც ერთ ლიდერს არ წაუვიდა. არც ზიზუს ცვლილებებმა გაჭრა. ვერც ვერანაირი შტურმი ვიხილეთ. მეორე ტაიმში, რონალდოს ორი მომენტი იყო, ბენზემასი არ იყოს - ერთხელ ცუდად დაარტყა, მეორედ კი ბენალიომ იხსნა თავისი გუნდი.

"ვოლფსბურგი" უკვე მიზანმიმართულად გადაერთო ანგარიშის შენახვაზე, მაგრამ პერიოდულად "მგლები" მწარედ იკბინებოდნენ და რამდენჯერმე შეეძლოთ მესამე ბურთის გატანა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჰეკინგს თავისიანები რომ არ მოეთოკა და მასპინძლებს აგრესიულად თამაში გაეგრძლეებინათ მეტსაც გაიტანდნენ და გაცილებით ახლოს იქნებოდნენ სხვაობის გაზრდასთან, ვიდრე "რეალი" იყო მის შემცირებასთან.

რა თქმა უნდა, არაფერი გადაწყვეტილა, "სანტიაგო ბერნაბეუზე" "სამეფო გუნდი" უფრო რთული სიტუაციებიდანაც გამომძვრალა.

უბრალოდ, "რეალმა" ძალიან უსიამოვნო ანგარიშით წააგო და ვთქვათ, "ვოლფსბურგმა" ესპანეთის დედაქალაქში ერთი რომ გაიტანოს, არადა თუ მადრიდელები დაცვაში ასეთი შეცდომების დაშვებას გააგრძელებენ ჰეკინგის ბიჭებს ამის კარგი შანსი ექნებათ, "რეალს" უკვე 4(!) გოლი დასჭირდება... "რეალს" ამდენის გატანაც შეუძლია და მეტისაც, მაგრამ... მადრიდელთა ფანებს, დიდი ნერვიულობა და ნერვების წყვეტა ელით.

იხილეთ ვიდეო

ვოლფსბურგი-რეალი 2:0

გოლები: 1:0 რ. როდრიგესი (18-პენ), 2:0 არნოლდი (25)

ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ვიეირინია, ნალდო, დანტე, რ. როდრიგესი - გილავოგი, ლუის გუსტავო - დრაქსლერი (90+3. შეფერი), არნოლდი, ბრუნო ენრიკე (80. ტრეში) - შურლე (85. კრუზე)

რეალი (4-3-3): ნავასი - დანილო, პეპე, რამოსი, მარსელო - მოდრიჩი (64. ისკო), კაზემირო, კროოსი (85. ხ. როდრიგესი) - ბეილი, რონალდო, ბენზემა (41. ხესე)

გაფრთხილება: ვიეირინია, ბენალიო, ლუის გუსტავო, არნოლდი - ბეილი

კუთხური: 1-6 ჯარიმა: 13-17 თამაშგარე: 0-7 კარში დარტყმა: 10(7)-21(3) ბურთის ფლობა: 41%-59%

მაყურებელი: 40 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
რეალი მაინც გავა. ამაში დარწმუნებული ვარ. ჯოჯოხეთი ელის ვოლცბურგს მადრიდში. ასეც უნდა იყოს, რათა გულშემატკივარმა (ჩემსავით ნეიტრალურმა)ნახევარფინალებში ნახოს პლანეტის უძლიერესი გუნდების პაექრობა.
irakli-s
ირაკლი რატომ უნდა ჩაეთვალა ის გოლი მსაჯს?
irakli
მსაჯმა მართლა ყველაფერი არია პირველ 2 წუთში ჯერ გოლი არჩათვალა მერე პენლის ეპიზოდი იყო ბეილი რო წააქციეს რეალი დიდი ანგარიშით დაამარცხებს არაა ძლიერი ვოლფსბურგი უბრალოთ შტურმის თავი არქონდა რეალს და სწრაფ ბურთზე გააკეთეს აქცენტი რაც არ გამოუვიდათ და მერე ყველაფერი აირია
ბაიერნი
ერთი ნახეთ ჩანაწერი კენჭისყრის. რეალი რომ ვოლსბურგს შეხვდა,როგორ დაჯერებულად უხარია ქართველ კომენტატორს და ირონიით ლაპარაკობს გერმანულ კლუბზე. აი შედეგი......
ბ
დრაქსლერი არის სუპერვარსკვლავი, უბრალოდ ეგაა ვოლფსბურგში თამაშობს, ვანგა არ გეგონოთ, უბრალოდ მჯეროდა ამ ბიჭის და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ რეალი მაგას ვერ გააჩერებდა, ასე რომ ჩემთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. გაასწორა, ბარსას ფანი არ გეგონოთ!
lasha
საინტერესო თამაში იქნება მადრიდში
vavaaa, vavaaaa
მდაა, წააგეს, ჰმ კარგად მოიგეს.
გენო
ამ გუნდმა მოუგო ბარსელონას?!
rus-1983
მდააააა, ესეც "ჩვენი" რეალი.............
Choxa
Rato ar aqveynebt komentarebs
gio
ზიდანს ტრენერობის გამოცდილება აკლია ჯერ,მთელი ძალები ბარსელონასთან თამაშს შეალია,და ვოლსბურგის ცინააგმდეგ გამოვიდნენ ძაან დასუსტებულები და დაგლილები
Choxa
ასეთი მოგონილი პენალტის დანიშვმაში ვერ შეედავებოდი მსაჯს? ...
Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
რეალი-ვოლფსბურგი 3:0 - რონალდომ გერმანული კედელი დაშალა [VIDEO]
"ვარჯიშზე ხელი ვკარი და მაშინვე მწვრთნელებთან მივიდა, შემდეგ კი პირისპირ დავრჩით და..." - "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდოზე ისტორია გაიხსენა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
დიტერ ჰეკინგი: მადრიდს სიამაყის გრძნობით ვტოვებთ
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
რეალი-ვოლფსბურგის გამოხმაურება: ზიდანის საუკეთესო დღე
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"მესი თუ რონალდო?" - აზარმა არჩევანი გააკეთა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] რონალდოს 964-ე გოლი - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა!
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
"ვოლფსბურგმა" დიტერ ჰეკინგი დაითხოვა - რა ხდება "მგლების" ბუნაგში
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
რეალი VS ვოლფსბურგი - დიდი მატჩი და ცივი გონება
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
ევროპა. ტოპ-5 ლიგის ფაქტები და სტატისტიკა: ჟოზეს და პეპის დაცემები