”თავის მოტყუებაა ამაზე ლაპარაკი, რომ მესამე ადგილზე გავალთ და ეს იქნება კარგი შედეგი. არ იქნება კარგი შედეგი!”
საქართველოს ნაკრები და ქართული ფეხბურთის შიდა სამზარეულო - ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ცნობილ ქართველ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს, რომელიც ახალ სამწვრთნელო გამოწვევას ელის...

- თავდაპირველად საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელზე გკითხავთ...

- პირველი, რაც უნდა ვთქვა, ის არის, რომ ვლადიმირ ვაისს გამბედაობას შევუქებ. ყველა ვერ გაბედავდა და ვერ აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას. ეს რას ჰგავს, იცით? მანქანას საბურავი რომ აქვს დაშვებული, აუცილებლად რომ უნდა ჩაჯდე შიგ და არ იცი, სახლში ცოცხალი მიხვალ თუ არა...

რაც შეეხება ყაზახეთთან მატჩის შეფასებას, ეს პირველი თამაში იყო ახალი მწვრთნელის, თუმცა გარკვეულ ნიუანსებზე შეიძლება ლაპარაკი. ვაისმა აქცენტი შეტევაზე გააკეთა. საქართველოს ნაკრებმა პირველ ნომრად ითამაშა.

დავაკვირდეთ, როგორ ერთვებოდნენ ჩვენი ფლანგის მცველები შეტევაში. ჩემი აზრით, ლობჟანიძე და ნავალოვსკი წინ უფრო აქტიურები იყვნენ, ვიდრე უკან, დაცვით ფაზაში.

მეორე მომენტიც არის - გოლი სწორედ ფლანგიდან განვითარებული შეტევის შემდეგ მივიღეთ...

შეიცვალა ნაკრების ტაქტიკა. ჩვენ ვითამაშეთ ახალი, 4-4-1-1 სქემით, მაგრამ მე ვფიქრობ, არ უნდა დავივიწყოთ 3-5-2 სქემაც. მომავალშიც უნდა გამოვიყენოთ ის და ამავე დროს, დავხვეწოთ სხვა მოდელებიც.

არ შემიძლია, კიდევ ერთ საკითხს არ შევეხო - თავის მოტყუებაა ამაზე ლაპარაკი, რომ მესამე ადგილზე გავალთ და ეს იქნება კარგი შედეგი. არ იქნება კარგი შედეგი! ჩვენმა ნაკრებმა უნდა ითამაშოს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე, საქართველოს ჩემპიონმა კი - ჩემპიონთა ლიგაზე. აი, ეს იქნება კარგი შედეგი!

- მოსასმენად კარგია, მაგრამ გვაქვს კი საამისო რესურსი?

- დამიჯერეთ, გვაქვს. აი, წავიდეთ მე და თქვენ, მოვიაროთ საქართველოს საფეხბურთო კერები და აუცილებლად დაგიმტკიცებდით, რომ რესურსი გვაქვს. ამ ქვეყანას გენში აქვს ფეხბურთი. სხვას თუ ჰყავდა პელე, ჩვენ მიშა მესხი გვყავდა, ბორის პაიჭაძე გვყავდა, გივი ჩოხელი, დათო ყიფიანი, მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე...

შანსი არაა, ისინი კიდევ არ იბადებოდნენ და არ დაიბადონ მომავალში.

- მაშ, რა ხდება, ვერ ვამჩნევთ ამ ნიჭს?

- პრობლემა უფრო ღრმაა. დღეს თანდათან იდება ფული ქართულ ფეხბურთში. თუნდაც მეორე ლიგის გუნდში გამოჩნდა იმის ფული, რომ მშიერი არ გავიდეს ფეხბურთელი მინდორზე. ჩვენ ბავშვთა ფეხბურთს და შედარებით დაბალ ლიგებს უნდა მივხედოთ. აქედან უნდა წამოვიდნენ ტალანტები. ქართულ ფეხბურთს საბოლოოდ მაშინ ეშველება, როცა აღარ იქნება სიბინძურე, როცა აღარავინ დაიჩაგრება, როცა სუფთა იქნება ყველაფერი!

- თავისთავად, ეროვნული ჩემპიონატიც ძალიან დაბალი დონისაა...

- რა თქმა უნდა, ყველას გვინდა უკეთესი ჩემპიონატი. ეს ვრცელი თემაა და ახლა ამაზე ვრცლად ვერ ვილაპარაკებ... ალბათ, არის ხალხი, ვისაც ევალება ამ თემის ანალიზი. აი, თუ მეტყვიან - რეზო, დადე შენი დასკვნაო, ჩავიხედავ თითოეულ გუნდში და ვიტყვი ჩემს აზრს. ახლა მხოლოდ ზოგადი ლაპარაკი შემიძლია.

უნდა შეიქმნას, ერთი მხრივ, პროფესიონალთა შტაბი და, მეორე მხრივ, ისეთი ხალხის კრებული, ვისაც საზოგადოება იცნობს და აფასებს. ყველა სფეროს წარმომადგენლები უნდა გაერთიანდნენ აქ. უნდა დაიდოს ზუსტი დასკვნა იმისა, თუ რა გვჭირს. თუ არ გაიგე, რა გტკივა, ტკივილს როგორ გააჩერებ? უნდა გაკეთდეს სარევიზიო შტაბი, რომელიც ამ დასკვნას დადებს.

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ახლა პაუზაა. ხომ არ გაქვთ საინტერესო შეთავაზება?

- ძალიან კარგია, რომ შეეხეთ ამ თემას. ესე იგი, რეზო ძოძუაშვილი გახსოვთ. ავიღოთ ჩემი ბოლო გუნდი, ჩემი მშობლიური ქუთაისის "ტორპედო". კარგად იცით, რა ვითარება იყო იქ, როცა მწვრთნელად მივედი. გულშემატკივრებმა პირდაპირ მითხრეს - რეზო, ოღონდ გუნდი დატოვე უმაღლეს ლიგაში და ქუთაისში შენს ძეგლს დავდგამთო. დავტოვეთ კი არა, ძალიან კარგი შედეგიც ვაჩვენეთ. უკვე მეორე სეზონში ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ "ტორპედო" გასულიყო ევროთასებზე, მაგრამ... კლუბის ხელმძღვანელობამ სხვანაირად გადაწყვიტა.

მე ყველგან წავალ სამუშაოდ, ოღონდ არ წავალ აუტსაიდერ, უამბიციო გუნდში. დაუძახონ რეზო ძოძუაშვილს და დაავალონ, რომ გაიყვანოს გუნდი ჩემპიონთა ლიგაში და რეზო ძოძუაშვილი თავს მოიკლავს, ისე იმუშავებს.

რაც შეეხება ჩემს მშობლიურ ქუთაისს, მე ყველაფერი გავაკეთე იქ ფეხბურთისთვის. საკუთარ თავს ვეუბნები მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ იმავეს ფიქრობენ "ტორპედოს" ქომაგებიც. ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა და ზუსტად ვიცი, რომ მის გარეშე ვერ გავძლებ. მინდა, ჩემი გამოცდილება ქართულ ფეხბურთს მოვახმარო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zaza
ინტერვიუს სათაური და თვითონ ინტერვიუ სხვადასვხა ხომ არ არის???)))
guram
რაღა ვაისი მოყავდათ მწვრთნელად ძოძუაშვილი ვერ მოიყვანეს, გადავირიე რა გვეშველება აღარ ვიცი როდის დავაფასებთ ჩვენს ფეღბურთელებს
დათო
ბატონი რეზო უყოყმანოდ იკავებს თავის მიერ ჩამოთვლილ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ადგილს. კობიაშვილი უნდა ენდოს მას მიიწვიონ, რომელიმე გუნდში დარწმუნებული ვარ პირველ წელსვე დადებს შედეგს. გაიხარე ბატონო რევაზ.
გულშემატკივარი
სათაური "რევაზ ძოძუაშვილი: იცით, რას ჰგავს ვლადიმირ ვაისის საქციელი?.." ამ სათაურით თუ ვიმსჯელებთ მიხიჩას უნდა ეგინებინა ვაისისთვის, ხომ შეგეძლოთ დაგესათაურებინათ "მიხეილ ძოძუაშვილი - ვლადიმირ ვაისს გამბედაობას შევუქებ" ან "მიხეილ ძოძუაშვილი ვლადიმერ ვაისზე - ყველა ვერ გაბედავდა და ვერ აიღებდა ამხელა პასუხისმგებლობას".... მაგრამ არა, თქვენ სათაურშივე ნეგატივი უნდა დაწეროთ... სად ისწავლეთ ასე "კარგად" თქვენი საქმე?
Vano
არაფერი ეშველება ქართულ ფეხბურთს ვიდრე ბოლო დამატებით წუთზე მსაჯები პენალს გამოიგონებენ.
gogia
ვინც რეზოზე ცუდი რამე თქვას გული გაუპოს დანამა,დანამა დანამა დანამა(((
Imedo
Rezo dzodzuashvili namdvili profesionalia.mteli dge stadionze gaatarebs da avarjishebs yvelas vinc ki varjishs moindomebs da miyveba bolomde.rac sheexeba shecvlebs .6 tamashidan etyoba shesacvleli iyo is fexburteli.imitoma magari mwvrtneli rom kitxulobs tamashs da vinc shesacvlekia cvlis.
gizog
ლუის არაგონისი, რომ ეპანეთის ნაკრების მწვრთნელად დანიშნეს, დიდი იმედ გაცრუება იგრძნობოდა გულშემატკივართა და ქომაგებს შორის ამ 70 წელს გადაცილებულმა მოხუცმა რა უნდა გააკეთოსო. ყველას ახსოვს ეპანეთის მიერ ნათამაშები მატჩები, მათი ახალი სტილი. სწორედ მაშინ გახდნენ პირველად მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები.
gurami
რეზო პროფესიონალია!
kvaxa
რეზოს აწი მოგონებები ჰკითხეთ. რაღა დროს რეზოს ტრენერობაა. ისე ბორბალდაშვებული მანქანა უაზრო შედარებაა. აი რომ ეთქვა დანაღმული უფრო სწორი იქნებოდა.
gizog
ვეთანხმები ბატონ გლახუნას, ვისაც უკვე დაომტკიცებია საქმით, რომ რომ შეუძლია შექმნას ბრძოლისუნარიანი გუნდი და გაიყვანოს მაღალსარბიელზე, ვფიქრობ მათ უნდა ჰქონდეთ მეტი ნდობა, ამ შემთხვევაში მხედველობაში მყავს ბატონი რეზო. ფეხბურთელიც დიდი იყო მწვრთნელობაც კარგი შეუძლია.
nodari
ეს რაზე საუბრობს საერტოდ ქუტაის სტავკები ჰქონდა 3000დლარს იტხოვდა ნაკრებსჰი დზირიტადსჰი რომ გეტამასჰა ....
qutaiseli
და ხუთი წლის მერე პასუხისმგებელი ხარ რო ტორპედო ლიგაზე ითამაშებს მეტი არაა ჩემიმტერი.ისე 5 წელი კარგი იყო მომეწონა კარგად მოეწყობი კაი ფულსაც იშოვი და პასუხის მომთხოვიც და მომკითხავიც არავინ იქნება შედეგზე.ისე მერო საშუალება მქონდეს ამ კაცს ჩემ საფეხბურტო სკოლას ცავაბარებდი ეგეტი სელექციონერი დღეს ჩვენთან ფეხბურთში არავინ მეგულება რაშიც მაგარია მაგარია,
glaxuna
21-ე სუკუნის ქართველთა - პ რ ო ბ ლ ე მ ა, არაფროესიონაიზმი და პასუხისმგებლობის დაბალი ხარისხი ყველა სფეროს დაყველა მიმართულებით ! მიეცით ძოძუაშვილს საშუალო გუნდი მაინც,აცალეთ 3 წელი და ევროპულ თასებსე გაიყვანს უნდს!
kaxa
რას გავდა თორე დანიშნავდენ ხოიცი? ასეთ კაცს ვერ ვიყენებთ და ლიგაზე თამაში კი გვინდა. მიეცით შანსი ტორპედოში და დაუდექით გვერდით, მინიმუმ 5 წელი.
ქომაგი
კარგი რა რეზო, სირცხვილია გგონია დაავიწყდა ხალხს, ტორპედოს მწვრთნელობისას ზედიზედ 6 თამაშში პირველ ტაიმში რომ აკეთებდი შეცვლას და ასე ყომარობდი ტოტალიზატორზე? როცა ქართულ ფეხბურთში არსებულ სიბინძურეზე საუბრობ, საკუთარი ჩალიჩმეისტერობა რატომ გავიწყდება?
lakmusi
dzodzuaSvilo sad iyavi amden xans?? axlla turme nichi da mesame adgili ar ari kai shedegi qecbaias da sichanavas dros rato ar gqonda amxela tamasaaa sircxvili tqven sachiro roca iyavit daimalet da enas ver igebdit ras gavda nakrebi ..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა
რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა
საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე
რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ