ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ალექსანდრე მეტრეველი: "ჩირქს ნუ მომცხებენ"

ალექსანდრე მეტრეველი: "ჩირქს ნუ მომცხებენ"

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე აწ უკვე დანგრეული კორტების გამო სკანდალი მწიფდება
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე აწ უკვე დანგრეული საჩოგბურთო კორტების გამო შესაძლოა სკანდალი დაიწყოს. ეს ტერიტორია რამდენჯერმე გაიყიდა. გავრცელებული ინფორმაციით, კორტები თავდაპირველად კერძო პირებმა შეისყიდეს, სამიოდე წლის წინ კი ობიექტი აქციონერებისგან დავით კოდუამ გამოისყიდა, მაგრამ, როგორც ამბობენ, ქონება მასაც გააყიდინეს(?!).

ამ ტერიტორიაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელით იურიდიული მომსახურების ცენტრი შენდება. დავით კოდუასთან ვაჭრობის დროს ზოგიერთმა აქციონერმა მაქინაციებს მიმართა, მსხვერპლი კი ჩოგბურთში ევროპისა და საბჭოთა კავშირის მრავალგზის ჩემპიონი ალექსანდრე მეტრეველი გახდა:

"ხმა გაავრცელეს, თითქოს აქციონერებს შორის პირველი მე დავთანხმდი კორტების გაყიდვას და ამის შემდეგ დაუთმიათ სააქციო წილები სხვებს. ჩანს, ის არ კმარა, რომ ქართული ჩოგბურთი დაასამარეს, ახლა მეც იმავეს მიპირებენ. ამიტომაც ვთხოვ "კვირის პალიტრას" ქართული საზოგადოებისთვის მათქმევინოს, რომ მე, ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი, მთელი სიცოცხლე ვცდილობდი და ვცდილობ, ვიყო ღირსეული ადამიანი. ასეთივე სულისკვეთებით აღვზარდე ორი ვაჟი და არასოდეს გამომიყენებია ვინმეს სახელი ბოროტად. ამიტომაც ვითხოვ, დაუმსახურებლად ჩირქს ნუ მცხებენ."

მეტრეველების ოჯახის განმარტებით, სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩოგბურთელის ვაჟმა და ამავე დროს კოლეგა აკა მეტრეველმა ერთ-ერთი ტელეარხით გამოსვლისას თქვა, ჩოგბურთის კორტების გაყიდვა საბოლოოდ ჩაკლავს საქართველოში ჩოგბურთის აღორძინების იმედსო.

აკა მეტრეველი: "მეორე დღესვე მომივიდა ხმა, განაწყენებულ დავით კოდუას უთქვამს, მეტრეველებმა ამხელა ფული აიღეს, შევთანხმდით, რომ იქ კორტები აღარ აშენდებოდა და ახლა რაღაზე სწყდებათ გულიო. ვიცი, რომ მამამ, როგორც აქციონერმა (დაახლოებით აქციების 12%-ს ფლობდა), ამ ვაჭრობიდან მხოლოდ თავისი წილი აქციების ღირებულება აიღო - 30.000 დოლარი. სწორედ ასე გვითხრა ჩვენი ოჯახის ნდობით აღჭურვილმა პირმა თენგიზ გელეიშვილმა (ჩემი უფროსი ძმის სიმამრი, როგორც ოჯახის ნათესავი და ერთ-ერთი აქციონერი, იურიდიულად იყო ნდობით აღჭურვილი პირი), წესითა და კანონით ეს გეკუთვნოდათო. გამიკვირდა, რადგან ოჯახში ერთმანეთისთვის დამალული არაფერი გვაქვს. სასწრაფოდ დავურეკე მამას უცხოეთში და..."

ალექსანდრე მეტრეველი: "აკას ზარმა გამაოგნა, რას ამბობ, რა თანხა-მეთქი. სასწრაფოდ ჩამოვედი თბილისში და შევხვდი დავით კოდუას. როგორც მითხრა, ჩემი სახელით მისთვის დიდი თანხა მოუთხოვიათ, ოდენობაც ვერ დავაზუსტე, ხან მილიონი ითქვა, ხან 800.000, ხან უფრო ნაკლები... ამ ამბავმა თავზარი დამცა. მომატყუეს მე და ჩემი სახელით მოატყუეს კოდუაც.

კორტების გაყიდვის ამბავი თავიდანაც ნათესავმა მაცნობა, მითხრა, გაიყიდა და შენი წილი აქციების დაკავებას აზრი არ აქვსო. მეც დავთანხმდი. თუმცა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ამას არ დავუშვებდი. ეს იყო ისტორიული ობიექტი, აქ დავიწყე კარიერა როგორც ჩოგბურთელმა. ამ კორტებსა და ქართული ჩოგბურთის ისტორიაზე ფილმიც გადავიღეთ.

კოდუასთან შეხვედრის შემდეგ ჩემს ნათესავ თენგიზ გელეიშვილს ვთხოვე, აეხსნა, რა მოხდა და სად წავიდა ფული. როგორც მითხრა, დავით კოდუასთან მოლაპარაკებისას ჩემი სახელი არავის უხსენებია, მაგრამ თავად მეორე პარტნიორ, ბიზნესმენ გურამ სვანიძესთან ერთად მართლაც აუღია დიდი ფული. ეს თანხა გურამს სჭირდებოდა, თქვენ კი ყველას თქვენ-თქვენი წილი მოგეცითო (!), მითხრა. არადა, წესით, თანხა სააქციო წილების მიხედვით უნდა განაწილებულიყო. მტკივნეულია, რომ ასეთ მაქინაციაში ჩემი ოჯახის წევრია გახვეული. დავით კოდუას რომ ვუთხარი, მხოლოდ 30.000 დოლარი მომიტანეს-მეთქი, გაოცდა, 35 ათასი მარტო იმას მივეცი, ვისაც 1 პროცენტი აქცია ჰქონდაო".

დავით კოდუა: "მე, როგორც კერძო პირმა, გამოვისყიდე "დინამოს" კორტები და მისი მიმდებარე ტერიტორია. ხმას ავრცელებენ, თითქოს მომატყუეს. არავის მოვუტყუებივარ. ტერიტორიის შესყიდვა სააქციო საზოგადოებისგან, აქციონერებისგან დავიწყე. ერთნაირი წილების მფლობელნი ჯგუფებად გაერთიანდნენ. ჯგუფს, რომელშიც ალექსანდრე მეტრეველი იყო, მისი მძახალი თენგიზ გელეიშვილი ხელმძღვანელობდა. ის მოდიოდა მოლაპარაკებაზე. მითხრა, მხოლოდ ალექსანდრეს 150.000 დოლარი უნდაო. იმ კაცს პატივს ვცემ და რახან მისი ნდობით აღჭურვილი პირი მელაპარაკებოდა, გადავუხადე. კორტებში სულ 14 მილიონი დოლარი გადავიხადე, გელეიშვილს კი მისი ჯგუფის აქციონერებისთვის, მგონი, მილიონ შვიდასი ათასი მივეცი. ოდენობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ეს თანხა უნდა იყოს.

ამის შემდეგ თითქოს ისევ მეტრეველები განაწყენებულან, ჩოგბურთის კორტებს რატომ აუქმებენო. მე ის ტერიტორია იმ პირობით არ მიყიდია, რომ აუცილებლად კორტებს გავაკეთებდი. ამიტომაც თავად არც ამ პირობით გამიყიდია.

თუ არ სურდათ კორტების გაუქმება, ჩემთვის 14 მილიონად კი არა, ბევრად ნაკლებად უნდა მოეყიდათ ტერიტორია და გაკეთდებოდა კორტებიც.

ჩემი გაკეთებულია გადახურული კორტები ბავშვებისთვის, მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს. იქიდან ერთი თეთრიც არ ამიღია. ჩემი შვილებიც იქ დადიან. დასანანია, რომ ინვესტორებთან მოლაპარაკებები ჩაიშალა, თორემ უნდა გამეკეთებინა სასტუმრო კომპლექსი, გასართობი ცენტრი, კაფეეები, ტყე-პარკი, შემიძლია ეს ყველაფერი ოფიციალური პროექტის სახით წარმოგიდგინოთ. პროექტს ვეღარ ვახორციელებდი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შემომთავაზა, მიმეყიდა მისთვის უფრო ნაკლებ ფასად. მივყიდე(?!). ვიმეორებ, თენგიზ გელეიშვილის წინადადებას იმიტომაც დავთანხმდი ულაპარაკოდ, რომ ალექსანდრე მეტრეველს დიდ პატივს ვცემ".

"კვირის პალიტრა" თენგიზ გელეიშვილსაც დაუკავშირდა, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც მოკლე ტექსტურ შეტყობინებას.

ეკა ლომიძე

"კვირის პალიტრა"

თრილერი ცინცინატიზე - საბალენკამ რადუკანუ დაამარცხა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

სინერმა უიმბლდონზე ალკარასის დომინაცია დაასრულა - იანიკმა მეოთხე დიდი სლემის ტიტული მოიგო

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა