საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ყაზახურ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, რომელიც 7 აპრილს ალმათის "ქაირათის" მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა, ყაზახურ გუნდში პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა და ინტერვიუც მისცა.

ოფიციალურად: კახა ცხადაძე ალმათის "ქაირათის" მთავარი მწვრთნელია!

47 წლის ქართველი სპეციალისტი, რომელსაც სამწვრთნელო შტაბში გიორგი ჩიხრაძე და მილოშ იევტიჩი ჰყავს, "ქაირათის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე სადებიუტო მატჩს 9 აპრილს, სტუმრად "ატირაუსთან" ჩაატარებს.

კახა ცხადაძის წვრთნის ფოტო და მასთან ინტერვიუ "ქაირათის" ოფიციალურმა საიტმა გამოაქვეყნა.

- ძალიან ამბიციურ კლუბში მოვედი. "ქაირათს", უბრალოდ, ბრწყინვალე ინსფრასტრუქტურა აქვს. მსგავსი პირობები, სიმართლე გითხრათ, იშვიათად მინახავს.

ბუნებრივია, ამბიციებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, მაღალი შედეგები უნდა ვაჩვენოთ. ეს გათავისებული გვაქვს, გუნდი მუდამ იბრძვის ჩემპიონობისა და თასისთვის. ამასთან, დავალებული გვაქვს ევროპული წარმატების გამეორება და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლების მოპოვება.

კალენდარი საკმაოდ დატვირთულია. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ იოლი საქმე არ მელოდა. გვყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ რაოდენ მაღალი დონისანიც არ უნდა იყვნენ, მოთამაშეებს ყოველთვის სჭირდებათ დრო, რათა ახალი მწვრთნელის სათამაშო ფილოსოფიას, მის მენტალიტეტსა და ხასიათს ალღო აუღონ.

სულ ორი ვარჯიში ჩავატარეთ, ხვალ კი კალენდარული მატჩი გველის. რა თქმა უნდა, სირთულეები იქნება, მაგრამ ყველა ფეხბურთელი ცდილობს, გაიგოს და შეასრულოს ის, რასაც მისგან ითხოვენ. ვფიქრობ, ძალიან მალე გვექნება კარგი ურთიერთგაგება.

ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელთა კარგი გუნდის ყოლა. აქ კარგი შტაბი შეიკრიბა, ბრწყინვალე ექიმი, ანალიტიკოსით, რომელიც შეისწავლის როგორც მეტოქეს, ისე ჩვენს თამაშს. გვექნება სრული ინფორმაცია. მიმაჩნია, რომ შტაბი წარმატების საწინდარია.

- რამდენად კარგად იცნობთ უახლოეს მეტოქეს?

- "ატირაუს" რამდენიმე თამაში ვნახეთ. გუნდზე შარშანდელ ინფორმაციასაც გავეცნობით. იქ შემადგენლობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, თუმცა მწვრთნელი იგივე დარჩა. ვნახავთ მატჩებს და დასკნებსაც გავაკეთებთ.

tngh
დღეს მსოფლიო დონის ქართველი ფეხბურტელის ალექსანდრე ჩივაძის დაბადების დღეა!!! ვულოცავ!!!
mmm
კონტრაქტი ბევრად უკეთესი ვიდრე ნაკრებში
jeje
კონტრაქტზე არაფერი თქვა ხომ კაია?
გაგა
ika-ს. გამართლება არა აქვს, მაგრამ ყაზახეთმა მხოლოდ ბოლო, აპრილის თვის რეიტინგების გამოქვეყნების შემდეგ გაგვისწრო. ასე რომ თუ წერ, ჯობია სიმართლე დაწერო. ამათ კიდე მიჯირყვნა უნდა!!! ისედაც.....
სადიხ
....კახას კი წარმატებებს უსურვებ, რაშიც ავსოლიტურად დარწმუნებული ვარ. თქვენ რა გეშველებათ, თქვენ, ქართველებბს, თქვენი საცოდავი ნაკრებით და დაღმავლობისაკენ მიმავალი ახალი მწვრთნელით!!
ika
წარმატებები კლუბის დონეზე ყაზახეტმა დიდი ხნის უკან გაგვასწრო )))
ffff
ჰა ფულის წინასწარ აღება არ დაგავიწყდეს!!
Gocha Juve
კახას წარმატებებს ვუსურვებ!
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
კახა ცხადაძე: საბოლოო ჯამში, გამოცდილება არ გვეყო
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგის თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ვლადიმირ ვაისი სამუშაოდ ყაზახეთში ბრუნდება?
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
კახა ცხადაძე: არის ერთი დიდი პრობლემა - საბჭოთა მენტალიტეტი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ალმათის "ქაირათი": ჩვენ ვლადიმირ ვაისს არც განვიხილავთ და არც ველაპარაკებით
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
[დღის თემა] კახა ცხადაძე "ქაირათს" ჩაიბარებს
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
გვინდოდა გამარჯვება, მაგრამ... - ცხადაძის კომენტარი "შკენდერბეუსთან" მატჩის შემდეგ