კლაუდიო მარკიზიო მძიმედ დაშავდა
* სიმონე ინძაგის ხელმძღვანელობით, "ლაციოს" 100%-იანი შედეგი აქვს.

* "მილანის" თავკაცის პოსტზე წარმატებული დებიუტი ჰქონდა კრისტიან ბროკის.

* კლაუდიო მარკიზიომ მძიმე ტრავმა მიიღო და ევრო 2016-ის გამოტოვება მოუწევს.

სერია A-ს მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, "იუვენტუსი" კი უახლოეს მდევარს 9 ქულით უსწრებს. ტურინული გრანდი ზედიზედ მე-5 სკუდეტოს უახლოვდება.

"ნაპოლი" გატყდა, "ინტერი" არ ნებდება

უდინეში განცდილი მარცხი და გონსალო იგუაინის 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია "ნაპოლისთვის" მძიმე დარტყმა გამოდგა. მაურიციო სარის გუნდმა ვეღარ გაუქაჩა "იუვენტუსს", კიდევ ერთი მატჩი დათმო და ცხადია, რომ ვეღარ შეწვდება პირველ ადგილს.

შესაბამისად, ნეაპოლელთა მთავარი საზრუნავი მეორე ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურს საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე იძლევა. სკუდეტოს ვერ შეედრება, მაგრამ მისია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან "ნაპოლის" უკვე წამტვრეული აქვს ცხვირი ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე და თანაც, არაერთხელ.

ტურის ცენტრალური მატჩი მილანში გაიმართა, სადაც "ინტერმა" სწორედ "ნაპოლის" უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი მიართვა მეტოქეს. პირველი გოლი მაურო იკარდის ანგარიშზეა, რომელმაც გარი მედელის შესანიშნავი პასის შემდეგ, ოსტატურად ჩამოიღო ბურთი და მეორე შეხებით ნეაპოლელთა კარში გადაგზავნა.

მეორე გოლი მარსელო ბროზოვიჩის ანგარიშზეა, რომელიც ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა. მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა და "ინტერმა" მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში, "ნაპოლი" კი ხელმოცარული დარჩა და საჩემპიონო რბოლას, პრაქტიკულად, ჩამოშორდა. მატჩის შემდეგ კომენტარები მხოლოდ მილანელებმა გააკეთეს...

რობერტო მანჩინი (ინტერი): "ყველამ კარგად ითამაშა და ამიტომ არავის გამორჩევა არ მინდა, გამარჯვება კი აშკარად დავიმსახურეთ. სტევან იოვეტიჩს და მაურო იკარდის განსხვავებული ძლიერი მხარეები აქვთ და ამიტომ მოედანზე ერთმანეთს ავსებენ. მოვხვდებით თუ არა ჩემპიონთა ლიგის ზონაში? - არა მგონია, რომ ამის შანსი დიდი იყოს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, შედეგი კი ჩემპიონატის ბოლოს გამოჩნდება".

მაურო იკარდი (ინტერი): "შესაძლოა, ეს იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. იანვარში ჩავარდნა გვქონდა და ბევრი ქულა დავკარგეთ - ის კრიზისი რომ აგვეცილებინა თავიდან, არათუ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის, სკუდეტოსთვის ვიბრძოლებდით. ძლიერი გუნდი გვყავს და განვლილმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. დარწმუნებული ვარ, რომაელები უყურებდნენ ჩვენს თამაშს და ისინი უთუოდ გრძნობენ დაწოლას. ვნახოთ, ვის დარჩება მესამე ადგილი".

იხილეთ ვიდეო

"იუვემ" "პალერმოს" გადაურბინა

როგორც მოსალოდნელი იყო, "იუვენტუსმა" "პალერმოს" გადაურბინა და მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ტურინელთა ანგარიშზე 4 უპასუხო გოლია, თითო შედეგიანი დარტყმა კი სამი ხედირამ, პოლ პოგბამ, ხუან კუადრადომ და სიმონე პადოინმა მიითვალეს აქტივში. "იუვემ" მთელი 9 ქულით გაასწრო "ნაპოლის" და სასწაული უნდა მოხდეს, რომ ეს უპირატესობა გაანიავოს.

მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ტურინელებს ერთი იმდენი გოლის გატანა შეეძლოთ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. "იუვენტუსისთვის" და მეტადრე იტალიის ნაკრებისთვის ერთი ცუდი ამბავიც მოხდა - კლაუდიო მარკიზიო დაშავდა და ბოლო ინფორმაციით, მას ჯვარედინი მყესი აქვს გაწყვეტილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.

იხილეთ ვიდეო

გოლების წვიმა ბერგამოში

რუდი გარსიადან მოყოლებული, "რომას" მთავარი პრობლემა დაცვითი ხაზია და ბერგამოში გამართულმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. "ჯალოროსიმ" 3 გოლი გაუტანა მეტოქეს, მაგრამ ამდენივე გაუშვა და შესაბამისად, ქულას დასჯერდა.

თამაში მართლაც კარგი სანახავი გამოდგა - რომაელები ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა თავი გამოიდეს, ჯერ გაათანაბრეს ანგარიში და შემდეგ სულაც წინ გავიდნენ.

მარკო ბორიელო ყოფილა ცოცხალი, რომელმაც არც მეტი, არც ნაკლები, დუბლი შეასრულა და ყოფილ გუნდს სისხლი გაუშრო. "რომა" მარცხისგან ფრანჩესკო ტოტიმ იხსნა, რომელიც დანიელე დე როსის ნაცვლად ჩაერთო თამაშში და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გამათანაბრებელი გოლი შეაგდო.

საბოლოოდ, 3:3, რომლითაც რომაელები ნამდვილად ვერ იქნებიან კმაყოფილნი - ერთი, რომ "ნაპოლისთან" მიახლოების შანსი გაუშვეს ხელიდან და მეორე, "ინტერს" მისცეს ფორის შემცირების საშუალება. მოკლედ, "რომასთვის" წარუმატებელი ტური იყო, თვითონ თამაშს კი ნამდვილად არაფერი დაეწუნებოდა. მატჩის შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ შეგირდები გააკრიტიკა:

"დაცვაში ძალიან ცუდად ვითამაშეთ და აშკარაა, რომ ამ კომპონენტზე ბევრი სამუშაო გვაქვს. თამაშში ბალანსი ვერ ვიპოვეთ, ფეხბურთელები კი პერიოდულად კონცენტრაციას კარგავდნენ, რაც დაუშვებელია. ბევრი ინდივიდუალური შეცდომა დავუშვით, რასაც ჩვენს კართან სახიფათო მომენტები მოჰყვა. რბილად რომ ვთქვათ, ეს არ იყო ჩვენი საუკეთესო თამაში, თუმცა იმედი მაქვს, რომ ხარვეზებს მომდევნო შეხვედრაში გამოვასწორებთ".

იხილეთ ვიდეო

XXXIII ტური

16 აპრილი

ბოლონია-ტორინო 0:1

გოლი: 0:1 ბელოტი (90-პენ.)

ბოლონია (4-3-3): მირანტე - ოიკონომუ, როსეტინი, მაიეტა, კონსტანტი (60. მაზინა) - ტაიდერი (81. ბრიგი), დიავარა, ბრიენცა - ჯაკერინი, რიცო (46. ცუნიგა), ფლოკარი

ტორინო (3-5-2): პადელი - ბოვო, გლიკი, მორეტი - პერესი, ბაზელი, ვივესი (70. გაცი), ობი (80. ფარნერუდი), მოლონარო - მარტინესი, ბელოტი

გაფრთხილება: მირანტე, როსეტინი, ბრუენცა, მაზინა - ბოვო

კუთხური: 4-3; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-6 (1-3); ბურთის ფლობა: 53%-47%.

მაყურებელი: 20 000

კარპი-ჯენოა 4:1

გოლები: 0:1 პავოლეტი (34), 1:1 დი გაუდიო (45), 2:1 ლოლო (45), 3:1 პაშუტი (49), 4:1 საბელი (85)

კარპი (4-4-1-1): ბელეჩი - ლეტიცია, რომანიოლი, პოლი, გალიოლო - პაშუტი, ბიანკო, კოფიე (79. კრიმი), დი გაუდიო (61. საბელი) - ლოლო (52. ლაზანია) - მბაკოგუ

ჯენოა (3-5-2): ლამანა - იძო, დე მაიო, მარკეზე (76. კაპელი) - ანსალდი, პანაიოტისი, ჯემაილი, რიგონი (46. ფლამოცი), ლაქსალტი - ჩერჩი (46. ლაზოვიჩი), პავოლეტი

გაფრთხილება: პოლი, გალიოლო, ლოლო, მბაკოგუ (კარპი)

გაძევება: იძო (45. ჯენოა)

კუთხური: 3-7; ჯარიმა: 17-22; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 15-9 (10-3); ბურთის ფლობა: 49%-51%.

მაყურებელი: 10 000

ინტერი-ნაპოლი 2:0

გოლები: 1:0 იკარდი (4), 2:0 ბროზოვიჩი (44)

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, მურილიო, მირანდა, ნაგატომო - მედელი, კონდოგბია (68. ბიაბიანი) - ბროზოვიჩი, იოვეტიჩი (77. მელო), პერიშიჩი - იკარდი (88. პალასიო)

ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი (50. გულამი) - ალანი, ჟორჟინიო (77. ელ ქადური), ჰამშიკი - ინსინიე (51. მერტენსი), კალეხონი, გაბიადინი

გაფრთხილება: ნაგატომო, მურილიო, პერიშიჩი, კონდოგბია - ალბიოლი, ჟორჟინიო, მერტენსი

კუთხური: 6-6; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 6-9 (4-2); ბურთის ფლობა: 36%-64%.

მაყურებელი: 60 000

17 აპრილი

ატალანტა-რომა 3:3

გოლები: 0:1 დინე (23), 0:2 ნაინგოლანი (27), 1:2 დალესანდრო (33), 2:2 ბორიელო (37), 3:2 ბორიელო (50), 3:3 ტოტი (85)

ატალანტა (4-3-3): სპორტიელო - მაზიელო, პალეტა, ტოლოი, დრამე - ფრეულერი, მილიაჩო, კურტიჩი - დალესანდრო (75. რაიმონდი), გომესი (90. ბრივიო), ბორიელო (84. პინილია)

რომა (4-3-1-2): სჩესნი - რუდიგერი, მანოლასი, ზუკანოვიჩი (54. ელ შაარავი), დინე (33. ემერსონი) - ფლორენცი, დე როსი (78. ტოტი), ნაინგოლანი - პეროტი - სალაჰი, ჯეკო

გაფრთხილება: მაზიელო, კურტიჩი, ბორიელო, რაიმონდი - ზუკანოვიჩი, მანოლასი, დე როსი, ჯეკო

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 12-8; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9-14 (3-7); ბურთის ფლობა: 39%-61%.

მაყურებელი: 20 000

ფიორენტინა-სასუოლო 3:1

გოლები: 1:0 გონსალო (10), 1:1 ბერარდი (55), 2:1 ილიჩიჩი (57), 3:1 კონსილი (83-პენ.)

ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო, რონკალია, ალონსო - ვესინო, ბადელი - ტელიო (70. ბერნარდესკი), ილიჩიჩი (77. სარატე), ბორხა ვალერო (88. ბლაშიკოვსკი) - კალინიჩი

სასუოლო (4-3-3): კონსილი - ვრსალკო (73. ადაპონგი), აჩერბი, კანავარო, პელუზო - პელეგრინი (76. ფალჩინელი), მანიანელი, დანკანი - პოლიტანო (69. სანსონე), ბერარდი, დეფრელი

გაფრთხილება: ტელიო - პელუზო, ვრსალკო, ბერარდი

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 17-14; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 12-7 (6-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.

მაყურებელი: 28 000

ვერონა-ფროზინონე 1:2

გოლები: 0:1 რუსო (15), 1:1 ბიანკეტი (64), 1:2 ფრარა (90)

ვერონა (4-2-3-1): გოლინი - პიზანო, ბიანკეტი, ჰელანდერი (21. მორასი), ალბერტაცი (80. ვსზოლეკი) - ვივიანი, იონიცა - იანკოვიჩი (46. პაცინი), ტალები, ემანუელსონი - ტონი

ფროზინონე (4-3-3): ლეალი - როზი, რუსო, პრუმა, კრიველო - გუჩერი (86. სოდიმო), გორი (71. კარლინი), ფრარა - კრაგლი (46. ჩიბსა), პაგანინი, დ. ჩოფანი

გაფრთხილება: ბიანკეტი, ვივიანი, ტონი - კრიველო, ფრარა, პაგანინი

კუთხური: 4-5; ჯარიმა: 23-22; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-8 (5-2); ბურთის ფლობა: 57%-43%.

მაყურებელი: 22 000

იუვენტუსი-პალერმო 4:0

გოლები: 1:0 ხედირა (10), 2:0 პოგბა (71), 3:0 კუადრადო (74), 4:0 პადოინი (90)

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, რუგანი - კუადრადო, ხედირა (78. პადოინი), მარკიზიო (16. ლემინა), პოგბა, ევრა - დიბალა (68. მორატა), მანჯუკიჩი

პალერმო (3-5-2): სორენტინო - გოლდანიგა (73. ლა გუმინა), გონსალესი, ანდელკოვიჩი - რისპოლი, ჰილემარკი, მატო (59. ბრუგმანი), ჩოჩევი, ლაზაარი - ვასკესი, ტრაიკოვსკი

გაფრთხილება: ბარძალი, მორატა - გონსალესი, გოლდანიგა, ჰილემარკი

კუთხური: 9-5; ჯარიმა: 14-18; თამაშგარე: 0-0; კარში დარტყმა: 14-8 (6-4); ბურთის ფლობა: 63%-37%.

მაყურებელი: 40 000

უდინეზე-კიევო 0:0

უდინეზე (3-5-2): კარნეზისი - ვაგუე, დანილო, ფელიპე - ვიდმერი, კუზმანოვიჩი, ბადუ (51. ალფრედსონი), ფერნანდესი (89. ერტო), პასკუალე (56. ალი ადნანი) - საპატა, ტერო

კიევო (4-3-1-2): ბიძარი - კაჩატორე, გამბერინი (75. სპოლი), ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (69. პეპე) - მეჯორინი, ინგლეზე (64. ფლორო ფლორესი)

გაფრთხილება: კუზმანოვიჩი, ფერნანდესი - ცეზარი, კაჩატორე, რადოვანოვიჩი

გაძევება: ფელიპე (77) - მეჯორინი (85)

კუთხური: 4-2; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 11-4 (4-2); ბურთის ფლობა: 46%-54%.

მაყურებელი: 16 000

ლაციო-ემპოლი 2:0

გოლები: 1:0 კანდრევა (6-პენ.), 2:0 ონაზი (44)

ლაციო (4-3-3): მარკეტი - პატრიჩი (84. ბასტა), ჯენტილეტი, ჰოედტი, ლულიჩი - პაროლო, ბილია, ონაზი - კანდრევა, კეიტა (63. ანდერსონი), კლოზე (71. ჯორჯევიჩი)

ემპოლი (4-3-1-2): პელაგოტი - ლაურინი (19. ბიტანტე), კოშიჩი, კოსტა, მარიო რუი - ბუჩელი, პარედესი (68. ჰადჯი), კროჩე - საპონარა - პიუ (59. მჭედლიძე), პუჩარელი

გაფრთხილება: ბილია, პაროლო, კეიტა - კოშიჩი, მჭედლიძე

კუთხური: 5-2; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-4 (6-1); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 35 000

სამპდორია-მილანი 0:1

გოლი: 0:1 ბაკა (71)

სამპდორია (3-4-3): ვივიანო - დიაკიტე, სილვესტრი, კასანი - დე სილვესტრი, ფერნანდო, კრსტიჩიჩი (66.Bბარეტო), დოდო - სორიანო (81. მურიელი), ალვარესი (56. კორეა), კვალიარელა

მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი - ბერტოლაჩი (54. პოლი), კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა (88. ბოატენგი) - ბალოტელი, ბაკა (81. მენეზი)

გაფრთხილება: კრსტიჩიჩი, ფერნანდო, დე სილვესტრი - პოლი, კუცკა

კუთხური: 5-7; ჯარიმა: 16-15; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 6-10 (3-3); ბურთის ფლობა: 43%-57%.

მაყურებელი: 21 000

იხილეთ ვიდეო

ბომბარდირები: 30 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 15 - კარლოს ბაკა (მილანი), მაურო იკარდი (ინტერი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა).

მომდევნო ტური

19 აპრილი:

ნაპოლი-ბოლონია

20 აპრილი:

სასუოლო-სამპდორია, პალერმო-ატალანტა, უდინეზე-ფიორენტინა, კიევო-ფროზინონე, ემპოლი-ვერონა, ჯენოა-ინტერი, იუვენტუსი-ლაციო, რომა-ტორინო

21 აპრილი:

მილანი-კარპი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
ოფიციალურად: სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ნაპოლიმ" ელმასი დაიბრუნა
ინტერესი დიდია, კონკრეტული ქმედება მხოლოდ ამ 2 გუნდს აქვს - გოგლიჩიძის კარიერის გაგრძელების ვარიანტები
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"ნა***რო ციგანო, დაცვა სიკვდილისგან ვერ გიხსნის" - სერბს ემუქრებიან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ფიორენტინამ" "ინტერს" 101-ე წუთზე გაუთანაბრა ანგარიში - 3:3 [VIDEO]
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
უკვე არაიტალიური ვარიანტი - გოგლიჩიძემ შეიძლება კარიერა სხვა ქვეყანაში გააგრძელოს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ნაპოლიში" კვარაცხელიას ეს ფენომენი შეცვლის" - ანტონიო კასანო
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
"ფიორენტინამ" თასის 1/4 ფინალში "რომა" გაანადგურა - 7:1 [VIDEO]
ოფიციალურად - საბა გოგლიჩიძე "უდინეზეს" ფეხბურთელია
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ნკუნკუს შემდეგ აკანჯიც? - "მილანი" ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს
"არსენალი" სერბის სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
Gazzetta dello Sport: მამარდაშვილი "იუვენტუსის" პრიორიტეტი აღარაა
"მილანის" ნახევარმცველი იჯარის წესით ზაგრების "დინამოში" ითამაშებს
არგენტინის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 33 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
მოურინიო "იუვესთან" წაგების მერე: ბრწყინვალედ ვითამაშეთ! [VIDEO]
ჯეიდონ სანჩო "რომაში" გადასვლასთან ახლოსაა
ფინანსური რესურსები აქვთ და მიქაუტაძის დამატება სურთ - ქართველი "რომას" შემდეგ იტალიაში კიდევ ერთ გუნდს დაუკავშირეს
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? - მისი შეძენის სურვილი "რომას" აქვს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
"იუვე" 4 ფეხბურთელს იტალიის ნაკრების შემტევის სანაცვლოდ ჩამოდის
ანგისას გოლი 90+5-ე წუთზე - "ნაპოლიმ" "კალიარის" სძლია
ჰოილუნი "ნაპოლის" უახლოვდება - "პარტენოპეი" ფეხბურთელის დაყოლიებას ცდილობს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ჰოილუნი უკვე ნეაპოლში და დღეს "ნაპოლის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება
სერია A. XVII ტური: "მილანი" დამარცხდა და გატუზოს წყალი შეუდგა [VIDEO]
"ფიორენტინას" ამერიკელი მილიარდელი ყიდულობს
პსჟ-ს ახალი იტალიელი მეკარე ჰყავს
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
გადაწყდა - გოგლიჩიძე კარიერას "უდინეზეში" გააგრძელებს
„სპორტი ჩვენთვის იდენტობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს“ — იტალიის ელჩი თბილისში „მილანის“ საფეხბურთო ბანაკის დაწყებას ეხმაურება
ბოლო დეტალები თანხმდება - ჰოილუნი კარიერას "ნაპოლიში" განაგრძობს
გოგლიჩიძის ტრანსფერის დეტალები - რა თანხას გამოიმუშავებს და რამდენ წლიან კონტრაქტს გააფორმებს ქართველი მცველი "უდინეზესთან"
თუ ლეონი წავა - გოგლიჩიძე სერია A-ს კლუბისთვის პრიორიტეტული იქნება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი