საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური

შეხვედრა საინტერესო და კარგი საცქერი გამოდგა. განსაკუთრებით დრამატული მატჩის ბოლო 15 წუთი აღმოჩნდა და სამივე გოლიც სწორედ დროის ამ მონაკვეთში გავიდა. "სამტრედია" მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მომენტს მომენტზე ქმნიდა, მაგრამ გიორგი ნადირაძის კარის დალაშქვრას ვერა და ვერ ახერხებდა.

ეგ კი არა, თავადვე აღმოჩნდა მდევრის როლში, მაგრამ არ დანებდა, მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლა და მატჩის მიწურულს გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა...

"სამტრედიამ" შეხვედრა თავიდანვე აქტიურად დაიწყო და საწყის წუთებში სამჯერ დაემუქრა სტუმართა კარს. ბუდუ ზივზივაძისა და გიორგი მჭედლიშვილის სახიფათო დარტყმები მცირედით ასცდა "ცხინვალის" კარს. მომდევნო ეპიზოდისას ზივზივაძე მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ დააყოვნა და მცველებმა მდგომარეობა განმუხტეს.

საწყისი მღელვარების შემდეგ "ცხინვალიც" გააქტიურდა და თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა სცადა, მაგრამ მასპინძლები დაცვაში ყურადღებით თამაშობდნენ და კახა კაჭარავას შეგირდებს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ.

ცხინვალელებმა ორჯერ შორეული დარტყმით სცადეს სამტრედიელთა დამწუხრება, მაგრამ გიგა ბეჭვაიასა და ნიკოლოზ გაბრიჩიძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. აი, საპასუხო შეტევაში კი ზივზივაძეს შეეძლო იმერლების დაწინაურება - სამტრედიელთა ფორვარდი კვლავ მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა და ნადირაძეს ბურთი თავზეც გადაუგდო, მაგრამ... კარს მცირედით ააცილა.

გია ცეცაძის ბიჭებმა მარწუხებს კიდევ უფრო მოუჭირეს. ერთ ეპიზოდში სტუმრებმა კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვეს - მცველის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი თემურ მარკოზაშვილს მოხვდა, კარისკენ "აიჭრა" და ცხინვალელთა საბედნიეროდ, ხარიხას გადასცდა. ცოტა ხანში კვლავ ზივზივაძე მოექცა ყურადღების ცენტრში. მისი დარტყმის შემდეგ ლაშა ჯაფარიძემ ბურთი კარის ხაზიდან მოიგერია და იქვე დავით ჯიქია ცდილობდა დამატებას, მაგრამ მცველებმა იმარჯვეს.

ამასობაში, შეტევაში გართულ სამტრედიელებს სტუმართა სწრაფი კონტრშეტევა გამოეპარათ, მაგრამ გიორგი ივანიშვილის სახიფათო დარტყმას გამოცდილი ომარ მიგინეიშვილი ადგილზე დაუხვდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში "ცხინვალი" კიდევ ერთხელ გადაურჩა გოლს - მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ზივზივაძე დასწრებაზე თავით ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ ბურთმა მისამართი ვერ მოძებნა. ცოტა ხანში გატანა მართებდა მარკოზაშვილს, რომელიც ზივზივაძემ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მიზანი ვერც მან გაისწორა. სტუმართა მდგომარეობა კი უფრო დამძიმდა, როცა რაჟამაშვილზე "ბოლო იმედის" ჯარიმის გამო დავით მაისაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.

სამტრედიელებმა კაცნაკლულ მეტოქეზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერეს. იქვე, რაჟამაშვილის ძალზე სახიფათო დარტყმა ნადირაძემ გააუვნებლა - ისევე, როგორც ჯიქიას მცდელობა. ცხინვალელები მაინც დაუძვრნენ ურთულეს სიტუაციას და დაუწერელი საფეხბურთო კანონი აამოქმედეს. მანამდე კი 10 კაცით დარჩა "სამტრედიაც", რომელსაც ორი ყვითელი ბარათის გამო სანდოხაძე გაუძევეს.

სტუმრებმა კი სახიფათო ჯარიმა შეასრულეს - ივანიშვილმა მეკარის მოედანთან ჩააგდო ბურთი, სადაც გაბრიჩიძემ ივარგა, მცველებს აჯობა და თავისიანები ახლო მანძილიდან დააწინაურა. ეგ იყო, ცხინვალელთა სიხარულმა დიდხანს ვერ გასტანა - შეცვლაზე შესულმა ირაკლი სიხარულიძემ შორიდან "დააქუხა" და ულამაზესი გოლით ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ წუთებში მასპინძლები მთელი ძალებით უტევდნენ. რაჟამაშვილის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი მცველს აწეულ ხელზე მოხვდა და სამტრედიელებმა სამართლიანად მოითხოვეს პენალტი, მაგრამ - ამაოდ...

ცეცაძის შეგირდების ძალისხმევამ შედეგი მაინც გამოიღო - მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, თანაგუნდელის დიაგონალური გადაცემის შემდეგ, ზივზივაძემ ცაციათი უზუსტესად დასცხო და გამარჯვებისა გაიტანა - 2:1.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური

17.04. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-ცხინვალი 2:1

გოლები: 0:1 გაბრიჩიძე (78), 1:1 სიხარულიძე (84), 2:1 ზივზივაძე (90)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (76. იოსელიანი), გოგიაშვილი, სანდოხაძე, შერგელაშვილი, ცნობილაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (69. სიხარულიძე), ენდელაძე (33. დათუნაიშვილი), ზივზივაძე, ჯიქია.

სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, მთივლიშვილი, კერძევაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ცხინვალი: ნადირაძე, ბაჩიაშვილი, მაისაშვილი, გორგიაშვილი, ჯაფარიძე, ივანიშვილი (86. შენგელია), ბეჭვაია, გაბრიჩიძე, ქარდავა, ლექვთაძე (76. ჯიშკარიანი), ლობჯანიძე (59. ბურძენაძე).

სათადარიგოები: ჩუჩალოვი, ბუტუევი, ბაგოევი, ფირცხალავა

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გაფრთხილება: სანდოხაძე (69), დათუნაიშვილი (90)

გაძევება: მაისაშვილი (56), სანდოხაძე (78)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19

ო. მარცვალაძე (დილა) 15

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 15

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 13

ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13

XXVI ტური

23 აპრილი, შაბათი

დილა-საპოვნელა

დინამო (ბთ)-შუქურა

ზუგდიდი-ლოკომოტივი

მერანი-საბურთალო

ცხინვალი-გურია

24 აპრილი, კვირა

კოლხეთი-დინამო (თბ)

ჩიხურა-სამტრედია

ტორპედო-სიონი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango
როგორიცაა ეს "100%", აფუჭებენ ყველაფერს.იუთუბზე არის ვიდეო ორივე ტაიმის და ნახე...
f.c. samtredia
სამტრედია თამაშებს ყიდულობსო, კალაძე ეხმარებაო, უსინდისოდ წერენ ინტერნეტ მომხმარებლები. ჯერ ერთი სამტრედია კაცნაკლული არ ყოფილა უფრო ადრე ცხინვალის ფეხბურთელი გააგდეს, მეორე გაკეთებულ თამაშზე გუნდი ერთ-ერთ საკვანძო ფეხბურთელს არ კარგავს (ავთო ენდელაძეს, ის ნაადრევად გავიდა მოედნიდან), მესამე სამტრედია ფლობდა სრულ უპირატესობას მთელი თამაში და ცალკე სალაპარაკოა მსაჯობა როცა 100 % იანი პენალი არ დადო და შეშინებულები ემალებოდნენ გაავებულ ხალხს და ბოდიშებს იხდიდნენ მზე იყო და ვერ დავინახეო და ბოლოს კალაძე ეხმარებაო ეს სასაცილოა რადგან შემადგენლობით შარშან სამტრედიას საქართველოს მაშტაბით მართლა ვარსკვლავები ყავდა და კალაძე რო მიხმარებოდა როგორ ფიქრობთ სამეულში ვერ გაიყვანდა? ან ვინმეს ეჭვი შეეპარებოდა რამეში? მაგრამ ჩვენ მასეთი წარმატება არ გვინდა გაკეთებული თამაშები იმ გუნდის გულშემატკივრებმა ვისაც სამტრედიას წარმატება არ გიხარიათ თქვენსკენ მოიკითხეთ.
100 %
გაყიდული თამაში.კაცნაკლულებმა ბოლო 5 წუთში 2 ბურთი გაუტანეს "ცხინვალს.
jango
სამწუხაროდ ახლა ჩიხურას დამარცხება მოუწევს სამტერდიას,შემდეგ კი 30-ში დინამო თბილისის დამარცხების ჯერიც მოვა.
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ესპანური სწრაფად ვისწავლე, რადგან ეს პატივისცემის ნიშანია" - კილიან მბაპე მადრიდულ ცხოვრებაზე
"წლის საუკეთესო მებრძოლად მერაბ დვალიშვილი უნდა დასახელდეს" - უმარ ნურმაგომედოვი
"როცა გულის შეტევით საავადმყოფოში ვიწექი, მესის ქმედებით გაოგნებული დავრჩი" - კასილასმა აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა
"საფონოვი მოთმინებას კარგავს" - რას წერს ფრანგული გამოცემა რუს მეკარეზე?
[VIDEO] შერმადინის და უერტასის დუეტი კვლავ ბრწყინავს - "ტენერიფემ" "მურსია" დაამარცხა
[VIDEO] აქ სიტყვები ზედმეტია - მესის ჰეთ-თრიქი და საგოლე პასი "ნეშვილთან"
[VIDEO] 40 წლის კრიშტიანო რონალდოს ფანტასტიკური გოლი საუდის არაბეთში
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს
გოჩოლეიშვილის ჩინებული დაბრუნება - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" სძლია
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]