არგენტინელი რონალდოს ჩრდილში მოექცა
ცოტა უცნაურია იმ ფეხბურთელის კრიზისზე ლაპარაკი, რომელმაც ახლახან კარიერაში მე-500 გოლი გაიტანა, მაგრამ ფაქტია, რომ ის გოლი ბევრს ვერაფერს ცვლის. თუნდაც, "ვალენსიასთან" თამაშში, მესის საიუბილეო გოლის მიუხედავად, "ბარსელონამ" წააგო.

"ბარსელონას" დაღმასვლას ბოლო არ უჩანს. კატალონიური კლუბი ერთმანეთის მიყოლებით აგებს მატჩებს როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ისე ესპანეთის ჩემპიონატში. "ბარსას" სეზონი თითქმის ჩაუვარდა და აღარც ეს "თითქმის" დაგვჭირდება, თუ გუნდმა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული დაკარგა.

"ბარსელონასი" არ იყოს, კრიზისშია მისი არგენტინელი ლიდერი, ლიონელ მესი. მესის ის შეემთხვა, რასაც ვერავინ წარმოიდგენდა - სეზონის დასკვნით მონაკვეთში ის კრიშტიანო რონალდოს ჩრდილში მოექცა.

ყველაფერს თავისი მიზეზები აქვს და, რა თქმა უნდა, არც არგენტინელი გენიოსის კრიზისი იქნება შემთხვევითი. მიზეზების პოვნა რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვცადოთ.

ადამიანური ფაქტორი

ლიონელი ამ ჩავარდნამდე შეუდარებელი იყო. ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რომ საქმე ჩვეულებრივ ადამიანთან გვაქვს და არა რობოტთან. როგორც წესი, ადამიანები იღლებიან. ეგაა, მესის გადაღლა ერთობ ცუდ დროს დაეტყო.

ფაქტია, ლიონელს ბოლო თამაშებში გარკვეული პრობლემები ჰქონდა ფიზმომზადების მხრივ. თანამედროვე ფეხბურთი კი ამას არავის პატიობს, მათ შორის - არც უპირველეს ვარსკვლავს.

ლიდერების ცუდი ფორმა

ცნობილია: თანამედროვე ფეხბურთში ერთ კაცს ძალიან უჭირს კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა. არ არსებობს ფეხბურთელი, რომელსაც პარტნიორების დახმარება და გვერდში დგომა არ სჭირდებოდეს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ "ბარსას" თამაშში ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული მესი-ნეიმარი-სუარესი-ინიესტას ოთხეულზე.

თითქოს ჯადოსნური ჯოხი აიქნიესო, ოთხივე მათგანი უცბად ამოვარდა ფორმიდან. ეს განსაკუთრებით ნეიმარსა და ინიესტაზე ითქმის. ბოლო შეხვედრებში ამ ბრწყინვალე ფეხბურთელების თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

სათადარიგოთა სკამი

"ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი სისუსტე მოკლე სათადარიგოთა სკამია. საერთოდ, ფეხბურთში ასეა მიღებული: თუ მოთამაშეს თამაში არ მისდის, ის იცვლება და მის ნაცვლად სხვა ცდილობს. მერე შეცვლილი ისვენებს და მინდორს ახალი ენერგიით უბრუნდება.

მესის ვინ ჩივის, "ბარსელონას" სხვა ფეხბურთელების ხეირიანი შემცვლელებიც არ ჰყავს. უკვე რა ხანია, "ბარსა" თითქმის თერთმეტი კაცით თამაშობს. ეს უკვე გარკვეულ კითხვებს აჩენს კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასთან. თუ ასე უნდა წასულიყო საქმე, რატომ შეელივნენ ისინი რამდენიმე კლასიან ფეხბურთელს, მაგალითად - სესკ ფაბრეგასსა და პედროს?

კლასიკოს კვალი

ყველაფერი კი მადრიდის "რეალთან" საშინაო მატჩით დაიწყო, რომელშიც "ბარსელონა" ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. თითქოს, "რეალს" ერთ კონკრეტულ მატჩში მეტოქის ჯალათის როლი არ ეყოფოდა, ისე გამოვიდა, რომ "რეალმა" მტრის დიდ ჩავარდნას დაუდო სათავე.

ამაზე უკეთესს მადრიდელები მართლაც ვერაფერს ინატრებდნენ. მათთან ნაწვნევი მარცხის შემდეგ მესი და "ბარსა" წელში ვეღარ გაიმართნენ და ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" მარცხიც მიაყოლეს.

მწვრთნელის ფაქტორი

ლუის ენრიკეს იდეები შემოაკლდაო, წერენ ესპანურ პრესაში. გარეგნულად მწვრთნელსა და მესის შორის იდეალური ურთიერთობაა, თუმცა ვინ იცის, რა ხდება შიგნით? ეს რამდენიმე დღეა, ენრიკეს ნეიმართან აერია ურთიერთობა. ამბობენ, რომ დანი ალვეშიც საშინლად უკმაყოფილოა.

ვინ იცის, თუ "ბარსამ" ესპანური ოქროც დათმო, ლუის ენრიკეს კარისკენ მიუთითონ. როგორც წესი, კატალონიაში ვერ ეგუებიან გუნდის დიდ ჩავარდნებს. მესის, ნეიმარს, სუარესს და ინიესტას არავინ შეელევა. ლუის ენრიკეს კი...

ტრავმა?

ბევრი ვარაუდობს (ამის თაობაზე ესპანურ პრესაშიც დაიწერა), რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში ლიონელმა ტრავმით ითამაშა, მაგრამ ის სასტარტოში იყო "ვალენსიასთან" კვირა საღამოს გამართულ შეხვედრაში, რაც თითქმის მთლიანად აქარწყლებს ამ ვარაუდს. ის კი არა, მან გოლიც შეაგდო.

არ გვგონია, ლუის ენრიკეს სკამი იმდენად ძვირად უღირდეს, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობას რისკავდეს. მეორეც, ასე რომ იყოს, ვფიქრობთ, თავად ლიონელი ამოიღებდა ხმას.

დრო გვიჩვენებს...

ლიონელ მესი კრიზისს დაუძვრება. ამის სჯერა ფეხბურთის ყველა ქომაგს. ალბათ, თვით "რეალის" გულშემატკივრებსაც კი უნდათ, რომ არგენტინელი ძველებურად ათამაშდეს. ამით ხომ, ზოგადად, ფეხბურთი მოიგებს.

არც ის ვარაუდი გვგონია მართებული, რომლის მიხედვითაც, ამ ფორმაციის "ბარსელონას" ეპოქა საბოლოოდ დასრულდა. მოკლედ, უნდა დაველოდოთ, დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ფაქტია, "ბარსელონა" უკვე ყოფილა კრიზისში, თუმცა მას ეს კრიზისი გადაულახავს. მესიც გადალახავს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mesi
შიდსი
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"2020 წელს მესის "ბარსელონადან" წასვლა უნდოდა" - ბართომეუმ თქვა, იღებდა თუ არა ლეო ტრანსფერებზე გადაწყვეტილებას
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"მარადონა ძაღლივით მოკვდა, ის ვერ დავიცავით" - ბატისტუტამ დიეგოს გარდაცვალებაზე ისაუბრა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
ვისთან ერთად შეუტევს ხვიჩა? - "მამარდას" დაბრუნება პსჟ-ის წინ
რჩება თუ მიდის - Le Parisien ლუის ენრიკეს პარიზულ მომავალზე
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] მესის გენიალურობა კიდევ ერთხელ დამტკიცდა - ლეო პირველი მოქმედი სპორტსმენი გახდება, რომელიც ასეთი პატივით დაფასდება
"კვარა"? იგივეს გავაკეთებდი" - ლუის ენრიკე იხტიბარს არ იტეხს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა