"თითქმის გავარდნილები ვართ და ხელს მაინც ნუ შეგვიწყობენ"
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრები შეიკრიბებიან და XXV ტურში მომხდარ ინციდენტებზე იმსჯელებენ. მათი ყურადღება ორმა მატჩმა მიიქცია - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "ლოკომოტივისა" და მარტვილის "მერანის" შეხვედრაში ვითარება ბოლოსკენ დაიძაბა: სტუმართა გოლის დროს "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჟერარ სარაგოსას კონფლიქტი მოუვიდა მოწინააღმდეგის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელთან. გაწევ-გამოწევა მატჩის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა და მხარეები მხოლოდ სტადიონის დაცვამ დააშოშმინა.

დისციპლინარები ქობულეთის "შუქურასა" და გორის "დილას" მატჩის დროს მომხდარზეც იმსჯელებენ. არბიტრმა ბაკურ ნინუამ სათადარიგოთა სკამიდან სტუმართა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გააძევა.

მაგრამ ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი მოხდა ზესტაფონში, სადაც თერჯოლის "საპოვნელამ" "ზუგდიდს" უმასპინძლა. აუტსაიდერთა პრინციპული მატჩი 2:2 დასრულდა, რაშიც, თერჯოლელთა აზრით, დიდი როლი არბიტრ გიორგი ყრუაშვილს მიუძღვის. როგორც ამბობენ, მან "საპოვნელა" დაჩაგრა. უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა თერჯოლელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

"რაც მსაჯებმა ჩვენ გაგვიკეთეს, ძალიან მოულოდნელი იყო. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა მატჩზე ხუთი არბიტრი გამოაგზავნა.

მეგონა, თამაშს ობიექტურად განსჯიდნენ, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. მერე გამახსენდა მატჩის წინ ერთ-ერთ ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებული წერილი, რომ "ზუგდიდი" ამ თამაშს მოიგებდა.

მაინტერესებს, ამას რა ინფორმაციის საფუძველზე წერდნენ? ასეთი "რასკლადი" იყო? ეს და თამაშის დროს მომხდარი ამბები მაფიქრებს - რა ხდება ასეთი ჩვენს თავს? მით უფრო, რომ თამაშის დროს ჩვენ არ ჩაგვითვალეს გიორგი მაკარიძის მიერ გატანილი ნაღდი გოლი. მალე გიორგი ბიბილეიშვილი საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ვერ გაიმეტეს, მაშინ, როცა ამას უცებ ჩვენს კარში დანიშნული 11-მეტრიანი მოჰყვა და ანგარიში 2:2 გახდა. მანამდე იგივე მაკარიძე საჯარიმოში მოცელეს და პენალტის ნაცვლად, მხოლოდ ჯარიმა დაგვინიშნეს. ამ დროს, ჩვენი ფეხბურთელი საჯარიმოში წააქციეს და არა მის გარეთ და ეს ყველამ ცხადად ნახა", - ამბობს "საპოვნელას" დირექტორი მირიან გეწაძე.

მას არ სურს "შეთქმულების თეორიებით" მსჯელობა, თუმცა გარკვეული ვარაუდები გააჩნია:

"მომხდარში ფედერაციას არ ვადანაშაულებ, მაგრამ მეორე მხრივ, ისე გამოდის, რომ "ზუგდიდს" სტადიონს უშენებენ და იქნებ ამხელა ფულის დახარჯვის შემდეგ მისი ლიგიდან გავარდნა გარკვეულ წრეს არც აწყობს? ეს იმ დროს, როცა ჩვენ ლიცენზირების პროცესი გავიარეთ და იმედია, ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის უფლებას მივიღებთ.

თუმცა "საპოვნელას" სტადიონი მოსაწესრიგებელია და იქნებ ასეთი გუნდი უმაღლეს ლიგაში არც სჭირდებათ? ვიმეორებ, ამის დაჯერება არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ უშუალო კონკურენტ "ზუგდიდთან" დავიჩაგრეთ.

მჯერა, ამ მატჩის მსაჯობას ფედერაცია სათანადოდ შეაფასებს, მაგრამ ჩვენ პენალტი "დინამოსთანაც" დაუმსახურებლად დაგვიდეს და ქულა წაგვართვეს, ახლა კი, მოგების ნაცვლად, მხოლოდ ერთ ქულას დაგვაჯერეს და მსაჯის დასჯას ჩვენთვის რაღა აზრი აქვს, ამ სამ ქულას ვინმე დაგვიმატებს?

მეც ვიცი, რომ რეალურად, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი თითქმის აღარ გვაქვს, მაგრამ ერთი სათხოვარი გვექნება - ამაში ხელს მაინც ნუ შეგვიწყობენ".

სცემეს თუ არა მსაჯებს თამაშის შემდეგ? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი მოედნის დატოვებას დიდხანს ვერ ახერხებდნენ და, თითქოს, თამაშის დასრულების შემდეგ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გეწაძეს ამ ინციდენტზეც ვკითხეთ:

"ხალხი გამწარებული იყო და თამაშის შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა, მაგრამ მე გასახდელამდე ვერ მივაღწიე, რადგან სტადიონის დაცვამ იქამდე არც მიმიშვა - თურმე, კლუბის დირექტორს ამის უფლება არ მქონდა. ამიტომ მე ვერ დავინახე, იქ რა მოხდა და მსაჯებს ვინმემ დაარტყა თუ არა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gocha zestafonidan
გოჩა ზესტაფონიდან, თუ ფეხბურთის განვითარებისთვის თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა, ანუ ისევ განუვიტარებლები დარჩნენ... ცხადია უკანვე უნდა წაიღონ!
VENDETTA
ირაკლი აფხაიძე! პირველი გოლი თამაშგარედან რო გაიტანეთ მაშინ მსაჯი არ გძირავდათ?! იცით რო ვარდებით, საკუთარ თავზე არავინ იღებს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა მერე დაბალ ღობეს აბრალებთ. გეხვეწებით, იყავით ობიექტურები! მაგ ბინძურ ფულს მსაჯები თუ იღებენ, მწვრთნელები და ფეხბურთელები არ იღებენ ხომ?!
VENDETTA
აი, ეგრეც მეგონა. გაამართლეს მსაჯები და აგერ ყრუაშვილი არ დაუსჯიათ, - თასის ნახევარფინალზეა დღეს. რა ხდება?! ახლა პასუხი მოთხოვეთ მსაჯთა განყოფილება - კომიტეტს, ან კლუბის წარმომადგენლებს გააკეთებინეთ კომენტარი. ნეიტრალურ ხალხს აგვიხსენით სიტუაცია. ერთმანეთს რო აბრალებთ გაგვეცით პასუხი!
gocha zestaponi
მრჩება შთაბეჭდილება რომ ფეხბურტის განვიტარებისათვის გმოყოფილი თანხა უკან მიაქვთ ჯარიმებისთვის, ახლა კაცმა არ იცის ვის რამდენით დააჯარიმებენ. მსაჯის გინებისთვის გინახავთ დაჯარიმება? საპოვნელა დააჯარიმეს 2 ტურის წინ
Irakli apkhaidze
ავოეეს: დინამოსთან პენალტი სიმულაციის ნაყოფი იყო, მაგრამ ის რაც მერე მოხდა პენალტის განმეორება საერთოდ ამოვარდნილი იყო ყველანაირი კონტექსტიდან. თუ პირველად ტერჯოლელები შევარდნენ საჯარიმოში ის დამატებაზე გატანილი გოლი უნდა ჩათვლილიყო და თუ დინამოელებმა დაარღვიეს თამაშის წესი მაშინ თავისუფალი უნდა დანშნულიყო საპოვნელას სასარგებლოდ. ეს ყველაფერი 97 წუთზე ხდებოდა, როცა მსაჯმა 3 წუთი დაამატა და ის დროც ამოწურული იყო პენალტი რომ დანიშნა, რაც გინდა თქვით იგივე სიტუაციაში საპოვნელას სასარგებლოდ პენალტს არ დანიშნავდა (სტადიონზე ვიყავი არ მჭირდება ფირების და კადრების ეკრანებზე ნახვა) და კიდე გადაწყვეტილებას მინდორზე მყოფ აღმასკომის წევრს იაშვილსაც რომ Uტანხმებდა არც ესაა ახალი. საბა: მირიანზე რომ საუბროდ პირში ძალიან დიდი რაოდენობის სოდის შემცველი წყალი გამოივლე. 20 წელი თერჯოლაში ფეხბურთი მკვდარი იყო და მირიანი უხელფასოდ, უანგაროდ თავის ნერვების დროის და სიყვარულის ხარჯზე ავარჯიშებდა ბავშვებს და უვლიდა იმ სტადიონს თავის მეგობრებთან ერთად, რომლის გარემონტება დაანონსდა გასულ წელს მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავს. როცა მსაჯს ეშლება ყოველთვის შენ საწინააღმდეგოდ ეს შემთხვევითობა აღარ არის! და ვინც ზუგდიდი-საპოვნელას შემდეგ კიდე ეჭვს შეიტანს მსაჯების პატიოსნებაში იმან მართლა საერთოდ არ უნდა ილაპარაკოს ფეხბურთზე!
საბა
მირიან გეწაძე, დედას გეფიცები შენ თუ ფეხბურთის აზრზე იყო საერთოდ :))) რაც უფრო მეტ კომენტარს აკეთებ თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ვაფშე არ გესმის ფეხბურთი. ....იმედია ამ არაპროფესიონალირი გამცხადებისთვის მინიმიმ ბოდიშს მოიხდი:ლ:)
gorski111
ეგ მარტო ყრუაშვილის ბრალი არაა..5ეც რას აკეთებდა?იქ ხორავა დაისაჯა,იქ ვადაჭკორია,ეხლა ყრუაშვილი.ანუ რეალურად რახდება???ვინც მაგათ ნიშნავს ამათუიმ თამაშებზე ისინი სსსცოდავენ,და ამატ მერე ხან ურტყამენ ხან აგნებებ და ხანაც რაა,იქაა ზემოდ ალბად პრობლემები,და ჩვენ ვეზებთ სხვაგან,
anti
avoee დინამოს ტორპედოსთან დანიშნული პენალიც 100% იანი ხომ არ იყო შემთხვევით? მაინტერესებს ერთი შენი მოსაზრება ამაზე.
DABDURA
მსაჯის ცემა არ დამინახიაო რომ წერ,შე დალოცვილო ის მაინც დაწერე რომ გავიგე მაინც და გავარკვევ ან გავერკვევი სიტუაციაში თქო.მაგრამ ეს შეკვეტილი ცემა იყო , სიტუაციის გასაპრავებლად ...
Koba
თერჯოლის პირველი გოლი თამაშგარე როა ეგ არაფერი?
VENDETTA
მანდ რა ვიდეობიც გაქვთ ატვირთული ყველა ეპიზოდში მსაჯი მართალია. ზოგადად ნორმალური მსაჯები არ გვყავს და არც ყრუაშვილია ანგელოზი, მაგრამ ამ რამოდენიმე ეპიზიდში მართალია. ჯერ რა გადაღებულია?! რა ხარისხია?! და მერე თუ იძახით უნდა დაამტკიცოთ და დასაჯოთ დასასჯელები. ჩემი სუბიექტური აზრით მსაჯებს არ დასჯიან და პირიქით კლუბი დაისჯება.
romandro
სამი ქულა რომ ახიიეს ეს ხომ ფაქტია?რომელსაც არავინ დაუბრუნებს...მსაჯი გინდ დაუსჯიათ გინდ არა რააზრიაქვს?სამართალი მხოლოდ გადათამაშებით თუ ამოიფხვრება, სხვა გამოტანილი სასჯელი ცხდყოფს რომ წინასწარ იგეგმება ვინ უნდა გავარდეს და ვინ დარჩეს უმაღლეში.
avoee
თქვენ რა ტვინი წაიღეთ ბიჭო დინამოსთან რომ დადო ის იყო 100% პენალტი გაამეორეთ და კიდევ ნახეთ მანამდე 2 პენალტი არ დაუდო კიდევ დინამოს და კიდე უმადურები არიან რა ხალხია ესენი ვინ არიან 90 წუთიდან რომ 30 წუთი კოტრიალში გაატარეთ იმას რატომ არ ამბობ შეიძლება ზუგდიდთან მართლა დაიჩაგრნენ მაგრამ დინამოსთან ნაღდად დასადები იყო კიტეიშვილზე პენალტი
gff
მირიან ყველაფერი ნახე და ის ვერ დაინახეე ხოო, მსაჯს რომ უთაქეეს?
ლამაზი გოლები და წითლებიც
"დილამ" ქუთაისში მოიგო; ორი მატჩი ფრედ დასრულდა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
გიორგი დემეტრაძე ქართულ ფეხბურთს სპორტულ დირექტორად დაუბრუნდა
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "შუქურა" - "საბურთალო" [LIVE]
ეროვნულ ლიგაში ახლად აღზევებული ქობულეთის "შუქურა" დაშლის პირასაა
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"შუქურას" ფანებმა ბოთლი მსაჯს ესროლეს, სიგუას მოარტყეს და ბოდიშს იხდიან [VIDEO]
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
პლეი-ოფში ეროვნული ლიგის მომავალი მონაწილე გაირკვა [VIDEO]
პლეი-ოფი. "ტორპედო" - "მერანი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ქუთაისური დრამა - სეზონი "ტორპედოს" ბრწყინვალე ქამბექით დაიხურა! [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
"მაჭარაძე, მამაშენთან ერთად უნდა მო..." - მსაჯს ლამის კომენტატორმაც აგინა [VIDEO]
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
შოთა არველაძე: მადლობა "მერანს" - ქუთაისს, ბათუმის მსგავსად, ახალი სტადიონი სჭირდება
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2 - "თქვენც იცით, ვის აწყობს, რომ "საპოვნელა" გავარდეს!" [VIDEO]
"ტორპედოს" რთული მისია და გაძევება სტარტზე - ქართული პლეი-ოფი [VIDEO]
"საპოვნელა" ზესტაფონს შეეხიზნება - ჯელაძე, ოდიკაძეები და ბევრი ახალწვეული თერჯოლაში
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ქობულეთის "შუქურას" განცხადება
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა