ეს ამბავი ბეჭედდასმულია და არაფერი შეიცვლებაო, ესეც დაამატეს "ქართული ფეხბურთის სახლის" ბინადრებმა...
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ თქვა, რომ მომავალი სეზონიდან ეროვნულ ჩემპიონატში ვერ ითამაშებს კლუბი, რომელსაც არ ექნება ლიცენზია. ეს ამბავი ბეჭედდასმულია და არაფერი შეიცვლებაო, ესეც დაამატეს "ქართული ფეხბურთის სახლის" ბინადრებმა...

რომ არ იყოს გარდაქმნა მხოლოდ გარდაქმნისთვის...

ლიცენზირების კრიტერიუმი ხუთია: სპორტული, ინფრასტრუქტურული, საკადრო-ადმინისტრაციული, სამართლებრივი და ფინანსური.

სათაურში სიტყვა "რევოლუცია" ტყუილად როდი გამოვიტანეთ. ჩვენს უმაღლეს ლიგაში ბევრი ისეთი კლუბი როდი გვეგულება, რომელიც ამ პროცესს წარმატებით გაივლის.

ლიცენზირების ამბავი ადრეც ხშირად გვესმოდა, თუმცა ბოლო წამს ჩვენი ფეხბურთის მესვეურებს ლოიალობა გადასძალავდათ ხოლმე.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამჯერად ასე აღარ იქნება და ესა თუ ის კლუბი უმაღლესში შეპირებისა და, თუნდაც, ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ვეღარ ითამაშებს.

რა თქმა უნდა, ეს ძალზე მტკივნეული პროცესია, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმასაც, რომ რევოლუციურ გარდაქმნას ტკივილი მუდამ ახლავს. ქართული ფეხბურთი კი ახლა ისეთ დღეშია, რომ "გარდაქმნა მხოლოდ გარდაქმნისთვის" საქმეს ვერ უშველის.

სხვანაირადაც რომ არ გამოდის?

ბუნებრივია, ჩვენ გვაწუხებს იმ გულშემატკივრის ბედი, რომელიც უმაღლესი ლიგის მატჩების გარეშე დარჩება. გვაწუხებს იმ ფეხბურთელების ბედი, ამ გუნდებში რომ თამაშობენ, მაგრამ ყველაზე მეტად ქართული ფეხბურთის მომავალი სვე გვაწუხებს და ამაში გასაკვირი არაფერია.

სწორედ ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში უნდა ითამაშოს მხოლოდ იმ კლუბმა, რომელსაც აქვს სტადიონი, აქვს ელემენტარული ფინანსური პირობები, მოწესრიგებული აქვს საშტატო საკითხები და აქვს აკადემიაც, რომელიც, ასე თუ ისე, ნორმალურად ფუნქციონირებს.

ზოგიერთი კლუბის მესვეურს ისიც კი უთქვამს - რად მინდა ლიცენზირების პროცესის გავლა, უმაღლეს ლიგაში ისედაც ვითამაშებო. ეს არ იქნებოდა, რომ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის სწორედ რომ ლოიალური გადაწყვეტილებები.

არაფერია ჩემთვის იმაზე უსიამოვნო, ვიდრე იმ ხალხის კრიტიკა, რომელიც უკვე აღარ არის ქართული ფეხბურთის სათავეში, მაგრამ სხვანაირადაც რომ არ გამოდის? სწორედ მათ დროს დამკვიდრდა იმის პრეცედენტი, რისი იმედიც კიდევ აქვთ კლუბის ხელმძღვანელებს.

ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევიგნოთ, რომ საქართველოს ჩემპიონატი ვერაფრით იქნება კონკურენტუნარიანი ტურნირი მანამ, ვიდრე ყანაში ვითამაშებთ ფეხბურთს, მოთამაშეები მინდორზე უხელფასოდ ირბენენ, არ გვექნება საკლუბო აკადემიები და ჭაბუკთა გუნდებიც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით გვეყოლება.

ამ შემთხვევაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უნდა დავეთანხმოთ. თან დროც აღარ ითმენს. თუ კარდინალური ცვლილებები არ განხორციელდა, ისე ჩვენი ფეხბურთის პროგრესი ზღაპარია. ეს ოთხი წელიც სწრაფად გაფრინდება და ფედერაციის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უკვე გაკეთებულ საქმეებზე მოვთხოვთ ანგარიშს.

ჩვენ მოვთხოვთ და მათ სათქმელი უნდა ჰქონდეთ. საიდუმლო არავისთვისაა - საქართველოს ჩემპიონატის შედარებითი პროგრესიც კი უმნიშვნელოვანესი ლაკმუსის ქაღალდი იქნება ფედერაციის დღევანდელ ჩინოსანთა საქმიანობის შესაფასებლად.

ცხვარი და ოციანი

ყველა დაგვეთანხმება: საქართველოს პირველობის დონე დღეს არნახულად დაცემულია. კომაში მყოფს კი შოკური თერაპიით სჭირდება მკურნალობა. დღეს ჩვენი ჩემპიონატი ძალიან ჰგავს მოყვარულთა შეჯიბრებას. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ცოტაც და, ბიჭები "ცხვარზე და ოციანზე" ითამაშებენ.

არა, საერთოდ რაზე უნდა წერო და ილაპარაკო, როცა ჩვენი გუნდების სოლიდურ ნაწილს ორი ახალგაზრდა ფეხბურთელი ვერ უპოვია, ძირითად შემადგენლობაში რომ დააყენოს. რომ არა აუცილებლობა, გვერწმუნეთ, ისინი ამას არამც და არამც არ გააკეთებდნენ.

მეტი რა ჩარაა - მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელს აყენებს სასტარტო შემადგენლობაში და სულ რაღაც 10-15 წუთში ცვლის. ამ საჭირბოროტო საკითხს მალე ჩვენს გაზეთში კარგად არგუმენტირებული, ცალკე წერილი მიეძღვნება.

ახლა კი მხოლოდ ამას ვიკითხავთ - რა უნდა უმაღლეს ლიგაში კლუბს, რომელსაც ორი კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელიც ვერ აღუზრდია?!

ალბათ, ამ კლუბების მწვრთნელ-ხელმძღვანელებიც დაგვეთანხმებიან, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს ფსიქოლოგიურად "ვკლავთ", როცა ასე ვექცევით. როგორი საქმეა, იწყებ თამაშს და ზუსტად იცი, რომ 10 წუთში (ჰა-ჰა, 15-ში) უნდა შეგცვალონ?

არადა, საქმე ეხება ახალგაზრდა ფეხბურთელს, რომელიც დღითიდღე უნდა იზრდებოდეს, დიდ ნაბიჯებს დგამდეს პროგრესისკენ... ასე კი, ის რეგრესისკენ მიდის და ამის უარყოფა, უბრალოდ, შეუძლებელია.

ერთ გუნდს მეც შევაკოწიწებ...

არ მესმის, რატომ აღიქმება ჩვენი კლუბების მხრიდან პირველ ლიგაში ასპარეზობა ტრაგედიად. არ ჯობია, ითამაშო რანგით დაბალ ლიგაში, მოაწესრიგო ბაზა, სტადიონი, აკადემია, ფინანსური მდგომარეობა და ამის შემდეგ იფიქრო უმაღლეს ლიგაში თამაშზე?

ასეთ შემთხვევაში, უძლიერესთა შორის იქნებ გაცილებით დიდხანს დარჩე და ფესვები გაიმაგრო.

არადა, დღეს ჩვენში ძალიან ბევრი კლუბი უფესვო ხეს ჰგავს. ძალიან, ძალიან გამკვირვებია ჩვენი კლუბების ზოგიერთი მესვეურისა.

კი მაგრამ, თუ ფული სხვამ მომცა, თუ ბაზა არ მჭირდება, აკადემია არ მჭირდება, სტადიონი არ მჭირდება და სავარჯიშო მინდორიც ზედმეტი ფუფუნებაა, მაშინ ერთ გუნდს მეც შევაკოწიწებ...

საკუთარ თავზე ზედმეტი წარმოდგენა არასოდეს მქონია, მაგრამ თუ ეს არის საჭირო მინიმუმი, რატომაც ვერა?!

...მცირე ლირიკულ გადახვევას აქ მოვრჩეთ და ისევ საქმეზე ვთქვათ. ჩვენთან რომ უმნიშვნელოდ მიაჩნიათ, ამ ლიცენზირების გამო ევროპაში არაერთი კლუბი დააქვეითეს რანგით დაბალ დივიზიონში, უფრო მეტი კი ევროთასებზე არ დაუშვეს.

მოკლედ, ქართულ ფეხბურთში რევოლუციის ხმა გვესმის. რევოლუცია მოდის, გვიახლოვდება. გვეტკინება, მაგრამ უნდა გავუძლოთ!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Kote
"მოკლედ, ქართულ ფეხბურთში რევოლუციის ხმა გვესმის. რევოლუცია მოდის, გვიახლოვდება. გვეტკინება, მაგრამ უნდა გავუძლოთ!" - ამაზე მაქვს საუბარი. ლიცენზირება არა რევოლუცია, არამედ უბრალო კოსმეტიკური რემონტია. რაღაცას გამოცვლი, რაღაცას გადააგდებ, რაღაცას გადაღებავ - ვიზუალი შეიცვლება ოდნავ. დამპალი კედლები კი ძველებურად დარჩება.
batono kote
სულ ამას წერენ ესენი რო სახელმწიფო კლუბი არის ნონსენსი
გუჯა კახაძე
"არადა, დღეს ჩვენში ძალიან ბევრი კლუბი უფესვო ხეს ჰგავს". უფესვო ხე უფრო უმაყურებლოდ დარჩენილი სტაიონია. მიზეზი ყველამ იცით მაგრამ არ გსურთ ლაპარაკი. ჩვენი ფეხბურთელები მეორე ტაიმში ფეხზე ძლივს რომ დგანან იქნებ ეს თემა წამოგეწიათ? "ბაიერნი" მსუბუქ თამაშზეც კი 400 სპრინტს აკეთებს. საინტერესოა უცხოელი ფიზმომზადების მწვრთნელების ნავარჯიშები ჩვენი უმაღლესი ლიგის ფეხბურთელები რამდენ სპრინტს აკეთებენ 2 ტაიმის განმავლობაში? ვინმეს დაუთვლია? ვიდრე თამაშის ტემპი არ მოიმატებს მაყურებელს ვერ მოიზიდავთ!
Kote
ის, რაზეც სტატიაშია საუბარი, მხოლოდ შედეგებია და არა მიზეზები. რეალური მიზეზია საძებნი და სამწუხაროდ ამ თემაზე არც ჟურნალისტები აკეთებენ აქცენტს და არც ფედერაცია საუბრობს. ყველაფრის თავი და თავი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კლუბებია. რომელ კერძო კლუბს აქვს ახალგაზრდის ან სპორტსკოლის, ან თუნდაც კლუბში სხვა კადრების პრობლემა? მათ ძირითადად ინფრასტრუქტურული პრობლემები აქვთ და სახელმწიფომ სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს - სახელმწიფო კლუბებში, რა მიმართულებასაც არ უნდა ხმარდებოდეს, ჩადებული თითოეული თეთრი - წყალში გადაყრილი ფულია! რევოლუცია სწორედ ის იქნება, როდესაც სახელმწიფო კლუბებს უმაღლესში თამაში აეკრძალებათ! დარჩეს თუნდაც 6-8 კლუბი, ეს იქნება სწორედ ათვლის წერტილი და ის სუფთა ფურცელი, საიდანაც განვითარება დაიწყება. ყველა სხვა სახის გეგმა დამპალ ძირზე ჯანსაღი მცენარის აღმოცენების მცდელობა იქნება!
dave
მალადეც ! შგიძლია წერა ნორმალურად და ასე გააგრძელე ! რაც შეეხება ლიცენირებას, აუცილებელია და უნდა განხორციელდეს ! კლუბი რომელიც ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს არაფერი ესაქმება არც უმაღლესში და არც სხვა ლიგაში. მითუმეტეს როდესაც გარდამავალი ჩემპიონატის მერე დარჩება 10 უმაღლესის კლუბი და 10 პრო-1-ის. ასე ვთქვათ მსხვერპშეწირვა მტკივნეულია მაგრამ საჭიოროა. გამოიხშირება კლუბებიც და ფეხბურთელებიც.წარმატება ქართულ სპორტს და ქართულ ფეხბურთს !!!
gio
E ra tyvila wer aleko zemot ar uyvart da qvemot chen verafers vizamt

რა შუაშია დინამო?:)
რას ლაპარაკობ
რა რევოლუციაზეა საუბარი, დინამო რომ იავნად თამაშების მიცემას დაიწყებს. ასე უნდა ჩემპიონთა ლიგა ბატონ ფიფიას? ან ეხლა რომ ტორპედო ძმაკაცობის პონტში სიონს რო მისცემს თამაშს. ადმინ, არ წაშალო ეს პოსტი, რადგან ინფო რეალიურია
toma
ავტორს მადლობა. დღეს მისებრ მოაზროვნე ბევრი არაა ქართულ ფეხბურთში. პირადად თუ შეიძლება გაცნობა მინდა. რა ვიცი თუ მოხერხდეს ბატონო ალეკო. მხოლოდ ნაწერებით გიცნობთ.
Walkabout
ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის ძირითად შემადგენლობაში თამაშის ვალდებულება იყო ყოვლად იდიოტური და ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული გადაწყვეტილება წინა ფედერაციის ხელმძღვანელობისა... ჯერ ქეცბაიამ აიტეხა ეგ და მერე ცხადაძე აჰყვა და მიაღებინა ეგ გადაწყვეტილება ფედერაციას, თუმცა სავალალო შედეგი არც ერთს არ ექნებოდა ამისი გათვლილი... ჯერ ერთი რომ მსგავს ანალოგს (18-კაციან განაცხადში კი) ვერც ერთ ქვეყანაში ვერ მონახავთ და ამაზე ფიქრით თავი არავინ იჭყლიტოს... მეორეც ის რომ ეს არის სპორტული პრინციპის, სამართლიანობის პრინციპის, კონკურენციის პრინციპის, გუნდურობის პრინციპის და საერთოდ ყველა პრინციპის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა... მესამეც ის რომ ამ გადაწყვეტილებით ძირშივე უსპობ კარიერას ახალგაზრდა ფეხბურთელს, უშრომელად მზამზარეულ ადგილს უმზადებ ძირითად შემადგენლობაში იმის მაგივრად რომ ეს ადგილი შრომით და ოფლით კონკურენციით მოიპოვოს... ხომ შეაწუხებს ნამუსი იმ 19 წლის შემასგენლობაში ძალით დაყენებულ ფეხბურთელს რომელიც ხედავს რომ სათადარიგო მას სჯობია და მხოლოდ იმიტომ იჩაგრება და ვერ თამაშობს რომ მასზე მხოლოდ 2 წლით უფროსია... რა უნდა ამ დროს ქნას მწვრთნელმა რომელსაც მნიშვნელოვანი თამაშის წინ კორექტივების შეტანა უწევს მხოლოდ იმიტომ შემადგენლობაში რომ იძულებულია ამოაგდოს შემადგენლობიდან 21, 23, 25 ან 28 წლის ძლიერი ფეხბურთელი და ასევე იძულებით ათამაშოს 18-19 წლის ბიჭი... ამაზე და კიდევ ამ კრეტინული გადაწყვეტილების თანმდევ უარყოფით შედეგებზე გიფიქრიათ? გაგიაზრებიათ რომ ეს პროფესიონალ, ზრდასრულ, ოსტატ ფეხბურთელთა ჩემპიონატი უნდა იყოს და არა დუბლები თუ ელიტ-ლიგა?
ზაზა
კარგი სტატიაა,აქტუალურიც,მაგრამ რეალობაა რომ ხელისუფლების ნების გარეშე ვერცერთი კლუბი საჭირო,ევროპული დონის ინფრასტრუქტურას ვერ შექმნის!ფინანსები და კვალიფიცირებული კადრები!
altruisti
აქ მტკივნეული სიმართლე წერია თუმცა მეც იმ რაიონიდან ვარ ვსაც ეს ემუქრება
nukri
აი საღოლ ძმაო მაგარია
gogi
ალეკო ეს არის საუკეთესო რაც ოდესმე დაგიწერია!
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!