თერჯოლის "საპოვნელა" "ზუგდიდთან" გახმაურებული მატჩის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
თერჯოლის "საპოვნელა" "ზუგდიდთან" გახმაურებული მატჩის თაობაზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

წერილში ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ხაზგასმულია, რომ აქვთ მათ საწინააღმდეგოდ თამაშის გარიგების ეჭვი. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, პირდაპირ განცხადებას გაგაცნობთ:

"2016 წლის 17 აპრილს, 00:27 საათზე, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნახსენები იყო "საპოვნელა"-"ზუგდიდის" 17 აპრილის მატჩი. ჟურნალისტი ყოველგვარი წყაროსა და გადამოწმებული ინფორმაციის გარეშე აღნიშნავს, რომ ამ დაპირისპირებას გარიგების სუნი ასდის სტუმართა სასარგებლოდ.

2016 წლის 17 აპრილს "საპოვნელა"-"ზუგდიდის" მატჩის მსაჯების უხეშმა შეცდომებმა (ორი არდანიშნული პენალტი, არჩათვლილი გოლი, სტუმართა სასარგებლოდ დანიშნული საეჭვო პენალტი და სხვა მრავალი არადამაჯერებელი გადაწყვეტილებები) გაგვიჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული მატჩი მართლაც იყო გარიგებული "საპოვნელას" საწინააღმდეგოდ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მივმართეთ სფფ-ს და ვთხოვეთ მსაჯების ქმედებების შეფასება და ზემოთ აღნიშნულ გარემოებათა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში გამოძიების დაწყება.

ასევე, მოვუწოდებთ ამ ინფორმაციის გამავრცელებელ ჟურნალისტს, გამოაქვეყნოს მის ხელთ არსებული ფაქტები სტატიაში მოყვანილი გარემოებების გასამყარებლად და გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ითანამშრომლოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებთან".

კლუბმა განმარტება ამ მატჩის დროს და შემდგომ მომხდარ ინციდენტზეც გააკეთა:

"რაც შეეხება მატჩის დროს არსებულ მღელვარებასა და არბიტრებზე შესაძლო ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას, "საპოვნელა" გმობს ყოველგვარ ძალადობას, არაჯანსაღ საფეხბურთო გარემოს და ემიჯნება აღნიშნულ ფაქტებს. შიდა მოკვლევის ფარგლებში დამნაშავეებს გამოვავლენთ და სათანადოდ დავსჯით.

რაც შეეხება 2016 წლის 17 აპრილს გაზეთ "ლელოში" "საპოვნელას" გენერალური დირექტორის, მირიან გეწაძის გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელმაც გაუგებრობა გამოიწვია - გამოთქმული მოსაზრებები არანაირად არ იყო მიმართული სფფ-ისა და მისი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, პირიქით, ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ სფფ-ისა და მის ხელმძღვანელთა მხარდაჭერას და დახმარებას და ამ გაუგებრობის გამო გვსურს კლუბის სახელით ბოდიში მოვიხადოთ".

- ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს

- სადისციპლინო კომიტეტმა კლუბები, მწვრთნელები და ფეხბურთელები დასაჯა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VENDETTA
იცით, რომ ფედერაცია უხდის ფულს, თავის ფულს, რომ საპოვნელამ ზესტაფონში ითამაშოს?! ფედერაციას, რომ არ უნდოდეს თერჯოლა, ფულს რატომ მისცემდა თავის ჯიბიდან?! და მეორე: 1 კამერით გადაღებულით რო საზღვრავთ მართალს და არამართალს, ცოტათი სასაცილო ხომ არაა?
gocha zestaponi
აბა ფედერაცია თავის ტოტს ხო არ მოჭრიდა? აქ რომ მსაჯები გაემტყუნებინათ გამოდიოდა რომ ვითონაც ეჭვი ეპარებოდათ რომ ეს მატჩი გარიგებული იყო... და საერთოდ რაზე ბაზრობთ ნახევარი თამაშების რომ წინასწარაა ჩაწიკწიკებული ახალი ამბავია?.. საპოვნელა-ზუგდიდზე კიდე ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ მსაჯებისთვის უნდა მიეცათ მინიმუმ ნახევარ სეზონიანი დისკვალიფიკაცია, ამათმა კიდე საპოვნელა დასაჯეს უმაყურებლოდ სეზონის ბოლომდე (პლუს ფულადი ჯარიმები), გუნდი ისედაც ზესტაფონში თამაშობს და მეათედი მაყურებელი ვერ დადის საგულშემატკივროდ და ამათმა მთლად მოუღეს ბოლო. არა და მესმის ამათიც გადაძეძგილია ეროვნული ჩემპიონატი მაყურებლებით და წოთა დასვენება უნდა გულშემატკივარს :)))
girkela_999
და მსაჯებმა რომ იჩივლოს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რომელიც გეწაძეს არ დაუნახავს მერე რა მოხდება?
sabaaan
იცი რა მაინტერესებს? ის ინტერვიუ სადაც ფედერაციას ადანაშაულებს გეწაძე მე წაკითხული მაქვს, და გაუგებრობას რას ეძახიან, ჩვენ ვერ გავიგეთ თუ თვითონ ვერ ხვდებიან რას ბაზრობენ?
VENDETTA
აბანოშიო რო იძახი, ფედერაციამ და სადისციპლინომ როგორც ჩანს გაამართლა მსაჯები. იმსაჯა თასზეც და უმაღლესზეც.
satanas
კანონი რო არსებობდეს დღეს ყრუაშვილი თავის ამალით და კიდე ბარე ორი ვირის აბანოში იქნებოდნენ
666
ese naglad rogoradebt xels rom tamashi gayiduliiyoo?es vinmes piradi sheuracyopa xomarggoniat?amisshesaxeb mimartet pederacias da gairkveva ra darogor.ase haershi saibari ojaxiswevrebis kamati xomarggoniat?egeti ciliswamebistvis kanoni dagakisrebt sanqciebs,magram sadaa kanoni??yvelapris tqma araa sityvis tavisupleba racenaze mogadgeba.amistvis arsebibs orgsnoebi romelic gaarkvevs gayidulia tuara esatuis tamashi da amusmere kibatonoakete tuginda gancxadebebi.chven ratom gvagdebt undoblobashi isedac sadaa ndoba chveni pexburtis mimart
VENDETTA
ახლა ხომ მოიხადეთ ბოდიში და კიდევ მოგიწევთ თუ ვერ დაამტკიცეთ თქვენი ეჭვები გარიგებაზე და სიბინძურეზე.
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
მწვრთნელს თავი მოაწონა - "ბარსელონა" რაშფორდის გამოსყიდვას შეეცდება
ვიტინიამ გაამხილა სად სურს კარიერის გაგრძელება
რასპადორი მალე შეიძლება "რომაში" გადავიდეს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
დემბელე უკმაყოფილოა - ლუის ენრიკე ფრთხილობს
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა