"საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორთან ინტერვიუსას სხვა საინტერესო თემებსაც შევეხეთ
ჯერ კიდევ ნოემბერში გავრცელდა ხმები, რომ ჰოლანდიური "ვიტესი" "საბურთალოს" კაპიტნით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილით დაინტერესდა.

როგორც იცით, "ვიტესის" წარმომადგენელი საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოგა გახოკიძეა, საქართველოს ნაკრებისა და "პსვ ეინდჰოვენის" ყოფილი მცველი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ილაპარაკა ამ მოსალოდნელ ტრანსფერზე, თქვა რა, რომ შესაძლოა, "ვიტესის" წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და "საბურთალოს" რომელიმე მატჩს დაესწრონ...

საინტერესოა გახოკიძის კომენტარი:

"საერთო ჯამში, სხვადასხვა პუნქტებს თუ შევაჯამებთ, დიდი თანხა გამოდის და შესაძლოა, "ვიტესი" დაფიქრდეს. როცა ფეხბურთელს ჰოლანდიის ვარიანტი აქვს, ვფიქრობ, მას ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ. ეს ხომ ფეხბურთელის კარიერისთვისაა კარგი... ეს საქართველოს ჩემპიონატია და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ უცხოეთის ნორმალურ კლუბებს ტრანსფერებში გავეჯიბროთ. აქვს ფეხბურთელს კარიერის აწყობის შანსი? ნუ შეუშლი ხელს, ცოტა დათმე".

"საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორ კახა კაშიასთან ინტერვიუ სწორედ გიორგი ხარაიშვილის შესაძლო ტრანსფერით დავიწყეთ და მერე სხვა საინტერესო თემებსაც შევეხეთ:

- გოგა გახოკიძე ჩვენი მეგობარია და მესმის, რომ მენეჯერისა და კლუბის ინტერესები დასაბალანსებელია. მაგრამ ჩვენ დიდ ხანია ვთანამშრომლობთ და პრობლემა არც ახლა შეგვექმნება. ფაქტია, "ვიტესი" დაინტერესებულია და ამას არნემული კლუბის სპორტული დირექტორის, თეო იანსენის თბილისური ვიზიტიც ადასტურებს.

ის პირველ წრეში ქუთაისის "ტორპედოსთან" ჩვენს მატჩს დაესწრო, მაგრამ აქედან ისე გაემგზავრა, ტრანსფერზე კონკრეტული არაფერი უთქვამს. მოკლედ რომ ვთქვათ, "ვიტესის" დაინტერესება ჯერ ოფიციალურ შემოთავაზებაში არ გადაზრდილა. ამიტომაც მიკვირს, ხარაიშვილის ტრანსფერის სიძვირეზე რომ ითქვა. არათუ თანხაზე, ჯერ ზოგადად ტრანსფერზეც კი არ გვილაპარაკია და ცოტას ვითხოვთ თუ ბევრს, ეს ვინ განსაზღვრა? ამ ყველაფერს მაინც გაუგებრობას მივაწერ.

აქ ერთი ნეგატივია - შესაძლოა, გიორგი ხარაიშვილმა იფიქროს, რომ შემოთავაზება გვაქვს და ვუმალავთ, ან არ ვუშვებთ. ასე, ახალგაზრდა ფეხბურთელს, შესაძლოა, გული აუცრუვდეს. ასეთი შემთხვევები ყოფილა და ამიტომაც ვამბობ.

- "საბურთალოს" მწვრთნელმა პაბლო ფრანკო მარტინმა გარკვევით გვითხრა, რომ ხარაიშვილის დატოვება და მის გარშემო ძლიერი გუნდის ჩამოყალიბება სურს...

- ამაში გასაკვირი არაფერია, ყველა მწვრთნელს სურს გუნდის ლიდერის შენარჩუნება. მაგრამ თუ კონკრეტული და საინტერესო წინადადება იქნება, ხარაიშვილს ხელს ნამდვილად არ შევუშლით, ეს გამორიცხეთ! საერთოდ, ფეხბურთელების ინტერესებს ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებდით. გაიხსენეთ, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი "ვიტესში" ჩაირიცხნენ, ჯიმი ტაბიძე ბელგიის ჩემპიონ "გენტში" წავიდა, ესპანურ "ალკორკონში" იჯარით გავუშვით ბაჩანა არაბული, რომელიც მერე თბილისის "დინამოში" მივიდა. მას გარდა, "დინამოში" გავუშვით ლაშა პარუნაშვილი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი თევზაძე... მომავალშიც ასე იქნება.

- ხარაიშვილს ახალ კონტრაქტს სთავაზობთ?

- მას ჯერ ორწლიანი მოქმედი კონტრაქტი აქვს, მაგრამ კონტრაქტით მანიპულირება კი არ გვსურს. მიგვაჩნია, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.

- გარდამავალ ჩემპიონატში უმაღლესი ლიგიდან 6 გუნდი ვარდება. დღევანდელი ახალგაზრდული შემადგენლობით, ელიტაში ადგილის შენარჩუნება ძნელი იქნება. ვინმეს დამატებას თუ აპირებთ?

- რა თქმა უნდა, ვაპირებთ, რადგან გარდამავალი ჩემპიონატი ბევრად უფრო დაძაბული და რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე სეზონია.

- ესპანეთიდან მთელი დესანტი გადმოსხით და წესით, ისინი გაძლიერებაში უნდა დაგეხმარონ. მაგალითად, ესპანეთში ჩისკოსნაირი ფეხბურთელის მონახვა არ გაუჭირდებათ...

- ჩვენი მწვრთნელი პაბლო მარტინი უკვე ფიქრობს, რომელ პოზიციაზე გვჭირდება გაძლიერება და ვინ დავიმატოთ. სატრანსფერო პერიოდის დასაწყისისთვის ამ საკითხზე ჩამოყალიბებულები ვიქნებით, ჯერჯერობით კი კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. ერთი კია, რომ გვინდა კვალიფიციური მოთამაშეები, რომლებიც გაგვაძლიერებენ. თუ ვინმეს ჩამოვიყვანთ, ძალიან ასაკოვანიც არ უნდა იყოს. არ გვინდა ისეთი ლეგიონერები, ჩვენს მოთამაშეებს ორი თავით რომ ვერ აჯობებს. ასეთებს, გვირჩევნია, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები გავზარდოთ და დავაწინაუროთ.

- საინტერესოა, ახალი სეზონიდან "საბურთალო" მეტოქეებს რომელ სტადიონზე უმასპინძლებს?

- ჯერ ეს საკითხი ღიად რჩება, რადგან ახალი მოედანი უნდა მოვძებნოთ. არის რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

- "საბურთალომ" იჯარით ხომ აიღო "ამერის" სტადიონი?

- მისი სათამაშო სტადიონად გამოყენება გამორიცხულია და სავარაუდოდ, უფრო სავარჯიშოდ თუ გამოვიყენებთ. სათამაშოდ კი ისეთი არენა გვინდა, უფრო კარგი გარემო რომ იყოს, მატჩები ხელოვნურ განათებასა და ბუნებრივ საფარზე რომ ჩავატაროთ.

- ახალ სტადიონზე თუ გადახვალთ, "ბენდელას" რა ბედი ეწევა?

- "ბენდელა" აკადემიას გადაეცემა და მთლიანად მის განკარგულებაში იქნება.

- 30 აპრილს "ზუგდიდთან" უმძიმესი გასვლითი მატჩი გელით. ამ დღეს სლოვაკეთიდან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დაბრუნდება და მისი წევრი საბურთალოელები ვერ დაგეხმარებიან. არადა, რამდენიმე მათგანი ძირითად შემადგენლობაშიც გვიხილავს. გადამწყვეტ თამაშებში მათ არ გამოიყენებთ?

- ჯერ უცნობია, ამ 11 მოთამაშისგან გიორგი ყიფიანი საბოლოოდ ვის დაიტოვებს. მაგრამ ყველა რომ დაიტოვოს, ჩვენ გვესმის, რომ ნაკრების ინტერესი ყველაფერზე მაღლა დგას...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
სერბი მწვრთნელი და გადახალისებული გუნდი - "საბურთალოს" აღმასრულებელი დირექტორი სიახლეებს ახმოვანებს
"ვიტესი" საქართველოსა და მაკედონიის მატჩს გამოეხმაურა [PHOTO]
U19. ბურსასფორი-საბურთალო 0:1 - რაც ყაზახმა არბიტრმა იკადრა... [VIDEO]
უეფას ახალგაზრდული ლიგა: საბურთალო ბურსასფორს დაუწყვილდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
კარგი ამბავი - გოგა გახოკიძემ ჩაკვეტაძის შესახებ გასახარი ინფორმაცია გაავრცელა
ჩაკვეტაძის აგენტი: "გენტის" მწვრთნელს გიორგისი ძალიან ეიმედება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?
კახა კაშია "საბურთალოს" დაემშვიდობა
"კრილია სოვეტოვის" დირექტორი ჯანო ანანიძეზე: გვესმის, ადამიანს ევროპაში სურს თამაში...
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
როგორ შეიცვლებოდა ჯანოს ხელფასი "ვიტესში" - ანანიძის აგენტი არშემდგარი ტრანსფერის დეტალებზე საუბრობს
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
РИА Новости: ანანიძე "ვიტესში" ამ დღეებში გადავა
"ბელგიასთან ცუდი მოგონებები აქვს..." - ქვილითაიას აგენტი ფეხბურთელის მომავალზე საუბრობს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნება და შესაძლო ტრანსფერი - ინტერვიუ გოგა გახოკიძესთან
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
კახა კაშია: ევროტურნირებზე ერთმატჩიანი თამაშები დადებითი კუთხითაც შეიძლება განვიხილოთ
გიორგი ხარაიშვილი თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კახა კაშია: "საბურთალო" ესპანეთში ცსკა-სა და "ზენიტს" შეხვდება
"გიორგის ექიმებმა უთხრეს, რომ..." - ჩაკვეტაძის დაბრუნების თარიღმა გადაიწია
როდის დაუბრუნდება ჩაკვეტაძე მოედანს და რატომ ვერ დაეხმარა ის "გენტში" თამაშიდან 4 დღეში ნაკრებს - რას ამბობს ფეხბურთელის აგენტი
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ვიტესის" ექსპრეზიდენტი კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა