საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მატჩი ითამაშა და 60 ქულამდე ვერც ერთხელ მიაღწია
გავიმეოროთ სათაური: როცა მაქსიმუმი 58 ქულაა, რისი იმედი უნდა გვქონდეს? დიახ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე ხუთი მატჩი ითამაშა და 60 ქულამდე ვერც ერთხელ მიაღწია. ეს განსაკუთრებით დამაფიქრებელი მაშინაა, როცა ქართველებს ირანის, ბულგარეთის, ჩინეთის წინააღმდეგ უწევდათ თამაში.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში გია კაზანჯიანის შეგირდები ბულგარეთს დაუპირისპირდნენ და პირადი "რეკორდი" დაამყარეს 58 ქულა ჩააგდეს. მწვრთნელმა ამჯერად მხოლოდ 8 კალათბურთელი ათამაშა. მეტსაც გეტყვით, განაცხადში სულ 8 მოთამაშე შეიყვანა, თუმცა შეხვედრის სურათი წინა მატჩებისგან ბევრით არაფრით განსხვავდებოდა: მეტოქემ ფარქვეშ გვაჯობა (ბულგარელებმა ბურთი 51-ჯერ მოხსნეს, ქართველებმა - 31-ჯერ) და სწორედ სამწამიან ზონაში მოპოვებული უპირატესობა გარდასახა 26-ქულიან მოგებაში (84:58).

წინა მატჩისგან განსხვავებით ქართველმა კადეტებმა პერიმეტრიდან უკეთესად ისროლეს - 17-დან 6 სამქულიანი ჩააგდეს, მაგრამ ბულგარელებს ვერც ამ კომპონენტში აჯობეს (16-დან 6 სამიანი).

მატჩის ოქმის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ არც ბულგარეთის ნაკრები წყვეტს ვარსკვლავებს. ეს არ ეხება მეათე ნომერ ალექსანდრ ვეზენკოვს, რომელიც თანატოლთა შორის მართლაც ვარსკვლავია. იგი საქართველოს ნაკრებთან მატჩში სამმაგი დუბლის ავტორი გახდა: 35 ქულა, 16 მოხსნა, 10 პასი. ერთი მისნაირი კალათბურთელი ჩვენს 16-წლამდელთა ნაკრებსაც დაამშვენებდა.

ქართველი კადეტები ტურნირში მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს თანაჯგუფელ ირანთან და A ჯგუფის ბოლო ორ გუნდთან, პუერტო რიკოსა და რუმინეთთან გაითამაშებენ: 11 თებერვალს პუერტო რიკოს დაუპირისპირდებიან, ხოლო ამ წყვილში გამარჯვებული მეცხრე ადგილისთვის ირანი-რუმინეთს შორის მოგებულს შეხვდება. წაგებულები მე-11 ადგილისთვის იბრძოლებენ.

9 თებერვალი

საქართველო-ბულგარეთი 58:84

24:27, 11:26, 12:14, 11:17

საქართველო: ამირხანაშვილი (12ქ, 3მ, 1პ), ლილუაშვილი (14ქ, 5პ, 1მ), ქობალავა (2ქ, 3მ), აბულაძე (9ქ, 3მ, 4პ), დარახველიძე (17ქ, 6მ, 1პ), ღურწკაია (1მ), ჭიხვარია (4ქ, 10მ, 2დ), ლომთაძე (1მ).

გუნდი თ მ წ სხ ქ

1. ჩინეთი 5 5 0 426/281 10

2. საფრანგეთი 5 4 1 361/282 9

3. სლოვენია 5 3 2 359/343 8

4. ბულგარეთი 5 2 3 332/338 7

5. ირანი 5 1 4 271/323 6

6. საქართველო 5 0 5 250/432 5

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა
მარცხი თურქეთთან: საქართველოს მეტოქე ისრაელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე