დოკ რივერსის გუნდმა კრის პოლი და ბლეიკ გრიფინი დაკარგა
"მაიამისთან" პირველი ორი მატჩის 22 ქულის სხვაობით წაგებისა და ერთ-ერთი ლიდერის ნიკოლა ბატუმის დაკარგვის შემდეგ, "შარლოტი" ყველას განწირული ეგონა სერიაში, მაგრამ "ჰორნეტსმა" შინ ზედიზედ ორი მატჩის მოგებით ანგარიში გაათანაბრა.

მეოთხე მატჩში იყო რთული ფსიქოლოგიური მომენტი, როცა მასპინძლები 18 ქულით იგებდნენ, მაგრამ მეტოქის 1:17 გაქცევა გამოეპარათ. თუმცა "შარლოტზე" არც ამას უმოქმედია.

ძირითადი დროის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე, როცა სხვაობა მინიმალური გახდა, თამაშის სადავეები ხელში აიღო კემბა უოკერმა, რომელმაც ზედიზედ 11 ქულა მიითვალა, ბოლოს კი კორტნი ლიმ იყოჩაღა - სირენამდე წამებით ადრე შეტევაში მოხსნა ბურთი და ტაქტიკური ფოლის შემდეგ, ორი ჯარიმა გამოიყენა.

შარლოტი-მაიამი 89:85

19:26, 29:13, 21:22, 20:24

შ: უოკერი (34+3 ჩაჭრა+2 დაფარება), ლინი (21+3 პასი), ლი (11), ჯეფერსონი (9+5 მოხსნა+3 პასი), ზელერი (8), კამინსკი (4), ჰოიესი (2+8 მოხსნა), უილიამსი (0+7 მოხსნა).

მ: ჯონსონი (16+7 მოხსნა), დენგი (15+7 მოხსნა), უეიდი (12+10 პასი+7 მოხსნა+2 დაფარება), დრაგიჩი (12+3 პასი), უაიტსაიდი (8+7 მოხსნა+3 დაფარება), უინსლოუ (8), გრინი (5), სტაუდმაიერი (5), რიჩარდსონი (3), ჰასლემი (1+5 მოხსნა).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40/39.5), სამქულიანები (23.5/37.9), საჯარიმოები (83.3/66.7).

სერია: 2-2

"კლიპერსის" პერსპექტივები "პორტლენდთან" სერიაში მეტად ბუნდოვანი გახდა. საქმე იმაში არ არის, რომ კალიფორნიელებმა ორივე გასვლითი მატჩი წააგეს და მეტოქეს ანგარიში გაათანაბრებინეს, არამედ იმაში, რომ გუშინდელი შეხვედრის მსვლელობისას, დოკ რივერსმა ორი ვარსკვლავი დაკარგა, მათ შორის, ერთი სეზონის ბოლომდე. კრის პოლმა ხელი მოიტეხა და ვეღარ ითამაშებს, ბლეიკ გრიფინმა ბარძაყის მორიგი ტრავმა მიიღო და მინიმუმ, მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს.

"კლიპერსში" პოლის მნიშვნელობაზე ერთი სტასტისტიკური ფაქტი კარგად მეტყველებს: როცა ის მოედანზე იყო, გუნდმა მეტოქეები ჯამური 553 ქულით დაამარცხა, მის გარეშე კი - 202 ქულით წააგო.

კარი ორი კვირა არ იქნება

გაირკვა სტეფ კარის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები. მარჯვენა მუხლის მყესების დაჭიმულობის გამო, "გოლდენ სტეიტის" ლიდერს, მინიმუმ ორი კვირის გამოტოვება მოუწევს. "ჩვენი აზრით, ეს კარგი ამბავია, რადგან ტრავმა უფრო სერიოზული გვეგონა", - განაცხადა "გოლდენ სტეიტის" გენერალურმა მენეჯერმა ბობ მაიერსმა. მანვე დაამატა, რომ ოპერაციის აუცილებლობა არ არსებობს.

კარიმ ახალი ტრავმა "ჰიუსტონთან" სერიის მეოთხე მატჩში მიიღო. მცველი აუცილებლად გამოტოვებს "როკეტსთან" სერიის დარჩენილ შეხვედრებს (მოქმედი ჩემპიონი 3:1-ს იგებს) და, სავარაუდოდ, მეორე რაუნდის მინიმუმ ოთხ მატჩს.

კარისა და "გოლდენ სტეიტის" ინტერესებშია, მაქსიმალურად გაიწელოს "კლიპერსისა" და "პორტლენდის" სერია, რადგან სწორედ ამ წყვილში უნდა გაირკვეს "უორიორზის" მეტოქე კონფერენციის ნახევარფინალში.

პორტლენდი-კლიპერსი 98:84

24:20, 23:23, 19:21, 32:20

პ: ამინუ (30+10 მოხსნა+3 დაფარება+3 პასი), მაკალუმი (19), ლილარდი (12+6 პასი+6 მოხსნა), ჰარკლესი (12+7 მოხსნა), კრაბე (12), დევისი (4+12 მოხსნა+4 პასი), ჰენდერსონი (4), მონტერო (3), პლამლი (2+14 მოხსნა+10 პასი+3 დაფარება).

კ: გრინი (17+5 მოხსნა), გრიფინი (17+7 მოხსნა), პოლი (16+4 პასი+3 ჩაჭრა), კროუფორდი (12+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), რედიკი (8), ჯორდანი (7+15 მოხსნა+4 დაფარება), რივერსი (4+3 პასი), ეირსი (3).

რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (40.9/35.7), სამქულიანები (41.9/28), საჯარიმოები (86.7/60.7).

სერია: 2-2

წლის მწვრთნელი კერია

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია აგრძელებს 2015-16 წლების რეგულარული სეზონის შეჯამებას. ამჯერად, გამოვლინდა საუკეთესო მწვრთნელი და ის გახდა "გოლდენ სტეიტის" დამრიგებელი სტივ კერი.

საინტერესოა, რომ ეს სპეციალისტი ზურგზე გადატანილი ორი ოპერაციის გამო, სეზონის პირველ 43 მატჩში ვერ ასრულებდა თავის მოვალეობებს, მაგრამ დაბრუნდა და თავისი გუნდი უნიკალურ რეკორდამდე - რეგულარულ ჩემპიონატში 73 გამარჯვებამდე მიიყვანა. კერის არყოფნაში, "უორიორზს" ლუკ უოლტონი წვრთნიდა.

კერი კარიერაში პირველად გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ხშირად ამბობენ, რომ კალათბურთი არ მაინტერესებს, მაგრამ..." - ნიკოლა იოკიჩი
[VIDEO] NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ენტონი ედვარდსი გახდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]
სტივ კერი: "დალასთან" მატჩი უნიტაზში უნდა ჩავუშვათ
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
"გოლდენ სტეიტმა" ახალი არენა ანტირეკორდით გახსნა
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
შაკილ ო'ნილი: ფაჩულიას ვაჩვენებდი, რატომ ვარ მე "დიდების დარბაზში" და არა ის
"გოლდენ სტეიტის" მწვრთნელმა დონალდ ტრამპს დასცინა [PHOTO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ფაჩულია ექიმებს 70-ზე მეტი კერძით დაეხმარა - "უორიორსში" კი ქველმოქმედება "მოდაში არაა"
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
სტივ კერი: ჯორდანის თანაგუნდელობა ძნელი იყო, მე ბევრი რამის უფლებას არ ვაძლევდი...
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი