ის, რაც "ლესტერ სიტიმ" თანამედროვე ფეხბურთში შეძლო, გმირობაზე მეტია
"იტალიელი სპეციალისტის მაქსიმუმი იქნება, თუკი ის შეინარჩუნებს ადგილს პრემიერლიგაში"; "ლესტერ სიტი" სეზონის ბოლოს ჩემპიონშიფში აღმოჩნდება", - ასე ციტირებდა სეზონის დასაწყისში სხვადასხვა ბრიტანული სპორტული გამოცემა. უკმაყოფილო იყო "ლესტერის" გულშემატკივართა ნაწილიც, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობას აკრიტიკებდა პირსონის გუნდიდან გაშვებისა და კლაუდიო რანიერის მოყვანის გამო.

არავის ეგონა, ვერავინ იფიქრებდა, მაგრამ დღეს "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონია, "ლესტერმა" ინგლისურ ფეხბურთში ახალი ისტორია დაწერა. "მელიები" სამეფო ტახტზე ავიდნენ და ეს მაშინ, როდესაც მათი საერთო ღირებულება სეზონის დასაწყისში 100 მილიონსაც კი არ აღემატებოდა, მათი უშუალო მეტოქეების კი გაცილებით მეტი იყო: "მან.სიტი" - 501 მლნ, "ჩელსი" - 495 მლნ, "არსენალი" - 440 მლნ, "მან.იუნაიტედი" - 415 მლნ, "ლივერპული" - 366 მლნ, "ტოტენჰემი" 312 მლნ.

ეს კი თანამედროვე ფეხბურთში გმირობაზე მეტია, ეს ფეხბურთის გამარჯვებაა ფულზე და მთელი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივარი გახდა ამ ფაქტის მომსწრე.

ეს ისტორია სამუდამოდ ჩაიწერება ოქროს ასოებით არა მარტო "ლესტერის", არამედ ევროპული ფეხბურთის ისტორიაში. გუნდმა, რომლის ყველაზე დიდი მიღწევა იყო თითქმის საუკუნის წინ (1928-29) მოპოვებული მეორე ადგილი ინგლისის ჩემპიონატში, დაამყარა არაერთი რეკორდი წლევანდელ სეზონში.

საჩემპიონო სიგიჟე - "ლესტერის" ფეხბურთელების პირველი ემოციები [VIDEO]

თუნდაც ის რად ღირს, რომ "მელიების" ალჟირელი შემტევი რიად მაჰრეზი დაასახელეს პრემიერლიგის წლის საუკეთესო მოთამაშედ. ის გახდა "ლესტერის" ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეს პრიზი მიიღო.

ფანტასტიკის სფეროს მიეკუთვნება ის ფაქტი, რომ ჯეიმი ვარდი, რომელიც 4 წლის წინ, 25 წლის ასაკში, ინგლისის ჩემპიონატის რანგით მეხუთე დივიზიონში გამოდიოდა და კიდევ უფრო ადრე შეფილდის ერთ-ერთ ქარხანაში მუშაობდა, დაამყარა არაერთი რეკორდი და დღეს ის ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლება.

ეს ყველაფერი ფეხბურთის ფარგლებს სცდება და ზღაპარს უფრო ჰგავს.

"ლესტერის" მიერ ჩატარებული მთელი სეზონი ერთი დიდი ზღაპარია, სადაც ბოლოში "კეთილმა" გაიმარჯვა, "ბოროტად" კი "მელიებს", ალბათ, ჯონ მოსი მოევლინათ, რომელმაც "ვესტ ჰემთან" 34-ე ტურის მატჩში ჯეიმი ვარდი უსაფუძვლოდ გააძევა მოედნიდან.

ამას მოჰყვა ვარდის 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია, მაგრამ ზუსტად აქ მოხდა გარდატეხა, როდესაც საუკეთესო ბომბარდირის გარეშე დარჩენილმა "ლესტერმა" 35-ე ტურის მატში "სოუნსი" ანგარიშით 4:0 გაანადგურა და ამით ყველას დაანახა, რომ მისი მთავარი ძალა გუნდის ერთიანობა იყო.

რამდენიმე ტურის წინ "ლესტერის" დამრიგებელმა და ასევე უპირობო გმირმა კლაუდიო რანიერიმ თქვა, რომ გუნდი ახალ სეზონში ათეულში მოხვედრისთვის იბრძოლებს. ალბათ, ბევრი დაეთანხმება იტალიელი სპეციალისტის ამ სიტყვებს და იმის ილუზიაც აღარავის აქვს, რომ "მელიები" მომავალ სეზონშიც შეძლებენ ჩემპიონობისთვის ბრძოლას, მაგრამ ეს უკვე "ლესტერის" ყველაზე თავგადაკლულ გულშემატკივარსაც აღარ აღელვებს.

მაგალითისთვის, როგორც "ლესტერისა" და მთლიანად ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ვეტერანმა გარი ლინეკერმა თქვა: "ღმერთმა ქნას, წელს "ლესტერი" ჩემპიონი გახდეს და მერე თუნდაც საერთოდ გაქრეს საფეხბურთო რუკიდან".

ლესტერშირის მერი აპირებს, ქალაქის რამდენიმე ქუჩას "ლესტერ სიტის" მწვრთნელისა და ფეხბურთელების სახელები დაარქვას. დღეს კი "ლესტერს" მოქმედი ლეგენდები ჰყავს - ფეხბურთელები, რომლებიც ლეგენდებად იქცნენ ლეგენდაში.

იო იაშვილი

სპეციალურად sportall.ge-სთვის

გიორგი
ნებისმიერ თამაშს ისე დაამთავრებენ როგორც ტოტალიზატორს აწყობს, ნარკო და იარაღის მაფიას გადაასწრო სპორტულმა მაფიამ,ყველა შეგუებულია ამას და არც ერთი წამყვანი ფეხბურთელი ხმამაღლა ამაზე არ ლაპარაკობს
გიორგი
სადღაა ნამდვილი ფეხბურთი და მართლაც სპორტული ჟინი, ყველაფერი ფულზე გაიყიდა
გიორგი
ნიკუნია მე ის გულშემატკივარი ვარ რომელიც სიმართლეს აღიარებს
ნიკა
გიორგი შენ ალბათ ის გულშემატკივარი ხარ მარტო გრანდების გამარჯვებას რომ აღიარებ
გიორგი
სანამ ტოტალიზატორი იქნება რეალურ ფეხბურთზე არც იფიქროთ, საზიზღარი მსახიობების სპეკტაკლებია და მეტი არაფერი
გიორგი
უყურებდით მაინც თამაშებს? მოწინააღმდეგე გუნდები იდგნენ კი არ დარბოდნენ, მსაჯების თავგადაკლულ და ზღვარს გადასულ დახმარებაზე რომ არაფერი ვთქვათ
გიორგი
ფულის გამარჯვება ფეხბურთზე! აი ეს კი მართალი და ჭეშმარიტი სათაური იქნებოდა! თქვენ ან გძინავთ ან არ გინდათ დაინახოთ რეალობა! სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ჯერ მარტო სახელი რად ღირს მელიები)))
Vova
დონამო რომ ევროპის თასი მოიგო,მისი ბიუჯეტი დხევანდელ 800 მილიონ გირვანქას შეადგენდა (ინგლისელმა კომენტატორმა თქვა ტოტენჰემი -დინამოს მატჩის დროს 2 წლის წინ) თუ ფული არ არის თქვენ დაასკვენით!
ლევანი
"glaxuna"-ს. რა შუაშია რაგბი. მით უმეტეს, აქ კლუბზეა ლაპარაკი და რაგბიშიც ზუსტად ისევეა, როგორც ფეხბურთსა და სპორტის სხვა სახეობებში. თუ ფული არაფერ შუაშია, მამუკა გორგოძე და საქართველოს რაგბისტთა ნაკრების აბსოლუტური უმრავლესობა რატომ თამაშობს საფრანგეთში, ზოგიც რუსეთში?! დიახ ბატონო, სწორედ ფულის გამო. ასე რომ, შეეშვით ამ ზღაპრებს-"რაგბი ვაჟკაცების თამაში" და ა.შ. რაღაც ორი კინკილა გუნდი თამაშობს ამ რაგბს, ეგ არი რა.
pele
გაიხსენეთ ბატონებო 70 წლების "ნოტინგემ ფორესტი" და დარწმუნდებით, რომ დიდი ფეხბურთი ფულია!!!! ჩადეთ "სამტრედიაში" 500 მლნ დოლარი და ნახაVტ, რომ "სამტრედია" ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია!!! ფეხბურთი - ფულია!!! უთხარით ეს ბიძოს !!!
666
ESARIS MARTLAC MAGALIT ROM MTAVARI MONDOMEBAA DA AMAS TANUNDA AXLDES SPORTULI FORTUNA (IGBALI)MTELI SEZONI LESTERI TITQMIS ERTISHEMADGENLOBIT TAMASHOBDA DA ARCERTI PEXBURTELI AR DAHKLEBIA.SITIS ROM YOLODA YVELAPEXBURTELI PORMASHI ALBAT SXVA SHEDEGI IQNEBODA.MEKI MARTLAC GAVXDI LESTERIS GULSHEMATKIVARI.RANIERI KI MARTLAC LEGENDA KACIA...TANRAGAC ZAAN DADEBITI AURA MODIS AMADAMIANISGAN..BRAVOOO LEICESTER!!!!
ვატა
ბრწყინვალე სტატიაა !
oTari
ლესტერი ჩემპიონია, კლაუდიო რანიერი მომავალი წლისთვის ფრთხილ პროგნოზებს აკეთებს. თუ ლესტერმა ეს შემადგენლობა შეინარჩუნა ის ხუთეულშიც მოხვდება. ლესტერმა წელს დაამტკიცა რომ მცირე ბიუჯეტიან კლუბებსაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში და ჩემპიონატის მოგება პრემიერ ლიგაში.
მ ი მ ი ნ ო
ბრავოოო...
glaxuna
ფეხბურთში ... ფულზე ფეხბურთი ა რ ა ს ო დ ე ს გაიმარჯვებს(!) სწორად ფულიანები დ ა შ ლ ი ა ნ ლესტერს და მომავალ წელს აუტსაუდერი გახდება(!) რ ა გ ბ ი 21-ე საუკუნის თამაში, ანუ ვ ა ჟ კ ა ც ე ბ ი ს თამაში !!!
დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ
"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია
"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო
მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
[VIDEO] რა გააკეთა ვარდიმ, როცა ტრავმირებული მსაჯი დაინახა? - ვიდეო სოციალურ ქსელებს იპყრობს
ოფიციალურად: ჯეიმი ვარდი დაჩი ლორთქიფანიძის "კრემონეზეში" გადავიდა
ლუკაკუს "ნაპოლიში" ვარდი შეცვლის? - "პარტენოპეი" ვეტერან ფორვარდს უახლოვდება
"სრული უაზრობაა, მის განცხადებას არ ვეთანხმები" - მაჰრეზი რონალდოს მოსაზრებაზე
"სიმართლის თქმის უფლებას არ გაძლევენ" - ლინეკერი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტზე
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"არაბეთში ჩამოსვლა არ გაბედოთ, იცით, აქ რა ხდება? სხვა არჩევანი არ მქონდა..." - მაჰრეზის მეუღლე შოკისმომგვრელ დეტალებზე საუბრობს
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
ლინეკერმა იკითხა - კიდევ საკამათოა, ვინაა უდიადესი? მორგანმა უპასუხა
ჯეიმი ვარდი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ლინეკერმა ოსიმენს ინგლისურ კლუბში გადასვლა ურჩია
ნისტელროის გაუშვებენ - ვინ შეიძლება გახდეს "ლესტერის" ახალი მწვრთნელი
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ლინეკერი და შირერი გეი-წყვილი ეგონათ - ალანი აღშფოთდა
"ლესტერი" ვან ნისტელროის გაათავისუფლებს
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
"კრუიფზე, ზიდანზე და რონალდოზე მაღლა დგას" - ლინეკერმა მესის შესახებ ისაუბრა
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
"მანჩესტერ იუნაიტედი" 38 წლის ჯეიმი ვარდის დამატებას ეცდება
"მესის ამაში ვერავინ შეედრება" - ლინეკერმა არგენტინელზე ისაუბრა
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"ალ აჰლი" მაჰრეზის თაობაზე "სიტის" დაუკავშირდა - არაბები ალჟირელს სარფიან ხელშეკრულებას სთავაზობენ
შესაძლოა, ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი გახდეს - ჯეიმი ვარდის იტალიაში იწვევენ
"გენიოსი ვარ!" - "ჩელსისთან" ბრწყინვალე შეცვლების გამკეთებელმა გვარდიოლამ მატჩის შემდეგ თვითკმაყოფილება ვერ დამალა
"სიტი" მზადაა მაჰრეზის თაობაზე წინადადებები მოისმინოს