კლაუდიო რანიერის იტალიის პრემიერმინისტრმა მიულოცა
ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, "ლესტერის" გაჩემპიონება იტალიურ საფეხბურთო სამყაროშიც მთავარი სასაუბრო თემაა. მით უმეტეს, ინგლისურ გუნდს სათავეში სწორედ იტალიელი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი უდგას.

აპენინური გაზეთების მთავარ გვერდებზე მეტწილად რანიერია გამოსახული და ბუნებრივია, რომ ჟურნალისტები მის მიმართ საქებარ ეპითეტებს არ იშურებენ. "ლესტერის" გაჩემპიონებიდან მეორე დღეს, "გაძეტა დელო სპორტი" ასეთი სათაურით გამოვიდა: "მეფე კლაუდიო" და ბუნებრივია, რომ ეს თემა ვრცლად იყო გაშლილი...

კლაუდიო რანიერის გამარჯვებას სრულიად იტალია ულოცავს - შესაბამისი შინაარსის განცხადებები ვრცელდება სოციალურ ქსელში, პრესაში, ტელევიზიაში და ა.შ. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს...

მატეო რენცი (იტალიის პრემიერმინისტრი): "უდიდესი გამარჯვება ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში და მისი ავტორი იტალიელია. ბრწყინვალე "ლესტერი" და დიდებული მისტერ რანიერი - მათ დაგვაჯერეს, რომ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია".

კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ჩვენ ვნახეთ თუ, როგორ უნდა შეასრულო შეუსრულებელი მისია. ეს არის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. ბრავო რანიერის, რომელიც მოთავეა ამ დიდი გამარჯვების. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ იტალიური სამწვრთნელო სკოლა საუკეთესოა მსოფლიოში".

ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "მინდა მივულოცო კლაუდიო რანიერის დიდი გამარჯვება, რომელიც მან ნამდვილად დაიმსახურა. "ლესტერის" ისტორია ზღაპარს ჰგავს, რომელიც ცხადად იქცა და რომელმაც ფეხბურთის მოყვარულებს დიდი სიამოვნება მოგვანიჭა".

ფრანჩესკო ტოტი (რომას კაპიტანი): "ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი მილოცვა ბოსს. თქვენ შეუდარებელი იყავით მთელი სეზონის განმავლობაში და დაიმსახურეთ ტიტული. ეს არის გამარჯვება, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ".

მესამე იტალიელი

უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ინგლისის ჩემპიონატი პრემიერლიგად იქცა, ეს ტურნირი ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია. სამაგიეროდ, კლაუდიო რანიერი მესამე იტალიელი მწვრთნელია, რომლის გუნდმაც ამ საპატიო ტიტულის მოგება შეძლო. რანიერიმდე, ეს კარლო ანჩელოტიმ გააკეთა "ჩელსისთან" ერთად და რობერტო მანჩინიმ "მანჩესტერ სიტისთან" ერთად.

იტალიელი მწვრთნელების გარდა, პრემიერლიგა კიდევ 5 მწვრთნელს აქვს მოგებული: 13-ჯერ ალექს ფერგიუსონს, 3-ჯერ ჟოზე მოურინიოს, 3-ჯერ არსენ ვენგერს, ხოლო თითოჯერ კენი დალგლიშს და მანუელ პელეგრინის. მოკლედ, ტიტულებით წინ შოტლანდიელები არიან, მაგრამ მწვრთნელთა რაოდენობით პირველ ადგილს იტალია იკავებს.

იტალიელთა დომინაცია გრძელდება

პრემიერლიგაში იტალიელ მწვრთნელთა რაოდენობა იზრდება. სეზონის წინ, ინგლისის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთი აპენინელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი მუშაობდა, მაგრამ მოგვიანებით, მას ფრანჩესკო გვიდოლინი დაემატა.

"უდინეზეს" ყოფილი თავკაცი გასავარდნ ზონაში მყოფ "სუონსის" ჩაუდგა სათავეში და გადაარჩინა გუნდი დაქვეითებისგან. დიდი ალბათობით, გვიდოლინი გააგრძელებს კონტრაქტს უელსურ გუნდთან და დარჩება პრემიერლიგაში.

რანიერის და გვიდოლინს ანტონიო კონტეც შეუერთდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დატოვებს იტალიის ნაკრებს და "ჩელსის" ჩაუდგება სათავეში. წინასწარი პროგნოზით, კონტეს გუნდი პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სპალეტის იტალიის ნაკრებიდან უშვებენ? - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელის შესაძლო შემცვლელებიც ცნობილია
მოტას უშვებენ, მანჩინი საკლუბო ფეხბურთს უბრუნდება - სრულფასოვანი კონტრაქტის მისაღებად, რობერტოს ერთი მისიის შესრულება მოუწევს
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
ლუჩიანო სპალეტი იტალიის ნაკრებიდან დაითხოვეს
ორი მთავარი კანდიდატი - "რომას" ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
ოფიციალურად - მანჩინი "ალ-სადს" ჩაუდგა სათავეში
რობერტო მანჩინი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი უარი - რანიერიმ ბოლო მომენტში იტალიის ნაკრების გაწვრთნა არ ისურვა
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ანჩელოტის და "რეალის" სიყვარული - კარლომ მადრიდული გრანდის ჰიმნი იმღერა
ლუჩიანო სპალეტი შესაძლოა, სერია A-ში სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდეს
მუშაობით კმაყოფილები არიან - ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ დიდი ხნით დარჩება
იტალიის ნაკრების მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდება
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა