ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ფეხბურთის ფედერაციას რჩევას აძლევს
უეფაში გაწევრიანებამდე, კოსოვო არაღიარებულ წარმონაქმნთა მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატებში მონაწილეობდა. მისი ლიდერები ჯერ კიდევ 2003 წელს იქადნებოდნენ, რომ კოსოვო ფიფასა და უეფას წევრი გახდებოდა, თუმცა მაშინ ამის არავის სჯეროდა.

რა შედეგებს გამოიწვევს საქართველოსთვის კოსოვოს უეფაში გაწევრიანება?

აფხაზეთი და, ეგრეთ წოდებული, სამხრეთ ოსეთი ზუსტად ანალოგიური სქემით მოქმედებენ. რუსები კი საკუთარ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მათ მიერ შექმნილი სეპარატისტული რეგიონებისთვისაც იმავე სტატუსის მოსაპოვებლად იბრძოლონ.

ამ თემაზე საინტერესო კომენტარები ვრცელდება. ფუტსალის ასოციაციის ყოფილი გენერალური მდივანი ბექა კვიციანი ფეხბურთის ფედერაციას ურჩევს:

"რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, კენჭისყრის დროს თავი ბოსნიის ფედერაციამაც შეიკავა და ერთ დროს დანასისხლად გადამტერებულ სერბეთს არ დაუპირისპირდა. სერბები კი უეფას მე-5 მუხლის დარღვევაზე საუბრობენ, რაც სრული სიმართლეა და ამას ლოზანის სპორტულ არბიტრაჟში დაუპირისპირდებიან. ფიქრობენ, რომ არბიტრაჟში უეფა პირწმინდად დამარცხდება, თუ საქმეში კვლავ დიდი პოლიტიკა არ ჩაერია...

ახლა მთავარია, ამ ბრძოლაში ჩვენი ინტერესები არ დაზარალდეს. არადა, კოსოვოს თემის წამოწევის შემდეგ, დარტყმა სულ საქართველოზე მოდის. რუსეთი და სერბეთი მეგობარი ქვეყნებია და არავინ იცის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი რას მოიმოქმედებს.

კარაჯიჩმა სწორი აქცენტი გააკეთა იმ ქვეყნების მისამართით, რომელთაც სეპარატიზმი აწუხებთ. სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, არაფერს გვარგებს იმის ლოდინი, თუ რას გადაწყვეტენ ლოზანაში.

სფფ-ს დაუდგა მომენტი, რითიც შეუძლია, ევროპულ ფეხბურთში თავისი როლი გაზარდოს. შესაძლოა, მხარეებს შორის არბიტრაჟში დავა წელიწადს მაინც გაგრძელდეს. საქართველოს სრული უფლება აქვს, და ამას უეფასა და ფიფას წესდებებიც ვერ აუკრძალავს, აღიარების წინააღმდეგ წასულ 24 ქვეყანას საერთაშორისო კონფერენციის გამართვა და საერთო პოზიციის შემუშავება შესთავაზოს - რომ უარობენ კოსოვოსთან სანაკრებო და საკლუბო დონეზე თამაშს, ხოლო კოსოვოს პასპორტის მქონე მოთამაშეებს საკუთარ ჩემპიონატებში გამოსვლას უკრძალავენ.

სფფ-მ უმარტივესი პრინციპით უნდა იხელმძღვანელოს. უეფას დებულება ერთხელ თუ დაირღვა, ეს შეიძლება მომავალშიც მოხდეს - ერთი უკანონობა მეორეს წარმოშობს და არავინ იცის, ხვალ რა მოხდება", - ამბობს კვიციანი და ვნახოთ, რამდენად გაითვალისწინებს სფფ ამ რჩევას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Marazm..
ბარემ აფხაზეთიც ვაღიაროთ და შევეგუოთ "რეალობას", ასეთი ამაზრზენი "ჭკვიანი" აზრიც გაისმა უკვე ერთი ნამეტანი ჭკვიანი კაცისგან, ამის მერე რაზეა ლაპარაკი მაგას მაგის თქმა კი არ უნდა გაებედა ტ... როგორც დედალი და გამყიდველი.
Zviad
რეალობა კი არა მართლა ერთი ადგილი დააყენეთ ზოგიერთებმა, კოსოვო შოტლანდია და უელსი არასოდეს არ გახდება კოსოვო არის სერბების აფხაზეთი ვისაც აფხაზეთის ფიფაში მიღება არ გაუხარდება პირი დამუწოს და ენას კბილი დააჭიროს. სამარცხვინოა ამისთანა ხალხი რომ გვყავს.
o.k.
არამარტო სფფ-მ არამედ პოლიტიკოსებმაც უნდა გამოიღვიძონ და ადრევე მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება
realoba
არც უელსი და შოტლანდიაა გაეროს წევრები, მაგრამ ინგლისიდან ცალკე ნაკრებები ჰკავთ FIFA-ს წევრებად! იგივე ეხება ფარერის კუნძულებს! ასე რომ....შეეშვან უკანალის ქანაობა ზოგზოგიერთებმა!!!
burdgu
გაასწორებს იმენა ყველამ ხო თქვას
rukula
შეხვედრა თუ შედგა ყველა 24 ქვეყანამ თქვას რომ მასთან ნუ მოახვედრებენ .
laiva
მსოფლიო არა იხვის ტოლმა, გაეროს წევრი არაა ანუ ეგეც არაფერს ნიშნავს აღიარების ვარიანტში :))))))))))))
sandro-s
კაიფობ 24 ფედერაციას ვინ გაუშვებს აუტში ?
sandro
.......რა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამო, რა უეფას დაუპირისირდესო, კოსოვო ჩვენ მოგვწონს თუ არა ნახევარმა მსოფლიომ აღიარა.რა ნაირად უნდა შეეწინააღმდეგოს ფედერაცია უეფას , ხმა არ მიუციათ და მეტი რა ქნას ეხლა? უეფამ რომ უთხრას ფედერაციას თუ არ მოგწონს აახვიე აქედანო ...?
zvio202
კაია მარა კობი იზამს მაგას თან სოხუმი გააქტიურდა უკვე ...
nik-s
რა ვერ გაიგე? ის, რომ ხვალ შეიძლება ჩვენთან ჯგუფში თუარა სხვა ჟგუფში აფხაზეთის ან ოსეთის ეროვნულმა ნაკრებმა ითამაშოს? კაცი გასაგებად თქვა ერთხელ თუ დაირღვა დებულება უეფას რა ჯანდაბა შეუშლით ხელს მეორად, მესამედ და ა.შ. ბევრჯერ დაარღვიონ და მიიღონ მათ რიგებში აფხაზეთის და სამაჩაბლოს გუნდები. ფედერაციამ არ უნდა დაუშვას ეს პრეცენდენტი ყოველ შემთხვევაში წინააღმდეგი უნდა დარჩეს ბოლომდე და სხვას ვნახავთ რა მოხდება
nik
ვერაფერი გავიგე
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] კვერნაძის დუბლი იტალიაში - "ფროზინონე" სერია A-სკენ მიიწევს
"კვარაცხელია ბრენდი "K" - ბრწყინვალე ქართველი კოშმარი მეტოქისთვის" - ფრანგული მედია ხვიჩაზე
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] დამაჯერებელი და სრულიად კანონზომიერი...
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
ამ საკითხს ყურიდან ყურში ვერ გავატარებთ... ანუ აქვს თუ არა ხმის უფლება ფუტსალს?
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
საფიქრალი: როგორ ჩამოვიშოროთ კოსოვო? არსებობს რამდენიმე არგუმენტი
ვითომ მუნდიალი აფხაზეთში, რომელსაც მაყურებელი არ ჰყავს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ვინ იქნება საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი?
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
ლანჩხუთის "გურია" მოსკოვის "დინამოს" წარმომადგენლის სტუმრობას ელის
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს