"ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა
"ლელომ" ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ილაპარაკა - მიმდინარე ამბები, ფედერაციის სუბიექტები, ლიცენზირება, რამდენგუნდიანი იქნება უმაღლესი ლიგა, გარიგებული მატჩები, უეფაში კოსოვოს მიღებით წარმოქმნილი უხერხულობები და სხვა...

...რა გეგმები ჰქონდათ ან ჰქონდათ კი საერთოდ?

- ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის ბოლო სხდომაზე ოთხ სუბიექტს ფედერაციის წევრობა შეუჩერდა. რეალურად რა იყო ამის მიზეზი?

- მხოლოდ ის, რაც ითქვა და მეტი არაფერი! ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო, რომ ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგამ არალეგიტიმური არჩევნები ჩაატარა. საფეხბურთო სკოლების, პლაჟის ფეხბურთისა და ეზოს ფეხბურთის ასოციაციების შემთხვევაში კი ასე მოხდა: ფედერაციამ თითოეულ სუბიექტს და, მათ შორის, ამ სამ წევრსაც მიმართა, წერილობით წარმოედგინათ ინფორმაცია, რას საქმიანობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ და კონკრეტულად, რას აპირებდნენ.

მათ არანაირი აქტივობა არ ჰქონიათ და არავინ იცოდა, რა გეგმები ჰქონდათ ან ჰქონდათ კი საერთოდ?

ამ ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ფედერაციის წერილებზე რეაგირებაც არ მოუხდენიათ, რაც, ელემენტარულად, უპატივცემულობაა. ამიტომაც შეუჩერდათ წევრობა.

მაგრამ სუბიექტების მიღება-გარიცხვაზე 28 ივნისს დაგეგმილ ყრილობაზე ვიმსჯელებთ. ამ ოთხ სუბიექტს აქვს დრო და საშუალება საიმისოდ, რომ ყრილობამდე ვითარება გამოასწოროს და ფედერაციის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

დაველოდოთ პროცესის დასრულებას

- ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებიდან ცნობილი გახდა, რომ პირველი ლიგის კლუბებიდან ლიცენზია ერთმაც კი ვერ მიიღო. ანუ რა გამოდის - გარდამავალ ჩემპიონატში 14 გუნდი იქნება უმაღლეს ლიგაში?

- დებულებაში წერია, რომ უმაღლეს ლიგაში ბოლო ორ ადგილზე გასული გუნდი პირდაპირ ვარდება. არ აქვს მნიშვნელობა, პირველი ლიგიდან ლიცენზიას ვინ მიიღებს და ვინ - ვერა. 2 გუნდი მაინც გავარდება. ანუ სპორტული პრინციპი და დებულება არ დაირღვევა. ეს პრინციპული საკითხია.

- პარალელურად, ისმის ხმები, რომ "ვიტ ჯორჯიამ" მხოლოდ ერთი პუნქტი ვერ შეასრულა და, შესაძლოა, მისმა აპელაციამ შედეგი გამოიღოს. აღმოჩნდა, რომ გუნდს მხოლოდ ერთი გასახდელის მოწყობა სჭირდება...

- ამ საკითხზე ლიცენზირების კომიტეტში იმსჯელეს და ბუნებრივია, არ აქვს მნიშვნელობა, ერთი პუნქტია დარღვეული თუ ათი. აპელაციისთვის შესაბამისი ორგანო არსებობს და კლუბებმა თავიანთი უფლებები იქ უნდა დაიცვან...

რაც შეეხება იმას, თუ რამდენი გუნდი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში, ამაზე ლაპარაკი ახლა ნაადრევია, რადგან ჯერ ლიცენზირების პროცესი არ დასრულებულა. აპელაციის მიღებისა და განხილვის ვადა 31 მაისამდეა და ყველაფერი ამის შემდეგ გაირკვევა.

ადრე ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ...

- გარიგებული მატჩების თაობაზე გავრცელებულ განცხადებაში, ფეხბურთის ფედერაციამ კლუბებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შეახსენა. მეორე დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში სპორტული შეჯიბრებების მანიპულაციების წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც შსს-ს წარმომადგენელიც ესწრებოდა. ფედერაციაში "სპორტული სამართლიანობის ჯგუფს" კი წესიერებით ცნობილი ჟურნალისტი ვახტანგ ბზიკაძე ჩაუდგა სათავეში, რომელიც, თავის დროზე, სწორედ ასეთ მატჩებს ებრძოდა. შემთხვევით არაფერი ხდება. დიდ გაცხრილვას უნდა ველოდოთ?

- მოდი, ასე ვთქვათ: არ მსურს, რომ საქმე ვინმეს დაჭერამდე მივიდეს. ეს, უპირველესად, ისევ ფეხბურთის ინტერესშია. მაგრამ სპორტული სამართლიანობის ჯგუფი იმიტომაც შეიქმნა, რომ პრობლემები რეალურად არსებობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მემორანდუმიც ამიტომ გავაფორმეთ და მასთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ადრე ამაზე მხოლოდ ლაპარაკობდნენ, მაგრამ მემორანდუმი არ არსებობდა. არსებულ ინფორმაციებს ფედერაციაშიც ვაანალიზებთ. ამაში მემორანდუმიც გვეხმარება. პლუს, უეფა რეპორტებს გზავნის, ფედერაციის წარმომადგენლები ყველა ლიგაში ვესწრებით თამაშებს, რადგან გვსურს, საეჭვო მატჩების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანოთ.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი აქტიურობით ეს შესაძლებელი გახდება. ამას ემსახურება ჩემპიონატის ფორმატის შეცვლაც. როცა ყველა თამაშს მნიშვნელობა აქვს, ქულას კი - თავისი ფასი, ეს რისკებსაც ამცირებს და გარკვეული ადამიანების ზრახვებსაც ანეიტრალებს.

ფეხბურთია და ყველგან რაღაც ხდება ან ჭორები გორდება, მაგრამ ფაქტები თუ გამოვლინდება, მას აუცილებლად გავასაჯაროებთ.

კოსოვოზე კითხვები ჩვენც გაგვიჩნდა

- ცნობილია, რომ უეფას კონგრესზე ორგანიზაციაში კოსოვოს გაწევრიანებას შეეწინააღმდეგეთ. ამავე პოზიციაზე კიდევ 23 ევროპული ქვეყანაა. რა მოხდება, ერთ ჯგუფში თუ მოვხვდებით ან ევროთასებზე ქართულ გუნდს კოსოვოელებს დაუწყვილებენ? ამ თემაზე კონსულტაციები მიმდინარეობს?

- დიახ, კოსოვო უეფაში მიიღეს და მალე მისი გაწევრიანების საკითხს ფიფაც განიხილავს. ამასთან დაკავშირებით, ბევრი კითხვა არსებობს და მთლიანობაში ამ საკითხზე უეფას ოჯახში მზაობაც არ იყო.

ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს და იმედია, უეფა და ფიფა ამ კითხვებზე პასუხს გასცემენ. იმიტომ, რომ კოსოვოს უეფას წევრი 24 ქვეყანა არ აღიარებს და რა კითხვებიც საზოგადოებაში გაჩნდა, ამაზე პასუხი ჩვენც გვაინტერესებს.

სპონსორებთან მოლაპარაკებაზე

- სპონსორებზეც გკითხავთ. "ვითიბი ბანკთან" გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ სიახლე თუ არის?

- მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგალითად, ჩემპიონატის სახელთან დაკავშირებით.

- ანუ ჩემპიონატს სპონსორის სახელი რომ დაერქვას?

- ყველაფერი შესაძლებელია. სპონსორებისთვის რამდენიმე ვარიანტი შევიმუშავეთ და ვფიქრობ, ამ კუთხით საინტერესო სიახლე და წინსვლა გველის.

მოყვარულთა ლიგა

- აქამდე საქართველოში სულ სამი ლიგა არსებობდა. ახლა მეოთხე, სამოყვარულო ლიგა ჩამოყალიბდა, რაც მასობრიობისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ მოულოდნელი ის იყო, რომ მას ფეხბურთის განვითარების ერთიანი ფონდი აფინანსებს...

- დიახ, ასეა, რადგან ქვეყანაში ფეხბურთი მასობრიობის გარეშე ვერ განვითარდება, მოყვარულთა ჩემპიონატი კი სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ფეხბურთის ფედერაციას მნიშვნელოვან ტურნირად მიაჩნია...

სხვათა შორის, ეს არის მესამე ჩემპიონატი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაში ჩვენი გუნდის მოსვლის შემდეგ დავიწყეთ. ფუტსალის ჩემპიონატი უკვე კარგა ხანია ტარდება, მაგრამ ფედერაციაში ჩვენი გუნდის მოსვლის დროს ჩემპიონატი ჩაშლილი იყო...

მეორეა ქალთა საქართველოს ჩემპიონატი. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი იმით არის, რომ ქართული ფეხბურთის არეალი გაიზრდება და იმითიც, რომ საქართველოში ოთხი საფეხბურთო ლიგა არასოდეს ყოფილა. არადა, პირველივე ეტაპზე, თბილისში 16 სამოყვარულო გუნდი ჩამოყალიბდა, დიდი მოთხოვნაა რეგიონებშიც და ეს ძალიან მახარებს. ამიტომ მალე სამოყვარულო ფეხბურთში რეგიონებიც ჩაერთვებიან.

- როცა ტურნირი იწყებოდა, არავინ იცოდა, რომ მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული ევროპის რეგიონთა თასზე ითამაშებს...

- ვის უნდა ეთამაშა, როცა საქართველოში მსგავსი ჩემპიონატი არასოდეს ჩატარებულა?! მაგრამ ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ინტერესიც არ არსებობდა და იმ გამონაკლის ევროპულ ქვეყნებს შორის ვართ, რომლებიც რეგიონთა თასის მიღმა არიან დარჩენილები. ეს ძალიან ცუდია! არადა, ბევრი ადამიანია, რომელსაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ ამაზე ოცნებობს და ამ დონეზე მაინც შეუძლია, რომ თავისი ქვეყნის ღირსება დაიცვას და თავი გამოიჩინოს.

გარდა ამისა, არიან ახალგაზრდები, რომლებიც საფეხბურთო სკოლის შემდეგ ვერსად თამაშობენ და არის შანსი, რომ ამ ჩემპიონატში გამოსვლით სელექციონერებმა შენიშნონ და პროფესიულ გუნდებში აიყვანონ. სხვა თუ არაფერი, ეს ხალხი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარია.

მოკლედ, ეს ტურნირი ბევრი კუთხითაა საინტერესო. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია და სამოყვარულო ლიგაც დასახვეწია, მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ მასში მეტი ადამიანი ჩავრთოთ და საამისოდ, ფეხბურთის ფედერაცია მეტ ფინანსებს გაიღებს.

- ერთ-ერთ გუნდში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკა ჯღარკავამაც ითამაშა. თქვენ არ გაქვთ თამაშის სურვილი?

- სურვილი როგორ არ მაქვს, მაგრამ ბიზნესლიგაში ვთამაშობ და ელემენტარულად, დროც არ მრჩება საამისოდ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
მასობრიობა ქმნის პრობლებას.. თუ ჩვენ გვინდა შედეგს მივაღწიოთ სწრაფად, საჭიროა შეძლებული გუნდების არსებობა მხოლოდ... თუ დაველოდებით ბევრ ინვესტორს, ახალი სტადიონების მშენებლობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას ეს დროს წაიღებს, თუ გადავხედავთ ბავშვთა ფეხბურთს ვნახავთ ერთ მოედანზე 4 გუნდის ვარჯიშს ერთი და იგივე დროს.. ამ დროს წარმოუდგენელია ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის სწორად გაზრდა- ჩამოყალიბება. როდესაც საფეხბურთო სკოლას შეუძლია სიტყვაზე 100 ბავშვის შენახვა, იქ 500 არ უნდაა მიიღონ.. მასობრიობაზე აცენტი უნდა გაკეტდეს მხოლოდ მაშინ როდესაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქნება და ახალი სკოლები გაიხსნება. ფედერაციამ უნდა იმოქმედოს პრინციპით ,,უნიჭო'' ფეხბურთელი აფერხებს ნიჭიერის განვითარებას. სწორი სელექცია, შერჩევა და გუნდში ნიჭიერი ფეხბურთელების თAვმოყრა ადრეული ასაკიდან.

მთელ ქართულ ფეხბურთში, მათ შორის უმაღლეს ლიგაში ჩაწყობილმა თამაშებმა წალეკეს სპორტული მხარე: მიცემა პირდაპირ, ან მეშვეობით, შარშანდელი ვალი ... ბათუმი მარტვილს აბრალებს მის შარშანწინდელ გავარდნას და ახლა მის გასავარდნად არიგებს ქულებს ... წელს ერთს არ სჭირდება ქულები და აძლევს სხვას, გაისად ჩასესხების ანგარიშში ... ტოტალიზატორი კიდევ სულ სხვა თავის ტკივილია... და ამ დროს თქმა, რომ არ უნდა ვინმეს დაჭერამდე მივიდეს საქმე, ძალიან დილეტანტურია!
dato
ლიახვმა სიაბანდათ გააფორმა ხალხი არა რომ ლიცენზია ვითომ მოეგვარებინა
gio
რა უნდა ლისხვს უმაგლეში სიაბანდათ გააფორმეს ხალხი
1
ყველაზე მთავარი ახლა ზესტაფონის საკითხია.მანდ გამოჩნდება ქართული ფეხბურთის უკეთესობისა და სიმართლისთვის იბრძოდით თუ სკამისთვის
გუგა
ზესტაფონზე რატო არაფერს ეკითხებით?
dato
ლაპარაკი ლაპარაკი და ახლა ლაპარაკიც კი შეზღუდული,ანუ ზოგიერთ საკითხებზე აღარც ლაპარაკობენ.საქმეს არ აკეთებენ ,უსამართლოდ გაგდებულ ზესტაფონზე ხმას არ იღებენ...
l olz
ზესტაფონზე რა ისმის
elguja
მდაა. სრული იგნორი ზესტაფონის საკითხზე. არც ჟურნალისტი კითხულობს რამეს, კობიაშვილიც არ ეხება ამ საკითხს. სამწუხაროა...
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ნიკა ჯღარკავა: ეს არ არის მხოლოდ ჩემი ჯილდო...
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
გაიგებთ რა ხდება გუნდების გასახდელში - ფიფას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ახალი იდეა აქვს
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
კობიაშვილი, მუჯირი და ჯღარკავა უეფას კომიტეტის წევრები გახდნენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
ლევან კობიაშვილი: ნუ გგონიათ, თუ არ ვყვირით, არაფერს ვაკეთებთ
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სატელევიზიო სპორტული არხი "სეტანტა" გაქართულდა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
As: "იუვენტუსმა" სუპერლიგა უეფას მხრიდან შანტაჟის გამო დატოვა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
უეფას მიერ რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვებას ბოიკოტი მოჰყვა
ლევან კობიაშვილი: მარტო რაპორტი არ არის, თვალები მაქვს და ვერავინ მომატყუებს [VIDEO]
მათ რომ ასე ვუწოდო, მართებული იქნება? - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკოსების კრიტიკას უპასუხა
საჩივარი არ დაკმაყოფილდა - რუსები საერთაშორისო ტურნირებიდან კვლავ მოკვეთილები იქნებიან
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...