მურად ბუჯელალი ივნისის ტესტებზე ეროვნულ ნაკრებთა მორაგბეებს პირობას უყენებს
ივნისის სარაგბო ტესტებზე საქართველოს ნაკრებს შესაძლოა, საკადრო პრობლემა შეექმნას. ამის მიზეზი ფრანგული ტოპ 14-ის კლუბ "ტულონის" პრეზიდენტი მურად ბუჯელალია.

მან განაცხადა, რომ კლუბის ის მოთამაშეები, რომლებიც ეროვნულ ნაკრებებს ივნისის ტესტებზე გაჰყვებიან, ამ თვის ხელფასს ვერ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ კლუბში ეროვნული ნაკრების სამი (სულ ხუთი ქართველია) წევრი თამაშობს: მამუკა გორგოძე, კონსტანტინე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა.

ბუჯელალმა განაცხადა, რომ ის არ არღვევს არანაირ წესს - ნებისმიერ მოთამაშეს უშვებს სანაკრებო ტესტებზე, მაგრამ არ აპირებს მათი სანაკრებო ოდისეის დაფინანსებას.

პრობლემა მხოლოდ ქართველ მორაგბეებს არ შეექმნებათ. უელსელი ლაი ჰალპენის ზელანდიური ტურნეც ნაწილობრივ (ნაწილობრივ ტრავმის) გამო არ შედგება. ასევე დილემის წინაშე არიან "ტულონის" სამხრეთაფრიკელი მორაგბეები.

სხვათა შორის, საფრანგეთის ნაკრების ხელმძღვანელობამაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ივნისის ტესტებზე იმ მორაგბეებს არ გამოიძახებს, რომელთა კლუბები პლეი ოფში თამაშობენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველთათვის აღნიშნული პრობლემა მოულოდნელი არ არის. ახლო წარსულში არაერთ ჩვენებურს გაუკეთებია არჩევანი ეროვნული ნაკრების სასარგებლოდ და შემოსავალი მოუკლია.

ივნისში საქართველოს ნაკრები ტესტებს ოკეანეთში მართავს. 11 ივნისს სამოას ესტუმრება, 18-ში ფიჯიში ტონგას დაუპირისპირდება და ბოლოს, 25 ივნისს იქვე ფიჯის შეერკინება. თქმა არ უნდა, რომ ეს ტურნე "ბორჯღალოსნებისთვის" ძალზე მნიშვნელოვანია.

მსოფლიო რაგბის მე-9 პუნქტი კლუბს აიძულებს, გაუშვას მორაგბე ოფიციალურ სანაკრებო შეხვედრებში, მაგრამ იქ არაფერი წერია ფინანსურ საკითხზე.

"ივნისში 4-5 მორაგბე მხოლოდ იმის გამო შეიძლება დავკარგოთ, რომ მათი ფედერაციები ამხანაგურ მატჩებს თამაშობენ. არსებობს მე-9 პუნქტი, კი ბატონო, ყველას გავუშვებთ, მაგრამ არა ჩვენს ხარჯზე.

იმედი მაქვს, რომ ფედერაციები სათანადო პატივისცემას გამოხატავენ ტოპ 14-ისადმი, რადგან ეს ნამდვილი შეჯიბრებაა, სადაც მათ მორაგბეებს მთელი წლის განმავლობაში უვლიან", - განაცხადა ბუჯელალმა.

"ტულონი" ამჟამად ტოპ-14-ში მესამე ადგილზეა.

B-52
ამ სამი ოთხი ძალიან მნიშვნელოვანის თითო თვის ხელფასი არა მგონია იმხელა იყოს ფედერაციამ ვერ შესძლოს გადახდა. თუ არადა სამივე თამაშს წავაგებთ და ჩავალთ მეჩვიდმეტე ადგილზე
სტრასბურღელი
კერძო ბიზნესის ენაა და სადღაც მართალია, მინიმუმ ასე იცავენ თავს ნაყიდი ლეგიონერების ტრამვებისაგან, იმდენი უნდა ჰქონდეს საქართველოს ფედერაციას რომ მინიმუმი მაინც გადაუხადოს ბიჭებს, რადგან საფრანგეთში ეს ხალხი ნაქირავებ ბინებში ფულს იხდის და ხელფასიც არა მგონია დიდი ჰქონდეთ...
guro
დზალიან გაგვიწირდება ამ ბიწების გარეშე.
fanat
ერთი რამე ვერ გამიგია.რატომ არ შეიძლება ისე მოხდეს კალენდრის შედგენა როგორც ფეხბურთშია.ერთმანეთს რომ არ შეუშალოს ხელი ნაკრებმა და კლუბმა
vato
ხო ჯერ ერთი ყვეკლა მორაგბეს აქვს ეგ პრობლემა და არა მარტო ქართველებს. მესმის რომ კლუბის პრეზიდენტს თავისი ინტერესები აქვს მაგრამ ასეთი მოქცევა მართლა არაკაცობაა, თან იცის რამდენს ნიშნავს ივნისის ტესტები ჩვენთვის. ეგ სიტუაცია ახალი არაა და ბიჭებმა უკვე იციან რაც უნდა ქნან.
zura
თუ ,,ტულონი" ფლეი ოფში თამაშობს მაგ დროს, მაშინ იქნებ ამხანაგური მატჩები გადაიდოს. აქ ხელფასზე არაა ლაპარაკი, ნამდვილი მორაგბე ნაკრებს პატივს სცემს, მაგრამ კლუბსაც არ ეპყრობა უპატივცემულოდ. მათ სწადიათ ბრძოლა ნაკრებისთვისაც და კლუბისთვისაც.
მსქროლავი ტროლი
ფეხბურთში მსგავსი ბუჯელალიზმი აზრადაც არავის მოუვა - დროა, მსოფლიო რაგბიც შეაჯანჯღაროს ვინმემ.....
gio
ქართველების ხსენება საერთოდ არარის არც ბუჯელალის განცხადებაში და არც მაგ სტატიის კომენტარებში
zaza
აქ მარტო ხელფასზე არარის... მითუმეტეს ეს ბუჯელალი მაგარი "კლიაოზნიკი" კაცია და ის ბერნარ ლაპორტი კიდევ უარესი...
gavazeli
ვეთანხმები პელეს. გადაუხადოს სპორტის სამინისტრომ ამ ბიჭებს ერთი თვის ხელფასი. გაცილებით დიდ ფულს ხარჯავენ ათასგვარ სისულელეში.
Akaki
რაო ეწვებათ ევროპელებს ქართული რაგბის წარმატება?
avtors
:) ვა, რა ხალხი ხართ ტოო :) არ ეშვებით - ბურჯალალმა ქართველებს კი არა საკუთარი კლუბის ველა წევრს ვისაც სანაკრებო თამაში ექნება მათ უთხრა, რომელთა შორის ქართველებიც არიან ყვითელი პრესა :)
მერაბი
ცუდი ამბავია, მაგრამ ჩვენი რაგბის ფედერაცია უნდა ჩაერიოს. თუ კლუბთან ვერ მოაგვარებს საქმეს, თვითონ მოიძიოს საჭირო თანხები. შეიძლება ჩვენი ბიჭები პატრიოტობის გამო მზად არიან ფინანსურ დანაკარგებზე, მაგრამ ამით არ უნდა ვისარგებლოთ
pele
მემგონი საქართველოს რაგბის ფედერაციამ უნდა გაიკრას ჯიბეზე ხელი და მოთამაშეებს გადაუხადოს კონპესაცია. მათ გარეშე თამაში, თუნდაც მსოფლიო რეიტინგის თვალსაზრისით, ნამდვილად არ წაადგება ჩვენს ნაკრებს.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მამუკა გორგოძემ ტოპ 14 ორი ლელოთი დაიწყო! [VIDEO]
მიქაუტაძე ფრანგულ ლიგაში ოთხკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
ლევან ჩილაჩავამ "გრენობლს" ლელო დაუდო [VIDEO]
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
ქართველი მორაგბეების ლელოები ჩემპიონთა თასზე
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დაფრინავს - პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" გერმანიას 42:0 ამარცხებენ
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
კონსტანტინე მიქაუტაძემ შესაძლოა მინიმუმ 2-3 თვე ვერ ითამაშოს
აფრასიძე და ნარიაშვილი საფრანგეთის ჩემპიონები არიან!
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და დებიუტი [VIDEO]
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
სარაგბო კლუბის ვარსკვლავი ტრაგიკულად დაიღუპა
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ლევან ჩილაჩავა: ეს ქალაქი რაგბით ცხოვრობს
სავსე ტრიბუნების დროა!
მამუკა გორგოძემ TOP 14-ის პირველ ტურში ტრავმა მიიღო და 3 თვე გაუცდება
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ბექა გიგაშვილი ფრანგულ გრანდში, "ტულონში" გადავიდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ლეგიონერები - ჩილაჩავა ლელოთი დაბრუნდა, პაპიძემ მესამე გაიტანა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
Blog-rct.com: 53 წუთში მამუკა გორგოძემ ტიტანური სამუშაო შეასრულა