ტურნირს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან და საქართველოში ამერიკის საელჩოსთან ერთად ატარებს
JR.NBA - GBF თბილისის დივიზიონით დაიწყო. ტურნირს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციასთან და საქართველოში ამერიკის საელჩოსთან ერთად ატარებს და მისი ფორმატი ნბა-ს პროფესიული საკალათბურთო ლიგის ანალოგიურია.

შესაბამისად, Jr. nba - Gbf- ში 6 დივიზიონია - თბილისის, თელავის, ქუთაისის, რუსთავის, გორის და ბათუმის, რომლებსაც ნბა-ს შესაბამისი დივიზიონების სახელები შეძლებისდაგვარად გეოგრაფიული პრინციპით აქვთ მინიჭებული. თბილისს ატლანტიკის დივიზიონი ჰქვია და მასში ნიუ იორკი (აკადემია), ბრუკლინი (მაკაბი), ფილადელფია (ჰიუნდაი), ბოსტონი (151-ე სკოლა) და ვაშინგტონი (ზაზა) მონაწილეობენ.

ატლანტიკის დივიზიონის მატჩები დღეს დაიწყო და 12 მაისამდე გასტანს, შემდეგ კი ტურნირში მონაცვლეობით სხვა დივიზიონებიც ჩაებმებიან. დივიზიონებიდან საუკეთესო 2-2 გუნდი პლეი ოფში გავა, რომლებსაც კონფერენციებში საუკეთესო 2-2 მესამეადგილოსანიც დაემატება და ჩემპიონის გამოსავლენი ბრძოლა პლეი ოფიდან გაგრძელდება. კონფერენციებიც ნბა-ს მსგავსადაა - დასავლეთ კონფერენციაში 3 დივიზიონია: სამხრეთ-დასავლეთის (ბათუმი), პასიფიკის (ქუთაისის) და ჩრდილო-დასავლეთის (გორი), ხოლო აღმოსავლეთის კონფერენციას შემდეგი დივიზიონები შეადგენენ: ატლანტიკი (თბილისი), ცენტრალური (რუსთავი) და სამხრეთ-აღმოსავლეთი (თელავი).

დღეს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ორი მატჩი გაიმართა. ნიუ იორკმა (აკადემია) 60:24 დაამარცხა ბრუკლინ ნეთსი (მაკაბი), ხოლო ბოსტონმა (151-ე სკოლა) 37:33 გაიმარჯვა ტორონტოსთან.

კონფერენციების საუკეთესო 2-2 გუნდი 26 ივნისს თბილისში შეიკრიბება, სადაც ჯერ კონფერენციების ფინალები გაიმართება, შემდეგ კი - აბსოლუტური ჩემპიონის გამოსავლენი სუპერფინალი.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მაიკლ
roko-ს. თუ ქაჯობაა, შენ რატომ ქაჯობ?
roko
ქაჯობაა
62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა