გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის თქმით, კლუბის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ ჯგუფებთან
გორის "დილამ" მეორე წრე ცუდად დაიწყო და ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა. ამის მიუხედავად, უჩა სოსიაშვილის გუნდმა ჩემპიონატის ფინიშზე მდგომარეობა მაინც გამოასწორა, ახლა მე-3 ადგილზეა და ევროპალიგის საგზურიც დაბევებული აქვს.

დარჩენილ ორ ტურში გორელებს უშუალო კონკურენტი საჩხერის "ჩიხურა" ვეღარ დაეწევა.

მართალია, ჩემპიონობისთვის მებრძოლ "დილას" ვერცხლისა თუ ბრინჯაოს მედლები ადრინდელივით ვერ გაახარებს, მაგრამ შემადგენლობის რადიკალური ცვლილების, არასტაბილური, ნერვული და ფინანსურად მძიმე სეზონის ფონზე, ესეც მშვენიერი შედეგია.

"ლელო" გორელთა მთავარ მწვრთნელს დაელაპარაკა. ცხადია, პირველ რიგში დავინტერესდით, რა ცვლილებებია მოსალოდნელი გუნდში საევროპოდ.

"სეზონის ბოლოს კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად დავსხდებით და სამომავლო გეგმებზე დავილაპარაკებთ. ქართულმა გუნდებმა ევროპაში თავი ღირსეულად რომ წარმოაჩინონ და ევროპის ლიგაზე კი არა, პლეი ოფში მაინც მოხვდნენ, ამას დრო და სტაბილური გარემო სჭირდება.

დღევანდელი ქართული ფეხბურთის ფონზე კი ეს რთულად წარმომიდგენია, რადგან ჩვენი გუნდების შემადგენლობები ლამის ყოველ ექვს თვეში რადიკალურად იცვლება. ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და შეთამაშებული გუნდის ჩამოყალიბებას 2-3 წელი მაინც სჭირდება", - ამბობს სოსიაშვილი.

ის იმედით უყურებს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას:

"პროგრამა ხუთწლიანია და სტაბილურობის განცდას მაინც გააჩენს. კლუბებმა ვიცით, რომ ამ დროის განმავლობაში ფეხბურთს სახელმწიფო დააფინანსებს, მეტ-ნაკლებად სტაბილური გარემო გვექნება და ასე თუ ისე შესაძლებელი გახდება, რომ ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროთასებზე გამოსვლის გეგმები გავწეროთ.

არ აქვს მნიშვნელობა, კლუბის ბიუჯეტი ბევრი იქნება თუ ცოტა - ასეთ გარემოში მუშაობა ბევრად სასიამოვნო და დამაიმედებელია. შემოსავლიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობამ და მწვრთნელმა უნდა დაგეგმონ, როგორ ჩამოაყალიბონ ბრძოლისუნარიანი გუნდი, რომელიც შედეგსა და შემოსავლებზე, ანუ ტრანსფერებზე იქნება ორიენტირებული.

თუ ყველა კლუბმა მოახერხა და ამ პროგრამით იმუშავა, ქართული ფეხბურთისთვის ეს იდეალური ვარიანტი იქნება".

სოსიაშვილი ფიქრობს, რომ "დილას" განკერძოება შესაძლებელია:

"საერთოდ, კარგი იქნება, კლუბებს კერძო ინვესტორი რომ ჰყავდეთ და მხოლოდ სახელმწიფოზე არ იყვნენ დამოკიდებული. ამის პოტენციალი "დილასაც" აქვს და ყველა იმ კლუბსაც, რომელიც მენეჯმენტს სწორად წარმართავს.

დასამალი არ არის, რომ ჩვენი კლუბის შესახებ მიმდინარეობს მოლაპარაკებები დაინტერესებულ ჯგუფებთან. რა და როგორ მოხდება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს და ამაზე განცხადებას კლუბი გააკეთებს".

აპირებს თუ არა 26 წლის სპეციალისტი გორულ კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას? სოსიაშვილს ამის შესახებაც ვკითხეთ:

"დილასთან" კონტრაქტი 2017 წლის მაისში მიმთავრდება. ასე რომ, კლუბში კიდევ ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავებ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუ კონტრაქტის გაწყვეტა ორმხრივი სურვილი იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jango
გივი გაგნიძე ю ჯიგარო,საქმე იმაშია რომ სწორედ ეს არის კორუფციულ-ჩათლახური სქემა"ინვესტორ-სპონსორის" ხელოვნურად არარსებობა. საიდან მოვა ისინი თუკი არ არის გაყიდვის ობიექტი თავისი სწორი შეფასებით აქტივ-პასივებისა? რომელი გადარეული მოვა ასეთ პირობებში. ან რატომ უნდა მოვიდეს მაინცადამაინც ერთი კომპანია ან პირი?რატომ არ შეიძლება ჰყავდეს კლუბს 10 000 აქციონერი? საჭიროა სახელმწიფო კლუბების სააქციო საზოგადოებად ქცევა, ამათზე მიმაგრება ქონებისა და მერე ამ აქციების გაყიდვა როგორც საინვესტიციო ბილეთის. შესაბამისად აქციის მყიდველი თავის თავზე ღებულობს ვალდებულებას იქს ოდენობის თანხის ინვესტირება მოახდინოს ყოველწლიურად დათქმული წლების ოდენობაში.მხოლოდ ასე დაიბადება ძლიერი კლუბები. ამაზე არც სიჭინავა მიდიოდა და არც კობიაშვილი მიდის, იმიტომ რომ 'ვიღაცეების ინტერესებს მაგრა უხურებს" ყველაზე ადვილი ხომ სახელმწიფო ფულის ხერხვაა.
გივი გაგნიძე
უჩა სოსიაშვილი კარგი სპეციალისტია და უნდა შევინარუნოთ,რაც შეეხება გუნდის, განკკერძოებას, გაკვირვებული ვარ ქართბევი ბიზმესმენებიდან,რატომ არავინ გამოჩნდა და არავინ დაინრერესდა მისი,სად არის ბ-ნო გიორგი დაპირებული ზრუნვა ინვესტორებზე,ნუ გვაბოლებთ.ესაუბრეთ ფედერაციას და დროა მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები
QWERTY
kvaxa მაგის მსგავსი რაღაც არის სამტრედიაში, 50% მუნიციპალიტეტია და 50% არამომგებიანი ორგანიზაცია საფეხბურთო კავშირი სამტრედია :) რეზულტატი სახეზეა :)
status quo
უჩა სოსიაშვილი კარგი სპეციალისტია და დილაც კარგი გუნდია,სულ ჩემპიონობის პრეტენდენტია.ამათ ეხლა დახმარება და კაი სპონსორი სჭირდებათ...
kvaxa
რატო არ შეიძლება რომ კერძო პირს ან ფირმას გადაეცეს არა მთლიანად კლუბი, არამედ მისი ნაწილი. დავუშვათ გორი აიღებს თავის თავზე სტადიონის მოვლას, ხოლო ხელფასებს სახელმწიფო პროგრამა და კერძო სექტორი დააფინანსებს. მოკლედ მაგალითისთვის ვთქვი. თორე მთლიანად რომ აძლევთ სტადიონიან ბაზიანად, ჯერ ერთი კერძოს უძვირდება, ხოლო თუ უნამუსო აღმოჩნდა, შეუძლია ტერიტორიები მიითვისოს ხოლო გუნდს თავი დაანებოს ან დაასუსტოს. მოკლედ ყველა ვარიანტი უნდა გავითვალისწინოთ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა